სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანრი ჯოხაძე: "ჩემი პირველი მასწავლებელი ჩემი მოგვარე იყო"
ანრი ჯოხაძე: "ჩემი პირველი მასწავლებელი ჩემი მოგვარე იყო"

16 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სკო­ლა­ში სას­წავ­ლო წელი და­ი­წყო... ალ­ბათ, ეს დღე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის­თვის. მათ ამ დღის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი აქვთ ხოლ­მე და თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვამს. სა­ინ­ტე­რე­სოა სკო­ლა­ში მის­ვლის პირ­ვე­ლი დღე რო­გორ ახ­სოვს მომ­ღე­რალ ანრი ჯო­ხა­ძეს?

- კარ­გად მახ­სოვს სკო­ლა­ში მის­ვლის პირ­ვე­ლი დღე: რო­დე­საც დე­დამ მა­შინ­დელ 164-ე (დღეს 207-ე) სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში მი­მიყ­ვა­ნა, თეთრ პე­რანგზე შავი ფე­რის შორ­ტი და ჟი­ლე­ტი მეც­ვა. რამ­დე­ნი­მე პირ­ვე­ლი კლა­სი იყო და ბაფ­თე­ბის მი­ხედ­ვით გვან­სხვა­ვებ­დნენ. ჩვე­ნი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს, მახ­სოვს, ლაჟ­ვარ­დის­ფე­რი ბაფ­თე­ბი გვე­კე­თა... პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ის იყო, რომ სკო­ლა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მახ­სოვს, იქ ფეხი შევ­დგი თუ არა, ჩან­თით ხელ­ში, სი­ხა­რუ­ლის­გან სკო­ლის მი­სა­ღებ­ში დავტრი­ალ­დი. მო­მე­წო­ნა დედა ენა, თუმ­ცა წერა-კი­თხვა უკვე ვი­ცო­დი და ალ­ბათ, ამი­ტომ უფრო მე­ტად მი­ვი­ღე ეს წიგ­ნი... კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და, სხვა­თა შო­რის, ჩემი მოგ­ვა­რე, მაია ჯო­ხა­ძე. დღეს ის პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში ას­წავ­ლის. ისე­თი ლა­მა­ზი იყო და ისე კარ­გად იც­ვამ­და, თვალს არ ვა­ცი­ლებ­დი, ძა­ლი­ან მომ­წონ­და. ამას­თან, კარ­გი კლა­სე­ლე­ბიც მყავ­და.

- ზო­გი­ერთ პა­ტა­რას სკო­ლა­ში მის­ვლის პირ­ვე­ლი დღე არ მოს­წონს, გული უჩუყ­დე­ბა... ტი­რის... რო­გორც ჩანს, შენ სკო­ლის გა­რე­მო მო­გე­წო­ნა...

- კი, თა­ვი­დან­ვე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ისე, მახ­სოვს, ბაღ­ში უფრო ვტი­რო­დი ხოლ­მე, რო­დე­საც დედა იქ მტო­ვებ­და. სწავ­ლის პრო­ცე­სი თა­ვი­დან­ვე მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მი­ზი­დავ­და და ვი­ცო­დი, რომ იქ თუ კარ­გად ვის­წავ­ლი­დი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას, სწავ­ლას ცოტა მო­ვუ­კე­ლი, მე­ზა­რე­ბო­და, მაგ­რამ რაც მინ­დო­და, იმ სა­განს მა­ინც ვსწავ­ლობ­დი. გან­წყო­ბის ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ისე ჩემი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. სწავ­ლის­თვის პი­რო­ბე­ბიც არ იყო, მახ­სოვს, თით­ქმის ყვე­ლა სახ­ლი­დან "ფე­ჩის" კვამ­ლი გა­მო­დი­ო­და. მაგ­რამ ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი კი მარ­თლა კარ­გი მქონ­და...

მე ის თა­ო­ბა ვარ, სკო­ლის ბუ­ფეტ­ში კორ­ჟიკს, ენას, სამ­კუ­თხედს და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სკო­ლის კატ­ლეტ­ზე რომ გიჟ­დე­ბო­და. დიდ დას­ვე­ნე­ბა­ზე წესი გვქონ­და, ამ საკ­ვე­ბით კარ­გად უნდა დავ­პუ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. მსი­ა­მოვ­ნებ­და, რო­დე­საც ჩემს კლა­სე­ლებს ბუ­ფეტ­ში ვპა­ტი­ჟებ­დი ხოლ­მე. მახ­სოვს, კორ­ჟი­კი 5 კა­პი­კი ღირ­და...

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ბავ­შვე­ბი ჭირ­ვე­უ­ლო­ბენ... შენ რო­გორ გა­და­ი­ტა­ნე ეს პე­რი­ო­დი?

- არც კი გა­მი­გია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ასე­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დი არც კი მქო­ნია... ისე, მი­მაჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც აღ­ზრდა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბავ­შვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უნდა იყოს ამ პე­რი­ო­დის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი. შეგ­ნე­ბით უნდა მი­ვი­დეს ამ ასა­კამ­დე და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლიც უნდა იყოს. პრობ­ლე­მა იმ ბავ­შვს უჩ­ნდე­ბა, ვი­საც აღ­ზრდა­ში რა­ღაც და­აკ­ლდა. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა კარ­გი დედ-მა­მაც ჰყავ­დეს, მაგ­რამ სწორ გზა­ზე მა­ინც ვერ დად­გეს...

- პირ­ველ კლას­ში თუ გიყ­ვარ­და ვინ­მე?

- კი, მომ­წონ­და და მიყ­ვარ­და ჩემი კლა­სე­ლი ნინი ნა­ნი­კაშ­ვი­ლი, გვერ­დიგ­ვერდ ვის­ხე­დით. ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გოგო იყო, მას­თან ახ­ლაც ვმე­გობ­რობ. ისე მომ­წონ­და, რომ ზღაპ­რე­ბი­დან სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნაჟს ვუ­ხა­ტავ­დი, მა­გა­ლი­თად, კონ­კი­ას, დე­დი­ნაც­ვალს და მა­საც ძა­ლი­ან მოს­წონ­და, ნა­ხატს რომ და­ხე­დავ­და, იცი­ნო­და ხოლ­მე. თუმ­ცა მის­თვის არას­დროს მით­ქვამს, რომ მომ­წონ­და...

- პი­ო­ნე­რი და ოქ­ტომ­ბრე­ლი თუ იყა­ვი?

- პი­ო­ნე­რი არა და ოქ­ტომ­ბრე­ლი კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მალე მო­მი­წია ლე­ნი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სამ­კერ­დე ნიშ­ნის გუ­ლი­დან მოხ­სნა და უნი­ტაზ­ში ჩაგ­დე­ბა... მინ­და, დღე­ვან­დე­ლი დღე ყვე­ლა ბავ­შვს მი­ვუ­ლო­ცო...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ანრი ჯოხაძე: "ჩემი პირველი მასწავლებელი ჩემი მოგვარე იყო"

ანრი ჯოხაძე: "ჩემი პირველი მასწავლებელი ჩემი მოგვარე იყო"

16 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო... ალბათ, ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია პირველკლასელებისთვის. მათ ამ დღის განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ ხოლმე და თითოეული თავისებურად აღიქვამს. საინტერესოა სკოლაში მისვლის პირველი დღე როგორ ახსოვს მომღერალ ანრი ჯოხაძეს?

- კარგად მახსოვს სკოლაში მისვლის პირველი დღე: როდესაც დედამ მაშინდელ 164-ე (დღეს 207-ე) საშუალო სკოლაში მიმიყვანა, თეთრ პერანგზე შავი ფერის შორტი და ჟილეტი მეცვა. რამდენიმე პირველი კლასი იყო და ბაფთების მიხედვით გვანსხვავებდნენ. ჩვენი კლასის მოსწავლეებს, მახსოვს, ლაჟვარდისფერი ბაფთები გვეკეთა... პირველი შთაბეჭდილება ის იყო, რომ სკოლა ძალიან მომეწონა. მახსოვს, იქ ფეხი შევდგი თუ არა, ჩანთით ხელში, სიხარულისგან სკოლის მისაღებში დავტრიალდი. მომეწონა დედა ენა, თუმცა წერა-კითხვა უკვე ვიცოდი და ალბათ, ამიტომ უფრო მეტად მივიღე ეს წიგნი... კარგი მასწავლებელი მყავდა, სხვათა შორის, ჩემი მოგვარე, მაია ჯოხაძე. დღეს ის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლის. ისეთი ლამაზი იყო და ისე კარგად იცვამდა, თვალს არ ვაცილებდი, ძალიან მომწონდა. ამასთან, კარგი კლასელებიც მყავდა.

- ზოგიერთ პატარას სკოლაში მისვლის პირველი დღე არ მოსწონს, გული უჩუყდება... ტირის... როგორც ჩანს, შენ სკოლის გარემო მოგეწონა...

- კი, თავიდანვე კომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი. ისე, მახსოვს, ბაღში უფრო ვტიროდი ხოლმე, როდესაც დედა იქ მტოვებდა. სწავლის პროცესი თავიდანვე მაინტერესებდა, მიზიდავდა და ვიცოდი, რომ იქ თუ კარგად ვისწავლიდი, განათლებული ვიქნებოდი. თუმცა მოგვიანებით, თინეიჯერობისას, სწავლას ცოტა მოვუკელი, მეზარებოდა, მაგრამ რაც მინდოდა, იმ საგანს მაინც ვსწავლობდი. განწყობის ბავშვი ვიყავი. ისე ჩემი თინეიჯერობა საქართველოში ცოტა რთულ პერიოდს დაემთხვა. სწავლისთვის პირობებიც არ იყო, მახსოვს, თითქმის ყველა სახლიდან "ფეჩის" კვამლი გამოდიოდა. მაგრამ ბავშვობის პერიოდი კი მართლა კარგი მქონდა...

მე ის თაობა ვარ, სკოლის ბუფეტში კორჟიკს, ენას, სამკუთხედს და წარმოიდგინეთ, სკოლის კატლეტზე რომ გიჟდებოდა. დიდ დასვენებაზე წესი გვქონდა, ამ საკვებით კარგად უნდა დავპურებულიყავით. მსიამოვნებდა, როდესაც ჩემს კლასელებს ბუფეტში ვპატიჟებდი ხოლმე. მახსოვს, კორჟიკი 5 კაპიკი ღირდა...

- გარდატეხის ასაკში ბავშვები ჭირვეულობენ... შენ როგორ გადაიტანე ეს პერიოდი?

- არც კი გამიგია, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რთული პერიოდი არც კი მქონია... ისე, მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მაინც აღზრდაზეა დამოკიდებული. ბავშვი ფსიქოლოგიურად უნდა იყოს ამ პერიოდისთვის მომზადებული. შეგნებით უნდა მივიდეს ამ ასაკამდე და შეძლებისდაგვარად რეალიზებულიც უნდა იყოს. პრობლემა იმ ბავშვს უჩნდება, ვისაც აღზრდაში რაღაც დააკლდა. თუმცა შეიძლება კარგი დედ-მამაც ჰყავდეს, მაგრამ სწორ გზაზე მაინც ვერ დადგეს...

- პირველ კლასში თუ გიყვარდა ვინმე?

- კი, მომწონდა და მიყვარდა ჩემი კლასელი ნინი ნანიკაშვილი, გვერდიგვერდ ვისხედით. ყველაზე ლამაზი გოგო იყო, მასთან ახლაც ვმეგობრობ. ისე მომწონდა, რომ ზღაპრებიდან სხვადასხვა პერსონაჟს ვუხატავდი, მაგალითად, კონკიას, დედინაცვალს და მასაც ძალიან მოსწონდა, ნახატს რომ დახედავდა, იცინოდა ხოლმე. თუმცა მისთვის არასდროს მითქვამს, რომ მომწონდა...

- პიონერი და ოქტომბრელი თუ იყავი?

- პიონერი არა და ოქტომბრელი კი ვიყავი, მაგრამ მალე მომიწია ლენინის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშნის გულიდან მოხსნა და უნიტაზში ჩაგდება... მინდა, დღევანდელი დღე ყველა ბავშვს მივულოცო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება