მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო - საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ ზღვარზეა ასული
დავით სერგეენკო - საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ ზღვარზეა ასული

"სა­კე­ის­რო კვე­თის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნელ, ალო­გი­კურ ზღვარ­ზეა ასუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულს უკავ­შირ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­დად­გმუ­ლი ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბი.

"ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბას, მათ შო­რის მშო­ბი­ა­რო­ბას სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი. ეს ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იყო, რად­გან სა­კე­ის­რო კვე­თის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნელ, ალო­გი­კურ ზღვარ­ზე იყო ასუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულს რო­გორც ობი­ექ­ტუ­რი, ისე სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და.

"ამას ჰქონ­და თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რი და სამ­წუ­ხა­როდ, მრა­ვა­ლი სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი, ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი სწო­რედ ამ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი", - დას­ძი­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

სა­ვა­რა­უ­დოდ სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან, სა­კე­ის­რო კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ახა­ლი ბრძა­ნე­ბა გა­მო­ი­ცე­მა. კერ­ძოდ, ძა­ლა­ში შევა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი _ დამ­ტკიც­დე­ბა სა­კე­ის­რო კვე­თის ეროვ­ნუ­ლი პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს, რა სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბე­ბის დროს უნდა გა­კეთ­დეს სა­კე­ის­რო კვე­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სახ­ლე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო მშო­ბი­ა­რო­ბის 38% სა­კე­ის­რო კვე­თა­ზე მო­დის.

ახა­ლი ბრძა­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბი შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა.

ამას­თან ის ავ­ჭა­ლა­ში, ყო­ფი­ლი ფოს­ტის შე­ნო­ბა­ში შე­სახ­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბის სა­კი­თხსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­თა მტკი­ცე­ბი­თაც მათ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მოხ­სნას უპი­რე­ბენ. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თავ­შე­სა­ფა­რი იპო­ვეს, ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას არ და­კარ­გა­ვენ.

"არ­სე­ბობს დად­გე­ნი­ლი კა­ნო­ნი, როცა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი იც­ვლის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მართს, მან ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უნდა აც­ნო­ბოს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მო­ეხ­სნე­ბა. ეს არის მარ­ტი­ვი თემა. იმის გამო, რომ თავ­შე­სა­ფა­რი იპო­ვეს, ცხა­დია ამ ადა­მი­ა­ნებს არა­ვინ მო­უხ­სნის დახ­მა­რე­ბას, თუმ­ცა უნდა და­იც­ვან მარ­ტი­ვი წე­სე­ბი და მათ სო­ცი­ა­ლურ პრი­ვი­ლე­გი­ებს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვინ შე­უქ­მნის საფრ­თხეს", - აღ­ნიშ­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დავით სერგეენკო - საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ ზღვარზეა ასული

დავით სერგეენკო - საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ ზღვარზეა ასული

"საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ, ალოგიკურ ზღვარზეა ასული", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ახალი ნაბიჯები.

"ნებისმიერ მიმართულებას, მათ შორის მშობიარობას სჭირდება სამედიცინო ხარისხის კონტროლი. ეს ჩვენი ღონისძიებებიც სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო, რადგან საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ, ალოგიკურ ზღვარზე იყო ასული", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.

"ამას ჰქონდა თავისი ობიექტური და სამწუხაროდ,  მრავალი სუბიექტური მიზეზი, ჩვენი ქმედებები სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისკენ არის მიმართული", - დასძინა დავით სერგეენკომ.

სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოდან, საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება გამოიცემა. კერძოდ, ძალაში შევა ახალი რეგულაციები _ დამტკიცდება საკეისრო კვეთის ეროვნული პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს, რა სამედიცინო ჩვენებების დროს უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა. აღნიშნული რეგულაციების შესრულება სამედიცინო სახლებისთვის სავალდებულო იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო მშობიარობის 38% საკეისრო კვეთაზე მოდის.

ახალი ბრძანების მიზეზები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებთან განმარტა.

ამასთან ის ავჭალაში, ყოფილი ფოსტის შენობაში შესახლებული დევნილების საკითხსაც გამოეხმაურა, რომელთა მტკიცებითაც მათ სოციალური დახმარების მოხსნას უპირებენ. მინისტრის განმარტებით, მხოლოდ იმიტომ, რომ თავშესაფარი იპოვეს, ისინი სოციალურ დახმარებას არ დაკარგავენ.

"არსებობს დადგენილი კანონი, როცა სოციალურად დაუცველი იცვლის საცხოვრებელ მისამართს, მან ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა აცნობოს, სხვა შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნება. ეს არის მარტივი თემა. იმის გამო, რომ თავშესაფარი იპოვეს, ცხადია ამ ადამიანებს არავინ მოუხსნის დახმარებას, თუმცა უნდა დაიცვან მარტივი წესები და მათ სოციალურ პრივილეგიებს ასეთ შემთხვევაში არავინ შეუქმნის საფრთხეს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია