ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ გასახდომად ყველაფერს სწორად აკეთებს. იკვებება სწორად, ვარჯიშობს, მაგრამ შედეგი მაინც არ არის. ხშირ შემთხვევაში, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი წლის მანძილზე ჩამოყალიბებული მავნე ჩვევები. გთავაზობთ ოთხ ყველაზე გავრცელებულ ჩვევას, რომელიც ხელს უშლის ფორმაში ჩადგომას.
1. გამოუძინებლობა
მოზრდილებს ღამეში 7.5 სთ კარგი ძილი სჭირდებათ. ძილის უკმარისობის დროს ნელდება მეტაბოლიზმი. ადამიანს უბრალოდ არ ჰყოფნის ენერგია დასახული მიზნის მისაღწევად. დააკვირდით, რამდენი საათი გძინავთ ღამეში. თუკი ვერ ახერხებთ, რომ სულ მცირე 7.5 საათი გამოიძინოთ, იქნებ ის მაინც შეძლოთ, რომ შუადღისას 20 წთ-ით წაიძინოთ. თავი აარიდეთ ცხიმიან საკვებს, ძილის წინ არ უყუროთ ტელევიზორს და არ დაჯდეთ კომპიუტერთან. ეს მშვიდად გამოძინებაში დაგეხმარებათ.
2. კარდიო-ვარჯიშების უკმარისობა
30 წუთი ინტენსიური კარდიო-ვარჯიში კვირაში 3-4 ჯერ გულის ჯანსაღ ფორმას უზრუნველყოფს. ეწვიეთ სპორტდარბაზებს ან მოსინჯეთ სარბენი ბილიკი. გახსოვდეთ - სწორი და ინტენსიური ვარჯიშის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ.
3. საუზმეზე უარის თქმა
გამოკითხვები აჩვენებს, რომ იმ ადამიანების 80%, რომელმაც წონაში დაიკლო, რეგულარულად საუზმობს. საკვებზე უარის თქმას სჯობს მისი რაოდენობა შევამციროთ.
4. ”მოზარდის” კვება
ბავშვი იზრდება და მათ ყოველდღიურად 200-400 კალორიით მეტი სჭირდება, ვიდრე მათ მშობლებს. ამიტომ სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას, რომ ზრდასრულებმა არ იკვებონ მოზარდებივით.
მომზადებულია www.segodnya.ua-ს მიხედვით.