პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვესიტაძე-პაიჭაძის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
კვესიტაძე-პაიჭაძის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში ეკა კვე­სი­ტა­ძი­სა და და­ვით პა­ი­ჭა­ძის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ხმა­უ­რით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის და­წყე­ბი­სას, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე შე­ვიდ­ნენ. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნებ­სა და მათ შო­რის მცი­რე შე­კა­მა­თე­ბა მოხ­და.

რო­გორც კორ­კო­ტაშ­ვი­ლი და კა­კა­ბა­ძე ამ­ბო­ბენ, კვე­სი­ტა­ძის და პა­ი­ჭა­ძის ად­გი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში აღარ არის. გია კორ­კო­ტაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი პო­ლი­ცი­უ­რი რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, თუმ­ცა ინ­ცი­დენ­ტი მა­ლე­ვე ამო­ი­წუ­რა.

კორ­კო­ტაშ­ვილ­მა და კა­კა­ბა­ძემ სა­კონ­ფე­რენ­ციო ოთა­ხი მა­ლე­ვე და­ტო­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე კვე­სი­ტა­ძე-პა­ი­ჭა­ძის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ერ­თმა ჯგუფ­მა ერ­თმა­ნეთს ჯერ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი - ფი­ზი­კუ­რი.

ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ა­შო­რეს. ად­გილ­ზე ამ დრომ­დე და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, ორი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თბი­ლი­სე­ლე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კვე­სი­ტა­ძე-პა­ი­ჭა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ მათი გა­და­ცე­მე­ბი ეთერ­ში არ უნდა გა­ვი­დეს. აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან კაფე "ლა ტრუ­ფეს" ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი - მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და მა­მუ­კა ბა­კუ­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე აქ­ცი­ას, მას სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი მარ­თა­ვენ. ისი­ნი ფარ­თე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას მო­ი­თხო­ვენ. აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან 142-ე სკო­ლი­დან გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ატყუ­ებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო: "კრა­კა­დილ­ზე" ბე­ბი­ა­შე­ნია" - შე­ლა­პა­რა­კე­ბა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის

ასე­ვე იხი­ლეთ: "ჩა­იკ­მინ­დე ხმა" - კვე­სი­ტა­ძეს და პა­ი­ჭა­ძეს კა­კა­ბა­ძე და კორ­კო­ტაშ­ვი­ლი და­უ­პი­რის­პირ­დნენ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

კვესიტაძე-პაიჭაძის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

კვესიტაძე-პაიჭაძის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის პრესკონფერენცია ხმაურით მიმდინარეობდა. პრესკონფერენციის დაწყებისას, საკონფერენციო დარბაზში გია კორკოტაშვილი და ირაკლი კაკაბაძე შევიდნენ. გადაცემის წამყვანებსა და მათ შორის მცირე შეკამათება მოხდა.

როგორც კორკოტაშვილი და კაკაბაძე ამბობენ, კვესიტაძის და პაიჭაძის ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელში აღარ არის. გია კორკოტაშვილმა გადაცემის წამყვანები პოლიციური რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა.

კორკოტაშვილმა და კაკაბაძემ საკონფერენციო ოთახი მალევე დატოვეს. მოგვიანებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე კვესიტაძე-პაიჭაძის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი - ფიზიკური.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული, რომლებმაც დაპირისპირებული პირები ერთმანეთს დააშორეს. ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთმანეთის პარალელურად, ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახლად დაფუძნებული საზოგადოება "თბილისელების" წარმომადგენლები კვესიტაძე-პაიჭაძის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ მათი გადაცემები ეთერში არ უნდა გავიდეს. აქციაზე იმყოფებიან კაფე "ლა ტრუფეს" ინციდენტში მონაწილე პირები - მანანა გიორგობიანი და მამუკა ბაკურია.

რაც შეეხება მეორე აქციას, მას სოციალურად დაუცველები მართავენ. ისინი ფართების დაკანონებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან 142-ე სკოლიდან გამოსახლებული სოციალურად დაუცველები. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს ატყუებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: "კრაკადილზე" ბებიაშენია" - შელაპარაკება ირაკლი კაკაბაძესა და აქციის მონაწილეებს შორის

ასევე იხილეთ: "ჩაიკმინდე ხმა" - კვესიტაძეს და პაიჭაძეს კაკაბაძე და კორკოტაშვილი დაუპირისპირდნენ

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები