ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ დიცში არსებული ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ დიცში არსებული ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და გაითვალისწინონ დიცში მცხოვრებთა შეშფოთება. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

"დღეს შუადღით სოფელ დიცის სიახლოვეს მცხოვრებმა ადგილობრივებმა შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ ოსეთთან, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეების აღმართვის განახლების თაობაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და გაითვალისწინონ ადგილობრივთა შეშფოთება", - ნათქვამია EUMM-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მაშინვე მოაწყო ტექნიკური ჯგუფისა და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელთა შეხვედრა.

"2013 წლის მაისიდან დიცის მკვიდრნი არაერთხელ ჩივიან ღობეების აღმართვისა და მის შედეგებზე, რომელიც ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და საყოფაცხოვრებო პირობებს, როგორიც ნაკვეთებსა და წყალზე წვდომაა", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერი გავრცელებულ პრესრელიზში.

მისია რეგიონში შექმნილ ვითარებაზე მონიტორინგს გააგრძელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა