პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გალის თხილის პლანტაციებში სამეგრელოდან ჩასულები 25 ლარად მუშაობენ
გალის თხილის პლანტაციებში სამეგრელოდან ჩასულები 25 ლარად მუშაობენ

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ თხი­ლის მო­სა­ვა­ლი უკვე აიღო და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის სამ­ზა­დის­საც შე­უდ­გა. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით წლე­ულს უხვი მო­სა­ვა­ლია, თუმ­ცა თხი­ლის ფა­სით გლე­ხე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან. ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა თხი­ლი გა­აძ­ვი­როს, მო­სავ­ლის რუ­სეთ­ში ექ­სპორ­ტია.

ამ ეტაპ­ზე 1 კგ თხი­ლის ფასი 2,40-2,50 ლა­რია. ამ­დე­ნი­ვე იყო შარ­შა­ნაც, თუმ­ცა 2 წლის წი­ნათ თხი­ლის ფასი ფასი 3 ლარ­საც აჭარ­ბებ­და. მო­სახ­ლე­ო­ბას ჯერ კი­დევ აქვს იმე­დი, რომ ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ფასი აი­წევს.

მო­სავ­ლის რა­ო­დე­ნო­ბას­თან ერ­თად, ქარ­თულ სოფ­ლებ­ში იმა­ტა და­ქი­რა­ვე­ბულ მუ­შა­ხელ­ზე მო­თხოვ­ნა­მაც. ეს ტენ­დენ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეგ­რე­ლო­შია, სა­დაც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შის დღი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 20 ლარს შე­ად­გენს. გა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, იქ მო­თხოვ­ნა კი­დევ უფრო დი­დია. დღი­უ­რი გა­სამ­რჯე­ლო კი თითო მუ­შის­თვის 30 ლარს აღ­წევს. ამ მიზ­ნით გალ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი რის­კის ფა­სად გა­და­დის.

ზოგ­მა აფხა­ზურ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა შეძ­ლო და ნე­ბარ­თვის "5-ლა­რი­ა­ნი ქა­ღალ­დიც" მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ რუ­სებ­თან ვე­რას გახ­დნენ- აფხა­ზე­ბის მიერ გა­ცე­მულ "ნე­ბარ­თვას" რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი არ ცნო­ბენ.

"სა­ზღვრის" გა­დაკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში, მათ მი­ნი­მუმ 300-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და უწევთ.

გა­ლის ქვე­და ზო­ნის სო­ფელ ოტო­ბა­ი­ა­სა და ზიგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­სან­ტი­ას გამ­ყოფ ხიდ­თან იაფი მუ­შა­ხე­ლის მოძ­რა­ო­ბა შარ­შან თვალ­ში სა­ცე­მი იყო. ახლა მათ გან­მუ­ხუ­რის ხიდ­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს, რომ გეზი გა­ლის სხვა სოფ­ლე­ბის­კენ აი­ღონ. ახ­ლაც კი, რო­დე­საც მი­მოს­ვლა სა­ში­ში გახ­და, ხალ­ხი ენ­გურსგა­დაღ­მა თხი­ლის პლან­ტა­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბით ცდი­ლობს ოჯა­ხის შე­ნახ­ვას. ყო­ველ­დღი­უ­რი ლუკ­მა­პუ­რის­თვის სა­შო­ვარს ამ მო­ნაკ­ვე­თის გავ­ლით და­ე­ძებს ზუგ­დი­დე­ლი, ხო­ბე­ლი, სე­ნა­კე­ლი, წა­ლენ­ჯი­ხე­ლი და ჩხო­რო­წყუ­ე­ლი გლე­ხე­ბის ნა­წი­ლი.

გა­ლის ყა­ნებ­სა და თხილ­ნა­რებ­ში მო­მუ­შა­ვე­ებს დუ­ხ­ჭირ­მა ცხოვ­რე­ბამ სხვა გზა არ და­უ­ტო­ვა. ამ სა­ბე­დის­წე­რო გზა­ზეც ამი­ტომ გა­დი­ან. აფხა­ზეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­და­სულ­თა შო­რის არი­ან სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის, სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ოკუ­პი­რე­ბულ ზო­ნა­ში დაგ­რო­ვილ გა­სამ­რჯე­ლოს სწავ­ლის სა­ფა­სუ­რად აკო­წი­წე­ბენ.

დღეს გა­ლის რა­ი­ო­ნის ოჯახ­ში ყვე­ლა წევ­რს ერ­თად თავ­მოყ­რილს იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ. უფრო უფ­რო­სი თა­ო­ბა ცხოვ­რობს. ამ­ბო­ბენ, რომ ოჯახს უვ­ლი­ან და დრო­ე­ბით მი­მო­ფან­ტულ შვი­ლებს კე­რას უნა­ხა­ვენ. სა­გა­ზა­ფხუ­ლო თუ სა­შე­მოდ­გო­მო სა­მუ­შა­ო­ებ­ში სა­მეგ­რე­ლოს სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან. მათ 20, იშ­ვი­ა­თად კი 25-30 ლარ­საც უხ­დი­ან. ხდე­ბა ხოლ­მე, რო­დე­საც ოჯახს ყო­ველ­წლი­უ­რად ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი "სტუმ­რო­ბენ".

"მე და მო­ხუ­ცი მე­უღ­ლე ვცხოვ­რობთ, შვი­ლე­ბი თბი­ლის­ში არი­ან - ერთი ჯარ­შია, მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობს. სახ­ლს ვუ­ნა­ხავთ, დაგ­ვიწ­ვეს, მაგ­რამ ახა­ლი ავა­შე­ნეთ. მარ­თა­ლია, პა­ტა­რაა, მაგ­რამ სა­ცხოვ­რებ­ლად გვყოფ­ნის და სტუმ­რის მი­ღე­ბაც შეგ­ვიძ­ლია.

სი­მინ­დი­სა და თხი­ლის მო­სავ­ლის აღე­ბა­ში სა­მეგ­რე­ლო­დან გად­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან. 20 ლარს ვუხ­დი სი­მინ­დის თეს­ვი­სა და აღე­ბის სე­ზონ­ზე, 30 ლარს - თხი­ლის შეგ­რო­ვე­ბა­ში. ადრე ამა­ში 10-15 ლარ­საც იღებ­დნენ, მაგ­რამ მი­მოს­ვლა გამ­კაცრ­და, თა­ნაც ძნე­ლი სა­მუ­შა­ოა. როცა კარ­გი დრო იყო, ერ­თმა­ნეთ­თან სა­ქე­ი­ფოდ დავ­დი­ო­დით, ახლა ხალ­ხი ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად და­დის, ცხოვ­რე­ბა აქაც ჭირს და იქაც",- ამ­ბობს ზუ­რაბ ეხ­ვა­ია, სო­ფელ ნა­ბა­კე­ვის მკვიდ­რი.

ვი­საც მცი­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ინც აქვს, თხი­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს ბიზ­ნე­სი გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ან საქ­მი­ა­ნო­ბად ით­ვლე­ბა. თუმ­ცა, რის­კი სა­მა­ოდ მა­ღა­ლია და შემ­სყიდ­ვე­ლის მხრი­და­ნაც გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფრ­თხი­ლეს მო­ი­თხოვს.

დრო გა­დის, თხი­ლის ბიზ­ნეს­ში აქამ­დე მოქ­მე­დი წე­სე­ბი, მო­თა­მა­შე­ებ­თან ერ­თად, იც­ვლე­ბა. გალ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას კარ­გად ახ­სოვს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხა­ზე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თხი­ლის ბიზ­ნესს გან­კარ­გავ­დნენ. მათი უმე­ტე­სო­ბა კლა­ნურ და­პი­რის­პი­რე­ბას შე­ე­წი­რა.

"თხი­ლის ბიზ­ნეს­ში აფხა­ზუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის სხვა­დას­ხვა გვა­რი და რამ­დე­ნი­მე რუსი ჩი­ნოვ­ნი­კი ფი­გუ­რი­რებს. ამ მხრივ საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ზი­ცი­ას არ თმობ­დნენ ტურ­ნა­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ არ­ნა­ხუ­ლი სი­სას­ტკი­თა და სი­ძულ­ვი­ლით. ერთ-ერთი, აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ოთარ ტურ­ნა­ბა 2006 წელს სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, კლა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას შე­ე­წი­რა.

გა­ლი­სა და ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში თხი­ლის ბიზ­ნესს ახ­ლაც ამ გვა­რის კლა­ნი კუ­რი­რებს და დი­რექ­ტი­ვებს რუ­სე­თი­დან იღე­ბენ. გა­სულ წელს ერთ-ერ­თმა ტურ­ნა­ბამ, რო­მე­ლიც გა­ლის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სია, ზუგ­დი­დი­დან თხი­ლის ქარ­ხნის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა ჩა­მო­ა­ტა­ნი­ნა და გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აჩიგ­ვა­რა­ში უახ­ლე­სი ტი­პის ქარ­ხა­ნა აა­შე­ნა. მას წილ­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი, კერ­ძოდ, რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ჯა­რე­ბის მა­ი­ო­რი ნი­კო­ლაი მა­ი­რო­ვიც ჰყავს",- ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი თხი­ლის ბიზ­ნეს­ში მო­ნა­წი­ლე ცნო­ბი­ლი კლა­ნის შე­სა­ხებ.

გა­ლე­ლებს თხი­ლის რე­ა­ლი­ზა­ცია წელ­საც უჭირთ, ად­გან ად­გი­ლობ­რივ სა­ზღვარ­ზე რუ­სულ-აფხა­ზუ­რი შე­ნა­ერ­თე­ბის, მკაც­რი კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში პრო­დუქ­ცი­ის ენ­გურსგა­დაღ­მა გა­ტა­ნა ეკ­რძა­ლე­ბათ.

რა შე­ე­ხე­ბა იმე­რეთ­სა და გუ­რი­ას, იქ თხი­ლის მო­სა­ვა­ლი სრუ­ლად აი­ღეს. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა შრო­მა თა­ვად გას­წი­ეს, რად­გან დღი­უ­რი მუ­შა­ხე­ლის და­სა­ქი­რა­ვებ­ლად თან­ხა არ აქვთ, ხოლო მო­სა­ვა­ლი არც ისე დი­დია, რომ ოჯახ­საც ეყოს და მუ­შის და­ქი­რა­ვე­ბა­საც მოხ­მარ­დეს.

სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ივან­წმინ­დას მკვიდ­რი რა­მაზ გუ­ლი­აშ­ვი­ლი "რე­ზო­ნას­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად 1 ტონა თხი­ლის მო­სა­ვალს იწევს და ამის­თვის დამ­ხმა­რე­ე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა სა­ჭი­რო არ არის.

"ოჯახ­ში ორი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცი ვართ. მო­სა­ვა­ლიც ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით მოგ­ვყავს. დრო თუ დაგ­ვრჩე­ბა, არც სხვის ოჯახ­ში მუ­შა­ო­ბას ვთა­კი­ლობთ. დღი­უ­რი გა­სამ­რჯე­ლო 15 ლა­რამ­დეა. სა­მაგ­რე­ლო­ში ორი ამ­დე­ნია და ბევი აქა­უ­რი სა­მუ­შა­ოდ სა­მეგ­რე­ლოს სოფ­ლებ­ში გა­და­დის. ბევ­რია ოჯა­ხი, სა­ი­და­ნაც თვე­ო­ბით მო­დი­ან სა­მუ­შა­ოდ, რომ შეგ­რო­ვი­ლი თან­ხით შემ­დეგ ოჯა­ხი არ­ჩი­ნონ.

ჩვე­ნე­ბი გალ­შიც კი გა­და­დი­ან, მაგ­რამ ახლა მი­მოს­ვლა გამ­კაცრ­და და იქ უკვე იშ­ვი­ა­თად და­დი­ან. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შე­ბის­თვის იმე­რეთ­ში სა­მუ­შაო ნაკ­ლე­ბა­დაა. ყვე­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლად ცდი­ლობს მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნას, თუ ოდ­ნავ მა­ინც შეს­წევთ ღონე. ხალ­ხს არ აქვს იმ­დე­ნი, რომ თა­ვიც არ­ჩი­ნონ და მუ­შის ხელ­ფა­სიც გა­ის­ტუმ­რონ",- ამ­ბობს სა­ჩხე­რე­ლი გლე­ხი.

"სა­კუ­თარ ოჯახს თა­ვად ვუ­ძღვე­ბი, დამ­ხმა­რე არც მი­ძებ­ნია, რად­გან ამის­თვის არც შსაძ­ლებ­ლო­ბა მაქვს და არც სურ­ვი­ლი. მირ­ჩევ­ნია, ცოტა დიდ­ხანს ვი­მუ­შაო და შე­მო­სა­ვა­ლი ოჯახს მო­ვახ­მა­რო. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ახლა თხი­ლის ფა­სია. ბოლო 2 წე­ლია, გა­ი­აფ­და და ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად არ გვყოფ­ნის. ცო­ტა­თი ციტ­რუ­სიც წა­ეშ­ვე­ლე­ბა, ყუ­რძე­ნიც რა­ღაც გა­მოგ­ვი­ვა, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ზამ­თროთ და სხვა ხარჯსაც გავ­წვდეთ",-ამ­ბობს ლალი გო­თუა, ოზურ­გე­თის მკვიდ­რი.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გალის თხილის პლანტაციებში სამეგრელოდან ჩასულები 25 ლარად მუშაობენ

გალის თხილის პლანტაციებში სამეგრელოდან ჩასულები 25 ლარად მუშაობენ

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსახლეობამ თხილის მოსავალი უკვე აიღო და რეალიზაციისთვის სამზადისსაც შეუდგა. მთელი ქვეყნის მასშტაბით წლეულს უხვი მოსავალია, თუმცა თხილის ფასით გლეხები უკმაყოფილო არიან. ერთადერთი, რამაც შეიძლება თხილი გააძვიროს, მოსავლის რუსეთში ექსპორტია.

ამ ეტაპზე 1 კგ თხილის ფასი 2,40-2,50 ლარია. ამდენივე იყო შარშანაც, თუმცა 2 წლის წინათ თხილის ფასი ფასი 3 ლარსაც აჭარბებდა. მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ჩასაბარებელი ფასი აიწევს.

მოსავლის რაოდენობასთან ერთად, ქართულ სოფლებში იმატა დაქირავებულ მუშახელზე მოთხოვნამაც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით სამეგრელოშია, სადაც დაქირავებული მუშის დღიური შემოსავალი 20 ლარს შეადგენს. გალის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემის მიუხედავად, იქ მოთხოვნა კიდევ უფრო დიდია. დღიური გასამრჯელო კი თითო მუშისთვის 30 ლარს აღწევს. ამ მიზნით გალში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ადამიანი რისკის ფასად გადადის.

ზოგმა აფხაზურ ადმინისტრაციასთან საერთო ენის გამონახვა შეძლო და ნებართვის "5-ლარიანი ქაღალდიც" მოიპოვა, მაგრამ რუსებთან ვერას გახდნენ- აფხაზების მიერ გაცემულ "ნებართვას" რუსი სამხედროები არ ცნობენ.

"საზღვრის" გადაკვეთის შემთხვევაში, მათ მინიმუმ 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევთ.

გალის ქვედა ზონის სოფელ ოტობაიასა და ზიგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიას გამყოფ ხიდთან იაფი მუშახელის მოძრაობა შარშან თვალში საცემი იყო. ახლა მათ განმუხურის ხიდთან გადაინაცვლეს, რომ გეზი გალის სხვა სოფლებისკენ აიღონ. ახლაც კი, როდესაც მიმოსვლა საშიში გახდა, ხალხი ენგურსგადაღმა თხილის პლანტაციებში მუშაობით ცდილობს ოჯახის შენახვას. ყოველდღიური ლუკმაპურისთვის საშოვარს ამ მონაკვეთის გავლით დაეძებს ზუგდიდელი, ხობელი, სენაკელი, წალენჯიხელი და ჩხოროწყუელი გლეხების ნაწილი.

გალის ყანებსა და თხილნარებში მომუშავეებს დუხჭირმა ცხოვრებამ სხვა გზა არ დაუტოვა. ამ საბედისწერო გზაზეც ამიტომ გადიან. აფხაზეთში სამუშაოდ გადასულთა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის, სტუდენტები, რომლებიც ოკუპირებულ ზონაში დაგროვილ გასამრჯელოს სწავლის საფასურად აკოწიწებენ.

დღეს გალის რაიონის ოჯახში ყველა წევრს ერთად თავმოყრილს იშვიათად ნახავთ. უფრო უფროსი თაობა ცხოვრობს. ამბობენ, რომ ოჯახს უვლიან და დროებით მიმოფანტულ შვილებს კერას უნახავენ. საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სამუშაოებში სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულები ეხმარებიან. მათ 20, იშვიათად კი 25-30 ლარსაც უხდიან. ხდება ხოლმე, როდესაც ოჯახს ყოველწლიურად ერთი და იგივე ადამიანები "სტუმრობენ".

"მე და მოხუცი მეუღლე ვცხოვრობთ, შვილები თბილისში არიან - ერთი ჯარშია, მეორე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს. სახლს ვუნახავთ, დაგვიწვეს, მაგრამ ახალი ავაშენეთ. მართალია, პატარაა, მაგრამ საცხოვრებლად გვყოფნის და სტუმრის მიღებაც შეგვიძლია.

სიმინდისა და თხილის მოსავლის აღებაში სამეგრელოდან გადმოსული ადამიანები გვეხმარებიან. 20 ლარს ვუხდი სიმინდის თესვისა და აღების სეზონზე, 30 ლარს - თხილის შეგროვებაში. ადრე ამაში 10-15 ლარსაც იღებდნენ, მაგრამ მიმოსვლა გამკაცრდა, თანაც ძნელი სამუშაოა. როცა კარგი დრო იყო, ერთმანეთთან საქეიფოდ დავდიოდით, ახლა ხალხი ლუკმაპურის საშოვნელად დადის, ცხოვრება აქაც ჭირს და იქაც",- ამბობს ზურაბ ეხვაია, სოფელ ნაბაკევის მკვიდრი.

ვისაც მცირე შესაძლებლობა მაინც აქვს, თხილის რეალიზაციითაა დაკავებული. ეს ბიზნესი გალის მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიან საქმიანობად ითვლება. თუმცა, რისკი სამაოდ მაღალია და შემსყიდველის მხრიდანაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

დრო გადის, თხილის ბიზნესში აქამდე მოქმედი წესები, მოთამაშეებთან ერთად, იცვლება. გალში დაბრუნებულ მოსახლეობას კარგად ახსოვს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე თხილის ბიზნესს განკარგავდნენ. მათი უმეტესობა კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.

"თხილის ბიზნესში აფხაზური წარმომავლობის სხვადასხვა გვარი და რამდენიმე რუსი ჩინოვნიკი ფიგურირებს. ამ მხრივ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პოზიციას არ თმობდნენ ტურნაბები, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქართველების მიმართ არნახული სისასტკითა და სიძულვილით. ერთ-ერთი, აფხაზური მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნაბა 2006 წელს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. რამდენადაც ვიცით, კლანებს შორის დაპირისპირებას შეეწირა.

გალისა და ოჩამჩირის რაიონში თხილის ბიზნესს ახლაც ამ გვარის კლანი კურირებს და დირექტივებს რუსეთიდან იღებენ. გასულ წელს ერთ-ერთმა ტურნაბამ, რომელიც გალის მილიციის უფროსია, ზუგდიდიდან თხილის ქარხნის თანამედროვე ტექნიკა ჩამოატანინა და გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში უახლესი ტიპის ქარხანა ააშენა. მას წილში რუსი სამხედროები, კერძოდ, რუსეთის სამშვიდობო ჯარების მაიორი ნიკოლაი მაიროვიც ჰყავს",- ამბობს ადგილობრივი მკვიდრი თხილის ბიზნესში მონაწილე ცნობილი კლანის შესახებ.

გალელებს თხილის რეალიზაცია წელსაც უჭირთ, ადგან ადგილობრივ საზღვარზე რუსულ-აფხაზური შენაერთების, მკაცრი კონტროლის პირობებში პროდუქციის ენგურსგადაღმა გატანა ეკრძალებათ.

რა შეეხება იმერეთსა და გურიას, იქ თხილის მოსავალი სრულად აიღეს. ადგილობრივებმა შრომა თავად გასწიეს, რადგან დღიური მუშახელის დასაქირავებლად თანხა არ აქვთ, ხოლო მოსავალი არც ისე დიდია, რომ ოჯახსაც ეყოს და მუშის დაქირავებასაც მოხმარდეს.

საჩხერის რაიონის, სოფელ ივანწმინდას მკვიდრი რამაზ გულიაშვილი "რეზონასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად 1 ტონა თხილის მოსავალს იწევს და ამისთვის დამხმარეების დაქირავება საჭირო არ არის.

"ოჯახში ორი შრომისუნარიანი მამაკაცი ვართ. მოსავალიც ჩვენი შესაძლებლობებით მოგვყავს. დრო თუ დაგვრჩება, არც სხვის ოჯახში მუშაობას ვთაკილობთ. დღიური გასამრჯელო 15 ლარამდეა. სამაგრელოში ორი ამდენია და ბევი აქაური სამუშაოდ სამეგრელოს სოფლებში გადადის. ბევრია ოჯახი, საიდანაც თვეობით მოდიან სამუშაოდ, რომ შეგროვილი თანხით შემდეგ ოჯახი არჩინონ.

ჩვენები გალშიც კი გადადიან, მაგრამ ახლა მიმოსვლა გამკაცრდა და იქ უკვე იშვიათად დადიან. დაქირავებული მუშებისთვის იმერეთში სამუშაო ნაკლებადაა. ყველა დამოუკიდებლად ცდილობს მოსავლის მოყვანას, თუ ოდნავ მაინც შესწევთ ღონე. ხალხს არ აქვს იმდენი, რომ თავიც არჩინონ და მუშის ხელფასიც გაისტუმრონ",- ამბობს საჩხერელი გლეხი.

"საკუთარ ოჯახს თავად ვუძღვები, დამხმარე არც მიძებნია, რადგან ამისთვის არც შსაძლებლობა მაქვს და არც სურვილი. მირჩევნია, ცოტა დიდხანს ვიმუშაო და შემოსავალი ოჯახს მოვახმარო. ყველაზე მთავარი ახლა თხილის ფასია. ბოლო 2 წელია, გაიაფდა და ოჯახის სარჩენად არ გვყოფნის. ცოტათი ციტრუსიც წაეშველება, ყურძენიც რაღაც გამოგვივა, რომ კარგად გამოვიზამთროთ და სხვა ხარჯსაც გავწვდეთ",-ამბობს ლალი გოთუა, ოზურგეთის მკვიდრი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია