სოციალურ ქსელში პროდიუსერ კახა მამულაშვილის, იმავე მამულიჩას ფოტო გავრცელდა, რომელმაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია - ფოტოზე პროდიუსერი ცხვირზე ბინტდაფენილი იყო აღბეჭდილი. გავრცელდა ვერსია, რომ მამულიჩა სცემეს.
"ამბები.გე" მამულიჩას დაუკავშირდა:
- ჩემი ცხვირის წყალობით, დღეს მგონი, მიშასა და ბიძინაზე პოპულარული გავხდი. მირეკავს ყველა და მეკითხება, მართლა ნაცემი ვარ თუ არა. როგორ ფიქრობთ, ასე რომ ყოფილიყო, მე თვითონ დავდებდი "ფეისბუქის"საკუთარ გვერდზე ფოტოს? საოცარია, რომ ხალხს დღეს ჩემი ცხვირი ასე აღელვებს... მაგრამ რადგან ასეა, აქტუალურიც ვყოფილვარ. მოკლედ, პოლიტიკა და ჩემი ცხვირი, - დილიდან ეს არის სალაპარაკო თემა... კარგია, იუმორი შევძინე ადამიანების ცხოვრებას.
- რელაურად რა გჭირს?
- ცხვირზე ძირმაგარა გამომივიდა და ვმკურნალობდი, უკვე თითქმის მომირჩა კიდეც.
ლალი ფაცია