პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პი­ა­რის ექ­სპერ­ტი: "ჩვენს ამომ­რჩე­ველს უფ­რო მძაფ­რი ემო­ცია სჭირ­დე­ბა"
პი­ა­რის ექ­სპერ­ტი: "ჩვენს ამომ­რჩე­ველს უფ­რო მძაფ­რი ემო­ცია სჭირ­დე­ბა"

ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად არ­ჩევ­ნე­ბის წინ და ნა­დი­რო­ბის შემ­დეგ იტყ­უ­ე­ბი­ა­ნო, ამ­ბობ­და ერ­თი ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ამომ­რჩე­ველ­მა 5 წლით ქვეყ­ნის მე­ოთხე პრე­ზი­დენ­ტი უნ­და აირ­ჩი­ოს, თან­და­თან იკ­რებს ტემპს. მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­სა და თა­ვი­სე­ბუ­რებ­აზე პი­არ­ექ­სპერ­ტი, სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო "პე­რი­ტუს გრუ­პის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნია წი­ნა კამ­პა­ნი­ის­გან პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა, ესეც ერ­თგვა­რი სვლაა - ამომ­რჩე­ველს აწ­ვდი­ან იმას, რა­საც შეჩ­ვე­უ­ლი­ა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზას არ ცვლი­ან; გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ეს კამ­პა­ნია ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი და ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი­ა, რაც კან­დი­და­ტე­ბის­თვის არ­ცთუ მომ­გე­ბი­ა­ნი­ა, რად­გან ქარ­თველ ამომ­რჩე­ველს, რო­გორც წე­სი, მე­ტი ემო­ცი­ა, მუხ­ტი სჭირ­დე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­სა­კე­თებ­ლად, მე­ტი აქ­ტი­ვო­ბა, რაც კან­დი­და­ტებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას და­ა­ნახ­ვებს; მხო­ლოდ შეხ­ვედ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ის­იც, ძი­რი­თა­დად, რა­ი­ო­ნებ­ში, ბევ­რი არაფ­რის მომ­ტა­ნი­ა; ყვე­ლა კან­დი­და­ტი ერ­თნა­ი­რად, სტან­დარ­ტუ­ლად ჩაც­მუ­ლი, სა­და კოს­ტიუმ­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი გა­მო­დის, ამომ­რჩე­ველს ხელს არ­თმევს, ეკითხ­ე­ბა და მე­რე იწერს, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. შე­საძ­ლო­ა, კამ­პა­ნი­ა­ში ერ­თგვა­რი მუხ­ტი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტებ­მა შე­ი­ტა­ნოს, რა­საც ად­რე ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღ­ე­ბა ექ­ცე­ო­და და რაც ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი­ა, იქ დე­ბა­ტე­ბი გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს ამომ­რჩევ­ლის არ­ჩე­ვან­ში. ჩვენ­ში კი კამ­პა­ნი­ას ხში­რად ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის თა­ვი­დან­ვე შექ­მნი­ლი იმი­ჯი უფ­რო გა­ნა­პი­რო­ბებს. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს, რო­გორც პი­არ­ტექ­ნო­ლო­გე­ბი ვუ­წო­დებთ, ორ­თქლმავ­ლის პრინ­ცი­პია - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ლო­კო­მო­ტი­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­ა; სა­გუ­ლის­ხმო­ა, რომ და­ვით ბაქ­რა­ძემ ახ­ლა­ხან კლი­პი შეც­ვა­ლა, ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბა­ზე იმუ­შა­ვა და მე­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კრი­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და, რაც წი­ნა კლიპ­თან შე­და­რე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი­ა, მაგ­რამ მკვეთ­რი მა­ინც არ არის, ჩვენ­ში ამომ­რჩე­ვე­ლი უფ­რო მძაფრ ემო­ცი­ებს ითხ­ოვს. ამომ­რჩე­ველ­თან ღია ცის ქვეშ შეხ­ვედ­რებ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძეც, ყვე­ლა ერ­თნა­ირ სტრა­ტე­გი­ას ირ­ჩევს, თან რა­ტომ­ღაც სო­ფელს, რე­გი­ო­ნებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, ფიქ­რო­ბენ, რომ იქა­ურ ამომ­რჩე­ველ­ზე ზე­გავ­ლე­ნა უფ­რო ად­ვი­ლი­ა, ვიდ­რე სხვა­დას­ხვა თე­მა­ტურ ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რა, სა­დაც მწვა­ვე შე­კითხ­ვე­ბი, მე­ტი მოთხ­ოვ­ნა, კრი­ტი­კა იქ­ნე­ბა და სა­დაც მე­ტად და­ი­ხარ­ჯე­ბი­ან, ამით ცდი­ლო­ბენ საქ­მის გა­ი­ო­ლე­ბას. ერ­თა­დერ­თი შან­სი (რაც ამომ­რჩევ­ლის ანუ მომ­ხმა­რებ­ლის მოთხ­ოვ­ნა­ცა­ა,) რომ კამ­პა­ნი­ის ბო­ლოს­კენ კულ­მი­ნა­ცი­უ­რი მო­მენ­ტი დად­გეს, ყვე­ლა­ზე მწვა­ვე სა­კითხ­ის წინ­წა­მო­წე­ვა­ა, რო­გო­რიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ცი­ხის კად­რე­ბი იყო, თუმ­ცა, სა­ა­მი­სოდ სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა.

- ანუ კან­დი­და­ტე­ბი, შე­საძ­ლო­ა, ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შა­ვი პი­ა­რის აგო­რე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ?

- ამ ეტაპ­ზე, შე­საძ­ლოა ით­ქვას, რომ კან­დი­და­ტებს შო­რის ერ­თგვა­რი შე­თან­ხმე­ბა­ა, ერ­თმა­ნე­თის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­გან მეტ­-ნაკ­ლე­ბად თავს იკა­ვე­ბენ, მო­ზო­მი­ლად აკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ ვნა­ხოთ, რა მე­თო­დებს, პო­ლი­ტი­კურ ილე­თებს მი­მარ­თა­ვენ ამ დღე­ებ­ში, რო­ცა კამ­პა­ნია ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვა.

- გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თუ არა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ქა­რიზ­მით, რა ად­გი­ლი უკა­ვი­ა მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნი­ა­ში მათ ოჯა­ხებს?

- ნაკ­ლე­ბად ქა­რიზ­მუ­ლე­ბი არი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, აუ­დი­ტო­რი­ა­ზე ზე­გავ­ლე­ნაც უჭირთ, ჟეს­ტე­ბის ენას ნაკ­ლე­ბად მი­მარ­თა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯახს, ეს თე­მა სხვა ქვეყ­ნებ­ში მუ­შა­ობს - რო­გო­რია პო­ლი­ტი­კო­სის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რას აკე­თებს შინ, რო­გორ ურ­თი­ერ­თობს ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თა­ნაც კი, რად­გან ამა­ში მა­თი გა­რე­მო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩანს და შე­სა­ბა­მი­სად, ამომ­რჩე­ვე­ლი იგებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცეს ესა თუ ის კან­დი­და­ტი მო­მა­ვალ­ში. ჩვენ­თან კი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი­ა: აი, რას ვა­პი­რებ მე. თუმ­ცა, იმა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გორ ლი­დერ­ზეა მოთხ­ოვ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბი დი­აგ­რა­მა­სა­ვით არის, გამ­სა­ხურ­დი­ას მე­რე ნაკ­ლე­ბად ქა­რიზ­მუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე იყო, ემო­ცი­უ­რი, ფეთ­ქე­ბა­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დეგ უფ­რო გა­წო­ნას­წო­რე­ბულ პო­ლი­ტი­კოსს მი­ა­ნი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, თუმ­ცა, არა უე­მო­ცი­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის თე­მას, ამომ­რჩე­ვე­ლი, ზო­გა­დად, ლო­ი­ალ­უ­რია ოჯა­ხის მი­მართ, ოღონდ, თუ ოჯა­ხის წევ­რებ­მა თა­ვი­სი ად­გი­ლი იცი­ან. ჩვენ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­უღ­ლის ზე­აქ­ტი­უ­რო­ბა ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბა და შე­დეგ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა, რი­სი მა­გა­ლი­თე­ბიც იყო. სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქვე­ყა­ნა­ა, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კაცს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს, ქალ­ს - თა­ვი­სი.

- თუ ჰყავთ პარ­ტი­ებს ამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი უცხ­ო­ე­ლი პი­არ­ტექ­ნო­ლო­გე­ბი, ამარ­თლებს მა­თი მოწ­ვე­ვა?

- უცხ­ო­ე­ლე­ბის მოწ­ვე­ვა გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­დე­გი­ა­ნი­ა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ კო­ლო­სა­ლურ თან­ხას უხ­დი­ან. უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი შე­რე­უ­ლი გუნ­დის შექ­მნა­ა, სა­დაც უცხ­ო­ე­ლებ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლი "პი­ა­რის­ტე­ბიც" არი­ან, ისი­ნი უკეთ ერ­კვე­ვი­ან პი­ა­რის ად­გი­ლობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ში, თუმ­ცა, ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა ბევ­რი არა­ფე­რი ეტყ­ო­ბა; ძი­რი­თა­დად, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ა: მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გუნდს მი­აჩ­ნი­ა, რომ მა­ინც გა­ი­მარ­ჯვებს, რა­კი ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა აქვს, რაც არას­წო­რი­ა, მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე, ისე რო­გორც სხვა ძი­რი­თად კან­დი­და­ტებ­ზე (ყვე­ლა გა­მო­კითხ­ვით, გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შან­სი მხო­ლოდ სამ კან­დი­დატს აქვს) ხალ­ხს მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე აწ­ვდი­ან. არც სხვა კან­დი­და­ტე­ბი გა­მოირ­ჩე­ვი­ან წი­ნა­­სა­არ­ჩევ­ნო პი­არ­-სვლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, რაც არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა - პი­არ­ზე უა­რის თქმა ელექ­ტო­რატ­თან სა­უ­ბარ­ზე უა­რის თქმა­ა, ხო­ლო იქ, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შიმ­ში­ლი­ა, ჭო­რე­ბი ჩნდე­ბა. მხო­ლოდ კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი აკე­თებს სწორ არ­ჩე­ვან­საც, ზუს­ტად იცის, რას და ვის აძ­ლევს ხმას და ფუ­ჭი მო­ლო­დი­ნის­გა­ნაც დაზღ­ვე­უ­ლი­ა.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პი­ა­რის ექ­სპერ­ტი: "ჩვენს ამომ­რჩე­ველს უფ­რო მძაფ­რი ემო­ცია სჭირ­დე­ბა"

პი­ა­რის ექ­სპერ­ტი: "ჩვენს ამომ­რჩე­ველს უფ­რო მძაფ­რი ემო­ცია სჭირ­დე­ბა"

ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად არ­ჩევ­ნე­ბის წინ და ნა­დი­რო­ბის შემ­დეგ იტყ­უ­ე­ბი­ა­ნო, ამ­ბობ­და ერ­თი ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ამომ­რჩე­ველ­მა 5 წლით ქვეყ­ნის მე­ოთხე პრე­ზი­დენ­ტი უნ­და აირ­ჩი­ოს, თან­და­თან იკ­რებს ტემპს. მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­სა და თა­ვი­სე­ბუ­რებ­აზე პი­არ­ექ­სპერ­ტი, სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო "პე­რი­ტუს გრუ­პის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნია წი­ნა კამ­პა­ნი­ის­გან პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა, ესეც ერ­თგვა­რი სვლაა - ამომ­რჩე­ველს აწ­ვდი­ან იმას, რა­საც შეჩ­ვე­უ­ლი­ა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზას არ ცვლი­ან; გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ეს კამ­პა­ნია ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი და ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი­ა, რაც კან­დი­და­ტე­ბის­თვის არ­ცთუ მომ­გე­ბი­ა­ნი­ა, რად­გან ქარ­თველ ამომ­რჩე­ველს, რო­გორც წე­სი, მე­ტი ემო­ცი­ა, მუხ­ტი სჭირ­დე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­სა­კე­თებ­ლად, მე­ტი აქ­ტი­ვო­ბა, რაც კან­დი­და­ტებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას და­ა­ნახ­ვებს; მხო­ლოდ შეხ­ვედ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ის­იც, ძი­რი­თა­დად, რა­ი­ო­ნებ­ში, ბევ­რი არაფ­რის მომ­ტა­ნი­ა; ყვე­ლა კან­დი­და­ტი ერ­თნა­ი­რად, სტან­დარ­ტუ­ლად ჩაც­მუ­ლი, სა­და კოს­ტიუმ­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი გა­მო­დის, ამომ­რჩე­ველს ხელს არ­თმევს, ეკითხ­ე­ბა და მე­რე იწერს, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. შე­საძ­ლო­ა, კამ­პა­ნი­ა­ში ერ­თგვა­რი მუხ­ტი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტებ­მა შე­ი­ტა­ნოს, რა­საც ად­რე ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღ­ე­ბა ექ­ცე­ო­და და რაც ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი­ა, იქ დე­ბა­ტე­ბი გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს ამომ­რჩევ­ლის არ­ჩე­ვან­ში. ჩვენ­ში კი კამ­პა­ნი­ას ხში­რად ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის თა­ვი­დან­ვე შექ­მნი­ლი იმი­ჯი უფ­რო გა­ნა­პი­რო­ბებს. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს, რო­გორც პი­არტექ­ნო­ლო­გე­ბი ვუ­წო­დებთ, ორ­თქლმავ­ლის პრინ­ცი­პია - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ლო­კო­მო­ტი­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­ა; სა­გუ­ლის­ხმო­ა, რომ და­ვით ბაქ­რა­ძემ ახ­ლა­ხან კლი­პი შეც­ვა­ლა, ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბა­ზე იმუ­შა­ვა და მე­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კრი­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და, რაც წი­ნა კლიპ­თან შე­და­რე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი­ა, მაგ­რამ მკვეთ­რი მა­ინც არ არის, ჩვენ­ში ამომ­რჩე­ვე­ლი უფ­რო მძაფრ ემო­ცი­ებს ითხ­ოვს. ამომ­რჩე­ველ­თან ღია ცის ქვეშ შეხ­ვედ­რებ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძეც, ყვე­ლა ერ­თნა­ირ სტრა­ტე­გი­ას ირ­ჩევს, თან რა­ტომ­ღაც სო­ფელს, რე­გი­ო­ნებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, ფიქ­რო­ბენ, რომ იქა­ურ ამომ­რჩე­ველ­ზე ზე­გავ­ლე­ნა უფ­რო ად­ვი­ლი­ა, ვიდ­რე სხვა­დას­ხვა თე­მა­ტურ ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რა, სა­დაც მწვა­ვე შე­კითხ­ვე­ბი, მე­ტი მოთხ­ოვ­ნა, კრი­ტი­კა იქ­ნე­ბა და სა­დაც მე­ტად და­ი­ხარ­ჯე­ბი­ან, ამით ცდი­ლო­ბენ საქ­მის გა­ი­ო­ლე­ბას. ერ­თა­დერ­თი შან­სი (რაც ამომ­რჩევ­ლის ანუ მომ­ხმა­რებ­ლის მოთხ­ოვ­ნა­ცა­ა,) რომ კამ­პა­ნი­ის ბო­ლოს­კენ კულ­მი­ნა­ცი­უ­რი მო­მენ­ტი დად­გეს, ყვე­ლა­ზე მწვა­ვე სა­კითხ­ის წინ­წა­მო­წე­ვა­ა, რო­გო­რიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ცი­ხის კად­რე­ბი იყო, თუმ­ცა, სა­ა­მი­სოდ სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა.

- ანუ კან­დი­და­ტე­ბი, შე­საძ­ლო­ა, ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შა­ვი პი­ა­რის აგო­რე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ?

- ამ ეტაპ­ზე, შე­საძ­ლოა ით­ქვას, რომ კან­დი­და­ტებს შო­რის ერ­თგვა­რი შე­თან­ხმე­ბა­ა, ერ­თმა­ნე­თის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­გან მეტ­-ნაკ­ლე­ბად თავს იკა­ვე­ბენ, მო­ზო­მი­ლად აკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ ვნა­ხოთ, რა მე­თო­დებს, პო­ლი­ტი­კურ ილე­თებს მი­მარ­თა­ვენ ამ დღე­ებ­ში, რო­ცა კამ­პა­ნია ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვა.

- გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თუ არა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ქა­რიზ­მით, რა ად­გი­ლი უკა­ვი­ა მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნი­ა­ში მათ ოჯა­ხებს?

- ნაკ­ლე­ბად ქა­რიზ­მუ­ლე­ბი არი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, აუ­დი­ტო­რი­ა­ზე ზე­გავ­ლე­ნაც უჭირთ, ჟეს­ტე­ბის ენას ნაკ­ლე­ბად მი­მარ­თა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯახს, ეს თე­მა სხვა ქვეყ­ნებ­ში მუ­შა­ობს - რო­გო­რია პო­ლი­ტი­კო­სის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რას აკე­თებს შინ, რო­გორ ურ­თი­ერ­თობს ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თა­ნაც კი, რად­გან ამა­ში მა­თი გა­რე­მო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩანს და შე­სა­ბა­მი­სად, ამომ­რჩე­ვე­ლი იგებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცეს ესა თუ ის კან­დი­და­ტი მო­მა­ვალ­ში. ჩვენ­თან კი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი­ა: აი, რას ვა­პი­რებ მე. თუმ­ცა, იმა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გორ ლი­დერ­ზეა მოთხ­ოვ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბი დი­აგ­რა­მა­სა­ვით არის, გამ­სა­ხურ­დი­ას მე­რე ნაკ­ლე­ბად ქა­რიზ­მუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე იყო, ემო­ცი­უ­რი, ფეთ­ქე­ბა­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დეგ უფ­რო გა­წო­ნას­წო­რე­ბულ პო­ლი­ტი­კოსს მი­ა­ნი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, თუმ­ცა, არა უე­მო­ცი­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის თე­მას, ამომ­რჩე­ვე­ლი, ზო­გა­დად, ლო­ი­ალ­უ­რია ოჯა­ხის მი­მართ, ოღონდ, თუ ოჯა­ხის წევ­რებ­მა თა­ვი­სი ად­გი­ლი იცი­ან. ჩვენ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­უღ­ლის ზე­აქ­ტი­უ­რო­ბა ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბა და შე­დეგ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა, რი­სი მა­გა­ლი­თე­ბიც იყო. სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქვე­ყა­ნა­ა, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კაცს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს, ქალ­ს - თა­ვი­სი.

- თუ ჰყავთ პარ­ტი­ებს ამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი უცხ­ო­ე­ლი პი­არ­ტექ­ნო­ლო­გე­ბი, ამარ­თლებს მა­თი მოწ­ვე­ვა?

- უცხ­ო­ე­ლე­ბის მოწ­ვე­ვა გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­დე­გი­ა­ნი­ა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ კო­ლო­სა­ლურ თან­ხას უხ­დი­ან. უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი შე­რე­უ­ლი გუნ­დის შექ­მნა­ა, სა­დაც უცხ­ო­ე­ლებ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლი "პი­ა­რის­ტე­ბიც" არი­ან, ისი­ნი უკეთ ერ­კვე­ვი­ან პი­ა­რის ად­გი­ლობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ში, თუმ­ცა, ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით პი­არტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა ბევ­რი არა­ფე­რი ეტყ­ო­ბა; ძი­რი­თა­დად, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ა: მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გუნდს მი­აჩ­ნი­ა, რომ მა­ინც გა­ი­მარ­ჯვებს, რა­კი ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა აქვს, რაც არას­წო­რი­ა, მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე, ისე რო­გორც სხვა ძი­რი­თად კან­დი­და­ტებ­ზე (ყვე­ლა გა­მო­კითხ­ვით, გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შან­სი მხო­ლოდ სამ კან­დი­დატს აქვს) ხალხს მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე აწ­ვდი­ან. არც სხვა კან­დი­და­ტე­ბი გა­მოირ­ჩე­ვი­ან წი­ნა­­სა­არ­ჩევ­ნო პი­არ­-სვლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, რაც არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა - პი­არ­ზე უა­რის თქმა ელექ­ტო­რატ­თან სა­უ­ბარ­ზე უა­რის თქმა­ა, ხო­ლო იქ, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შიმ­ში­ლი­ა, ჭო­რე­ბი ჩნდე­ბა. მხო­ლოდ კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი აკე­თებს სწორ არ­ჩე­ვან­საც, ზუს­ტად იცის, რას და ვის აძ­ლევს ხმას და ფუ­ჭი მო­ლო­დი­ნის­გა­ნაც დაზღ­ვე­უ­ლი­ა.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა