საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება.
"ვანო მერაბიშვილის და ზურა ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ წარადგინა დასაკითხი მოწმეების 3969 კაციანი სია (ეს 69 რაღა იყო ვერ გეტყვით)
როგორც გამოცდილი იურისტები ამბობენ, დასაკითხი მოწმეების ეს რაოდენობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში უპრეცედენტოა.
ზურგის ქარი მინდა ვუსურვო პროკურატურას, ამ შორეულ მოგზაურობაში... 666-ე მოწმეზე რომ იქნებით შემეხმიანეთ, მაინტერესებს რა {ვიდზე} იქნებით..."- წერს ხაჩიძე თავის გვერდზე.