მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ხდება კაცი ნინუცა მაყაშვილი
როდის ხდება კაცი ნინუცა მაყაშვილი

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც გა­სულ სე­ზონ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­ზე" გა­და­ცე­მა "მაღ­ვი­ძა­რა" მიჰ­ყავ­და, ძა­ლი­ან მხარ­ჯვე­ლი ყო­ფი­ლა. ეთან­ხმე­ბა იმ მო­საზ­რე­ბას, რომ ბევ­რი ფული ადა­მი­ანს ცვლის, მაგ­რამ თა­ვად ამ­ბობს, რამ­დე­ნი ფუ­ლიც უნდა მქონ­დეს, არ შე­ვიც­ვლე­ბიო. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი დი­დად არ აინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა ფულს ხში­რად პო­უ­ლობს, ერთხელ ასან­თის კო­ლო­ფი გახ­სნა და...

- ზა­ფხუ­ლი რო­გორ გა­ა­ტა­რე?

- ნორ­მა­ლუ­რად... ჯერ ჩემი შვი­ლი იყო და­სას­ვე­ნებ­ლად წა­სუ­ლი, მერე დე­დას­თან დავ­ტო­ვე ბავ­შვი და "სა­მერ­სეთ ფეს­ტი­ვალ­ზე" წა­ვე­დი, ისე­თი ხალ­ხი ჰყავ­დათ მოწ­ვე­უ­ლი, რო­მელ­თა მოს­მე­ნაც მინ­დო­და და ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე. ში­გა­და­შიგ მე­გობ­რებ­თან ერ­თად კარ­ვე­ბი­თაც დავ­დი­ო­დი სა­მოგ­ზა­უ­როდ.

- გა­და­ვი­დეთ ჩვე­ნი რუბ­რი­კის თე­მა­ზე, რო­მელ­საც "ფუ­ლის გემო" ჰქვია..

- არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ფული არ უყ­ვარ­დეს, არ სჭირ­დე­ბო­დეს და არ უნ­დო­დეს (იღი­მის).

- სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად მფლან­გვე­ლი ხარ?

- ვა­ი­მე, სა­შინ­ლად მფლან­გვე­ლი ვარ, მიყ­ვარს სა­ჩუქ­რე­ბის კე­თე­ბა და ფული არას­დროს მი­ჩერ­დე­ბა სა­ფუ­ლე­ში. ჩემი მე­გობ­რე­ბი მე­ხუმ­რე­ბი­ან ხოლ­მე, სა­ლა­როს­თან კაცი ხდე­ბიო (იცი­ნის). თუ ერ­თად მივ­დი­ვართ სად­მე, თუნ­დაც საჭ­მე­ლად, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ გა­და­ვი­ხა­დო, სულ ვჩხუ­ბობ, თავი და­მა­ნე­ბეთ, მე გა­და­ვიხ­დი-მეთ­ქი. მე­უბ­ნე­ბი­ან, ნუ ხარ ასე­თი მფლან­გვე­ლი, შე­ი­ნა­ხე, გა­და­დეო, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია.

- რაში შე­გიძ­ლია გა­და­ი­ხა­დო ბოლო კა­პი­კე­ბი?

- ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ში... შე­იძ­ლე­ბა, ბოლო კა­პი­კი სხვას მივ­ცე.. შე­იძ­ლე­ბა, ბოლო ლა­რი­ა­ნი მქონ­დეს დარ­ჩე­ნი­ლი, და­ვი­ნა­ხო ქუ­ჩა­ში გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ბებო და მას მივ­ცე... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, "მიყ­ვარს სა­ჩუქ­რე­ბის კე­თე­ბა და ფული არას­დროს მი­ჩერ­დე­ბა სა­ფუ­ლე­ში" რომ ლარ­ზე ნაკ­ლებს არას­დროს ვაძ­ლევ და მი­ვიჩ­ნევ, რომ არც არა­ვინ უნდა მის­ცეს, იმი­ტომ, რომ ეს ჩვენ­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი არ იქ­ნე­ბა, გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს კი დი­დად და­ეხ­მა­რე­ბა. ჩემი შვი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად მარ­თმევს ფულს და ბავ­შვებს ხან ნა­ყინს ყი­დუ­ლობს, ხან კი­დევ მან­ქა­ნებს.

- პირ­ვე­ლი შენი ჰო­ნო­რა­რი ან ხელ­ფა­სი თუ გახ­სოვს?

- კი, მახ­სოვს, ძა­ლი­ან ბევ­რი იყო იმ დრო­ის­თვის... ინ­ტერ­ნე­ტის რეკ­ლა­მა­ში გა­და­მი­ღეს და გა­და­მი­ხა­დეს 200 დო­ლა­რი, მა­შინ ეს პა­ტა­რა თან­ხა ნამ­დვი­ლად არ გახ­ლდათ, მე­გო­ნა, ქვე­ყა­ნა ჩემი იყო..

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

როდის ხდება კაცი ნინუცა მაყაშვილი

როდის ხდება კაცი ნინუცა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი, რომელსაც გასულ სეზონზე ტელეკომპანია ''მაესტროზე'' გადაცემა ''მაღვიძარა'' მიჰყავდა, ძალიან მხარჯველი ყოფილა. ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბევრი ფული ადამიანს ცვლის, მაგრამ თავად ამბობს, რამდენი ფულიც უნდა მქონდეს, არ შევიცვლებიო. აზარტული თამაშები დიდად არ აინტერესებს, თუმცა ფულს ხშირად პოულობს, ერთხელ ასანთის კოლოფი გახსნა და...

- ზაფხული როგორ გაატარე?

- ნორმალურად... ჯერ ჩემი შვილი იყო დასასვენებლად წასული, მერე დედასთან დავტოვე ბავშვი და ''სამერსეთ ფესტივალზე'' წავედი, ისეთი ხალხი ჰყავდათ მოწვეული, რომელთა მოსმენაც მინდოდა და ეს სიამოვნება მივიღე. შიგადაშიგ მეგობრებთან ერთად კარვებითაც დავდიოდი სამოგზაუროდ.

- გადავიდეთ ჩვენი რუბრიკის თემაზე, რომელსაც ''ფულის გემო'' ჰქვია..

- არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ფული არ უყვარდეს, არ სჭირდებოდეს და არ უნდოდეს (იღიმის).

- საერთოდ, რამდენად მფლანგველი ხარ?

- ვაიმე, საშინლად მფლანგველი ვარ, მიყვარს საჩუქრების კეთება და ფული არასდროს მიჩერდება საფულეში. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, სალაროსთან კაცი ხდებიო (იცინის). თუ ერთად მივდივართ სადმე, თუნდაც საჭმელად, ყოველთვის ვცდილობ გადავიხადო, სულ ვჩხუბობ, თავი დამანებეთ, მე გადავიხდი-მეთქი. მეუბნებიან, ნუ ხარ ასეთი მფლანგველი, შეინახე, გადადეო, მაგრამ არ შემიძლია.

- რაში შეგიძლია გადაიხადო ბოლო კაპიკები?

- ნებისმიერ რამეში... შეიძლება, ბოლო კაპიკი სხვას მივცე.. შეიძლება, ბოლო ლარიანი მქონდეს დარჩენილი, დავინახო ქუჩაში გაჭირვებული ბებო და მას მივცე... მიუხედავად იმისა, ''მიყვარს საჩუქრების კეთება და ფული არასდროს მიჩერდება საფულეში'' რომ ლარზე ნაკლებს არასდროს ვაძლევ და მივიჩნევ, რომ არც არავინ უნდა მისცეს, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი არ იქნება, გაჭირვებულ ადამიანს კი დიდად დაეხმარება. ჩემი შვილი ყოველდღიურად მართმევს ფულს და ბავშვებს ხან ნაყინს ყიდულობს, ხან კიდევ მანქანებს.

- პირველი შენი ჰონორარი ან ხელფასი თუ გახსოვს?

- კი, მახსოვს, ძალიან ბევრი იყო იმ დროისთვის... ინტერნეტის რეკლამაში გადამიღეს და გადამიხადეს 200 დოლარი, მაშინ ეს პატარა თანხა ნამდვილად არ გახლდათ, მეგონა, ქვეყანა ჩემი იყო..

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება