მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
 ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ვა­შინგტონ­ში, სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო მე­თა­ურ­თა ცენ­ტრში, ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად სულ მცი­რე ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბი-ბი-სი" "ვა­შინგტონ პოსტზე" დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ცე­ცხლი სამ­მა პირ­მა გახ­სნა. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმელ­თა­გან ერთი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, ერთი - იძებ­ნე­ბა, მე­სა­მე­ზე კი ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

ამას­თან, სამ­ხედ­რო­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ რვა ადა­მი­ა­ნია დაჭ­რი­ლი, რო­მელ­თა შო­რის ორი პო­ლი­ცი­ე­ლია. ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სამი დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით, მან შო­რი­დან და­ი­ნა­ხა პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ცე­ცხლი გახ­სნა. იგი მათი მი­სა­მარ­თით და­მიზ­ნე­ბით ის­რო­და.

ცენ­ტრში 3 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს და იქ საშ­ვის გა­რე­შე არა­ვის უშ­ვე­ბენ. ად­გილ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხუ­რის რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა და ვერ­ტმფრე­ნია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენტს აც­ნო­ბეს, რო­მელ­მაც ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურს გან­კარ­გუ­ლე­ბა მის­ცა, ად­გილ­ზე კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დონ. ობი­ექ­ტი ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ფლო­ტი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია და იგი მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აშენ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

 ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში, ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, ცეცხლი სამმა პირმა გახსნა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელთაგან ერთი ლიკვიდირებულია, ერთი - იძებნება, მესამეზე კი ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, სამხედროები აცხადებენ, რომ რვა ადამიანია დაჭრილი, რომელთა შორის ორი პოლიციელია. ექიმების განმარტებით, სამი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან შორიდან დაინახა პიროვნება, რომელმაც ცეცხლი გახსნა. იგი მათი მისამართით დამიზნებით ისროდა.

ცენტრში 3 ათასი ადამიანი მუშაობს და იქ საშვის გარეშე არავის უშვებენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის რამდენიმე მანქანა და ვერტმფრენია მობილიზებული.

მომხდარის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს აცნობეს, რომელმაც ფედერალურ სამსახურს განკარგულება მისცა, ადგილზე კოორდინირებულად იმოქმედონ. ობიექტი ამერიკის სამხედრო ფლოტი ერთ-ერთი უძველესია და იგი მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა