პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სამსახურში მანქანით რომ მივა, სანამ კარს არ გაუღებენ, არ გადმოდის"
"აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სამსახურში მანქანით რომ მივა, სანამ კარს არ გაუღებენ, არ გადმოდის"

ას­ლან აბა­ში­ძის ყო­ფი­ლი პრესმდი­ვა­ნი თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე გა­ზეთ "ალი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ ბე­რი­ძეს პა­ტივ­მოყ­ვა­რე და ახი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თებს.

"ეს კაცი ასე­თია, სამ­სა­ხურ­ში მან­ქა­ნით რომ მივა, სა­ნამ კარს არ გა­უ­ღე­ბენ, არ გად­მო­დის, სა­ნამ დაც­ვა შე­ნო­ბის კარს არ გა­უ­ღებს, გა­რეთ არ გა­მო­დის სამ­სა­ხუ­რი­დან. არა­და, ბე­რი­ძე ას­ლან აბა­ში­ძეს აკ­რი­ტი­კებ­და, ზედ­მე­ტად თავ­მოყ­ვა­რე­აო. ას­ლა­ნის კა­ბი­ნეტ­ში რომ შეხ­ვი­დო­დი, არ არ­სე­ბობ­და, ფეხ­ზე არ წა­მომ­დგა­რი­ყო. ის არც მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლი­სას ელო­დე­ბო­და დაც­ვას. ხან და­რეკ­ვა ავი­წყდე­ბო­და, თუ მან­ქა­ნა არ იყო, და­ა­დებ­და თავს და სამ­სა­ხურ­ში ფე­ხით მი­დი­ო­და. ამის მერე შე­ფუ­ცხუნ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე და იყო ერთი ამ­ბა­ვი. ახლა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი კუ­თხით თუ მი­ვუდ­გე­ბით, ბე­რი­ძე ას­ლან აბა­ში­ძის რან­გის მო­ხე­ლეა და რო­გორც კი მოჯ­და, რა და­ი­წყო? ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­მოყ­რა, თუ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვინ­მეს და­აგ­ვი­ან­და, აღარ უშ­ვებს. ამ 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტი გა­უ­გებ­რო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, გა­წევ-გა­მო­წე­ვა და უბე­დუ­რე­ბა ამას აქვს. გარ­და ამი­სა, ხდე­ბა სა­სა­ცი­ლო რამ, ბე­რი­ძის უნი­ჭო და უში­ნა­არ­სო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებს აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია გა­დას­ცემს პირ­და­პირ ეთერ­ში. ვერ გა­ვი­გე, ვის რაში აინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუ­თხე­ებ­ში ბე­რი­ძის ერ­თკვი­რი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი? ის არ ჯდე­ბა სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნა­ში, თუ არ არის მისი ნო­მე­რი "001", სწო­რედ ამა­ზე ამ­ბო­ბენ აჭა­რა­ში, უნა­ხავ­მა რა ნა­ხაო...", - აცხა­დებს ბა­კუ­რი­ძე.

აბა­ში­ძის ყო­ფი­ლი პრესმდი­ვა­ნი აცხა­დებს, რომ ავ­თან­დილ ბე­რი­ძე ძმე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბის გუნ­დის წევ­რია და თა­ნამ­დე­ბო­ბას მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უნდა უმად­ლო­დეს, ვი­ნა­ი­დან ბა­თუმ­ში ავ­ტო­რი­ტე­ტით არას­დროს სარ­გებ­ლობ­და.

"ავ­თან­დილ ბე­რი­ძე და ძმე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი არი­ან ერთ "სას­ტავ­ში" და იმ­თა­ვით­ვე ებ­რძოდ­ნენ ას­ლან აბა­ში­ძეს. ესე­ნი ხალ­ხში რა­ღაც ავ­ტო­რი­ტე­ტით არად­როს სარ­გებ­ლობ­დნენ, რომ არა ივა­ნიშ­ვი­ლი, ვერც ბე­რი­ძე გახ­დე­ბო­და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე და ვერც და­ნარ­ჩე­ნე­ბი მი­ი­ღებ­დნენ სკა­მებს", - ამ­ბობს ბა­კუ­რი­ძე.

რო­გორ გა­ზე­თი "ალია" წერს, 15 სექ­ტემ­ბერს ბა­თუმ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი გა­იხ­სნა, სა­დაც სი­ტყვით ავ­თან­დილ ბე­რი­ძე გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ტრი­ბუ­ნას­თან "მე­ქოლ­გე ლა­ქი­ას­თან" ერ­თად მი­ვი­და. ამ ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ორი დღის განმვლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

ორი კვი­რის წინ "ამ­ბე­ბი.გე" წერ­და, რომ ხში­რად ავ­თან­დილ ბე­რი­ძე ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მან­ქა­ნით და­დის. გარ­და ამი­სა, ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და ბა­თუ­მის ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის წევ­რის, და­ვით რო­ბა­ქი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, სა­დაც ავ­თან­დილ ბე­რი­ძის მან­ქა­ნა, ბულ­ვარ­ში მან­ქა­ნე­ბის­თვის აკ­რძა­ლულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დგას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ავ­თან­დილ ბე­რი­ძის პრეს-სპი­კერ­მა, მა­რი­ნა კუპ­რე­იშ­ვილ­მა ამ ფაქ­ტის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ავ­თან­დილ ბე­რი­ძის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი არის VIP და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას მის­ვლის უფ­ლე­ბა აქვს.

იხი­ლეთ ასე­ვე: აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ბულ­ვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით სე­ირ­ნობს

"ავ­თან­დილ ბე­რი­ძე არის VIP, ისე­ვე რო­გორც მისი მან­ქა­ნა და მას ყველ­გან შეს­ვლის უფ­ლე­ბა აქვს"

"აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სამსახურში მანქანით რომ მივა, სანამ კარს არ გაუღებენ, არ გადმოდის"

"აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სამსახურში მანქანით რომ მივა, სანამ კარს არ გაუღებენ, არ გადმოდის"

ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი თამაზ ბაკურიძე გაზეთ "ალიასთან" საუბარში

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს პატივმოყვარე და ახირებულ ადამიანად ახასიათებს.

"ეს კაცი ასეთია, სამსახურში მანქანით რომ მივა, სანამ კარს არ გაუღებენ, არ გადმოდის, სანამ დაცვა შენობის კარს არ გაუღებს, გარეთ არ გამოდის სამსახურიდან. არადა, ბერიძე ასლან აბაშიძეს აკრიტიკებდა, ზედმეტად თავმოყვარეაო. ასლანის კაბინეტში რომ შეხვიდოდი, არ არსებობდა, ფეხზე არ წამომდგარიყო. ის არც მანქანიდან გადმოსვლისას ელოდებოდა დაცვას. ხან დარეკვა ავიწყდებოდა, თუ მანქანა არ იყო, დაადებდა თავს და სამსახურში ფეხით მიდიოდა. ამის მერე შეფუცხუნდებოდნენ ხოლმე და იყო ერთი ამბავი. ახლა თანამდებობრივი კუთხით თუ მივუდგებით, ბერიძე ასლან აბაშიძის რანგის მოხელეა და როგორც კი მოჯდა, რა დაიწყო? ჟურნალისტების გამოყრა, თუ პრესკონფერენციაზე ვინმეს დააგვიანდა, აღარ უშვებს. ამ 10 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი გაუგებრობა ჟურნალისტებთან, გაწევ-გამოწევა და უბედურება ამას აქვს. გარდა ამისა, ხდება სასაცილო რამ, ბერიძის უნიჭო და უშინაარსო პრესკონფერენციებს აჭარის ტელევიზია გადასცემს პირდაპირ ეთერში. ვერ გავიგე, ვის რაში აინტერესებს საქართველოს სხვა კუთხეებში ბერიძის ერთკვირიანი მუშაობის შედეგები? ის არ ჯდება სამსახურის მანქანაში, თუ არ არის მისი ნომერი "001", სწორედ ამაზე ამბობენ აჭარაში, უნახავმა რა ნახაო...", - აცხადებს ბაკურიძე.

აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ ავთანდილ ბერიძე ძმები ბერძენიშვილების გუნდის წევრია და თანამდებობას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს, ვინაიდან ბათუმში ავტორიტეტით არასდროს სარგებლობდა.

"ავთანდილ ბერიძე და ძმები ბერძენიშვილები არიან ერთ "სასტავში" და იმთავითვე ებრძოდნენ ასლან აბაშიძეს. ესენი ხალხში რაღაც ავტორიტეტით არადროს სარგებლობდნენ, რომ არა ივანიშვილი, ვერც ბერიძე გახდებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ვერც დანარჩენები მიიღებდნენ სკამებს", - ამბობს ბაკურიძე.

როგორ გაზეთი "ალია" წერს, 15 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა, სადაც სიტყვით ავთანდილ ბერიძე გამოვიდა, რომელიც ტრიბუნასთან ”მექოლგე ლაქიასთან” ერთად მივიდა. ამ ამბავს სოციალურ ქსელებში ინტერნეტ-მომხმარებლები ორი დღის განმვლობაში აქტიურად განიხილავდნენ.

ორი კვირის წინ ”ამბები.გე” წერდა, რომ ხშირად ავთანდილ ბერიძე ბათუმის ბულვარში მანქანით დადის. გარდა ამისა, ინტერნეტით გავრცელდა ბათუმის ლეიბორისტული პარტიის წევრის, დავით რობაქიძის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ავთანდილ ბერიძის მანქანა, ბულვარში მანქანებისთვის აკრძალულ ტერიტორიაზე დგას. მოგვიანებით ავთანდილ ბერიძის პრეს-სპიკერმა, მარინა კუპრეიშვილმა ამ ფაქტის თაობაზე განაცხადა, რომ ავთანდილ ბერიძის დაცვის სამსახური არის VIP და ნებისმიერ ადგილას მისვლის უფლება აქვს.

იხილეთ ასევე: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბულვარში ავტომობილით სეირნობს

"ავთანდილ ბერიძე არის VIP, ისევე როგორც მისი მანქანა და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"