ალიონა ვოდონაევამ ევგენი პაპუნაიშვილს ცხვირი უკანალით გაუტეხა

ალიონა ვოდონაევამ ევგენი პაპუნაიშვილს ცხვირი უკანალით გაუტეხა

ერთი კვირის წინ რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ტელეარხზე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი სეზონი დაიწყო. პირველივე გადაცემაში შოუს ლიდერი გამოიკვეთა: პროექტის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა წყვილად ქართველი მოცეკვავე ევგენი პაპუნაიშვილი და ტელეწამყვანი ალიონა ვოდონაევა აღიარეს. ტელეწამყვანი და პროფესიონალი მოცეკვავე სტარტისთვის საფუძვლიანად ემზადებოდნენ და ყოველღიურად მრავალ საათს ვარჯიშში ატარებდნენ. შედეგად, შოუს ჩაწერის წინა დღეს ალიონამ და ევგენიმ რეპეტიციაზე ტრავმები მიიღეს.

"დღეს რეპეტიციაზე ერთ-ერთი საცეკვაო ილეთის შესრულებისას პარტნიორს ცხვირი უკანალით გავუტეხე", - დაწერა ალიონამ Instagram-ში საკუთარ გვერდზე.

ტრავმა ალიონამაც მიიღო: პაპუნაიშვილმა მას შუბლი გაუკაწრა. "შუბლზე ნაკაწრი დამიტოვე! ახლა ჰარი პოტერი ვარ. იმედია, პროექტის ბოლომდე ცოცხლები დავრჩებით! :)", - მიმართა პარტნიორს ტელეწამყვანმა.

თუმცა, მიღებული ტრავმები და გაწეული ძალისხმევა ამად ღირდა: შოუში გამოსვლის შემდეგ წყვილმა ტელემაყურებელი და ჟიური მოხიბლა.

აღსანიშნავია, რომ პაპუნაიშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფარგლებში სხვადასხვა დროს პარტნიორობას უწევდა რუსეთის შოუ-ბიზნესის ყველაზე ცნობილ სახეებს, მათ შორის ნატაშა კარალიოვას, ირინა სალტიკოვას, იულია სავიჩევს, ქსენია სობჩაკს და გლუკოზას.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება