საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუდონჰესის" მშენებლობის გამო სვანეთში დაახლოებით 200 ოჯახს განსახლება მოუწევს
"ხუდონჰესის" მშენებლობის გამო სვანეთში დაახლოებით 200 ოჯახს განსახლება მოუწევს

"ხუ­დო­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლე­ო­ბის მომ­ხრე­ე­ბი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" დი­ლი­დან ჯერ "ხუ­დო­ნ­ჰე­სის" პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შემ­დეგ კი შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სი­ტყვით გა­მო­დი­ოდ­ნენ და სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას აფიქ­სი­რებ­დნენ.

შეხ­ვედ­რის და­სას­რულს, რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი სი­ტყვით გა­მო­დი­ოდ­ნენ, მათ მი­მართ გა­ის­მა რეპ­ლი­კე­ბი, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა და სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა. ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ სვა­ნეთ­ში გი­გან­ტუ­რი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ის გა­მოწ­ვევს სოფ­ლე­ბის დატ­ბორ­ვას და ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას. ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ პრო­ექ­ტის მომ­ხრე­ე­ბი, რა­მაც ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია. ბო­ლოს გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ კონ­ფე­რენ­ცია სრულ­დე­ბო­და და რა დრო­ი­თაც დარ­ბა­ზი იყო ნა­ქი­რა­ვე­ბი, უკვე ამო­ი­წუ­რა.

რო­გორც შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა და პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა კვლავ გა­ი­მარ­თე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ხუ­დო­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის გამო სვა­ნეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 ოჯახს (და­ახ­ლო­ე­ბით 800 ადა­მი­ა­ნი) გან­სახ­ლე­ბა მო­უ­წევს. კომ­პა­ნია "ტრან­სე­ლექტრიკ­მა" 2012 წელს წი­ნას­წა­რი აღ­წე­რა და კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სახ­ლე­ბა მოხ­დე­ბა შემ­დე­გი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი­დან: ხა­ი­ში, გაღ­მა ხა­ი­ში, ლუხი, ქვე­და წვირ­მინ­დი, ლარ­ჯა, ტო­ბა­რი და ლავ­ხო­რა­ლი.

გარ­და ამი­სა, ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ექ­ცე­ვა ხა­ი­შის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია და საფ­ლა­ვე­ბი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა სწო­რედ ამ ეკ­ლე­სი­ას და საფ­ლა­ვებს, რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თე­მე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი დე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად.

უშუ­ა­ლოდ საფ­ლა­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, მათ გა­და­ად­გი­ლე­ბამ­დე და­გეგ­მი­ლია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია. ამო­უც­ნო­ბი საფ­ლა­ვე­ბის­თვის კი შე­მუ­შავ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რა თემ­თან და ეკ­ლე­სი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ცე­დუ­რა. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აპი­რე­ბენ, რომ ახა­ლი საფ­ლა­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა თე­მის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვე­თებს, მათ შო­რის არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ მი­წებს კომ­პა­ნია აპი­რებს, რომ სრუ­ლი კომ­პენ­სა­ცია გას­ცეს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წებ­ზე და მათ­ზე გან­ლა­გე­ბულ ად­გი­ლებ­ზე. მათ შო­რის არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქო­ნე­ბა­ზეც. კომ­პა­ნია უფა­სოდ გა­უ­წევს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას დახ­მა­რე­ბას, რომ და­ი­რე­გის­ტრი­რონ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი და ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კომ­პენ­სა­ცი­ას, რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ მი­ი­ღოს კომ­პენ­სა­ცია ნაღ­დი ფუ­ლით და სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­დეს მათ მიერ შერ­ჩე­ულ ად­გილ­ზე. კომ­პენ­სა­ცია მი­წა­ზე, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ზე და ხე­ებ­ზე გა­ი­ცე­მა მათი აღ­დგე­ნი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბით, ხოლო აღ­ნიშ­ნულს ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი.

ამას­თან, კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბამ კომ­პა­ნი­ას სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 აშშ დო­ლა­რად გა­დას­ცა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­ხელ­მწი­ფო მიწა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, თუმ­ცა მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კომ­პა­ნია აპი­რებს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს უფა­სოდ და­უბ­რუ­ნოს ის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო ჰე­სის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ხუდონჰესის" მშენებლობის გამო სვანეთში დაახლოებით 200 ოჯახს განსახლება მოუწევს

"ხუდონჰესის" მშენებლობის გამო სვანეთში დაახლოებით 200 ოჯახს განსახლება მოუწევს

"ხუდონჰესის" მშენებლეობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დილიდან ჯერ "ხუდონჰესის" პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, შემდეგ კი შეხვედრის მონაწილეები სიტყვით გამოდიოდნენ და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდნენ.

შეხვედრის დასასრულს, როდესაც მშენებლობის მოწინააღმდეგეები სიტყვით გამოდიოდნენ, მათ მიმართ გაისმა რეპლიკები, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ის გამოწვევს სოფლების დატბორვას და ისტორიული ადგილების განადგურებას. ამას ეწინააღმდეგებოდნენ პროექტის მომხრეები, რამაც ხმაური გამოიწვია. ბოლოს გამოაცხადეს, რომ კონფერენცია სრულდებოდა და რა დროითაც დარბაზი იყო ნაქირავები, უკვე ამოიწურა.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი ღონისძიება და პროექტის განხილვა კვლავ გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ხუდონჰესის" მშენებლობის გამო სვანეთში დაახლოებით 200 ოჯახს (დაახლოებით 800 ადამიანი) განსახლება მოუწევს. კომპანია "ტრანსელექტრიკმა" 2012 წელს წინასწარი აღწერა და კვლევა ჩაატარა. კომპანიის ინფორმაციით, განსახლება მოხდება შემდეგი დასახლებული პუნქტებიდან: ხაიში, გაღმა ხაიში, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ლარჯა, ტობარი და ლავხორალი.

გარდა ამისა, ზემოქმედების ქვეშ ექცევა ხაიშის ტერიტორიაზე არსებული წმინდა გიორგის ეკლესია და საფლავები, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სწორედ ამ ეკლესიას და საფლავებს, როგორც კომპანიაში ამბობენ, ადგილმონაცვლეობა განხორციელდება თემებისა და ეკლესიის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე და საქართველოში მოქმედი დებულებების თანახმად.

უშუალოდ საფლავებს რაც შეეხება, მათ გადაადგილებამდე დაგეგმილია იდენტიფიცირება და გარდაცვლილების უახლოესი ნათესავების ავტორიზაცია. ამოუცნობი საფლავებისთვის კი შემუშავდება სპეციალური პროცედურა თემთან და ეკლესიასთან კონსულტაციის საფუძველზე. განხორციელდება საეკლესიო წესებით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცედურა. კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ, რომ ახალი საფლავების იდენტიფიცირება თემის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე მოხდეს.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, მათ შორის არარეგისტრირებულ მიწებს კომპანია აპირებს, რომ სრული კომპენსაცია გასცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე და მათზე განლაგებულ ადგილებზე. მათ შორის არარეგისტრირებულ ქონებაზეც. კომპანია უფასოდ გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას, რომ დაირეგისტრირონ კერძო საკუთრებაში არსებული და ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება უშუალოდ კომპენსაციას, როგორც კომპანიაში ამბობენ, ჩატარებული წინასწარი კონსულტაციის შედეგად მოსახლეობის უმეტესობა დაინტერესებულია, რომ მიიღოს კომპენსაცია ნაღდი ფულით და საცხოვრებლად გადავიდეს მათ მიერ შერჩეულ ადგილზე. კომპენსაცია მიწაზე, შენობა-ნაგებობებზე და ხეებზე გაიცემა მათი აღდგენითი ღირებულებით, ხოლო აღნიშნულს ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტები.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, მთავრობამ კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 აშშ დოლარად გადასცა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახელმწიფო მიწა და საბჭოთა კავშირის დროინდელი ნაგებობები, თუმცა მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია აპირებს, რომ სახელმწიფოს უფასოდ დაუბრუნოს ის მიწის ნაკვეთები, რომელთა გამოყენებაც აღარ იქნება საჭირო ჰესის ექსპლუატაციისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა