Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავენ
დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავენ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თოქ-შუ­ე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი და­ვით პა­ი­ჭა­ძე და ეკა კვე­სი­ტა­ძე არ­ხის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ემ­ზარ გო­გუ­ა­ძეს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა­ვენ. წამ­ყვა­ნე­ბი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე მათი დას­წრე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ.

მი­მარ­თვა და­ვით პა­ი­ჭა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "ბა­ტო­ნო ემ­ზარ, მოგ­მარ­თავთ, რათა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე, პა­რას­კევს, 20 სექ­ტემ­ბერს, უზ­რუნ­ველ­ყოთ ჩვე­ნი დას­წრე­ბა და შეხ­ვედ­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან, თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძეს­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია შემ­დე­გი მი­ზე­ზით: ჩვენს გა­და­ცე­მებ­თან ("აქ­ცენ­ტე­ბი" და "დი­ა­ლო­გი და­ვით პა­ი­ჭა­ძეს­თან") და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რაა გრძელ­დე­ბა. მა­უ­წყებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა პე­რი­ო­დუ­ლად, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან სა­უბ­რი­სას ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ხსე­ნე­ბუ­ლი ორი გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ და ამა­ვე დროს არ გვხვდე­ბა გა­და­ცე­მის ავ­ტო­რებს სა­მო­მავ­ლო გან­ზრახ­ვებ­ზე, შე­თა­ვა­ზე­ბებ­სა თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ. გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი აცხა­დებს, რომ კვე­სი­ტა­ძე და პა­ი­ჭა­ძე მი­უ­კერ­ძებ­ლად ვერ შეძ­ლე­ბენ გა­და­ცე­მა­თა წაყ­ვა­ნას და ამ მიდ­გო­მას სა­ფუძ­ვლად უდებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ. გთხოვთ, ხელი შე­უ­წყოთ ჩვენს შეხ­ვედ­რას, რათა სა­ჯა­როდ წარ­მო­ჩინ­დეს ის არ­გუ­მენ­ტე­ბი და შე­კი­თხვე­ბი, რაც ჩვენ გვაქვს ბა­ტონ ტყე­მა­ლა­ძეს­თან", - აღ­ნიშ­ნა­ვენ წამ­ყვა­ნე­ბი.

ამას­თან, რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ხვალ 15:00 სა­ათ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლის შე­ნო­ბა­ში ეკა კვე­სი­ტა­ძე და და­ვით პა­ი­ჭა­ძე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგს გა­მარ­თა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავენ

დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შუების წამყვანები დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეს განცხადებით მიმართავენ. წამყვანები სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე მათი დასწრების უზრუნველყოფას და არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას ითხოვენ.

მიმართვა დავით პაიჭაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა: "ბატონო ემზარ, მოგმართავთ, რათა სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე, პარასკევს, 20 სექტემბერს, უზრუნველყოთ ჩვენი დასწრება და შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, თამაზ ტყემალაძესთან. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ჩვენს გადაცემებთან ("აქცენტები" და "დიალოგი დავით პაიჭაძესთან") დაკავშირებული გაურკვევლობა რამდენიმე კვირაა გრძელდება. მაუწყებლის ხელმძღვანელობა პერიოდულად, სხვადასხვა მედიასაშუალებასთან საუბრისას ავრცელებს ინფორმაციას ხსენებული ორი გადაცემის შესახებ და ამავე დროს არ გვხვდება გადაცემის ავტორებს სამომავლო განზრახვებზე, შეთავაზებებსა თუ გადაწყვეტილებებზე სალაპარაკოდ. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე მიუკერძებლად ვერ შეძლებენ გადაცემათა წაყვანას და ამ მიდგომას საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას ჩვენი გადაცემების დახურვის შესახებ. გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ჩვენს შეხვედრას, რათა საჯაროდ წარმოჩინდეს ის არგუმენტები და შეკითხვები, რაც ჩვენ გვაქვს ბატონ ტყემალაძესთან", - აღნიშნავენ წამყვანები.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხვალ 15:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებელის შენობაში ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები