საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი მიროტაძე - "როცა გავაცილებ მიხეილ სააკაშვილს, ამით ავიხდენ ჩემს 10 წლის ოცნებას და შემდეგ ქორწილს გადავიხდი "
ანი მიროტაძე - "როცა გავაცილებ მიხეილ სააკაშვილს, ამით ავიხდენ ჩემს 10 წლის ოცნებას და შემდეგ ქორწილს გადავიხდი "

ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ანი მი­რო­ტა­ძე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერ­თა­დერ­თი გა­სა­თხო­ვა­რი დე­პუ­ტა­ტია. ამ­ბობს, რომ მისი გული და­კა­ვე­ბუ­ლია და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­თხოვ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბას არ ამ­ხელს. ახალ­ბე­და დე­პუ­ტა­ტი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. აცხა­დებს, რომ მაქ­სი­მუმს გა­ა­კე­თებს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნდო­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად.

- დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტად და ამ პე­რი­ო­დით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტმა და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ჩემი ოჯა­ხის­თვის ჩემი არ­ჩე­ვა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. უფ­რო­სი შვი­ლი ვარ. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ექი­მო­ბა იყო და ჩე­მებ­საც უნ­დო­დათ, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო, მაგ­რამ უარი ვთქვი. ბა­ბუა გა­მი­ნა­წყენ­და. ვიცი, ჩემ­გან არა­სო­დეს დად­გე­ბო­და ექი­მი. დღემ­დე მი­მაჩ­ნია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა ჩემი საქ­მე და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნე. ჩვე­ნი თა­ო­ბა მძი­მე პე­რი­ოდ­ში და­უ­ღა­ლა­ვად, მთე­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით აკე­თებ­და ახალ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას. პა­ტა­რა ასაკ­ში ვის­წავ­ლე, რო­გორ გავმკლა­ვე­ბო­დი პრობ­ლე­მებს. ოჯახ­ში პუ­რის ფული მე არ მქონ­და შე­სა­ტა­ნი, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ა­ში თვით­დამ­კვიდ­რე­ბის­თვის ბრძო­ლა ად­ვი­ლი არ იყო. სა­კუ­თა­რი თა­ვით ყო­ველ­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე არას­წორს ჩავ­დი­ვარ. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას" თა­ვი­დან­ვე ისე ვა­ფა­სებ­დი, რო­გორც ახლა აფა­სე­ბენ. იმ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვი­ყა­ვი. მა­შინ პირ­ველ არხზე ვმუ­შა­ობ­დი. დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და ჩემი სურ­ვი­ლით წა­მო­ვე­დი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. რი­გი­თი მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან მინ­დო­და და­მე­ნა­ხა, ხომ არ ვცდე­ბო­დი, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა ხომ არ იყო არას­წო­რი. როცა ხე­დავ, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს ამ ცვლი­ლე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, ფიქ­რობ, შენ ხომ არ ცდე­ბი შე­ფა­სე­ბის დროს. სამ­წუ­ხა­როდ, არ ვცდე­ბო­დი... ორი წელი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში პა­უ­ზა მქონ­და.

- შემ­დეგ სა­ა­გენ­ტო "პირ­ვე­ლი" შექ­მე­ნი, ხომ?

- 202-ში ძა­ლი­ან ცოტა ხანი პრო­დი­უ­სე­რად ვი­მუ­შა­ვე. მივ­ხვდი, იქ რა­ღაც არ გა­მო­დი­ო­და. 10-დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა ავი­ღე და მა­შინ და­ვი­წყე ფიქ­რი სა­ა­გენ­ტოს შექ­მნა­ზე. გავ­რის­კე, და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა­ში მო­ვაგ­რო­ვე სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბი და გა­დავ­წყვი­ტე, სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბა 15 ნო­ემ­ბერს და­ე­წყო, მაგ­რამ 10 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს, ჩემ­მა წყა­რომ მაც­ნო­ბა, რომ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. ამი­ტომ უფრო ადრე მო­მიხ­და მე­დი­ა­სივ­რცე­ში ხმა­უ­რი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით შეჭ­რა. სა­ა­გენ­ტოს სა­ხელ­ზეც ბევ­რი ვი­ფიქ­რე. როცა სა­ა­გენ­ტოს არ­ქმევ "პირ­ველს", შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ დაგ­ცი­ნოს, მაგ­რამ ამის­თვი­საც მზად ვი­ყა­ვი. სა­ა­გენ­ტომ ექ­სკლუ­ზი­ვე­ბით და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და ჩაჯ­და "პირ­ვე­ლი" ძა­ლი­ან მალე ამ სივ­რცე­ში. თუმ­ცა, მქონ­და სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბიც. მა­შინ არ­სე­ბობ­და ჟურ­ნა­ლი "პირ­ვე­ლი" და სი­გა­რე­ტი "პირ­ვე­ლი", მათ­თან ორ­წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დავა მქონ­და სა­ხე­ლის გამო. სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი, რო­გო­რი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ჰქონ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. დი­რექ­ტი­ვა იყო, რომ წა­მე­გო პრო­ცე­სი, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლე გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა?

- იმ პე­რი­ოდ­ში "პირ­ველს" უნდა და­მა­ტე­ბო­და კი­დევ ერთი სეგ­მენ­ტი. მინ­დო­და, რა­დიო გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დი. მა­შინ მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! კახა შარ­ტა­ვა­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის­გან. პარ­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა უნ­დო­დათ და მი­აჩ­ნდათ, რომ კარ­გი კან­დი­და­ტუ­რა ვიქ­ნე­ბო­დი. ამას წინ უძღო­და სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ მათ უარი ვუ­თხა­რი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ვი­ყა­ვი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, ღიად არა­ვინ მებ­რძო­და. უბ­რა­ლოდ, არ მაძ­ლევ­დნენ გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

- კახა შარ­ტა­ვას შე­მო­თა­ვა­ზე­ბას რა­ტომ და­თან­ხმდი?

- რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, კახა შარ­ტა­ვას დიდ პა­ტივს ვცემ­დი. 11 წელი ოჯა­ხე­ბით გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ბევ­რჯერ გვი­სა­უბ­რია, გვი­კა­მა­თია ქვეყ­ნის მო­წყო­ბა­ზე. ვი­ცო­დი, უცხო ხალ­ხში არ მივ­დი­ო­დი. თა­ვი­დან დავ­თან­ხმდი ერთი პი­რო­ბით: ვთხო­ვე, ცოტა ხანს ისე ვივ­ლი­დი პარ­ტი­ა­ში, რომ ეს სა­ი­დუმ­ლოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. მე­ში­ნო­და, იქ­ნებ არ გა­მომ­სვლო­და... და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვე ვი­ა­რე ასე, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, ინ­ფორ­მა­ცია გახ­მა­ურ­და და მერე დავ­თან­ხმდი მათ წი­ნა­და­დე­ბას. როცა პო­ლი­ტი­კა­ში მი­დი­ხარ, უნდა იცო­დე, რომ ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი. გა­მი­მარ­თლა, რომ ჩემ გვერ­დით გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, რეზო შა­ვიშ­ვი­ლი და კახა შარ­ტა­ვა იყ­ვნენ. რჩე­ვებს მათ­გან ხში­რად ვი­ღებ. ახ­ლაც, როცა მჭირ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცია, რა თქმა უნდა, მათ ვე­კი­თხე­ბი. თუ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­ში არ იცი, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ღუ­პე­ბი.

- დე­პუ­ტა­ტო­ბას ელო­დი?

- ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ კო­ა­ლი­ცი­ა­ში სი­ე­ბი შე­იქ­მნე­ბო­და. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­მარ­ცხე­ბა იყო. გა­მარ­ჯვე­ბა არ­ჩევ­ნე­ბით მო­ვი­პო­ვეთ. ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა რომ ვთქვა, არ მინ­დო­და დე­პუ­ტა­ტო­ბა-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, მინ­დო­და. თუმ­ცა, თუ ასე არ მოხ­დე­ბო­და, ეს ჩემ­თვის ტრა­გე­დია არ იქ­ნე­ბო­და. პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­თაც ბევ­რი საქ­მეა სა­კე­თე­ბე­ლი და იმას გა­ვა­კე­თებ­დი.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კახა შარ­ტა­ვამ თა­ვი­სი ად­გი­ლი და­გით­მო. ეს მარ­თა­ლია?

- ტყუ­ი­ლია. ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცას და­უთ­მოს ად­გი­ლი, ასე არ ხდე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში. სი­ა­ში მე­სა­მე ვი­ყა­ვი... ორ კო­მი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ვარ სა­გა­რეო საქ­მე­თა ურ­თი­ერ­თო­ბის კო­მი­ტეტ­ში, ბა­ტონ თედო ჯა­ფა­რი­ძეს­თან. მისი სა­უ­ბა­რი ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, უფა­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბი მაქვს პარ­ლა­მენ­ტში. ასე­ვე ვარ იუ­რი­დი­ულ კო­მი­ტეტ­ში.

- რო­გო­რია შენი ერთი დღე?

- 10 სა­ათ­ზე პარ­ლა­მენ­ტში ვარ. იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც 10 სა­ათ­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას. ყვე­ლა ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, ახა­ლი ცვლი­ლე­ბა ჩვენ­თან შე­მო­დის და სა­მუ­შაო ბევ­რია. სე­სი­ე­ბი სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე ადრე არ მთავ­რდე­ბა, შუ­ა­ლე­დებ­ში გვაქვს შეხ­ვედ­რე­ბი. მერე გვი­ან ვბრუნ­დე­ბი ჩემს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში. ყო­ველ­თვის ვიც­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. ქალ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა სცეს პა­ტი­ვი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რეც ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვი­ღა­ცას ეპ­რან­ჭე­ბი.

- ალ­ბათ ბევ­რი ჭორი გსმე­ნია შენ­ზე. რო­გორ რე­ა­გი­რებ?

- ბევ­რი მსმე­ნია. როცა ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, ასეთ ჭო­რებ­ზე სა­შინ­ლად ვრე­ა­გი­რებ­დი. ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. აუ­ცი­ლებ­ლად იწყებ­დნენ ჩემ გვერ­დით ვი­ღაც კა­ცის ძი­ე­ბას. ბევ­რჯერ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან მა­კავ­ში­რებ­დნენ, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი. თით­ქოს მათი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ზო­გის სა­ცო­ლედ მა­სა­ღებ­დნენ, ზო­გის - საყ­ვარ­ლად. ამ უაზ­რო ჭო­რე­ბის გამო ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მი­ტი­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, არ გინ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და­გენგრეს ჭო­რე­ბის გამო. ვი­ღა­ცას ჰგო­ნია, რომ შენი წარ­მა­ტე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ღა­ცას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- რო­გორც ჩანს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყა­ვი და გე­ში­ნო­და ამ ჭო­რე­ბის გამო ურ­თი­ერ­თო­ბის დან­გრე­ვის. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რო­გორ რე­ა­გი­რებ­და ამა­ზე?

- თვა­ლებ­და­სი­ვე­ბუ­ლი, ნამ­ტი­რა­ლე­ვი რომ მი­ვი­დო­დი პა­ე­მან­ზე, მკი­თხავ­და, - რა­ტომ ტი­რიო? მი­ზე­ზის გა­გე­ბის შემ­დეგ მამ­შვი­დებ­და. სულ ხომ არ ვი­ტი­რებ­დი ამ სუ­ლე­ლუ­რი ჭო­რე­ბის გამო? სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე ყვე­ლა­ფერს. რო­გო­რი ჭო­რიც უნდა იყოს, თუ სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს, ის ქრე­ბა. ამას რომ მივ­ხვდი, მერე დავ­წყნარ­დი. ახლა ჭო­რებ­ზე აღარ ვტი­რი. როცა სა­ა­გენ­ტო შევ­ქმე­ნი, მა­ში­ნაც უამ­რა­ვი ჭორი აგორ­და. სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხელ­დე­ბოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს მათი ფუ­ლით და­ფი­ნანსდა.

- ამ­ბობ­დნენ, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე აფი­ნან­სებ­სო.

- ხან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებ­ზე ამ­ბობ­დნენ, ხან - ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­ზე, ას­ლან აბა­ში­ძე­ზე, ლე­ვან მა­მა­ლა­ძე­ზე, ბო­ლოს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც ით­ქვა. არა­და, ამ დროს საბ­ჭოს ქუ­ჩა­ზე, ორ-ოთა­ხი­ან ჩემს იტა­ლი­ურ ბი­ნა­ში მქონ­და ოფი­სი გახ­სნი­ლი. 10 000 დო­ლა­რით და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს და­ნა­ზო­გი მქონ­და, თან მა­მა­ჩემ­მა და­მი­მა­ტა და ამ ფუ­ლით ვი­ყი­დე ტექ­ნი­კა და ორი თვის ხელ­ფა­სე­ბი გა­და­ვუ­ხა­დე თა­ნამ­შრომ­ლებს. იმ­დე­ნად ხმა­უ­რი­ა­ნად შე­ვე­დით ბა­ზარ­ზე, რომ მერე კონ­ტრაქ­ტე­ბიც გა­ფორმ­და სა­ა­გენ­ტოს­თან. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მთლი­ა­ნად არ ჰყოფ­ნი­და ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ერთს გა­მო­ვარ­თმევ­დი ფულს და მე­ო­რეს ჩა­ვა­სეს­ხებ­დი, მერე მე­სა­მეს და ასე ვწვა­ლობ­დი 8 თვე. არც ერთი თეთ­რი არა­ვი­სი არ არის სა­ა­გენ­ტო "პირ­ველ­ში". მერე იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, - ხომ არ დათ­მობ წილს, ხომ არ გინ­და და­გეხ­მა­რო, მაგ­რამ უარს ვამ­ბობ­დი, არ მინ­დო­და დამ­ხმა­რე­ბა, რად­გან ამ ვი­თა­რე­ბა­ში არ იქ­ნე­ბო­და სა­ა­გენ­ტო ობი­ექ­ტუ­რი. ახლა კარ­გად ვიცი, რომ სა­ა­გენ­ტოს­კენ არ უნდა გა­ვი­ხე­დო, არ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­გან მათ­თვის რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვე­ტი­ლი მაქვს, რად­გან ვიცი, ეს და­მა­ზა­რა­ლებს მეც და სა­ა­გენ­ტო­საც. მე თვი­თონ ხომ არ მოვ­კლავ აწყო­ბილ საქ­მეს, რაც მთე­ლი წლე­ბი ვა­შე­ნე?

- შენ ხარ ერ­თა­დერ­თი გა­სა­თხო­ვა­რი დე­პუ­ტა­ტი მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან. რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- მარ­ტო არ ვარ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. და­ვიწ­რე ფიქ­რი, რომ მარ­ტო არ უნდა ვიყო. მინ­და მქონ­დეს ოჯა­ხი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ღო ოჯახ­მა ჩემი წარ­მა­ტე­ბის­თვის. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ჯერ ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ მის ვი­ნა­ო­ბას. ერთს გე­ტყვით, - ის არ არის პო­ლი­ტი­კა­ში. მას­თან ერ­თად ოჯა­ხის შექ­მნას ვა­პი­რებ.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია?

- გპირ­დე­ბი, ექ­სკლუ­ზივს თქვენ მოგ­ცემთ, როცა მე ამ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ.

- უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ქორ­წინ­დე­ბით?

- ზუს­ტად ვიცი, რომ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე ამას არ ვა­პი­რებ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, როცა მე კი­დევ ერთ გა­მარ­ჯვე­ბას მო­ვი­პო­ვებ და გა­ვა­ცი­ლებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ამით ავიხ­დენ ჩემს 10 წლის ოც­ნე­ბას და შემ­დეგ ქორ­წილს გა­და­ვიხ­დი და ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­საც მო­ვი­წყობ. ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არის ჩემი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი. ის არ არის ტი­პუ­რი აზი­ა­ტი მა­მა­კა­ცი. დიდი ხა­ნია, ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­და­ი­ზარ­და სიყ­ვა­რულ­ში. ის ავ­სებს ჩემს ცხოვ­რე­ბას. ის თბი­ლის­შია, მე - ქუ­თა­ის­ში, ეს არის ჩვენ­თვის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­მო­სულს გა­რეთ დამ­ხვდა და სი­ურპრი­ზი მო­მი­წყო.

- რა არის შენი გა­ტა­ცე­ბა?

- ადრე ლექ­სებს ვწერ­დი, მაგ­რამ მუ­ზამ მი­მა­ტო­ვა. კარ­გა ხა­ნია, ლექ­სი არ და­მი­წე­რია. რო­გო­რი დაღ­ლი­ლიც უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი სახ­ლში, აუ­ცი­ლებ­ლად რამ­დე­ნი­მე ფურ­ცე­ლი წიგ­ნი უნდა წა­მე­კი­თხა. ახლა ამას ვერ ვა­ხერ­ხებ და წიგ­ნე­ბი სულ მი­დევს ახ­ლოს და ვხვდე­ბი, თავს მახ­სე­ნე­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტად 15 წელი ვი­მუ­შა­ვე. ეს პე­რი­ო­დი კარ­გად დამ­თავ­რდა და ახლა ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მინ­და კარ­გი საქ­მე­ე­ბი ვა­კე­თო, რომ ვიცი, ამას შევ­ძლებ.

- როცა ჩვე­ნი კო­ლე­გა, ელი­სო ჩა­ფი­ძე მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ერ­თგვა­რი რეკ­ლა­მა გა­უ­კე­თა, რო­გორც სა­სურ­ველ სა­პა­ტარ­ძლოს. შენ­ზე არ უსა­უბ­რია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- კო­ა­ლი­ცი­ის ფარ­გლებ­ში ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს. ელი­სოს ქორ­წილ­შიც შევ­ხვდით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მარ­თა­ლია, არა­ფე­რი უთ­ქვამს ჩემ­ზე, არ გა­უ­კე­თე­ბია ჩემ­თვის რეკ­ლა­მა... ახლა დავ­ფიქ­რდი ამა­ზე, თუმ­ცა, ეს სა­სა­ცი­ლოა. ჩემი გული ისე­დაც და­კა­ვე­ბუ­ლია. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ოც­რად ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა. ისეთ ანა­ლიზს აკე­თებს, რომ ხში­რად გა­ო­ცე­ბუ­ლი ვრჩე­ბით. ალ­ბათ იმი­ტომ მი­დის პო­ლი­ტი­კი­და­ნაც. ზუს­ტად იცის, სა­დაც მე­ტად სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მისი ყოფ­ნა. იცის ის გზა, სა­ი­და­ნაც უკე­თე­სად შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ანი მიროტაძე - "როცა გავაცილებ მიხეილ სააკაშვილს, ამით ავიხდენ ჩემს 10 წლის ოცნებას და შემდეგ ქორწილს გადავიხდი "

ანი მიროტაძე - "როცა გავაცილებ მიხეილ სააკაშვილს, ამით ავიხდენ ჩემს 10 წლის ოცნებას და შემდეგ ქორწილს გადავიხდი "

ყოფილი ჟურნალისტი ანი მიროტაძე საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი გასათხოვარი დეპუტატია. ამბობს, რომ მისი გული დაკავებულია და საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გათხოვდება. ჯერჯერობით შეყვარებულის ვინაობას არ ამხელს. ახალბედა დეპუტატი აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში. აცხადებს, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, ქართველი ხალხის ნდობის გასამართლებლად.

- დიდხანს ვიმუშავე ჟურნალისტად და ამ პერიოდით ძალიან ვამაყობ. მესამე კურსის სტუდენტმა დავიწყე მუშაობა. ჩემი ოჯახისთვის ჩემი არჩევანი მოულოდნელი იყო. უფროსი შვილი ვარ. იმ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული ექიმობა იყო და ჩემებსაც უნდოდათ, სამედიცინო განათლება მიმეღო, მაგრამ უარი ვთქვი. ბაბუა გამინაწყენდა. ვიცი, ჩემგან არასოდეს დადგებოდა ექიმი. დღემდე მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკაა ჩემი საქმე და საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინე. ჩვენი თაობა მძიმე პერიოდში დაუღალავად, მთელი ენთუზიაზმით აკეთებდა ახალ ჟურნალისტიკას. პატარა ასაკში ვისწავლე, როგორ გავმკლავებოდი პრობლემებს. ოჯახში პურის ფული მე არ მქონდა შესატანი, მაგრამ პროფესიაში თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა ადვილი არ იყო. საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე არასწორს ჩავდივარ. "ვარდების რევოლუციას" თავიდანვე ისე ვაფასებდი, როგორც ახლა აფასებენ. იმ პოლიტიკური გუნდის მოწინააღმდეგე ვიყავი. მაშინ პირველ არხზე ვმუშაობდი. დავწერე განცხადება და ჩემი სურვილით წამოვედი ტელევიზიიდან. რიგითი მაყურებლის პოზიციიდან მინდოდა დამენახა, ხომ არ ვცდებოდი, ჩემი შეხედულება ხომ არ იყო არასწორი. როცა ხედავ, ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ამ ცვლილებას, ბუნებრივია, ფიქრობ, შენ ხომ არ ცდები შეფასების დროს. სამწუხაროდ, არ ვცდებოდი... ორი წელი ჟურნალისტიკაში პაუზა მქონდა.

-  შემდეგ სააგენტო "პირველი" შექმენი, ხომ?

-  202-ში ძალიან ცოტა ხანი პროდიუსერად ვიმუშავე. მივხვდი, იქ რაღაც არ გამოდიოდა. 10-დღიანი შვებულება ავიღე და მაშინ დავიწყე ფიქრი სააგენტოს შექმნაზე. გავრისკე, დაახლოებით 2 კვირაში მოვაგროვე საჭირო დოკუმენტები და გადავწყვიტე, სააგენტოს მუშაობა 15 ნოემბერს დაეწყო, მაგრამ 10 ნოემბერს, საღამოს, ჩემმა წყარომ მაცნობა, რომ ყველაზე გავლენიანი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამიტომ უფრო ადრე მომიხდა მედიასივრცეში ხმაურიანი ინფორმაციით შეჭრა. სააგენტოს სახელზეც ბევრი ვიფიქრე. როცა სააგენტოს არქმევ "პირველს", შეიძლება ვინმემ დაგცინოს, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავი. სააგენტომ ექსკლუზივებით დაიწყო მუშაობა და ჩაჯდა "პირველი" ძალიან მალე ამ სივრცეში. თუმცა, მქონდა სასამართლო დავებიც. მაშინ არსებობდა ჟურნალი "პირველი" და სიგარეტი "პირველი", მათთან ორწლიანი სასამართლო დავა მქონდა სახელის გამო. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორი სასამართლო სისტემა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. დირექტივა იყო, რომ წამეგო პროცესი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლე გამარჯვებისთვის.

-  რატომ გადაწყვიტე პოლიტიკაში წასვლა?

-  იმ პერიოდში "პირველს" უნდა დამატებოდა კიდევ ერთი სეგმენტი. მინდოდა, რადიო გამეკეთებინა და ამ მიმართულებით ვმუშაობდი. მაშინ მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კახა შარტავასა და გუბაზ სანიკიძისგან. პარტიის გაძლიერება უნდოდათ და მიაჩნდათ, რომ კარგი კანდიდატურა ვიქნებოდი. ამას წინ უძღოდა სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიებიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ მათ უარი ვუთხარი. იმის მიუხედავად, რომ ვიყავი მიხეილ სააკაშვილის აქტიური მოწინააღმდეგე, ღიად არავინ მებრძოდა. უბრალოდ, არ მაძლევდნენ გაძლიერების საშუალებას.

-  კახა შარტავას შემოთავაზებას რატომ დათანხმდი?

-  როგორც პოლიტიკოსს, კახა შარტავას დიდ პატივს ვცემდი. 11 წელი ოჯახებით გვქონდა ურთიერთობა. ბევრჯერ გვისაუბრია, გვიკამათია ქვეყნის მოწყობაზე. ვიცოდი, უცხო ხალხში არ მივდიოდი. თავიდან დავთანხმდი ერთი პირობით: ვთხოვე, ცოტა ხანს ისე ვივლიდი პარტიაში, რომ ეს საიდუმლოდ დაეტოვებინათ. მეშინოდა, იქნებ არ გამომსვლოდა... დაახლოებით ორი თვე ვიარე ასე, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, ინფორმაცია გახმაურდა და მერე დავთანხმდი მათ წინადადებას. როცა პოლიტიკაში მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე. გაცნობიერებული ნაბიჯი გადავდგი. გამიმართლა, რომ ჩემ გვერდით გუბაზ სანიკიძე, რეზო შავიშვილი და კახა შარტავა იყვნენ. რჩევებს მათგან ხშირად ვიღებ. ახლაც, როცა მჭირდება კონსულტაცია, რა თქმა უნდა, მათ ვეკითხები. თუ პოლიტიკური თამაში არ იცი, აუცილებლად დაიღუპები.

-  დეპუტატობას ელოდი?

-  ყველამ ვიცოდით, რომ კოალიციაში სიები შეიქმნებოდა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ნაციონალური მოძრაობის დამარცხება იყო. გამარჯვება არჩევნებით მოვიპოვეთ. ტყუილი იქნება რომ ვთქვა, არ მინდოდა დეპუტატობა-მეთქი. რა თქმა უნდა, მინდოდა. თუმცა, თუ ასე არ მოხდებოდა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ იქნებოდა. პარლამენტის გარეთაც ბევრი საქმეა საკეთებელი და იმას გავაკეთებდი.

-  გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა შარტავამ თავისი ადგილი დაგითმო. ეს მართალია?

-  ტყუილია. ვიღაცამ ვიღაცას დაუთმოს ადგილი, ასე არ ხდება პოლიტიკაში. სიაში მესამე ვიყავი... ორ კომიტეტში ვმუშაობ. ძალიან გამიმართლა, რომ ვარ საგარეო საქმეთა ურთიერთობის კომიტეტში, ბატონ თედო ჯაფარიძესთან. მისი საუბარი ყოველთვის საინტერესოა, უფასო გაკვეთილები მაქვს პარლამენტში. ასევე ვარ იურიდიულ კომიტეტში.

-  როგორია შენი ერთი დღე?

-  10 საათზე პარლამენტში ვარ. იურიდიული კომიტეტი ერთადერთია, რომელიც 10 საათზე იწყებს მუშაობას. ყველა ახალი კანონპროექტი, ახალი ცვლილება ჩვენთან შემოდის და სამუშაო ბევრია. სესიები საღამოს 9 საათზე ადრე არ მთავრდება, შუალედებში გვაქვს შეხვედრები. მერე გვიან ვბრუნდები ჩემს ნაქირავებ ბინაში. ყოველთვის ვიცლი საკუთარი თავისთვის. ქალმა საზოგადოებას უნდა სცეს პატივი, ვიზუალური მხარეც ყოველთვის მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ეპრანჭები.

-  ალბათ ბევრი ჭორი გსმენია შენზე. როგორ რეაგირებ?

-  ბევრი მსმენია. როცა ჟურნალისტი ვიყავი, ასეთ ჭორებზე საშინლად ვრეაგირებდი. ძალიან მაღიზიანებდა. აუცილებლად იწყებდნენ ჩემ გვერდით ვიღაც კაცის ძიებას. ბევრჯერ ისეთ ადამიანებთან მაკავშირებდნენ, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. თითქოს მათი შეყვარებული ვიყავი. ზოგის საცოლედ მასაღებდნენ, ზოგის - საყვარლად. ამ უაზრო ჭორების გამო ძალიან ბევრჯერ მიტირია. ბუნებრივია, არ გინდა პირადი ცხოვრება დაგენგრეს ჭორების გამო. ვიღაცას ჰგონია, რომ შენი წარმატება აუცილებლად ვიღაცასთან არის დაკავშირებული.

-  როგორც ჩანს, შეყვარებული იყავი და გეშინოდა ამ ჭორების გამო ურთიერთობის დანგრევის. შეყვარებული როგორ რეაგირებდა ამაზე?

-  თვალებდასივებული, ნამტირალევი რომ მივიდოდი პაემანზე, მკითხავდა, - რატომ ტირიო? მიზეზის გაგების შემდეგ მამშვიდებდა. სულ ხომ არ ვიტირებდი ამ სულელური ჭორების გამო? სხვა თვალით შევხედე ყველაფერს. როგორი ჭორიც უნდა იყოს, თუ საფუძველი არ აქვს, ის ქრება. ამას რომ მივხვდი, მერე დავწყნარდი. ახლა ჭორებზე აღარ ვტირი. როცა სააგენტო შევქმენი, მაშინაც უამრავი ჭორი აგორდა. სხვადასხვა ადამიანები სახელდებოდნენ და ამბობდნენ, თითქოს მათი ფულით დაფინანსდა.

-  ამბობდნენ, ლევან გაჩეჩილაძე აფინანსებსო.

-  ხან გაჩეჩილაძეებზე ამბობდნენ, ხან - ირაკლი ოქრუაშვილზე, ასლან აბაშიძეზე, ლევან მამალაძეზე, ბოლოს ვანო მერაბიშვილიც ითქვა. არადა, ამ დროს საბჭოს ქუჩაზე, ორ-ოთახიან ჩემს იტალიურ ბინაში მქონდა ოფისი გახსნილი. 10 000 დოლარით დავიწყე მუშაობა. ტელევიზიაში მუშაობის დროს დანაზოგი მქონდა, თან მამაჩემმა დამიმატა და ამ ფულით ვიყიდე ტექნიკა და ორი თვის ხელფასები გადავუხადე თანამშრომლებს. იმდენად ხმაურიანად შევედით ბაზარზე, რომ მერე კონტრაქტებიც გაფორმდა სააგენტოსთან. ბუნებრივია, ეს მთლიანად არ ჰყოფნიდა ყველაფერს, მაგრამ ერთს გამოვართმევდი ფულს და მეორეს ჩავასესხებდი, მერე მესამეს და ასე ვწვალობდი 8 თვე. არც ერთი თეთრი არავისი არ არის სააგენტო "პირველში". მერე იყო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, - ხომ არ დათმობ წილს, ხომ არ გინდა დაგეხმარო, მაგრამ უარს ვამბობდი, არ მინდოდა დამხმარება, რადგან ამ ვითარებაში არ იქნებოდა სააგენტო ობიექტური. ახლა კარგად ვიცი, რომ სააგენტოსკენ არ უნდა გავიხედო, არ შეიძლება ჩემგან მათთვის რაიმე ინფორმაციის მიწოდება. ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი მაქვს, რადგან ვიცი, ეს დამაზარალებს მეც და სააგენტოსაც. მე თვითონ ხომ არ მოვკლავ აწყობილ საქმეს, რაც მთელი წლები ვაშენე?

-  შენ ხარ ერთადერთი გასათხოვარი დეპუტატი მმართველი გუნდიდან. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხარ?

-  მარტო არ ვარ, შეყვარებული ვარ. დავიწრე ფიქრი, რომ მარტო არ უნდა ვიყო. მინდა მქონდეს ოჯახი. არაჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე. ყველაფერი გაიღო ოჯახმა ჩემი წარმატებისთვის. შეყვარებული ვარ, მაგრამ ჯერ ვერ დაგისახელებთ მის ვინაობას. ერთს გეტყვით, - ის არ არის პოლიტიკაში. მასთან ერთად ოჯახის შექმნას ვაპირებ.

-  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია?

-  გპირდები, ექსკლუზივს თქვენ მოგცემთ, როცა მე ამ ნაბიჯს გადავდგამ.

-  უახლოეს პერიოდში ქორწინდებით?

-  ზუსტად ვიცი, რომ ოქტომბრის ბოლომდე ამას არ ვაპირებ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა მე კიდევ ერთ გამარჯვებას მოვიპოვებ და გავაცილებ მიხეილ სააკაშვილს, ამით ავიხდენ ჩემს 10 წლის ოცნებას და შემდეგ ქორწილს გადავიხდი და ჩემს პირად ცხოვრებასაც მოვიწყობ. ჩემი შეყვარებული არის ჩემი ყველაზე კრიტიკული შემფასებელი. ის არ არის ტიპური აზიატი მამაკაცი. დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობა გადაიზარდა სიყვარულში. ის ავსებს ჩემს ცხოვრებას. ის თბილისშია, მე - ქუთაისში, ეს არის ჩვენთვის პრობლემა, მაგრამ რამდენჯერმე პარლამენტიდან გამოსულს გარეთ დამხვდა და სიურპრიზი მომიწყო.

-  რა არის შენი გატაცება?

-  ადრე ლექსებს ვწერდი, მაგრამ მუზამ მიმატოვა. კარგა ხანია, ლექსი არ დამიწერია. როგორი დაღლილიც უნდა მივსულიყავი სახლში, აუცილებლად რამდენიმე ფურცელი წიგნი უნდა წამეკითხა. ახლა ამას ვერ ვახერხებ და წიგნები სულ მიდევს ახლოს და ვხვდები, თავს მახსენებენ. ჟურნალისტად 15 წელი ვიმუშავე. ეს პერიოდი კარგად დამთავრდა და ახლა ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება შეცდომები დავუშვა, მაგრამ იმდენად მინდა კარგი საქმეები ვაკეთო, რომ ვიცი, ამას შევძლებ.

-  როცა ჩვენი კოლეგა, ელისო ჩაფიძე მოვიდა პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარი რეკლამა გაუკეთა, როგორც სასურველ საპატარძლოს. შენზე არ უსაუბრია. ბიძინა ივანიშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

-  კოალიციის ფარგლებში ვხვდებით ერთმანეთს. ელისოს ქორწილშიც შევხვდით, ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მართალია, არაფერი უთქვამს ჩემზე, არ გაუკეთებია ჩემთვის რეკლამა... ახლა დავფიქრდი ამაზე, თუმცა, ეს სასაცილოა. ჩემი გული ისედაც დაკავებულია. ძალიან კარგი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, საოცრად ძლიერი პიროვნება. ისეთ ანალიზს აკეთებს, რომ ხშირად გაოცებული ვრჩებით. ალბათ იმიტომ მიდის პოლიტიკიდანაც. ზუსტად იცის, სადაც მეტად სჭირდება საქართველოს მისი ყოფნა. იცის ის გზა, საიდანაც უკეთესად შეუძლია დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკას.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია