პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო პავლიაშვილი ადუაშვილის საქმეზე პირველად ალაპარაკდა - "15-20 წელი წამალზე იჯდა"
სოსო პავლიაშვილი ადუაშვილის საქმეზე პირველად ალაპარაკდა - "15-20 წელი წამალზე იჯდა"

მომ­ღე­რა­ლი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი მე­გობ­რის, ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია НТВ-ს გა­და­ცე­მა Ты не поверишь!-ში პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და. ბიზ­ნეს­მე­ნის ნა­თე­სა­ვებს ეჭვი არ ეპა­რე­ბათ, რომ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა პავ­ლი­აშ­ვილ­მა და­უკ­ვე­თა.

"ის წყნა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, 15-20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მალ­ზე იჯდა. იგი (ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლია) ამ­ბობს, რომ მისი ცემა სურ­და და არა მოკ­ვლა. ვი­ღა­ცამ ამით ისარ­გებ­ლა და მახე და­უ­გო", - ამ­ბობს პავ­ლი­აშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა Ты не поверишь!-ში.

მომ­ღერ­ლის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი "და­ა­მუ­შა­ვეს".

ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ სო­სოს ავ­თოს­თან ერ­თად ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და არა მხო­ლოდ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის, ასე­ვე ხორ­ცი­სა და ცე­მენ­ტის. ჩვენ სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი გვქონ­და. მე და­მო­უ­კი­დებ­ლად ბიზ­ნე­სი არ მქო­ნია. მე რომ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი მქონ­დეს, ნუთუ თვე­ში 25-30 სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვლა დამ­ჭირ­დე­ბო­და? 15 თვითმფრი­ნა­ვის გა­მოც­ვლა თვე­ში - ეს რაში მჭირ­დე­ბა?

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­ატ­რი­ა­ლეს, თით­ქოს მე მათი ვა­ლიც მაქვს. ძა­ლი­ან ბევ­რი მო­მენ­ტი იყო, რო­დე­საც მათ ჩემ­გან კონ­კრე­ტუ­ლად ფული სურ­დათ", - გა­ნა­ცხა­და სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა.

НТВ- თბი­ლის­ში იმის გა­სარ­კვე­ვად ჩა­მო­ვი­და, რაში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბილ ქარ­თველ მომ­ღე­რალს ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ერთ ეზო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბი - ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლი და სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად იზ­რდე­ბოდ­ნენ. მერე სოსო მოს­კოვ­ში წა­ვი­და და ვარ­სკვლა­ვი გახ­და, მის­მა მე­გო­ბარ­მა კი თბი­ლის­ში რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი გახ­სნა და თა­ვის ბიზ­ნეს­ში ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი მი­იწ­ვია.

2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ბიზ­ნეს­მე­ნის ნა­თე­სა­ვებს ეჭვი არ ეპა­რე­ბათ, რომ მისი სიკ­ვდი­ლი პავ­ლი­აშ­ვილ­მა და­უკ­ვე­თა. სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ა­კა­ვეს. ის სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის სიძე, ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლია აღ­მოჩ­ნდა. და­კი­თხვა­ზე მან გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბა პავ­ლი­აშ­ვილ­მა შე­უკ­ვე­თა, თუმ­ცა შემ­დეგ ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა. თა­ვად მომ­ღე­რა­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი სი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში გა­რე­ვა ვი­ღა­ცას ხელს აძ­ლევ­და და ის, უბ­რა­ლოდ, მსხვერ­პლია.

ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­კი­თხონ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "15-20 წელი წა­მალ­ზე იჯდა"... - სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ადუ­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და

იხი­ლეთ ასე­ვე: ადუ­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოსო პავლიაშვილი ადუაშვილის საქმეზე პირველად ალაპარაკდა - "15-20 წელი წამალზე იჯდა"

სოსო პავლიაშვილი ადუაშვილის საქმეზე პირველად ალაპარაკდა - "15-20 წელი წამალზე იჯდა"

მომღერალი სოსო პავლიაშვილი საკუთარი მეგობრის, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ტელეკომპანია НТВ-ს გადაცემა Ты не поверишь!-ში პირველად ალაპარაკდა. ბიზნესმენის ნათესავებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ადუაშვილის მკვლელობა პავლიაშვილმა დაუკვეთა.

"ის წყნარი ადამიანი იყო, 15-20 წლის განმავლობაში წამალზე იჯდა. იგი (ვახტანგ ჩხაპელია) ამბობს, რომ მისი ცემა სურდა და არა მოკვლა. ვიღაცამ ამით ისარგებლა და მახე დაუგო”, - ამბობს პავლიაშვილი გადაცემა Ты не поверишь!-ში.

მომღერლის თქმით, გარდაცვლილის ნათესავები ”დაამუშავეს”.

ისინი ამბობდნენ, რომ სოსოს ავთოსთან ერთად ნავთობისა და გაზის ბიზნესი ჰქონდა და არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის, ასევე ხორცისა და ცემენტის. ჩვენ საერთო ბიზნესი გვქონდა. მე დამოუკიდებლად ბიზნესი არ მქონია. მე რომ საკუთარი ბიზნესი მქონდეს, ნუთუ თვეში 25-30 საკონცერტო გამოსვლა დამჭირდებოდა? 15 თვითმფრინავის გამოცვლა თვეში - ეს რაში მჭირდება?

მოკლულის ახლობლებმა ყველაფერი ისე მოატრიალეს, თითქოს მე მათი ვალიც მაქვს. ძალიან ბევრი მომენტი იყო, როდესაც მათ ჩემგან კონკრეტულად ფული სურდათ”, - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

НТВ- თბილისში იმის გასარკვევად ჩამოვიდა, რაში ადანაშაულებენ რუსეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალს ბავშვობის მეგობრის ოჯახის წევრები. ერთ ეზოში დაბადებული ბიჭები - ავთანდილ ადუაშვილი და სოსო პავლიაშვილი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. მერე სოსო მოსკოვში წავიდა და ვარსკვლავი გახდა, მისმა მეგობარმა კი თბილისში რესტორნების ქსელი გახსნა და თავის ბიზნესში ცნობილი მომღერალი მიიწვია.

2012 წლის ნოემბერში თბილისში, საკუთარ მანქანაში ავთანდილ ადუაშვილი მოკლეს. ბიზნესმენის ნათესავებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მისი სიკვდილი პავლიაშვილმა დაუკვეთა. სავარაუდო მკვლელი რამდენიმე დღეში დააკავეს. ის სოსო პავლიაშვილის სიძე, ვახტანგ ჩხაპელია აღმოჩნდა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ მკვლელობა პავლიაშვილმა შეუკვეთა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა. თავად მომღერალი დარწმუნებულია, რომ მისი სიძის მკვლელობის საქმეში გარევა ვიღაცას ხელს აძლევდა და ის, უბრალოდ, მსხვერპლია.

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პროკურატურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ის უახლოეს პერიოდში დაკითხონ.

იხილეთ ვიდეო: "15-20 წელი წამალზე იჯდა"... - სოსო პავლიაშვილი ადუაშვილის საქმეზე პირველად ალაპარაკდა

იხილეთ ასევე: ადუაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ