სოზარ სუბარი - ახალი ხელისუფლების ოპონენტები ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ

სოზარ სუბარი - ახალი ხელისუფლების ოპონენტები ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ახალი ხელისუფლების ოპონენტები ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ.

როგორც სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპონენტების მიზანია ხელოვნურად შექმნან ვიდეოჩანაწერები, რომელსაც სისტემის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობენ ჩვენი ოპონენტები მსჯავრდებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ასევე ჩვენს მიერ სისტემიდან დათხოვნილ, თუ ჯერ კიდევ მოქმედ ზოგიერთ თანამშრომელთან კომპრომატების მოპოვებისა თუ მათი ხელოვნურად შექმნის მიზნით. მათი მიზანია - მოიპოვონ ან ხელოვნურად შექმნან ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახული იქნება მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტები და არეულობის სცენები, რათა შემდეგ ეს ჩანაწერები გამოიყენონ სისტემის დიკრედიტაციისთვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩხრეკის შედეგად, აღნიშნული მიზნებისთვის გადაღებული ვიდეოჩანაწერებია ამოღებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ