სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედში" გამნაღმველები ტელეკომპანიის თანამშრომელთა ევაკუაციის გარეშე მუშაობენ
"იმედში" გამნაღმველები ტელეკომპანიის თანამშრომელთა ევაკუაციის გარეშე მუშაობენ

"იმედ­ში" გამ­ნაღმვე­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა ევა­კუ­ა­ცი­ის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბენ. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბაია ცა­ნა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, თავ­და­პირ­ვე­ლად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ევა­კუ­ი­რე­ბა მოხ­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "იმე­დის" თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა მა­ლე­ვე მის­ცეს. ბაია ცა­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შე­ნო­ბა­ში ბომ­ბია, შე­ტყო­ბი­ნე­ბა დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 14:10 სა­ათ­ზე შე­ვი­და, იმ დროს, რო­დე­საც ეთერ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა "ქრო­ნი­კა" იყო.

"მოგვ­თხო­ვეს ეთე­რის გა­ჩე­რე­ბა და და­ვე­მორ­ჩი­ლეთ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მო­თხოვ­ნებს. შე­წყდა სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­უ­წყებ­ლო­ბა. ამის შე­სა­ხებ წამ­ყვან­მა აც­ნო­ბა მა­ყუ­რე­ბელს. ეს მე­სა­მე შემ­თხვე­ვაა, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან ცუდი ტენ­დენ­ცი­აა. მო­ვიდ­ნენ გამ­ნაღმვე­ლე­ბი, ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ მა­ლე­ვე დაგ­ვრთეს უფ­ლე­ბა, რომ შე­ნო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით და დაგვპირ­დნენ, რომ მუ­შა­ო­ბას შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გა­ვაგ­რძე­ლებ­დით", - გა­ნა­ცხა­და ბაია ცა­ნა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, შე­ნო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სწო­რედ ევა­კუ­ა­ცი­ის გა­რე­შე მოხ­დე­ბა. ამას­თან, ბაია ცა­ნა­ვას უჭირს ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქმა თუ რას უკავ­შირ­დე­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" ბომ­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის შეს­ვლა.

"ამა­ზე რთუ­ლია ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქმა, ეს შე­იძ­ლე­ბა არის ბო­რო­ტი ხუმ­რო­ბა, ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც ქვეყ­ნის ორ ნა­ცი­ო­ნა­ლურ არხზე მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის გამო მუ­შა­ო­ბა ფერ­ხდე­ბა. მი­ვე­სალ­მე­ბი შს მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვას, ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ზა­რებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, შე­იგ­ნონ, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბა არის ძა­ლი­ან ცუდი საქ­ცი­ე­ლი და დას­ჯა­დი", - გა­ნა­ცხა­და ბაია ცა­ნა­ვამ.

"იმედ­ში" რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გამ­ნაღმვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ. ისი­ნი შე­ნო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"იმედში" გამნაღმველები ტელეკომპანიის თანამშრომელთა ევაკუაციის გარეშე მუშაობენ

"იმედში" გამნაღმველები ტელეკომპანიის თანამშრომელთა ევაკუაციის გარეშე მუშაობენ

"იმედში" გამნაღმველები ტელეკომპანიის თანამშრომელთა ევაკუაციის გარეშე მუშაობენ. როგორც ჟურნალისტებს "იმედის" საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაია ცანავამ განუცხადა, თავდაპირველად, თანამშრომლების ევაკუირება მოხდა, თუმცა სამართალდამცავებმა "იმედის" თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება მალევე მისცეს. ბაია ცანავას განცხადებით, იმის თაობაზე, რომ შენობაში ბომბია, შეტყობინება დღეს, დაახლოებით 14:10 საათზე შევიდა, იმ დროს, როდესაც ეთერში საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა" იყო.

"მოგვთხოვეს ეთერის გაჩერება და დავემორჩილეთ სამართალდამცველთა მოთხოვნებს. შეწყდა საინფორმაციო მაუწყებლობა. ამის შესახებ წამყვანმა აცნობა მაყურებელს. ეს მესამე შემთხვევაა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. მოვიდნენ გამნაღმველები, ევაკუაციის შემდეგ მალევე დაგვრთეს უფლება, რომ შენობაში დაბრუნებულიყავით და დაგვპირდნენ, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გავაგრძელებდით", - განაცხადა ბაია ცანავამ.

მისივე თქმით, შენობის დათვალიერება სწორედ ევაკუაციის გარეშე მოხდება. ამასთან, ბაია ცანავას უჭირს ვარაუდების გამოთქმა თუ რას უკავშირდება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ტელეკომპანია "იმედში" ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების შესვლა.

"ამაზე რთულია ვარაუდების გამოთქმა, ეს შეიძლება არის ბოროტი ხუმრობა, ან მიზანმიმართული ქმედება, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყნის ორ ნაციონალურ არხზე მსგავსი ქმედებების გამო მუშაობა ფერხდება. მივესალმები შს მინისტრის ინიციატივას, ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, რათა იმ ადამიანებმა, ვინც ზარებს ახორციელებენ, შეიგნონ, რომ მსგავსი ქმედება არის ძალიან ცუდი საქციელი და დასჯადი", - განაცხადა ბაია ცანავამ.

"იმედში" რამდენიმე წუთის წინ გამნაღმველები მივიდნენ. ისინი შენობის დათვალიერებას ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები