Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ჩხარტიშვილი: "შვილი მაშინ შემეძინა, როდესაც ციხეში ვიჯექი"
ლაშა ჩხარტიშვილი: "შვილი მაშინ შემეძინა, როდესაც ციხეში ვიჯექი"

"თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით ბი­ო­ლო­გი ვარ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­მა­გის­ტრო გა­ნათ­ლე­ბით კი - ეკო­ლო­გი, ასე­ვე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლო­ბი­თაც მაქვს მი­ღე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნავს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ან ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია...

- ლაშა, მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ­ზე...

- 10 წელი, მე-3 კურ­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ზო­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდით. ვარ 20-მდე სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი, მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, ეროვ­ნუ­ლი, ასე­ვე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კონ­ფე­რენ­ცია-კონ­კურ­სის და დე­ბა­ტე­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ჰა­ინ­რიხ ბი­ო­ლის ფონ­დის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი სტი­პენ­დი­ის მფლო­ბე­ლი.

- ლაშა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით? ნე­ბის­მი­ე­რი ჯგუ­ფის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, პრაქ­ტი­კუ­ლად, თქვენ გა­რე­შე არა­სო­დეს მიმ­დი­ნა­რე­ობს...

- ჩემ მიერ რო­გორც პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, სა­ჯა­რო საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბა, ბუ­ნე­ბის და ყვე­ლა ცო­ცხა­ლი არ­სე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი, უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლებს, ძაღ­ლებ­სა და კა­ტებს დავ­ხმა­რე­ბო­დი, სახ­ლში მი­მეყ­ვა­ნა და გა­მო­მეკ­ვე­ბა. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როდ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­ე­ბი, - ბი­ო­ლო­გია, ეკო­ლო­გია, ზო­ო­ლო­გია, ვე­ტე­რი­ნა­რია ამერ­ჩია. ასე­ე­ვე გავმხდა­რი­ყა­ვი ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ანუ ეთი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო ხორ­ცის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უარი მეთ­ქვა, თუმ­ცა, მრწამ­სით მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ვარ.

ასე რომ, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ჯა­რო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­რე­მოს დაც­ვით სფე­რო­თი და­ვი­წყე, ჯერ კი­დევ მე-2 კურ­სზე სწავ­ლი­სას, 1998 წელს, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე გა­რე­მო­სა და ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი კავ­ში­რი "ლობო". მისი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­კი­თხთა საკ­მა­ოდ ფარ­თო სპექტრს მო­ი­ცავ­და...

ვი­ნა­ი­დან ბავ­შვო­ბი­დან ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო უსა­მარ­თლო­ბა და ამას­თა­ნა­ვე, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, დავ­ხმა­რე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს, ჯერ კი­დევ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან, არა­ერ­თგზის სტუ­დენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის ფაქ­ტებს შე­ვე­ჯა­ხე, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც მო­რა­ლუ­რად არ შე­მეძ­ლო, არ გა­მე­ლაშ­ქრა. ასე და­ი­წყო ჩემი ჯერ არა­ფორ­მა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­დაც­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, რა­საც შე­დე­გად სხვა­დას­ხვა სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად არ­ჩე­ვა მოჰ­ყვა. იმის მერე აქ­ტი­უ­რად ვიბ­რძო­დი სტუ­დენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბის­თვის, ასე­ვე კო­რუფ­ცი­ი­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ა­ლე­ბა­თა წი­ნა­აღ­მდეგ. სწო­რედ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში შე­ლახ­ვა და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრინ­ცი­პე­ბის უგულ­ველ­ყო­ფა გახ­ლდათ ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც, მწვა­ვედ და­ვუ­პი­რის­პირ­დი, რო­გორც შე­ვარ­დნა­ძის, ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მებს.

- 2005 წელს რო­გორც მახ­სოვს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "202"-ის ეთერ­ში დე­ბა­ტებ­საც უძღვე­ბო­დით...

- რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია "202"-ის და­ხურ­ვის მიზ­ნით, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე პირ­და­პი­რი შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნა, მა­შინ მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მე იმ დრო­ის­თვის თით­ქმის ერ­თა­დერ­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ტელ­ვი­ზიო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუს "დე­ბა­ტე­ბი 202-ზე" წამ­ყვა­ნი გავ­ხდი და 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­და­პირ ეთერ­ში, 50-მდე ძა­ლი­ან მწვა­ვე გა­და­ცე­მა წა­ვიყ­ვა­ნე... 2006 წელს კი თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან - ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს­თან, ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვილ­თან და ზვი­ად ბო­კუ­ჩა­ვას­თან ერ­თად, და­ვა­ფუძ­ნე იმ დრო­ი­სათ­ვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი უფ­ლე­ბა­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია - "თა­ნას­წო­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი", რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე გა­ბე­დუ­ლად და პრინ­ცი­პუ­ლად ილაშ­ქრებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­ნა­შა­უ­ლე­ბა­თა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი "სიკ­ვდი­ლის ბრი­გა­დე­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­თაც შე­ე­წი­რა ბუტა რო­ბა­ქი­ძის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი გამ­ცემ­ლი­ძი­სა და კი­დევ ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე... 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს და პრაქ­ტი­კუ­ლად, 2001 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აქ­ცი­ას არ ჩა­უვ­ლია ჩემი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ძი­რი­თად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბის ან თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბის გა­რე­შე, რაც რო­გორც წესი, დარ­ბე­ვით სრულ­დე­ბო­და.

2012 წელს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ, კო­ა­ლი­ცი­ის ლიდ­რე­ბის თხოვ­ნით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­რე­მოს დაც­ვის თე­მა­ტუ­რი, სა­ექ­სპერ­ტო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი გავ­ხდი. მო­ვამ­ზა­დე კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის "გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის" თავი, რომ­ლის მრა­ვალ და­პი­რე­ბა­საც სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, უხე­შად არ­ღვე­ვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მისი ლი­დე­რი ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი, მა­გა­ლი­თად, მათ არა­თუ არ აკ­რძა­ლეს დიდი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, არა­მედ ახა­ლი მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე და მისი მშე­ნებ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე უა­პე­ლა­ციო გან­ცხა­დე­ბებ­საც კი აკე­თე­ბენ. არ­სად ჩანს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ნი­შანკვა­ლიც კი და არც სხვა და­პი­რე­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სრულ­დე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის, ასე­ვე ში­და­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის არარ­სე­ბო­ბის გამო, 2013 წლის და­სა­წყის­ში დავ­ტო­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია, ასე­ვე კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

ამას­თა­ნა­ვე გა­სულ წლებ­ში რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­არხზე "ობი­ექ­ტი­ვი", "თრი­ა­ლე­თი" და "კვი­რი­კე" მიმ­ყავ­და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი, ასე­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის თოქ-შო­უ­ე­ბი. "ობი­ექ­ტივ­ზე" ჩვე­ნი, დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, აშ­კა­რად პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დიდი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მწვა­ვე და პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის­თვის დაგ­ვი­ხუ­რეს მე და ჩემ თა­ნა­წამ­ყვან ია სი­რა­ნაშ­ვილს.

- კმა­ყო­ფი­ლი ხართ ამ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით? არ გღ­ლით მუდ­მი­ვად ამ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი, ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა?

- ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის იქ ვიყო, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს უჭირთ და ჩემი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, ან ბუ­ნე­ბას და სი­ცო­ცხლეს ემუქ­რე­ბა საფრ­თხე. 10-ჯერ ვი­ყა­ვი უკა­ნო­ნოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი, 3 სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, რამ­დენ­ჯერ ვარ დარ­ბე­უ­ლი, უკვე სათ­ვა­ლა­ვიც ამე­რია... მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ზო­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ჩემი, მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლის შტა­ტი სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მეს, შვი­ლი მა­შინ შე­მე­ძი­ნა, როცა ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქი, იყო უამ­რა­ვი მუ­ქა­რა და მოს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბა და სხვა მრა­ვა­ლი "სი­ა­მე"... ჯერ კი­დევ 24 წლის ასაკ­ში გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ო­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ... მაგ­რამ ვე­რა­ვინ შე­მა­ში­ნა და მი­ყი­და.

- ამ ყვე­ლაფ­რის კომ­პენ­სა­ცია რა არის?

- ამ ყვე­ლაფ­რის კომ­პენ­სა­ცია მხო­ლოდ ხალ­ხის, ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მაა, რაც ვფიქ­რობ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო! ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­კუ­თარ თავ­თან და სინ­დის­თან მარ­თა­ლი ვარ.…

- ბოლო დროს საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლეთ გა­რეგ­ნუ­ლად, - წო­ნა­ში და­ი­კე­ლით. ეს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტილ­მა გა­მო­იწ­ვია თუ დი­ე­ტის დაც­ვა მო­გიხ­დათ?

- ჩემი ცხოვ­რე­ბის და ასე ვთქვათ, სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო (სულ გა­დარ­ბე­ნა­ზე ვარ, არა­თუ ნორ­მა­ლუ­რად სა­სა­დი­ლოდ, არა­მედ თა­ვის მო­სა­ფხა­ნა­დაც არ მრჩე­ბა დრო)... ერთი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან გავ­სუქ­დი, რად­გან დღე­ში ერთხელ თუ ვიც­ლი­დი საკ­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად და ისიც ღა­მით, სახ­ლში მის­ვლის შემ­დგომ.... ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა და 2012 წლის და­სა­წყის­ში სა­კუ­თა­რი მე­თო­დით, დი­ე­ტა და­ვი­წყე, შე­დე­გად სამ თვე­ში 37 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი...

- მოგ­წონთ სა­კუ­თა­რი თავი ასეთ ფორ­მა­ში?

- ბუ­ნებ­რი­ვია ასეთ ფორ­მა­ში უფრო მომ­წონს, ვიდ­რე მა­შინ, გა­სუ­ქე­ბუ­ლი რომ ვი­ყა­ვი. თან ფი­ზი­კუ­რად უფრო მსუ­ბუ­ქად და ძლი­ე­რად ვგრძნობ თავს.

- ად­ვი­ლია ახალ­გაზ­რდა კა­ცის­თვის ასე­თი სტრე­სუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხის პატ­რო­ნია?

- უკვე არც ისე ახალ­გაზ­რდაა ჩვე­ნი ოჯა­ხი. მალე ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის 14 წლის იუ­ბი­ლე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ. ასე­თი სტრე­სუ­ლი გა­რე­მო, რა თქმა უნდა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და დამ­ღლე­ლია, მაგ­რამ სხვა რა გზა მაქვს. ბავ­შვო­ბი­დან ვერ ვი­ტან უსა­მარ­თლო­ბას და სა­ოც­რად მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო, ასე­ვე ბუ­ნე­ბა, ასე რომ, ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი და ვიქ­ნე­ბი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბე­ბიც, საკ­მა­ოდ მძი­მე ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მე­ბიც, ნერ­ვი­უ­ლო­ბაც ავი­ტა­ნო და პრინ­ცი­პე­ბის­თვის თა­ვიც კი გავ­წი­რო!

- მე­უღ­ლე ამ ყვე­ლა­ფერს "გა­გე­ბით ეკი­დე­ბა?"

- ეს რა თქმა უნდა, ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ ჩემს მე­უღ­ლეს - მან­ჩოს (მა­ნა­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი) მინ­და, "ჯო­მო­ლუნ­გმა­ზე" დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემი და ჩემი ექ­სტრე­მა­ლუ­რად რთუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გმი­რუ­ლად გაძ­ლე­ბი­სათ­ვის სხვა თუ არა­ფე­რი, მე­ო­რე შვი­ლი, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ქე­თუ­თა ერთი კვი­რით ადრე იმი­ტომ და­ი­ბა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ მე­ცხრედ ვი­ყა­ვი უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი! ქე­თუ­თა რომ და­ი­ბა­და, გო­რის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ვიხ­დი­დი მო­რიგ პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რო­ბას, სა­ბო­ლო­ოდ უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, მე ცი­ხი­დან, ხოლო მან­ჩო და პა­ტა­რა - სამ­შო­ბი­ა­რო­დან ერთ დღეს გა­მო­ვე­დით... ეს პა­ტიმ­რო­ბე­ბი რომ ნამ­დვი­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ემახ­სოვ­რე­ბათ ვი­დე­ო­კად­რე­ბი­დან და სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­მაც და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი 2012 წლის 2 ოქ­ტომ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მე­ლიც ასეთ სიმ­ბო­ლურ თა­რიღს გა­მო­ი­ტა­ნა.

- შვი­ლე­ბის­თვის თუ იც­ლით და რო­გო­რი მამა და მე­უღ­ლე ხართ?

- ადრე საკ­მა­ოდ მო­უც­ლე­ლი მამა ვი­ყა­ვი... ბოლო დროს უფრო ვა­ხერ­ხებ ოჯახ­თან, დუ­დუს­თან და ქე­თუ­თას­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბას და თა­მაშს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს... მე­უღ­ლე კი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მყავს დე­და­მი­წა­ზე და მე ის სა­ოც­რად მიყ­ვარს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლაშა ჩხარტიშვილი: "შვილი მაშინ შემეძინა, როდესაც ციხეში ვიჯექი"

ლაშა ჩხარტიშვილი: "შვილი მაშინ შემეძინა, როდესაც ციხეში ვიჯექი"

"თავდაპირველი პროფესიით ბიოლოგი ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული სამაგისტრო განათლებით კი - ეკოლოგი, ასევე უმაღლესი განათლება ვეტერინარული მედიცინის სპეციალობითაც მაქვს მიღებული", - აღნიშნავს უფლებადამცველი და გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა აქციის მონაწილე ან ორგანიზატორია...

- ლაშა, მოგვიყევით თქვენზე...

- 10 წელი, მე-3 კურსიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, სადაც მეცნიერ-თანამშრომელი გახლდით. ვარ 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, ეროვნული, ასევე საუნივერსიტეტო კონფერენცია-კონკურსის და დებატების კონკურსის გამარჯვებული, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიის მფლობელი.

- ლაშა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ უფლებადამცველი ყოფილიყავით? ნებისმიერი ჯგუფის საპროტესტო აქცია, პრაქტიკულად, თქვენ გარეშე არასოდეს მიმდინარეობს...

- ჩემ მიერ როგორც პროფესიის არჩევა, ასევე საზოგადოებრივი, საჯარო საქმიანობის დაწყება, ბუნების და ყველა ცოცხალი არსების სიყვარულით იყო განპირობებული. ბავშვობაში ვცდილობდი, უსახლკარო ცხოველებს, ძაღლებსა და კატებს დავხმარებოდი, სახლში მიმეყვანა და გამომეკვება. შემდეგ გადავწყვიტე, საქმიანობის სფეროდ შესაბამისი პროფესიები, - ბიოლოგია, ეკოლოგია, ზოოლოგია, ვეტერინარია ამერჩია. ასეევე გავმხდარიყავი ვეგეტარიანელი ანუ ეთიკური მოსაზრებების გამო ხორცის საკვებად გამოყენებაზე უარი მეთქვა, თუმცა, მრწამსით მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ.

ასე რომ, ბუნებრივია, საჯარო საქმიანობა გარემოს დაცვით სფეროთი დავიწყე, ჯერ კიდევ მე-2 კურსზე სწავლისას, 1998 წელს, ჩამოვაყალიბე გარემოსა და ცხოველთა უფლებების დამცველი კავშირი "ლობო". მისი საქმიანობა საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა...

ვინაიდან ბავშვობიდან ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო უსამართლობა და ამასთანავე, ყოველთვის ვცდილობდი, დავხმარებოდი ადამიანებს, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას, ადმინისტრაციის მხრიდან, არაერთგზის სტუდენტთა უფლებების შელახვის ფაქტებს შევეჯახე, რის წინააღმდეგაც მორალურად არ შემეძლო, არ გამელაშქრა. ასე დაიწყო ჩემი ჯერ არაფორმალური უფლებადაცვითი საქმიანობა, რასაც შედეგად სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა მოჰყვა. იმის მერე აქტიურად ვიბრძოდი სტუდენტთა უფლებებისთვის, ასევე კორუფციისა და სხვა დანაშაუალებათა წინააღმდეგ. სწორედ ადამიანის უფლებების უხეში შელახვა და გარემოსდაცვითი პრინციპების უგულველყოფა გახლდათ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც, მწვავედ დავუპირისპირდი, როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის რეჟიმებს.

- 2005 წელს როგორც მახსოვს, ტელეკომპანია "202"-ის ეთერში დებატებსაც უძღვებოდით...

- როდესაც ტელეკომპანია "202"-ის დახურვის მიზნით, სააკაშვილის რეჟიმმა ამ ტელეკომპანიაზე პირდაპირი შეტევა მიიტანა, მაშინ მის გადასარჩენად, მე იმ დროისთვის თითქმის ერთადერთი დამოუკიდებელი სატელვიზიო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს "დებატები 202-ზე" წამყვანი გავხდი და 4 თვის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში, 50-მდე ძალიან მწვავე გადაცემა წავიყვანე... 2006 წელს კი თანამოაზრეებთან - ირაკლი კაკაბაძესთან, ზურაბ რთველიაშვილთან და ზვიად ბოკუჩავასთან ერთად, დავაფუძნე იმ დროისათვის ალბათ ყველაზე აქტიური უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია - "თანასწორობის ინსტიტუტი", რომელიც წლების განმავლობაში, ყველაზე გაბედულად და პრინციპულად ილაშქრებდა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებათა, უპირველეს ყოვლისა კი "სიკვდილის ბრიგადების" საქმიანობის წინააღმდეგ, რომელთაც შეეწირა ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძისა და კიდევ ასობით ადამიანის სიცოცხლე... 2007 წლის 7 ნოემბერს და პრაქტიკულად, 2001 წლიდან მოყოლებული, აქციას არ ჩაუვლია ჩემი აქტიური მონაწილეობის, ძირითად ორგანიზატორობის ან თანაორგანიზატორობის გარეშე, რაც როგორც წესი, დარბევით სრულდებოდა.

2012 წელს კონსერვატიული პარტიის კოალიცია "ქართული ოცნებაში" გაწევრიანების შემდეგ, კოალიციის ლიდრების თხოვნით, "ქართული ოცნების" გარემოს დაცვის თემატური, საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი გავხდი. მოვამზადე კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის "გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის" თავი, რომლის მრავალ დაპირებასაც სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უხეშად არღვევენ აღნიშნული პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლები და მისი ლიდერი ბატონი ივანიშვილი, მაგალითად, მათ არათუ არ აკრძალეს დიდი ჰესების მშენებლობა, არამედ ახალი მემორანდუმი გააფორმეს ხუდონჰესის მშენებლობის თაობაზე და მისი მშენებლობის აუცილებლობის თაობაზე უაპელაციო განცხადებებსაც კი აკეთებენ. არსად ჩანს სამართლიანობის აღდგენის ნიშანკვალიც კი და არც სხვა დაპირებათა უმრავლესობა სრულდება. საარჩევნო დაპირებების დარღვევის, ასევე შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობის გამო, 2013 წლის დასაწყისში დავტოვე, საქართველოს კონსერვატიული პარტია, ასევე კოალიცია "ქართული ოცნება".

ამასთანავე გასულ წლებში რამდენიმე ტელეარხზე "ობიექტივი", "თრიალეთი" და "კვირიკე" მიმყავდა გარემოსდაცვითი, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხებისადმი მიძღვნილი, ასევე საგანმანათლებლო მიმართულების თოქ-შოუები. "ობიექტივზე" ჩვენი, დღეისათვის საქართველოში ერთადერთი, გარემოსდაცვითი გადაცემა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აშკარად პოლიტიკური მოტივებით, განსაკუთრებით კი დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული მწვავე და პრინციპული გადაცემებისთვის დაგვიხურეს მე და ჩემ თანაწამყვან ია სირანაშვილს.

- კმაყოფილი ხართ ამ თქვენი საქმიანობით? არ გღლით მუდმივად ამდენი უარყოფითი, ნეგატიური ინფორმაციების მიღება?

- ვცდილობ, ყოველთვის იქ ვიყო, სადაც ადამიანებს უჭირთ და ჩემი დახმარება სჭირდებათ, ან ბუნებას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. 10-ჯერ ვიყავი უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, 3 სერიოზული ფიზიკური ტრავმა მაქვს მიღებული, რამდენჯერ ვარ დარბეული, უკვე სათვალავიც ამერია... მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში ჩემი, მეცნიერ-თანამშრომლის შტატი საერთოდ გააუქმეს, შვილი მაშინ შემეძინა, როცა ციხეში ვიჯექი, იყო უამრავი მუქარა და მოსყიდვის მცდელობა და სხვა მრავალი "სიამე"... ჯერ კიდევ 24 წლის ასაკში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეობას მთავაზობდნენ... მაგრამ ვერავინ შემაშინა და მიყიდა.

- ამ ყველაფრის კომპენსაცია რა არის?

- ამ ყველაფრის კომპენსაცია მხოლოდ ხალხის, ადამიანების დიდი სიყვარული და პატივისცემაა, რაც ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია და ძალიან საამაყო! ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავთან და სინდისთან მართალი ვარ.…

- ბოლო დროს საგრძნობლად შეიცვალეთ გარეგნულად, - წონაში დაიკელით. ეს თქვენი ცხოვრების სტილმა გამოიწვია თუ დიეტის დაცვა მოგიხდათ?

- ჩემი ცხოვრების და ასე ვთქვათ, სამუშაო გრაფიკის გამო (სულ გადარბენაზე ვარ, არათუ ნორმალურად სასადილოდ, არამედ თავის მოსაფხანადაც არ მრჩება დრო)... ერთი პერიოდი ძალიან გავსუქდი, რადგან დღეში ერთხელ თუ ვიცლიდი საკვების მისაღებად და ისიც ღამით, სახლში მისვლის შემდგომ.... ძალიან არ მომეწონა საკუთარი გარეგნობა და 2012 წლის დასაწყისში საკუთარი მეთოდით, დიეტა დავიწყე, შედეგად სამ თვეში 37 კილოგრამი დავიკელი...

- მოგწონთ საკუთარი თავი ასეთ ფორმაში?

- ბუნებრივია ასეთ ფორმაში უფრო მომწონს, ვიდრე მაშინ, გასუქებული რომ ვიყავი. თან ფიზიკურად უფრო მსუბუქად და ძლიერად ვგრძნობ თავს.

- ადვილია ახალგაზრდა კაცისთვის ასეთი სტრესული ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ახალგაზრდა ოჯახის პატრონია?

- უკვე არც ისე ახალგაზრდაა ჩვენი ოჯახი. მალე ჩვენი ქორწინების 14 წლის იუბილე უნდა აღვნიშნოთ. ასეთი სტრესული გარემო, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული და დამღლელია, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას და საოცრად მიყვარს ჩემი სამშობლო, ასევე ბუნება, ასე რომ, ყოველთვის მზად ვიყავი და ვიქნები უკანონო პატიმრობებიც, საკმაოდ მძიმე ფიზიკური ტრავმებიც, ნერვიულობაც ავიტანო და პრინციპებისთვის თავიც კი გავწირო!

- მეუღლე ამ ყველაფერს "გაგებით ეკიდება?"

- ეს რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ჩემს მეუღლეს - მანჩოს (მანანა გედევანიშვილი) მინდა, "ჯომოლუნგმაზე" დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი და ჩემი ექსტრემალურად რთული საქმიანობის გმირულად გაძლებისათვის სხვა თუ არაფერი, მეორე შვილი, ჩვენი საყვარელი ქეთუთა ერთი კვირით ადრე იმიტომ დაიბადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მეცხრედ ვიყავი უკანონოდ დაპატიმრებული! ქეთუთა რომ დაიბადა, გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიხდიდი მორიგ პოლიტიკურ პატიმრობას, საბოლოოდ უკანონო პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მე ციხიდან, ხოლო მანჩო და პატარა - სამშობიაროდან ერთ დღეს გამოვედით... ეს პატიმრობები რომ ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით ხორციელდებოდა, ეს მოქალაქეებსაც ემახსოვრებათ ვიდეოკადრებიდან და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც დაადასტურა თავისი 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასეთ სიმბოლურ თარიღს გამოიტანა.

- შვილებისთვის თუ იცლით და როგორი მამა და მეუღლე ხართ?

- ადრე საკმაოდ მოუცლელი მამა ვიყავი... ბოლო დროს უფრო ვახერხებ ოჯახთან, დუდუსთან და ქეთუთასთან დროის გატარებას და თამაშს, რაც ძალიან მახარებს... მეუღლე კი ყველაზე საუკეთესო მყავს დედამიწაზე და მე ის საოცრად მიყვარს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია