"ჩემს ძმას რომ სცოდ­ნო­და, ვინ იყო ლა­კა­ე­ვი, მას­თან ერ­თად არ იქ­ნე­ბო­და"

"ჩემს ძმას რომ სცოდ­ნო­და, ვინ იყო ლა­კა­ე­ვი, მას­თან ერ­თად არ იქ­ნე­ბო­და"

13 სექ­ტემ­ბერს პო­ლი­ცი­ამ ბა­თუმ­ში რუ­­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ეროვ­ნე­ბით ჩე­ჩე­ნი იუ­სუფ ლა­კა­ე­ვი და მი­სი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი - მო­ჭი­და­ვე ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძე და მწვრთნე­ლი თე­მურ ბა­ხუნ­ტა­რი­ძე და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბი­სას ჩე­ჩენ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს ეს­რო­ლა, რა­საც სა­პა­სუ­ხო სრო­ლა მოჰ­ყვა. სრო­ლი­სას და­იჭ­რნენ პო­ლი­ცი­ე­ლი, შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლი და თა­ვად ლა­კა­ე­ვი. წუ­ლუ­კი­ძე, ბა­ხუნ­ტა­რი­ძე და ლა­კა­ე­ვი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რე ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძე აცხ­ა­დებ­და, რომ ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ გა­უშ­ვეს იმ მო­ტი­ვით, რომ სა­ეჭ­ვო ხალ­ხთან კავ­შირ­ში იყო შემ­ჩნე­უ­ლი. ამას­თანავე, იუ­სუფ ლა­კა­ე­ვი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის საფ­რთხის შემ­ცვე­ლი პი­რე­ბის 81-კა­ცი­ან სი­ა­ში 48-ე­ა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სია რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მა "რა­სი­ის­კაია გა­ზე­ტამ" მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გვე­სა­უბ­რე­ბა ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძის ძმა რე­ზო წუ­ლუ­კი­ძე:

- ჩე­მი ძმა შემ­თხვე­ვი­თო­ბის მსხვერ­პლი­ა, უნე­ბუ­რად მოხ­ვდა ამ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში. ის თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. ლა­კა­ე­ვი არის ჩე­ჩე­ნი არა­ლე­გა­ლი, რო­მელ­საც ეძებს რუ­სე­თი. ჩემს ძმას ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ სცოდ­ნო­და, და­მერ­წმუ­ნეთ, მას­თან ერ­თად არ იქ­ნე­ბო­და.

- თქვენს სახ­ლში რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ლა­კა­ე­ვი, თუ თქვე­ნი ძმის ნაც­ნო­ბი არ არის?

- ის სახ­ლი, სა­დაც ლა­კა­ე­ვი იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი, ჩემ­მა ძმამ ად­რე და­ი­ქი­რა­ვა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ ფი­რუ­ზი ცოლ­-შვილ­თან ერ­თად ზუგ­დიდ­ში დაბ­რუნ­და, ბა­თუ­მის ბი­ნა­ში კი თა­ვის მე­გო­ბა­რი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი და­ტო­ვა (ჩე­მი ძმა ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რობ­და და ერ­თი კვი­რის წინ ჩა­ვი­და ბა­თუმ­ში). რო­გორც ვი­ცი, ვიდ­რე იუ­სუფ ლა­კა­ე­ვი ბა­თუმ­ში მოხ­ვდე­ბო­და, ჯერ და­ინ­ტე­რეს­და, სან­დო მუს­ლი­მა­ნე­ბი ვინ იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ის და­ა­კავ­ში­რეს თე­მურ­თან­ (ბა­ხუნ­ტა­რი­ძე) და ასე აღ­მოჩ­ნდნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად.

- ვის ეკუთ­ვნის ია­რა­ღი, რო­მე­ლიც შე­ნი ძმის სახ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნეს?

- არ ვი­ცი. გა­მოვ­რიცხ­ავ, ის ია­რა­ღი ჩე­მი ძმის იყოს, ან იმ ბავ­შვე­ბის, ვინც იქ ცხოვ­რობ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხელ­შიც არ ჰქო­ნია ია­რა­ღი ჩემს ძმას.

- ვა­ჰა­ბი­ტე­ბი ხართ?

- ბევრს ჰგო­ნია ასე, მაგ­რამ რა სი­სუ­ლე­ლე­ა. რა ვა­ჰა­ბის­ტი, არ ვი­ცი, სა­ი­დან მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი. გა­რეგ­ნო­ბის გა­მო გვე­ძა­ხი­ან ვა­ჰა­ბი­ტებს. სა­ერ­თოდ რა არის ვა­ჰა­ბი­ტი, გა­მარ­კვი­ეთ! ჩვენ ვართ მუს­ლი­მა­ნე­ბი და სა­თუ­თად ვი­ცავთ ყვე­ლა კა­ნონს, რა­საც ჩვე­ნი რე­ლი­გია ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- თუ იცით, ვინ იგუ­ლის­ხმა პო­ლი­ცი­ამ სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­ცა თქვე­ნი ძმა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ გა­უშ­ვეს?

- ვფიქ­რობ, რომ ეს უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვა იყო, არ ვი­ცი, ვინ იგუ­ლის­ხმა პო­ლი­ცი­ამ მა­შინ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემ­მა ძმამ ლა­კა­ე­ვი მა­შინ გა­იც­ნო, რო­ცა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. ჩე­მი ძმა არ ურ­თი­ერ­თობ­და სა­შიშ ადა­მი­ა­ნებ­თან. და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, მაგ­რამ ამ ყველაფერში რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით დევ­ნას ვხე­დავ. ბა­თუმ­ში ბევ­რი მუს­ლი­მა­ნი ცხოვ­რობს, მაგ­რამ მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფა­ქი­ზად ვუ­ყუ­რებთ ჩვენს რე­ლი­გი­ას და ეს გა­რეგ­ნუ­ლა­დაც გვეტყ­ო­ბა.

- ბა­ხუნ­ტა­რი­ძე მწვრთნე­ლი­ა?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად მწვრთნე­ლი არ არის. ფი­რუ­ზის მწვრთნე­ლე­ბი ლე­ვან შა­ვა­ძე და გე­ლა ჯა­ნე­ლი­ძე არი­ან. სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან მარ­თლა არა­ფე­რი ვი­ცი და ჩე­მი ძმის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ბავ­შვია ჩე­მი ძმა და რუ­სუ­ლიც არ იცის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ