ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ენისტონი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალთა რეიტინგის ტოპ-ათეულშია, თუმცა მისგან რადიკალურად განსხვავდება ალექს ჯონ ენისტონი - მსახიობის უმცროსი ნახევარძმა.
ალექსი 24 წლისაა და ჟურნალისტებთან ურთიერთობას ყოველთვის გაურბის. ის ენისტონის ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე 2004 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ფოტოგრაფებს აღარ სწყალობს. 9 წლის შემდეგ პაპარაცებმა პირველად გადაუღეს ალექსს ფოტოები. მას დახვეწილი სტილი და ელეგანტური სამოსი ნაკლებად ხიბლავს. ფოტოგრაფების თქმით, წელსზემოთ შიშველმა და მოკლე შორტში გამოწყობილმა ნახევარი ქალაქი შემოიარა. ვარსკვლავის ძმას ფეხებზე, მკლავებსა და მუცელზე სვირინგები აქვს. მუცელზე ამოსვირინგებული აქვს - "იცხოვრეთ თავისუფლად".
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.