მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფული სხვას რატომ უნდა გავუყო, მე რა, კლიენტს ვერ შევაბამ?"
"ფული სხვას რატომ უნდა გავუყო, მე რა, კლიენტს ვერ შევაბამ?"

სა­ქარ­თვე­ლო­ში პროს­ტი­ტუ­ცია არა­ლე­გა­ლუ­რია, მაგ­რამ მა­ინც ვი­თარ­დე­ბა. მე­ძა­ვებს სად არ ნა­ხავთ - ქუ­ჩებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­სა თუ ღა­მის კლუ­ბებ­ში, მათი კლი­ენ­ტე­ბი, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, რი­გით ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც არი­ან. თბი­ლი­სის ცენ­ტრში ერთი ქუ­ჩაა, სა­დაც გვი­ან ღა­მით სა­დარ­ბა­ზო­ებ­თან შე­ყუ­ჟულ მე­ძა­ვებს ად­ვი­ლად შე­ამ­ჩნევთ. შუ­ა­ღა­მე გა­და­სუ­ლი იყო, "წი­თე­ლი ფარ­ნე­ბის" ქუ­ჩას რომ ვეს­ტუმ­რე. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, სა­სა­უბ­როდ მალე და­ვი­ყო­ლიე ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც ნა­თი­ად გა­მეც­ნო...

- სა­ნამ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ვი­წყებ­დი, რეს­ტორ­ნებ­ში ვმღე­რო­დი. მაგ­რამ მალე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ძმის­შვი­ლი ავად გა­მიხ­და, 22 ათა­სი ლარი უნდა ვი­შო­ვოთ, რომ ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თოთ. ყო­ველ­დღი­უ­რი ფული თუ არ გვექ­ნე­ბა, და­ი­ღუ­პე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი ქუ­ჩა­ში თუ დავ­დგე­ბო­დი, მაგ­რამ...

- ვინ არი­ან თქვე­ნი კლი­ენ­ტე­ბი?

- ხში­რად გვსტუმ­რო­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რივ კლი­ენ­ტებ­ზე უხე­შე­ბი არი­ან. ღამე უნდა ნა­ხოთ, რო­გო­რი მან­ქა­ნე­ბით მო­დი­ან. ფული მა­გათ აქვთ და... არ მსი­ა­მოვ­ნებს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და არას­დროს მივ­ყვე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რაც შე­იც­ვა­ლა და პა­ტიმ­რე­ბი გა­მო­უშ­ვეს, მუ­შა­ო­ბა გარ­თულ­და. მთვრა­ლე­ბი მო­დი­ან და უხე­შო­ბენ. პატ­რულს გა­მო­ი­ძა­ხებ და - აქ დგო­მის­თვის და­გა­ჯა­რი­მე­ბენ! ჰოდა, ჩვენც ვით­მენთ. აი, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს აქ დგო­მას არა­ვინ გვიშ­ლი­და. მა­შინ შე­უ­რა­ცხყო­ფას ნაკ­ლე­ბად გვა­ყე­ნებ­დნენ.

- უცხო­ე­ლე­ბი ხში­რი სტუმ­რე­ბი არი­ან?

- ძი­რი­თა­დად, ერა­ყე­ლე­ბი მო­დი­ან. ქარ­თვე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უცხო­ე­ლე­ბი ზრდი­ლო­ბი­ა­ნად გვექ­ცე­ვი­ან. ქარ­თვე­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა გცე­მონ ან ისე­თი რამე მოგ­თხო­ვონ, რა­ზეც თა­ვი­დან არ შე­თან­ხმე­ბი­ხარ. 24 სა­ა­თი ქუ­ჩა­ში ვაგ­დი­ვარ, დღე­ში რა ვიცი რამ­დე­ნი კაცი მჯიჯგნის, მაგ­რამ ფული ხომ მჭირ­დე­ბა...

22 წლის ანი, ორი შვი­ლის დე­დაა, ზა­ფხულ­ში ბა­თუ­მის სას­ტუმ­რო­ებ­ში მუ­შა­ობ­და:

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სულ იმა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ვინ­მეს ვყვა­რე­ბო­დი. დე­დის და მა­მის არე­ულ­მა ცხოვ­რე­ბამ გზას ამაც­დი­ნა. ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი გძულს და გინ­და, ცუ­დად მო­იქ­ცე, გგო­ნია, ამით მშობ­ლებს დას­ჯი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მხო­ლოდ შენი თა­ვის დას­ჯა გა­მოგ­დის.

- ორი შვი­ლის დე­დას რამ გა­ი­ძუ­ლათ ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლი­ყა­ვით?

- ქმა­რი ყუ­რა­დღე­ბას არ მაქ­ცევ­და. ერთი შვი­ლი უკვე მყავ­და, თან ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი და ლუკ­მა­პუ­რი არ მქონ­და. ავ­დე­ქი, სა­ხე­ზე თავ­სა­ფა­რი ჩა­მო­ვი­ფა­რე და ვაგ­ზალ­ზე მა­თხოვ­რო­ბა და­ვი­წყე.

ვცდი­ლობ­დი, მე­ძა­ო­ბამ­დე არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ფუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ბევრ რა­მეს შე­გაჩ­ვევს,

მერე ეს საქ­მე ისე ჩა­გით­რევს, რომ ბო­ლომ­დე გა­გა­ნად­გუ­რებს. კი ვხვდე­ბი, რომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლიც არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ ვიცი სხვა რა­მის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ კი?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ფული სხვას რატომ უნდა გავუყო, მე რა, კლიენტს ვერ შევაბამ?"

"ფული სხვას რატომ უნდა გავუყო, მე რა, კლიენტს ვერ შევაბამ?"

საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია, მაგრამ მაინც ვითარდება. მეძავებს სად არ ნახავთ - ქუჩებში, სასტუმროებსა თუ ღამის კლუბებში, მათი კლიენტები, როგორც თავად ამბობენ, რიგით ქართველებთან ერთად, პოლიტიკოსებიც არიან. თბილისის ცენტრში ერთი ქუჩაა, სადაც გვიან ღამით სადარბაზოებთან შეყუჟულ მეძავებს ადვილად შეამჩნევთ. შუაღამე გადასული იყო, "წითელი ფარნების" ქუჩას რომ ვესტუმრე. ჩემდა გასაკვირად, სასაუბროდ მალე დავიყოლიე ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ნათიად გამეცნო...

- სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდი, რესტორნებში ვმღეროდი. მაგრამ მალე ძალიან გამიჭირდა, ძმისშვილი ავად გამიხდა, 22 ათასი ლარი უნდა ვიშოვოთ, რომ ოპერაცია გავუკეთოთ. ყოველდღიური ფული თუ არ გვექნება, დაიღუპება. რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი ქუჩაში თუ დავდგებოდი, მაგრამ...

- ვინ არიან თქვენი კლიენტები?

- ხშირად გვსტუმრობენ პოლიტიკოსები და ჩვეულებრივ კლიენტებზე უხეშები არიან. ღამე უნდა ნახოთ, როგორი მანქანებით მოდიან. ფული მაგათ აქვთ და... არ მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა და არასდროს მივყვები. ხელისუფლება რაც შეიცვალა და პატიმრები გამოუშვეს, მუშაობა გართულდა. მთვრალები მოდიან და უხეშობენ. პატრულს გამოიძახებ და - აქ დგომისთვის დაგაჯარიმებენ! ჰოდა, ჩვენც ვითმენთ. აი, სააკაშვილის დროს აქ დგომას არავინ გვიშლიდა. მაშინ შეურაცხყოფას ნაკლებად გვაყენებდნენ.

- უცხოელები ხშირი სტუმრები არიან?

- ძირითადად, ერაყელები მოდიან. ქართველებისგან განსხვავებით, უცხოელები ზრდილობიანად გვექცევიან. ქართველებმა შეიძლება გცემონ ან ისეთი რამე მოგთხოვონ, რაზეც თავიდან არ შეთანხმებიხარ. 24 საათი ქუჩაში ვაგდივარ, დღეში რა ვიცი რამდენი კაცი მჯიჯგნის, მაგრამ ფული ხომ მჭირდება...

22 წლის ანი, ორი შვილის დედაა, ზაფხულში ბათუმის სასტუმროებში მუშაობდა:

- მთელი ცხოვრება სულ იმაზე ვოცნებობდი, ვინმეს ვყვარებოდი. დედის და მამის არეულმა ცხოვრებამ გზას ამაცდინა. ამ დროს ყველაფერი გძულს და გინდა, ცუდად მოიქცე, გგონია, ამით მშობლებს დასჯი, სინამდვილეში კი მხოლოდ შენი თავის დასჯა გამოგდის.

- ორი შვილის დედას რამ გაიძულათ ქუჩაში გასულიყავით?

- ქმარი ყურადღებას არ მაქცევდა. ერთი შვილი უკვე მყავდა, თან ფეხმძიმედ ვიყავი და ლუკმაპური არ მქონდა. ავდექი, სახეზე თავსაფარი ჩამოვიფარე და ვაგზალზე მათხოვრობა დავიწყე.

ვცდილობდი, მეძაობამდე არ მივსულიყავი, მაგრამ ფულის სიყვარული ბევრ რამეს შეგაჩვევს,

მერე ეს საქმე ისე ჩაგითრევს, რომ ბოლომდე გაგანადგურებს. კი ვხვდები, რომ სხვა გამოსავალიც არსებობს, მაგრამ არ ვიცი სხვა რამის გაკეთებას შევძლებ კი?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია