პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი - დიცში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთთან "დაწოლის" პოლიტიკა საქართველოს მხოლოდ აზარალებს
სააკაშვილი - დიცში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთთან "დაწოლის" პოლიტიკა საქართველოს მხოლოდ აზარალებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სებ­მა სო­ფელ დიც­ში "ჩვე­ნი ქვეყ­ნის 400 ჰექტრამ­დე მიწა მი­ით­ვი­სეს". რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დიც­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ რუ­სეთ­თან "და­წო­ლის" პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ აზა­რა­ლებს.

"ბოლო კვი­რე­ებ­ში, თვე­ებ­ში რუ­სებ­მა გად­მო­ი­ნაც­ვლეს და მი­ით­ვი­სეს 400 ჰექ­ტარ­ზე მეტი ჩვე­ნი მიწა. 400 ჰექ­ტარ­ზე რომ ვაშ­ლის ბაღი გა­ა­შე­ნო, ვაშ­ლზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მთელ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს - ე.ი. ჩვენ წაგ­ვარ­თვეს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ყო­ფი ვაშ­ლის ბაღი ისე, რომ ეს თით­ქმის არა­ვის გა­უ­გია. ესაა პირ­და­პი­რი პა­სუ­ხი იმი­სა, რა­საც ჩვენ ყო­ველ­თვის ვი­ძახ­დით, რომ რაც უფრო მეტს და­უწ­ვე­ბი, მით უფრო მე­ტად აგა­ცოც­დე­ბა, მით უფრო ად­ვი­ლად გა­და­გივ­ლის. და­წო­ლით და ჩექ­მე­ბის კოც­ნე­ბით საქ­მე რომ კეთ­დე­ბო­დეს ამ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, აქამ­დე მთე­ლი მსოფ­ლიო და­უწ­ვე­ბო­და და გაკ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ჩექ­მე­ბით ივ­ლი­და, მაგ­რამ არ გა­მო­დის", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 2008 წლის ომის და­წყე­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას გა­ნაგ­რძობს, "ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად არა­ვინ აღარ მოვა".

"ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა გუ­შინ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ უნდა ჰქონ­დეს არა­ნა­ი­რი რე­გი­ო­ნუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აცხა­დებს იმა­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო ომი - ეს უთხრა ლატ­ვი­ურ გა­მომ­ცემ­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ. თუ სა­ქარ­თვე­ლოს ბრა­ლი იყო ომი, თუ ჩვენ არა­ნა­ი­რი რე­გი­ო­ნუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი არ უნდა გვქონ­დეს, მა­შინ ვინ მოვა ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად?! ევ­რო­პულ გა­მო­ცე­მებს დღე და ღამე უყ­ვე­ბა ზუს­ტად იმას, რა­საც უყ­ვე­ბოდ­ნენ "პუ­ტი­ნე­ბი და მედ­ვე­დე­ვე­ბი", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სააკაშვილი - დიცში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთთან "დაწოლის" პოლიტიკა საქართველოს მხოლოდ აზარალებს

სააკაშვილი - დიცში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთთან "დაწოლის" პოლიტიკა საქართველოს მხოლოდ აზარალებს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რუსებმა სოფელ დიცში "ჩვენი ქვეყნის 400 ჰექტრამდე მიწა მიითვისეს". როგორც სააკაშვილმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დიცში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთთან "დაწოლის" პოლიტიკა საქართველოს მხოლოდ აზარალებს.

"ბოლო კვირეებში, თვეებში რუსებმა გადმოინაცვლეს და მიითვისეს 400 ჰექტარზე მეტი ჩვენი მიწა. 400 ჰექტარზე რომ ვაშლის ბაღი გააშენო, ვაშლზე საქართველოს მოსახლეობის მთელ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს - ე.ი. ჩვენ წაგვართვეს საქართველოს სამყოფი ვაშლის ბაღი ისე, რომ ეს თითქმის არავის გაუგია. ესაა პირდაპირი პასუხი იმისა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ რაც უფრო მეტს დაუწვები, მით უფრო მეტად აგაცოცდება, მით უფრო ადვილად გადაგივლის. დაწოლით და ჩექმების კოცნებით საქმე რომ კეთდებოდეს ამ სახელმწიფოსთან, აქამდე მთელი მსოფლიო დაუწვებოდა და გაკრიალებული ჩექმებით ივლიდა, მაგრამ არ გამოდის", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომის დაწყებაში ჩვენი ქვეყნის ყოფილი მთავრობის დადანაშაულებას განაგრძობს, "ჩვენს დასახმარებლად არავინ აღარ მოვა".

"ივანიშვილმა თქვა გუშინ, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს არანაირი რეგიონული ამბიციები. პრემიერ-მინისტრი აცხადებს იმასაც, რომ საქართველომ დაიწყო ომი - ეს უთხრა ლატვიურ გამომცემლობას რამდენიმე დღის წინ. თუ საქართველოს ბრალი იყო ომი, თუ ჩვენ არანაირი რეგიონული ამბიციები არ უნდა გვქონდეს, მაშინ ვინ მოვა ჩვენს დასახმარებლად?! ევროპულ გამოცემებს დღე და ღამე უყვება ზუსტად იმას, რასაც უყვებოდნენ "პუტინები და მედვედევები", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა