ჩიკაგოელი წარმატებული ბიზნესმენი 40 წლის გორდონ ინგლი საცოლეს სარეკლამო ბილბორდებით ეძებს.
ბიზნესმენმა ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა, თუ ტრანზიტულ გზებზე განათავსა. ბილბორდზე გორდონის ფოტოსურათია დაბეჭდილი და დიდი ასოებით წერია - "მე გორდონი ვარ. მოდი ვისადილოთ". ბილბორდზე მამაკაცის პირადი ვებგვერდია მითითებული. ნებისმიერ ქალს, რომელიც მარტოხელაა და სიყვარულს ეძებს, შეუძლია გორდონს დაუკავშირდეს.
"ათასობით დოლარი განათლებაში დავხარჯე, ნახევარი მილიონი სახლის შეძენისას, უფრო მეტი ავტომობილში, მაგრამ ეს ყველაფერი სიყვარულთან შედარებით არაფერია", - ამბობს ის.
გორდონი დიდ მნიშვნელობას ქალის სულიერ სამყაროს ანიჭებს. მისი თქმით, სასიამოვნო ღიმილისა და კარგი იუმორის მქონე ქალი მის გულს პირველივე პაემანზე მოინადირებს. სასიძო ამბობს, რომ 40 წლამდე დაუქორწინებელი იმიტომაა, რომ ქალებს მხოლოდ მისი ფული და ძალაუფლება აინტერესებთ. სასიძო აცხადებს, რომ თავდაპირველად პარტნიორთან იმეგობრებს და მცირე დროში გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდის.
"დარწმუნებული ვარ, მყარი ოჯახი იმ შემთხვევაში გექნება თუ მეგობარზე დაქორწინდები", - ამბობს ის.
გორდონი კარგი მზარეულია, უკრავს ფორტეპიანოსა და გიტარაზე. მას ღვინის ძვირადღირებული კოლექცია აქვს. ფლობს კომპანიას ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. ამასთან, ბიზნესი აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.