კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან ავღანეთიდან დაბრუნებული ჟურნალისტები - ”სანამ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავ, წარმოდგენა ძალიან ძნელია”
რას ყვებიან ავღანეთიდან დაბრუნებული ჟურნალისტები - ”სანამ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავ, წარმოდგენა ძალიან ძნელია”

"ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ავ­ღა­ნეთ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბა და­გეგ­მა, რო­მელ­შიც "ჯა­რის მე­გო­ბარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა" - პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე და ან­სამ­ბლი "შვიდ­კა­ცა" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ვი­ყა­ვით ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც", - ამ­ბო­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი - ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი და ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი - თიკო ციც­ვი­ძე, რომ­ლებ­მაც ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, 15 სექ­ტემ­ბერს მთე­ლი დღე ავ­ღა­ნეთ­ში გან­ლა­გე­ბულ ქარ­თულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გა­ა­ტა­რეს, სა­ი­და­ნაც სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სე დაბ­რუნ­დნენ...

ნა­თია:

- ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, "ლე­ზერ­ნე­კის" ბა­ზა­ზე, და­გეგ­მი­ლი იყო კონ­ცერ­ტი და შეხ­ვედ­რე­ბი 33-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­თან. ბაზა ქა­ბუ­ლი­დან საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ ავ­ღა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტია.

- ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­დან მა­ინ­ცდა­მა­ინც თქვენ რა ნიშ­ნით შე­გარ­ჩი­ეს?

ნა­თია:

- მე და თი­კომ, გა­ზა­ფხულ­ზე, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა - "Agile Spirit" – 2013 გა­ვი­ა­რეთ, სა­დაც გვას­წავ­ლიდ­ნენ, ავ­ღა­ნეთ­ში, კონ­ფლიქ­ტის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. იმის მერე იქ წას­ვლის სურ­ვი­ლიც გაგ­ვიჩ­ნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თი­კოს უნ­დო­და ეს...

რაც არ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ იქ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, ავ­ღა­ნეთ­ში ჩას­ვლა სა­ში­შია, სა­ნამ ამ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ ნა­ხავ, ამის წარ­მოდ­გე­ნა ძა­ლი­ან ძნე­ლია...

- თიკო, ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლის ასე­თი ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი რა­ტომ გა­გიჩ­ნდა?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ზო­გა­დად სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კა­ზე ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. დიახ, მსი­ა­მოვ­ნებს და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვგრძნობ, რომ მთე­ლი გუ­ლით ვა­კე­თებ საქ­მეს. იქ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­ინც სხვა­ნა­ი­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც ჩემი თვა­ლით მინ­დო­და მე­ნა­ხა... იმ სას­წავ­ლო კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ კი, მე­ტად მო­მინ­და ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლა. ტრე­ნინ­გებ­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ას გვი­ხა­ტავ­დნენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცუდს, რაც შე­იძ­ლე­ბა, რომ მოხ­დეს და იმის მერე მარ­თლა ვფიქ­რობ­დი, ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟის გამო მი­ღირ­და თუ არა სი­ცოხ­ლის გა­რის­კვა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოგ­ვიხ­და ამ­ჯე­რად ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ფიქ­რის დროც არ გვქო­ნია...

ნათი:

- 11 სექ­ტემ­ბერს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­რე­კეს და გვი­თხრეს, რომ 5 წუთ­ში უნდა გა­დაგ­ვე­წყვი­ტა იქ წას­ვლა. ფაქ­ტის წი­ნა­შე რომ აღ­მოვ­ჩნდი, მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და იქ გამ­გზავ­რე­ბა და უა­რის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- იმ წუთ­ში და­გა­ვი­წყდა, რომ ორი შვი­ლის დედა ხარ?

ნა­თია:

- არ დამ­ვი­წყნია, - პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თე, და­ვუ­რე­კე ჩემს ქმარს და ვუ­თხა­რი, ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა და რა გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი. მე­გო­ნა, რომ წას­ვლა­ზე უარს მე­ტყო­და, მაგ­რამ ერთი წუ­თი­თაც არ უყოყ­მა­ნია და მი­თხრა: თვი­თონ გა­და­წყვი­ტე, რო­გორც შენ გინ­დაო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩვე­ნი ავ­ღა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

- თიკო, ავ­ღა­ნე­თის ნახ­ვი­სას რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­გექ­მნა?

- პირ­ვე­ლად თვითმფრი­ნა­ვის სა­ლო­ნი­დან, ზე­მო­დან გა­დავ­ხე­დეთ ქა­ბულს და და­ვი­ნა­ხე ქვი­შის­ფე­რი სივ­რცე, ყვე­ლა­ფე­რი ერთი ფე­რის, მხო­ლოდ ყვი­თე­ლი იყო... სა­დღაც მო­შო­რე­ბით, მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ხე შევ­ნიშ­ნე, რა­ზეც თვითმფრი­ნავ­ში აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა...

გზა­ში ცუდ­ზე არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ, ერთ პე­რი­ო­დი ცოტა და­ვი­ძა­ბე, როცა ავ­ტო­ბუს­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ამო­ვი­და და გაგ­ვაფრ­თხი­ლა, პირ­და­პი­რი ცე­ცხლის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. იქ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი ისე­თი გამ­კაც­რე­ბუ­ლია, რომ თავ­დას­ხმა სა­ერ­თოდ რო­გორ ხდე­ბა, ეს მიკ­ვირს. მოკ­ლედ, ავ­ღა­ნეთ­ში ში­შის მო­მენ­ტი გა­მიქ­რა.

ნა­თია:

- იმის მერე, რაც შე­ვი­ტყვე, რომ იქ მივ­დი­ო­დი, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ღა­ნეთ­ზე ვფიქ­რობ­დი... მაგ­რამ იქ ყოფ­ნი­სას გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ არ მე­ში­ნო­და და უკვე იქ მყოფს უნდა მე­მუ­შა­ვა...

- რა დროს მო­ი­ცავ­და თქვე­ნი ვი­ზი­ტი?

- 7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც გა­და­ვი­ღეთ ჯა­რის­კა­ცე­ბი და ისიც თუ რო­გორ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ ამო­ცა­ნებს... ამას­თან, გა­ვე­სა­უბ­რეთ კი­დეც მათ...

- თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა - ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ რო­გორც ქარ­თველ, ისე ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო­ებს სი­გე­ლე­ბი გა­დას­ცა, ხოლო ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა პოლ­კოვ­ნი­კი ალექ­სან­დრე კიკ­ნა­ძე - ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის მე­თა­უ­რი.

- რო­გო­რი გან­წყო­ბა აქვთ ჯა­რის­კა­ცებს?

ნა­თია:

- მთა­ვა­რია, რომ ჯა­რის­კა­ცებს ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რი გან­წყო­ბა აქვთ. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, მარ­თა­ლია ძნე­ლია აქ ოჯა­ხის გა­რე­შე ყოფ­ნა, მაგ­რამ ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და არ გვი­ჭირ­სო... ამის გახ­სე­ნე­ბა­ზე ახ­ლაც ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის.

თიკო:

- იქ ყოფ­ნი­სას ძა­ლი­ან მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მქონ­და, მაგ­რამ ერთი დღე ძა­ლი­ან ცოტა იყო იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი გვე­ნა­ხა...

- თვი­თონ ავ­ღა­ნე­ლე­ბი თუ ნა­ხეთ?

ნა­თია:

- მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი... დიდი იმე­დი მაქვს, რომ ვრცე­ლი რე­პორ­ტა­ჟის გა­სა­კე­თებ­ლად იქ კი­დევ წა­ვალ...

მინ­და, ვთქვა, რომ ზო­გა­დად ჯა­რის­კა­ცე­ბი რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი ხალ­ხია, თბი­ლე­ბიც არი­ან და სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­უძ­ლი­ათ, რაც იქ კი­დევ მე­ტად ჩანს... იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რისი გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მქონ­და, ვე­ცა­დე, მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­ღო.

- რო­გო­რია მი­ნის­ტრთან ერ­თად მგზავ­რო­ბა?

თი­ნი­კო:

- კომ­ფორ­ტუ­ლი, იმი­ტომ რომ სა­ოც­რად კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

ნა­თია:

- რო­გორც კი ავე­დით თვითმფრი­ნავ­ში, სა­ნამ ავფრინ­დე­ბო­დით, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტთან მო­ვი­და და გაგ­ვე­სა­უბ­რა. ის, რომ მი­ნის­ტრია და მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ეს არ იგ­რძნო­ბო­და, ჩვენ იქ ყვე­ლა­ნი თა­ნას­წორ­ნი ვი­ყა­ვით...

ჯა­რის­კა­ცებ­თან კი­დევ მეტი გა­სა­უბ­რე­ბა გვინ­დო­და, მაგ­რამ მკაც­რად დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბია და პირ­და­პირ იყო ნათ­ქვა­მი, - სა­დაც არ დაგ­ვე­მორ­ჩი­ლე­ბით, ვე­ღარ შეძ­ლებთ გა­და­ღე­ბას და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­სო, რა­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით...

ან­სამ­ბლმა "შვიდ­კა­ცამ" იქ კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა: ბი­ჭებ­მა პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს...

თბი­ლის­ში რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, სა­ნამ თვითმფრი­ნავ­ში ჩავ­სხდე­ბო­დით, ჯა­რის­კა­ცებ­მა გა­მოგ­ვა­ცი­ლეს. სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი იყო ჩვე­ნი დამ­შვი­დო­ბე­ბის პრო­ცე­სი...

იქ ყოფ­ნი­სას კი იყო სიმ­შვი­დე, მაგ­რამ შემ­დე­გი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა თუ არა ისე­თი­ვე წყნა­რი, არა­ვინ იცის...

ერთ-ერთი მე­ო­მარ­მა "შვიდ­კა­ცას" ბი­ჭებს სთხო­ვა, - იქ­ნებ ერ­თად "შენ ხარ ვე­ნა­ხი" შე­ვას­რუ­ლო­თო. სამ­წუ­ხა­როდ, ის ნამ­ღე­რი ვერ ჩა­ვი­წე­რეთ, რად­გა­ნაც მაგ დროს თითმფრი­ნა­ვი გუ­გუ­ნებ­და. მათ ერ­თად იმ­ღე­რეს, რაც სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო. ალ­ბათ ის დღე არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა.

თუ ჩვე­ნი იქ ყოფ­ნით მცი­რედ მა­ინც გა­ვამ­ხნე­ვეთ ჯა­რის­კა­ცე­ბი და რა­ღაც მა­ინც გა­ვა­კე­თეთ ამის­თვის და ვინც შემ­დეგ ჩვენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა წა­ი­კი­თხა, უყუ­რა, მა­შინ ჩემი, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის წას­ვლა იქ გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ყვებიან ავღანეთიდან დაბრუნებული ჟურნალისტები - ”სანამ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავ, წარმოდგენა ძალიან ძნელია”

რას ყვებიან ავღანეთიდან დაბრუნებული ჟურნალისტები - ”სანამ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავ, წარმოდგენა ძალიან ძნელია”

"ავღანეთში მყოფი ქართველი მეომრების გასამხნევებლად, თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში ღონისძიება დაგეგმა, რომელშიც "ჯარის მეგობართა საზოგადოება" - პაატა ბურჭულაძე და ანსამბლი "შვიდკაცა" მონაწილეობდა. ვიყავით ქართველი ჟურნალისტებიც", - ამბობენ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტები - ნათია ლეშკაშელი და ფოტორეპორტიორი - თიკო ციცვიძე, რომლებმაც ქართულ დელეგაციასთან ერთად, 15 სექტემბერს მთელი დღე ავღანეთში განლაგებულ ქართულ სამხედრო ბაზაზე გაატარეს, საიდანაც საოცარი შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ...

ნათია:

- ჰელმანდის პროვინციაში, "ლეზერნეკის" ბაზაზე, დაგეგმილი იყო კონცერტი და შეხვედრები 33-ე ბატალიონის ქართველ ჯარისკაცებთან. ბაზა ქაბულიდან საკმაოდ მოშორებით იმყოფება, მაგრამ ავღანეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია.

- ჟურნალისტებიდან მაინცდამაინც თქვენ რა ნიშნით შეგარჩიეს?

ნათია:

- მე და თიკომ, გაზაფხულზე, ქართულ-ამერიკული სწავლება - "Agile Spirit" – 2013 გავიარეთ, სადაც გვასწავლიდნენ, ავღანეთში, კონფლიქტის სიტუაციაში თუ როგორ მოქმედებენ ჟურნალისტები. იმის მერე იქ წასვლის სურვილიც გაგვიჩნდა, განსაკუთრებით კი თიკოს უნდოდა ეს...

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ იქ მძიმე სიტუაციაა, ავღანეთში ჩასვლა საშიშია, სანამ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავ, ამის წარმოდგენა ძალიან ძნელია...

- თიკო, ავღანეთში წასვლის ასეთი ძლიერი სურვილი რატომ გაგიჩნდა?

- ძალიან მიყვარს ზოგადად სამხედრო თემატიკაზე ფოტოების გადაღება. დიახ, მსიამოვნებს და მუშაობის პროცესში ვგრძნობ, რომ მთელი გულით ვაკეთებ საქმეს. იქ მოგეხსენებათ, მაინც სხვანაირი სიტუაციაა, რაც ჩემი თვალით მინდოდა მენახა... იმ სასწავლო კურსის გავლის შემდეგ კი, მეტად მომინდა ავღანეთში წასვლა. ტრენინგებზე მძიმე სიტუაციას გვიხატავდნენ, მაქსიმალურად ცუდს, რაც შეიძლება, რომ მოხდეს და იმის მერე მართლა ვფიქრობდი, ფოტორეპორტაჟის გამო მიღირდა თუ არა სიცოხლის გარისკვა, მაგრამ იმდენად ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვიხდა ამჯერად ავღანეთში წასვლაზე გადაწყვეტილების მიღება, ფიქრის დროც არ გვქონია...

ნათი:

- 11 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროდან მოულოდნელად დარეკეს და გვითხრეს, რომ 5 წუთში უნდა გადაგვეწყვიტა იქ წასვლა. ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა იქ გამგზავრება და უარის თქმა გამიჭირდებოდა.

- იმ წუთში დაგავიწყდა, რომ ორი შვილის დედა ხარ?

ნათია:

- არ დამვიწყნია, - პირველი რაც გავაკეთე, დავურეკე ჩემს ქმარს და ვუთხარი, ასეთი სიტუაციაა და რა გავაკეთო-მეთქი. მეგონა, რომ წასვლაზე უარს მეტყოდა, მაგრამ ერთი წუთითაც არ უყოყმანია და მითხრა: თვითონ გადაწყვიტე, როგორც შენ გინდაო... დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ავღანეთში ყოფნისას, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული იქნებოდა.

- თიკო, ავღანეთის ნახვისას რა შთაბეჭდილება შეგექმნა?

- პირველად თვითმფრინავის სალონიდან, ზემოდან გადავხედეთ ქაბულს და დავინახე ქვიშისფერი სივრცე, ყველაფერი ერთი ფერის, მხოლოდ ყვითელი იყო... სადღაც მოშორებით, მხოლოდ ერთადერთი ხე შევნიშნე, რაზეც თვითმფრინავში აჟიოტაჟი ატყდა...

გზაში ცუდზე არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ, ერთ პერიოდი ცოტა დავიძაბე, როცა ავტობუსში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ამოვიდა და გაგვაფრთხილა, პირდაპირი ცეცხლის შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით. იქ უსაფრთხოების ზომები ისეთი გამკაცრებულია, რომ თავდასხმა საერთოდ როგორ ხდება, ეს მიკვირს. მოკლედ, ავღანეთში შიშის მომენტი გამიქრა.

ნათია:

- იმის მერე, რაც შევიტყვე, რომ იქ მივდიოდი, მთელი დღის განმავლობაში ავღანეთზე ვფიქრობდი... მაგრამ იქ ყოფნისას გავაცნობიერე, რომ არ მეშინოდა და უკვე იქ მყოფს უნდა მემუშავა...

- რა დროს მოიცავდა თქვენი ვიზიტი?

- 7 საათის განმავლობაში ვიყავით ავღანეთში, სადაც გადავიღეთ ჯარისკაცები და ისიც თუ როგორ ახორციელებენ თავიანთ ამოცანებს... ამასთან, გავესაუბრეთ კიდეც მათ...

- თავდაცვის მინისტრმა - ირაკლი ალასანიამ როგორც ქართველ, ისე ამერიკელ სამხედროებს სიგელები გადასცა, ხოლო ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე - ქართული სამხედრო კონტინგენტის მეთაური.

- როგორი განწყობა აქვთ ჯარისკაცებს?

ნათია:

- მთავარია, რომ ჯარისკაცებს ძალიან სხვანაირი განწყობა აქვთ. ერთ-ერთმა  მითხრა, მართალია ძნელია აქ ოჯახის გარეშე ყოფნა, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და არ გვიჭირსო... ამის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის.

თიკო:

- იქ ყოფნისას ძალიან მძაფრი შთაბეჭდილებები მქონდა, მაგრამ ერთი დღე ძალიან ცოტა იყო იმისთვის, რომ ყველაფერი გვენახა...

- თვითონ ავღანელები თუ ნახეთ?

ნათია:

- მხოლოდ რამდენიმე მათგანი... დიდი იმედი მაქვს, რომ ვრცელი რეპორტაჟის გასაკეთებლად იქ კიდევ წავალ...

მინდა, ვთქვა, რომ ზოგადად ჯარისკაცები რაღაც სხვანაირი ხალხია, თბილებიც არიან და სხვანაირი ურთიერთობები შეუძლიათ, რაც იქ კიდევ მეტად ჩანს... იმის გათვალისწინებით, რისი გადაღების საშუალებაც მქონდა, ვეცადე, მაქსიმალურად ყველაფერი გადამეღო.

- როგორია მინისტრთან ერთად მგზავრობა?

თინიკო:

- კომფორტული, იმიტომ რომ საოცრად კომფორტული ადამიანია.

ნათია:

- როგორც კი ავედით თვითმფრინავში, სანამ ავფრინდებოდით, ყველა ჟურნალისტთან მოვიდა და გაგვესაუბრა. ის, რომ მინისტრია და მაღალჩინოსანი, ეს არ იგრძნობოდა, ჩვენ იქ ყველანი თანასწორნი ვიყავით...

ჯარისკაცებთან კიდევ მეტი გასაუბრება გვინდოდა, მაგრამ მკაცრად დადგენილი წესებია და პირდაპირ იყო ნათქვამი, - სადაც არ დაგვემორჩილებით, ვეღარ შეძლებთ გადაღებას და საჭირო ინფორმაციის მიღებასო, რასაც ვითვალისწინებდით...

ანსამბლმა "შვიდკაცამ" იქ კონცერტი გამართა: ბიჭებმა პატრიოტული სიმღერები შეასრულეს...

თბილისში რომ ვბრუნდებოდით, სანამ თვითმფრინავში ჩავსხდებოდით, ჯარისკაცებმა გამოგვაცილეს. საოცრად ემოციური იყო ჩვენი დამშვიდობების პროცესი...

იქ ყოფნისას კი იყო სიმშვიდე, მაგრამ შემდეგი პერიოდი იქნება თუ არა ისეთივე წყნარი, არავინ იცის...

ერთ-ერთი მეომარმა "შვიდკაცას" ბიჭებს სთხოვა, - იქნებ ერთად "შენ ხარ ვენახი" შევასრულოთო. სამწუხაროდ, ის ნამღერი ვერ ჩავიწერეთ, რადგანაც მაგ დროს თითმფრინავი გუგუნებდა. მათ ერთად იმღერეს, რაც საოცრად ამაღელვებელი იყო. ალბათ ის დღე არასოდეს დამავიწყდება.

თუ ჩვენი იქ ყოფნით მცირედ მაინც გავამხნევეთ ჯარისკაცები და რაღაც მაინც გავაკეთეთ ამისთვის და ვინც შემდეგ ჩვენ მიერ მომზადებული მასალა წაიკითხა, უყურა, მაშინ ჩემი, როგორც ჟურნალისტის წასვლა იქ გამართლებული იყო.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია