მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკვერებსა და პარკებში ლუდის სმა 200 ლარით დაჯარიმდება
სკვერებსა და პარკებში ლუდის სმა 200 ლარით დაჯარიმდება

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა" და­ა­კონ­კრე­ტა - აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნის გარ­კვე­უ­ლი კო­რექ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვევ­თა კო­დექსში" და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ში და­მა­ტე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა.

კო­დექ­სის 171-ე მუხ­ლში იქ­ნე­ბა ჩა­ნა­წე­რი: "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა", რაც თა­ვის მხრივ ისეთ ქცე­ვას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავს და მის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გა­რე­მო­ში ჩაგ­დე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ამა­ში კი იგუ­ლის­ხმე­ბა: სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქცე­ვა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი უხამ­სი გა­შიშ­ვლე­ბა, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი გან­მარ­ტე­ბა "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­თა კო­დექ­სის" ამ ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შსს-ს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან იზო­რი­ამ დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი ტი­პის ქმე­დე­ბე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ის­ჯე­ბა და ამ მხრივ კა­ნონ­ში ახა­ლი არა­ფე­რი შე­მო­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სან­ქცი­ას, მოქ­მე­დი კო­დექ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის კონ­კრე­ტულ თან­ხა­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. კერ­ძოდ, იზო­რი­ას თქმით, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში გაფრ­თხი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს, თუმ­ცა მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­აჩ­ნია ასე­თი ქმე­დე­ბის ზო­მა­სა და ხა­რისხს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა 200-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს.

გარ­და ამი­სა, შსს-მ კა­ნონპ­რო­ექ­ტში შეც­ვა­ლა 171-ე მუხ­ლის ის ნა­წი­ლიც, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ჯა­რი­მის და­კის­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასე­თი ად­გი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს შო­რის არ იქ­ნე­ბა ქუჩა და იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სტა­დი­ო­ნი, სკვე­რი, პარ­კი და ყვე­ლა სხვა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი, თუმ­ცა იზო­რი­ას გან­მარ­ტე­ბით­ვე, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც.

"მა­გა­ლი­თად ეს დას­ჯა­დი არ იქ­ნე­ბა იქ, სა­დაც ლუ­დის ჩა­მოს­ხმა ხდე­ბა" - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სახ­დე­ლის ზო­მას, შსს-ს მიერ კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ეს პირ­ველ რიგ­ში - გარ­თხი­ლე­ბას, ასე­ვე 200 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც იზო­რი­ას თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლის დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სკვერებსა და პარკებში ლუდის სმა 200 ლარით დაჯარიმდება

სკვერებსა და პარკებში ლუდის სმა 200 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა" დააკონკრეტა - აღნიშნული ტერმინის გარკვეული კორექტირება მოახდინა და ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებში დამატებითი ცვლილებები შეიტანა.

კოდექსის 171-ე მუხლში იქნება ჩანაწერი: "საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება", რაც თავის მხრივ ისეთ ქცევას გულისხმობს, რომელიც ადამიანის უპატივცემულობას გამოხატავს და მის შეურაცხმყოფელ გარემოში ჩაგდებას განაპირობებს. ამაში კი იგულისხმება: სექსუალური ხასიათის ქცევა, საზოგადოებრივ ადგილებში სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

შესაბამისი განმარტება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის" ამ ნაწილთან დაკავშირებით, შსს-ს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ქმედებები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით ყველა ქვეყანაში ისჯება და ამ მხრივ კანონში ახალი არაფერი შემოდის.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სანქციას, მოქმედი კოდექსისგან განსხვავებით, ის კონკრეტულ თანხაში გამოხატული იქნება. კერძოდ, იზორიას თქმით, პირველ შემთხვევაში გაფრთხილებას გამოიწვევს, თუმცა მისივე განმარტებით, გააჩნია ასეთი ქმედების ზომასა და ხარისხს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება შეიძლება 200-ლარიანი ჯარიმის საფუძველი გახდეს.

გარდა ამისა, შსს-მ კანონპროექტში შეცვალა 171-ე მუხლის ის ნაწილიც, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს. ასეთი ადგილების ჩამონათვალს შორის არ იქნება ქუჩა და იქნება მხოლოდ სტადიონი, სკვერი, პარკი და ყველა სხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, თუმცა იზორიას განმარტებითვე, განისაზღვრება გარკვეული გამონაკლისებიც.

"მაგალითად ეს დასჯადი არ იქნება იქ, სადაც ლუდის ჩამოსხმა ხდება" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება სახდელის ზომას, შსს-ს მიერ კორექტირებული პროექტის თანახმად, ეს პირველ რიგში - გართხილებას, ასევე 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, რაც იზორიას თქმით, პოლიციელის დისკრეციული უფლება იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია