საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულ ბაზარზე ქართული ლუდიც გაიყიდება
რუსულ ბაზარზე ქართული ლუდიც გაიყიდება

რუ­სულ ბა­ზარ­ზე ღვი­ნის და დაფ­ნის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ლუ­დიც გა­ი­ყი­დე­ბა. "იზ­ვეს­ტი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუ­დის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე შე­სას­ვლე­ლად პირ­ვე­ლი "ნა­ტახ­ტა­რი" ემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც თურ­ქუ­ლი Efes -ის სა­კუთ­რე­ბაა.

"იზ­ვეს­ტია" იტყო­ბი­ნე­ბა, რომ "ნა­ტახ­ტა­რი" ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის ლი­დე­რი კომ­პა­ნი­აა და ის ბაზ­რის 60%-ის მფლო­ბე­ლია.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის" ექ­სპერტთა ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში ლუ­დის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბას მო­ახ­დენს.

"როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის" 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, რო­მელ­თაც რუ­სეთ­ში სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის შე­ტა­ნა სურთ. ორ­ჯერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­მა ემ­ბარ­გო მოხ­სნა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ქვე­ყა­ნამ 2006 წელს და­ა­წე­სა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­ში უკვე შე­ი­ტა­ნა 15 მლნ ბოთ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი და 8 მლნ ბოთ­ლი ღვი­ნო. თუმ­ცა ახლა უკვე ჯერი ქარ­თულ ლუდ­ზე დად­გა, რო­მე­ლიც რუ­სულ ბა­ზარ­ზე შეს­ვლის მო­ლო­დინ­შია.

მიმ­დი­ნა­რე ვი­ზი­ტის დროს რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი 20-მდე ლუ­დი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ, თუმ­ცა რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ქარ­თუ­ლი ლუ­დის ხა­რისხს პირ­ვე­ლად შე­ა­მოწ­მე­ბენ.

ამ დრო­ი­სათ­ვის, ქარ­თუ­ლი ლუ­დის ექ­სპორ­ტი 16 ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

რუსულ ბაზარზე ქართული ლუდიც გაიყიდება

რუსულ ბაზარზე ქართული ლუდიც გაიყიდება

რუსულ ბაზარზე ღვინის და დაფნის შემდეგ ქართული ლუდიც გაიყიდება. "იზვესტიას" ინფორმაციით, ლუდის მწარმოებელი კომპანიებიდან, რუსეთის ბაზარზე შესასვლელად პირველი "ნატახტარი" ემზადება, რომელიც თურქული Efes -ის საკუთრებაა.

"იზვესტია" იტყობინება, რომ "ნატახტარი" ადგილობრივი ბაზრის ლიდერი კომპანიაა და ის ბაზრის 60%-ის მფლობელია.

გამოცემის ინფორმაციით, "როსპოტრებნადზორის" ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ლუდის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებას მოახდენს.

"როსპოტრებნადზორის" 6-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმ კომპანიების ინსპექტირებას განახორციელებს, რომელთაც რუსეთში საკუთარი პროდუქციის შეტანა სურთ. ორჯერ ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ რუსეთმა ემბარგო მოხსნა, რომელიც თავის მხრივ ქვეყანამ 2006 წელს დააწესა. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ რუსეთში უკვე შეიტანა 15 მლნ ბოთლი მინერალური წყალი და 8 მლნ ბოთლი ღვინო. თუმცა ახლა უკვე ჯერი ქართულ ლუდზე დადგა, რომელიც რუსულ ბაზარზე შესვლის მოლოდინშია.

მიმდინარე ვიზიტის დროს რუსი სპეციალისტები 20-მდე ლუდისა და მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიას მოინახულებენ, თუმცა რუსი სპეციალისტები ქართული ლუდის ხარისხს პირველად შეამოწმებენ.

ამ დროისათვის, ქართული ლუდის ექსპორტი 16 ქვეყანაში ხორციელდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ