სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებენ ცნობილი სახეები ციხის კადრებს მათი გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ
როგორ აფასებენ ცნობილი სახეები ციხის კადრებს მათი გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ

18 სექ­ტემ­ბერს ერთი წელი ხდე­ბა იმ მძი­მე დღი­დან, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა ერ­თი­ა­ნად შეც­ვა­ლა. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ტე­ლე­ვი­ზი­ით ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. სა­ღა­მოს ვი­დე­ო­ე­ბის სე­რია არ წყდე­ბო­და და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გვაჩ­ვე­ნებ­დნენ, რა ხდე­ბო­და რე­ა­ლუ­რად ცი­ხე­ებ­ში.

იმ ღა­მეს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­თე­ნა. ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და. ზოგი მათ­გა­ნი გლ­და­ნის ცი­ხეს­თან მი­ვი­და. პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის, მე­უღ­ლე­ე­ბის, მა­მე­ბის ნახ­ვას ითხოვ­დნენ. ბო­ლოს კი ყვე­ლა ერ­თად ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან შე­იკ­რი­ბა, სა­დაც მი­უ­ზიკლ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ზე" და­სას­წრე­ბად პრე­ზი­დენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­უ­ზიკ­ლი ჩა­ი­შა­ლა და ქუ­ჩე­ბი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­იც­ვა. ის­მო­და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­სა­მარ­თით. მა­შინ გაჩ­ნდა ახა­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ფრა­ზე­ბი: "გლ­დან­ტა­ნა­მო", "ცო­ცხე­ბის რე­ვო­ლუ­ცია", "სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს"... "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გარ­და, დაბ­ნე­უ­ლე­ბი ჩან­დნენ მათი დე­პუ­ტა­ტე­ბიც. ამ მძი­მე თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას ყვე­ლა თავს არი­დებ­და.

დღეს ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნიც კი ვერ უარ­ყოფს, რომ ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­და. ხალ­ხი არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა იყო. არ­ჩევ­ნებ­ზე წა­ვიდ­ნენ ისე­თი ამომ­რჩევ­ლე­ბიც, რო­მელ­თაც პო­ლი­ტი­კა არა­სო­დეს აინ­ტე­რე­სებ­და და იმ დრომ­დე არც სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან მი­სუ­ლან.

მალე გა­მარ­ჯვე­ბის ეი­ფო­რი­ამ გა­და­ი­ა­რა, პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი და­ა­კა­ვეს, ზოგი უკვე გა­რეთ არის, ზო­გიც ჯერ კი­დევ იძებ­ნე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ მწა­მებ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი დღემ­დე რჩე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, მაგ­რამ პა­ტიმ­რებს ძვე­ლე­ბუ­რად აღარ ექ­ცე­ვი­ან.

სწო­რედ ამ კად­რებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ამი­ნის­ტია. პარ­ლა­მენ­ტმა პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია და რამ­დე­ნი­მე ათა­სი პა­ტი­მა­რი გა­რეთ გა­მო­ვი­და.

18 სექ­ტემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბულ­მა კად­რებ­მა ერთი ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­ხა­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­მელ­მაც წა­მე­ბის კად­რე­ბის ნა­წი­ლი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­და­ი­ღო და შემ­დეგ სის­ტე­მი­დან გა­მო­ი­ტა­ნა. გავ­რცე­ლე­ბა­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­ტა­ნა­ში ჟურ­ნა­ლისტ ირმა ინაშ­ვი­ლის გარ­და, მას კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეხ­მა­რა. ლადო ბე­დუ­კა­ძე დღეს ზო­გის­თვის გმი­რია, ზო­გის­თვის - ან­ტიგ­მი­რი და მწა­მე­ბე­ლი...

ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში შო­კი­დან გა­მო­სუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა კად­რე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს. გაჩ­ნდა ვერ­სი­ე­ბი, რომ წა­მე­ბის კად­რე­ბის ნა­წი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დაკ­ვე­თით და­იდ­გა. დღემ­დე არ­ჩე­ვენ ცო­ცხის სცე­ნის სი­ნამ­დვი­ლეს, თუმ­ცა ხალ­ხის დიდ ნა­წილს ეს უკვე აღარ აინ­ტე­რე­სებს. მათი აზ­რით, სის­ტე­მა დან­გრე­უ­ლია და ახლა ახა­ლი მთავ­რო­ბის­გან და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ელი­ან.

რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ქვე­ყა­ნა­ზე გა­სუ­ლი წლის 18-მა სექ­ტემ­ბერ­მა, აზრი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ სა­ხე­ებს, ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი ქორ­ქი­ას და მუ­სი­კოს ზაზა ხუ­ციშ­ვილს ვკი­თხეთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ აფასებენ ცნობილი სახეები ციხის კადრებს მათი გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ

როგორ აფასებენ ცნობილი სახეები ციხის კადრებს მათი გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ

18 სექტემბერს ერთი წელი ხდება იმ მძიმე დღიდან, რომელმაც ქართული პოლიტიკური ცხოვრება ერთიანად შეცვალა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელევიზიით ციხეში პატიმრების წამების საზარელი კადრები გავრცელდა. საღამოს ვიდეოების სერია არ წყდებოდა და ტელევიზიები ერთიმეორის მიყოლებით გვაჩვენებდნენ, რა ხდებოდა რეალურად ციხეებში.

იმ ღამეს მთელმა საქართველომ გაათენა. ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა. ზოგი მათგანი გლდანის ციხესთან მივიდა. პატიმრების ოჯახის წევრები საკუთარი შვილების, მეუღლეების, მამების ნახვას ითხოვდნენ. ბოლოს კი ყველა ერთად ფილარმონიასთან შეიკრიბა, სადაც მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიებზე" დასასწრებად პრეზიდენტი იმყოფებოდა. მიუზიკლი ჩაიშალა და ქუჩები უამრავმა ადამიანმა მოიცვა. ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით. მაშინ გაჩნდა ახალი რევოლუციური ფრაზები: "გლდანტანამო", "ცოცხების რევოლუცია", "სისტემა უნდა დაინგრეს"... "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების გარდა, დაბნეულები ჩანდნენ მათი დეპუტატებიც. ამ მძიმე თემაზე კომენტარის გაკეთებას ყველა თავს არიდებდა.

დღეს ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი ვერ უარყოფს, რომ ციხის კადრების გავრცელებამ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდა. ხალხი არსებული ხელისუფლების შესაცვლელად ყველაფერზე თანახმა იყო. არჩევნებზე წავიდნენ ისეთი ამომრჩევლებიც, რომელთაც პოლიტიკა არასოდეს აინტერესებდა და იმ დრომდე არც საარჩევნო ყუთთან მისულან.

მალე გამარჯვების ეიფორიამ გადაიარა, პატიმრების წამებაში დადანაშაულებული ციხის თანამშრომლების ნაწილი დააკავეს, ზოგი უკვე გარეთ არის, ზოგიც ჯერ კიდევ იძებნება. ამბობენ, რომ მწამებლების გარკვეული ნაწილი დღემდე რჩება პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ პატიმრებს ძველებურად აღარ ექცევიან.

სწორედ ამ კადრებმა განაპირობა არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ამინისტია. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რამდენიმე ათასი პატიმარი გარეთ გამოვიდა.

18 სექტემბერს გავრცელებულმა კადრებმა ერთი ისეთი ადამიანი გახადა პოპულარული, რომელმაც წამების კადრების ნაწილი საკუთარი ხელით გადაიღო და შემდეგ სისტემიდან გამოიტანა. გავრცელებასა და საზღვარგარეთ გადატანაში ჟურნალისტ ირმა ინაშვილის გარდა, მას კიდევ რამდენიმე ადამიანი დაეხმარა. ლადო ბედუკაძე დღეს ზოგისთვის გმირია, ზოგისთვის - ანტიგმირი და მწამებელი...

ვიდეოების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში შოკიდან გამოსული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კადრების ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენეს. გაჩნდა ვერსიები, რომ წამების კადრების ნაწილი სპეციალურად "ქართული ოცნების" დაკვეთით დაიდგა. დღემდე არჩევენ ცოცხის სცენის სინამდვილეს, თუმცა ხალხის დიდ ნაწილს ეს უკვე აღარ აინტერესებს. მათი აზრით, სისტემა დანგრეულია და ახლა ახალი მთავრობისგან დაპირებების შესრულებას ელიან.

რა გავლენა მოახდინა ქვეყანაზე გასული წლის 18-მა სექტემბერმა, აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, ჟურნალისტ გიორგი ქორქიას და მუსიკოს ზაზა ხუციშვილს ვკითხეთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"