სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - პრემიერმა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი ჰესის მშენებლობა მესამეჯერ გახსნა
მიხეილ სააკაშვილი - პრემიერმა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი ჰესის მშენებლობა მესამეჯერ გახსნა

პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მე­სა­მედ გახ­სნა იმ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მის­მა მთავ­რო­ბამ უკვე ორ­ჯერ გახ­სნა. ამით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ შუ­ა­ხევ­ში, ახა­ლი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ფუძ­ვე­ლის ჩაყ­რას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"დღეს პრე­მი­ერ­მა მე­სა­მე­ჯერ გახ­სნა ჩვენს მიერ ორ­ჯერ გახ­სნი­ლი, 3 წლის წინ და­წყე­ბუ­ლი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია ის პრე­მი­ე­რი, რო­მელ­მაც ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზა "გა­ა­ჩე­რა".

"ეს ის პრე­მი­ე­რია, რო­მე­ლიც მო­მა­ვალს არ­თმევს ქუ­თა­ისს. აქ უნდა პარ­ლა­მენ­ტის "წა­მო­ღე­ბა" მხო­ლოდ იმის გამო, რომ თა­ვის სა­სახ­ლეს­თან ახ­ლოს იქ­ნე­ბა. ეს არის ის პრე­მი­ე­რი, რო­მელ­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ა­ჩე­რა სტრა­ტე­გი­უ­ლი რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა ევ­რო­პა­ზე და სა­მა­გი­ე­როდ გვე­ლა­პა­რა­კე­ბა ევ­რა­ზი­ის კავ­შირ­ში შეს­ვლა­ზე",-გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ უმ­რავ­ლე­სო­ბამ პარ­ლა­მენ­ტში სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პროგ­რე­სი სა­ბო­ლო­ოდ გა­ჩერ­დე­ბა. "მოხ­დე­ბა პროგ­რე­სის სა­ბო­ლოო გა­ჩე­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ბო­ლოო უზურ­პა­ცია, თუმ­ცა, ეს, რა თქმა უნდა, გრძელ­ვა­დი­ა­ნი ვერ იქ­ნე­ბა",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

მიხეილ სააკაშვილი - პრემიერმა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი ჰესის მშენებლობა მესამეჯერ გახსნა

მიხეილ სააკაშვილი - პრემიერმა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი ჰესის მშენებლობა მესამეჯერ გახსნა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მესამედ გახსნა იმ ჰესის მშენებლობა, რომელიც მისმა მთავრობამ უკვე ორჯერ გახსნა. ამით მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მიერ შუახევში, ახალი ჰესის მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრას გამოეხმაურა.

"დღეს პრემიერმა მესამეჯერ გახსნა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი, 3 წლის წინ დაწყებული ჰესის მშენებლობა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილია ის პრემიერი, რომელმაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და თბილისის შემოვლითი რკინიგზა "გააჩერა".

"ეს ის პრემიერია, რომელიც მომავალს ართმევს ქუთაისს. აქ უნდა პარლამენტის "წამოღება" მხოლოდ იმის გამო, რომ თავის სასახლესთან ახლოს იქნება. ეს არის ის პრემიერი, რომელმაც პრაქტიკულად შეაჩერა სტრატეგიული რკინიგზის მშენებლობა ევროპაზე და სამაგიეროდ გველაპარაკება ევრაზიის კავშირში შესვლაზე",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ სიტუაციაში თუ უმრავლესობამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების გატანა მოახერხა, საქართველოში პროგრესი საბოლოოდ გაჩერდება. "მოხდება პროგრესის საბოლოო გაჩერება და ხელისუფლების საბოლოო უზურპაცია, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ვერ იქნება",-განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა