მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ქათამაძე - "მე და რუსა მორჩილაძე ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს"
სალომე ქათამაძე - "მე და რუსა მორჩილაძე ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს"

2013 წლის "ახა­ლი ტალ­ღის" ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რეს და­ნარ­ჩენ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ჰი­ტის გამო არა­ერ­თგზის გა­აკ­რი­ტი­კეს მომ­ღერ­ლის პრო­დი­უ­სე­რი რუსა მორ­ჩი­ლა­ძე. პრო­დი­უ­სერს უთ­ქვამს, სა­ლო­მე იმ თა­ო­ბის მომ­ღე­რა­ლია, რო­მელ­საც ქა­ლა­ქურ ფოლკ­ლორ­თან ახ­ლო­საც კი არ გა­უვ­ლი­აო. რას ფიქ­რობს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ღე­რა­ლი და რა გეგ­მე­ბი აქვს სა­მო­მავ­ლოდ, - სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" ესა­უბ­რა.

"ძა­ლი­ან კარ­გად ვმღე­რი ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს. ქა­ლა­ქურს ვერ ვიმ­ღე­რებ ვე­რას­დროს, იმი­ტომ რომ, არ არის ჩემი სტი­ლი. ხალ­ხუ­რი მიმ­ღე­რია მა­მა­სა და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხმებ­ში. მიმ­ღე­რია "წინ­წყა­რო", "შავ­ლე­გო".

არ ვიცი, რუ­სას რამ მის­ცა ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი. ყვე­ლას დიდ პა­ტივს ვცემ. არ ვარ იმ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი, ვი­ღაც ავით­ვალ­წუ­ნო და მძულ­დეს. არ მაქვს უფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი მძულ­დეს, არც ვიცი, ეს რა გრძნო­ბაა. შე­იძ­ლე­ბა, დის­კომ­ფორ­ტი მქონ­დეს ვინ­მეს­თან, ვერ ვე­წყო­ბო­დე, მაგ­რამ არა­ვინ მძულს. უბ­რა­ლოდ, ვე­რი­დე­ბი მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. დიდ პა­ტივს ვცემ ქალ­ბა­ტონ რუ­სას, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ვა­ღი­ა­რებ, რომ რო­გორც პრო­დი­უ­სე­რი და მომ­ღე­რა­ლი ვერ შე­ვე­წყვეთ ერ­თმა­ნეთს. სა­ერ­თოდ მგო­ნია, რომ მომ­ღერ­ლე­ბი რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი ვართ. კარ­გი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც სწორ გზა­ზე დგას, თა­ვის მუ­სი­კას გრძნობს ყვე­ლაფ­რით, თი­თე­ბით, ფრჩხი­ლე­ბით, ტა­ნით. მას­ზე უკეთ არა­ვინ იცის, რას იმ­ღე­რებს მაგ­რად", - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძემ.

მომ­ღერ­ლის თქმით, პრო­დი­უ­სერს მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა და მშობ­ლი­ურ ჰიტს უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­კი­დე­ბო­და.

"ტურს, რო­მელ­საც ერ­ქვა "შენი ქვეყ­ნის ჰიტი", მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მოვ­კი­დე­ბო­დით. თა­ვი­დან­ვე არ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე რუ­სას სიმ­ღე­რის არ­ჩე­ვი­სას, არ ვიცი რა­ტომ, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ უფ­რო­სია, გა­მოც­დი­ლია, მაგ­რამ მე რომ "კინ­ტო­უ­რის" მომ­ღე­რა­ლი არ ვარ, ყვე­ლამ იცის. თუ არ იცოდ­ნენ, დარ­წმუნ­დნენ მას მერე, რაც მო­ის­მი­ნეს. ყვე­ლა დე­ტა­ლი სწო­რად ვიმ­ღე­რე, მაგ­რამ... პირ­ველ დღეს "ბოის თუ მენს" რომ დებ და ვი­ღა­ცებს აგი­ჟებ, მე­ო­რე დღეს "რამ და­ბი­დი, და­ბი­დი" აღარ უნდა იმ­ღე­რო. გი­ჟად მი­გიჩ­ნე­ვენ", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

სა­ლო­მემ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც ისა­უბ­რა და იმ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბაც გა­ამ­ხი­ლა, ვის­თან მუ­შა­ო­ბაც მუ­სი­კა­ლუ­რი თავლსაზ­რი­სით მას ყვე­ლა­ზე მეტ კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

"მსოფ­ლი­ომ მინ­და გა­მიც­ნოს. ერთხელ იბა­დე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ზე და ნიჭი თუ გაქვს, ძა­ლი­ან უნდა ეცა­დო, ეს ყვე­ლას ანა­ხო. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. დათო ფორჩხი­ძის დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­დე­ბა ამა­ში. ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მუ­სი­კა­ლუ­რად ვაღ­მერ­თებ. ის ერ­თა­დერ­თია ამ სფე­რო­ში, ვი­საც შე­ვე­წყვე, მას­თან დის­კომ­ფორ­ტს არ ვგრძნობ, ყვე­ლა­ფერს შთა­მა­გო­ნებს.

თუმ­ცა არ მინ­და, რომ ჩემი პრო­დი­უ­სე­რი გახ­დეს - მერე ურ­თი­ერ­თო­ბა ფუჭ­დე­ბა ხოლ­მე. და­თოს ჩემს მუ­ზას უფრო და­ვარ­ქმევ. თან ჩვენ დავ­ნა­თე­სავ­დით. "ახა­ლი ხმის" მერე და­ვი­წე­რეთ ჯვა­რი მე და გი­გიმ და დათო გი­გის მეჯ­ვა­რეა. მო­მა­ვალ­ში ბავ­შვის ნათ­ლი­აც იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ჯერ ამა­ზე ლა­პა­რა­კი ად­რეა", - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

სალომე ქათამაძე - "მე და რუსა მორჩილაძე ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს"

სალომე ქათამაძე - "მე და რუსა მორჩილაძე ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს"

2013 წლის "ახალი ტალღის" ქართველი მონაწილე სალომე ქათამაძე საუკეთესოდ აღიარეს დანარჩენ კონკურსანტებს შორის, თუმცა ქართული ჰიტის გამო არაერთგზის გააკრიტიკეს მომღერლის პროდიუსერი რუსა მორჩილაძე. პროდიუსერს უთქვამს, სალომე იმ თაობის მომღერალია, რომელსაც ქალაქურ ფოლკლორთან ახლოსაც კი არ გაუვლიაო. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით მომღერალი და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, - სალომე ქათამაძე ჟურნალ "რეიტინგს" ესაუბრა.

"ძალიან კარგად ვმღერი ქართულ ხალხურ სიმღერებს. ქალაქურს ვერ ვიმღერებ ვერასდროს, იმიტომ რომ, არ არის ჩემი სტილი. ხალხური მიმღერია მამასა და მის მეგობრებთან ერთად ხმებში. მიმღერია "წინწყარო", "შავლეგო".

არ ვიცი, რუსას რამ მისცა ამის თქმის საფუძველი. ყველას დიდ პატივს ვცემ. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, ვიღაც ავითვალწუნო და მძულდეს. არ მაქვს უფლება, ადამიანები მძულდეს, არც ვიცი, ეს რა გრძნობაა. შეიძლება, დისკომფორტი მქონდეს ვინმესთან, ვერ ვეწყობოდე, მაგრამ არავინ მძულს. უბრალოდ, ვერიდები მათთან ურთიერთობას. დიდ პატივს ვცემ ქალბატონ რუსას, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ვაღიარებ, რომ როგორც პროდიუსერი და მომღერალი ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. საერთოდ მგონია, რომ მომღერლები რთული კატეგორიის ხალხი ვართ. კარგი მომღერალი, რომელიც სწორ გზაზე დგას, თავის მუსიკას გრძნობს ყველაფრით, თითებით, ფრჩხილებით, ტანით. მასზე უკეთ არავინ იცის, რას იმღერებს მაგრად", - აღნიშნა სალომე ქათამაძემ.

მომღერლის თქმით, პროდიუსერს მისი შესაძლებლობები უნდა გაეთვალისწინებინა და მშობლიურ ჰიტს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა.

"ტურს, რომელსაც ერქვა "შენი ქვეყნის ჰიტი", მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდით. თავიდანვე არ შევეწინააღმდეგე რუსას სიმღერის არჩევისას, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ უფროსია, გამოცდილია, მაგრამ მე რომ "კინტოურის" მომღერალი არ ვარ, ყველამ იცის. თუ არ იცოდნენ, დარწმუნდნენ მას მერე, რაც მოისმინეს. ყველა დეტალი სწორად ვიმღერე, მაგრამ... პირველ დღეს "ბოის თუ მენს" რომ დებ და ვიღაცებს აგიჟებ, მეორე დღეს "რამ დაბიდი, დაბიდი" აღარ უნდა იმღერო. გიჟად მიგიჩნევენ", - განაცხადა მომღერალმა.

სალომემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და იმ ადამიანის ვინაობაც გაამხილა, ვისთან მუშაობაც მუსიკალური თავლსაზრისით მას ყველაზე მეტ კომფორტს უქმნის.

"მსოფლიომ მინდა გამიცნოს. ერთხელ იბადები ამ ქვეყანაზე და ნიჭი თუ გაქვს, ძალიან უნდა ეცადო, ეს ყველას ანახო. ამ მიმართულებით ვიწყებ მუშაობას. დათო ფორჩხიძის დახმარება დამჭირდება ამაში. ის არის ადამიანი, რომელსაც მუსიკალურად ვაღმერთებ. ის ერთადერთია ამ სფეროში, ვისაც შევეწყვე, მასთან დისკომფორტს არ ვგრძნობ, ყველაფერს შთამაგონებს.

თუმცა არ მინდა, რომ ჩემი პროდიუსერი გახდეს - მერე ურთიერთობა ფუჭდება ხოლმე. დათოს ჩემს მუზას უფრო დავარქმევ. თან ჩვენ დავნათესავდით. "ახალი ხმის" მერე დავიწერეთ ჯვარი მე და გიგიმ და დათო გიგის მეჯვარეა. მომავალში ბავშვის ნათლიაც იქნება, თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა", - აღნიშნა მომღერალმა.

იხილეთ ბმული