მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა სერგეენკოს ჰალსტუხი დენის ახმედოვის ფეხზე
როგორ მოხვდა სერგეენკოს ჰალსტუხი დენის ახმედოვის ფეხზე

"კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს "კონ­კუ­რენ­ცი­ას" უწევს. მე­ტიც - პა­ცი­ენ­ტებს სა­კუ­თა­რი ჰალ­სტუ­ხით უხ­ვევს ჭრი­ლო­ბებს. რო­გორც ჩანს, ჰალ­სტუ­ხი ქარ­თულ ყო­ფა­ში უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა და იგი ახალ ფუნ­ქცი­ას იძენს.

მი­ნის­ტრის ამ­ბა­ვი შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე. მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ყური მოვ­კა­რი, ერთი ბიჭი ეუბ­ნე­ბა მე­ო­რეს: "აუ, დღეს სერ­გე­ენ­კო ვნა­ხე სამ­გორ­ში, ვი­ღაც ბომჟს მან­ქა­ნა და­ე­ტა­კა და მი­ნის­ტრი ჰალ­სტუ­ხით უხ­ვევ­და ჭრი­ლო­ბას. დამ­ტვრე­უ­ლი მთვრა­ლი იყო და თავ­ზე ვი­ღაც კაცი ადგა, რო­მე­ლიც, გაშ­ტე­რე­ბუ­ლი მის­ჩე­რე­ბო­და და­ვითს და დამ­ტვრე­ულს ჩას­ძა­ხო­და, რა ბედი გაქვს, ძმა, მი­ნის­ტრი გემ­სა­ხუ­რე­ბაო..."

სერ­გე­ენ­კოს ჰალ­სტუ­ხის თავ­გა­და­სავ­ლის ძი­ე­ბა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი­დან და­ვი­წყე, ვი­კი­თხე, 9 სექ­ტემ­ბერს მი­ნის­ტრის ნა­პატ­რო­ნე­ბი პა­ცი­ენ­ტი რო­მელ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი? დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მზია ჯო­ხი­ძემ ღი­მი­ლით მი­თხრა, პა­ცი­ენ­ტი რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­შია და თავს უკეთ გრძნობს, მი­ნის­ტრის ჰალ­სტუ­ხი კი ჩარ­ჩო­ში მო­ვა­თავ­სეთ და სა­პა­ტიო ად­გი­ლი მი­ვუ­ჩი­ნე­თო. მარ­თლაც, პიერ კარ­დე­ნის მუქ შინ­დის­ფერ-შავი კომ­ბი­ნა­ცი­ის ქსო­ვი­ლის ჰალ­სტუხს, რო­გორც ჰი­პოკ­რა­ტეს ფი­ცის ერ­თგუ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოს, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის სი­გე­ლე­ბი­სა და თასე­ბის გვერ­დით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია.

მოკ­ლედ, რო­გორც გა­ვარ­კვიე, მი­ნის­ტრი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მარ­თუ­ლი ავი­ა­შო­უს სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და, რო­დე­საც მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე, "ლი­ბერ­თი ბან­კის" ოფის­თან, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე მთვრალ დე­ნის ახ­მე­დოვს ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით სა­ცობ­მა მი­ნის­ტრის ავ­ტო­მო­ბი­ლიც შე­ა­ფერ­ხა. სერ­გე­ენ­კომ შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი გა­ი­გო თუ არა, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და...

სვეტ­ლა­ნა ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟის უფ­რო­სი ექი­მი: - შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბი­დან სამ წუთ­ში მი­ვე­დით. და­ზა­რა­ლე­ბულს მრავ­ლო­ბი­თი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჩვენს მის­ვლამ­დე ვი­ღა­ცას სის­ხლდე­ნა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა. ჰალ­სტუ­ხი ჰქონ­და გა­და­ჭე­რი­ლი ფეხ­ზე. მა­მა­კაც­მა პა­ცი­ენ­ტი ჩაგ­ვა­ბა­რა და ჩვენც ჩვენს საქ­მეს შე­ვუ­დე­ქით, რომ უცებ პატ­რუ­ლი გვე­უბ­ნე­ბა, იცით, ახლა ვის ელა­პა­რა­კეთ, ამ კაცს ვინ უპატ­რო­ნაო? მხრე­ბი ავი­ჩე­ჩეთ. უკან რომ მი­ვი­ხე­დეთ, ის უკვე ავ­ტო­მო­ბილ­ში ჯდე­ბო­და. გა­ო­ცე­ბის­გან და­ვი­ბე­ნით - პა­ცი­ენ­ტი მი­ნის­ტრმა ჩაგ­ვა­ბა­რა, ჩვენ კი არც დავკვირ­ვე­ბი­ვართ, ვინ გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბულს ხე­დავ, სხვა რა­მეს ყუ­რა­დღე­ბას აღარ აქ­ცევ. რო­დე­საც მი­ნის­ტრმა აგ­ვიხ­სნა, რაც გა­ა­კე­თა, ვი­ფიქ­რეთ, რომ ჩვე­ნი კო­ლე­გა იყო, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვას შე­ეს­წრო. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ მაშ­ვე­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და.

გვან­ცა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, უმ­ცრო­სი ექი­მი: - პა­ცი­ენტს მარ­ცხე­ნა წვივ­ზე ჰქონ­და სის­ხლმდე­ნი ჭრი­ლო­ბა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვი­ღაც კაცი გვიხ­სნი­და, ესა და ეს გა­ვუ­კე­თე და სის­ხლდე­ნა ჰალ­სტუ­ხით შე­ვუ­ჩე­რეო. რას ვი­ფიქ­რებ­დით, რომ მი­ნისტრს ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­და­ვეყ­რე­ბო­დით.

"დოლ­ბან­დი-ჰალ­სტუ­ხის" ამ­ბა­ვი მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მზია ჯო­ხი­ძის­თვი­საც: - 9 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც მოს­კო­ვის გამ­ზი­რი­დან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი შე­მო­იყ­ვა­ნეს, რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად. უმ­ცრო­სი ექი­მი გვე­უბ­ნე­ბა, პა­ცი­ენტს ფეხ­ზე მი­ნის­ტრის ჰალ­სტუ­ხი უკე­თი­აო. ვერ მივ­ხვდი, ჰალ­სტუ­ხი რა შუ­ა­ში იყო, ან სა­ი­დან უნდა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფეხ­ზე და­ვით სერ­გე­ენ­კოს ჰალ­სტუ­ხი. დე­ნის ახ­მე­დოვს, რო­გორც თვი­თონ მო­ა­ხერ­ხა თქმა, არ აქვს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და ამის გამო - არც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ მოხვდა სერგეენკოს ჰალსტუხი დენის ახმედოვის ფეხზე

როგორ მოხვდა სერგეენკოს ჰალსტუხი დენის ახმედოვის ფეხზე

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სასწრაფო დახმარების ექიმებს "კონკურენციას" უწევს. მეტიც - პაციენტებს საკუთარი ჰალსტუხით უხვევს ჭრილობებს. როგორც ჩანს, ჰალსტუხი ქართულ ყოფაში უფრო პოპულარული ხდება და იგი ახალ ფუნქციას იძენს.

მინისტრის ამბავი შემთხვევით გავიგე. მიკროავტობუსში ყური მოვკარი, ერთი ბიჭი ეუბნება მეორეს: "აუ, დღეს სერგეენკო ვნახე სამგორში, ვიღაც ბომჟს მანქანა დაეტაკა და მინისტრი ჰალსტუხით უხვევდა ჭრილობას. დამტვრეული მთვრალი იყო და თავზე ვიღაც კაცი ადგა, რომელიც, გაშტერებული მისჩერებოდა დავითს და დამტვრეულს ჩასძახოდა, რა ბედი გაქვს, ძმა, მინისტრი გემსახურებაო..."

სერგეენკოს ჰალსტუხის თავგადასავლის ძიება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან დავიწყე, ვიკითხე, 9 სექტემბერს მინისტრის ნაპატრონები პაციენტი რომელ საავადმყოფოში გადაიყვანეთ-მეთქი? დირექტორის მოადგილე მზია ჯოხიძემ ღიმილით მითხრა, პაციენტი რეფერალურ ჰოსპიტალშია და თავს უკეთ გრძნობს, მინისტრის ჰალსტუხი კი ჩარჩოში მოვათავსეთ და საპატიო ადგილი მივუჩინეთო. მართლაც, პიერ კარდენის მუქ შინდისფერ-შავი კომბინაციის ქსოვილის ჰალსტუხს, როგორც ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულების სიმბოლოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სიგელებისა და თასების გვერდით განსაკუთრებული ადგილი უკავია.

მოკლედ, როგორც გავარკვიე, მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართული ავიაშოუს სანახავად მიდიოდა, როდესაც მოსკოვის გამზირზე, "ლიბერთი ბანკის" ოფისთან, ქვეითად მოსიარულე მთვრალ დენის ახმედოვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საცობმა მინისტრის ავტომობილიც შეაფერხა. სერგეენკომ შეჩერების მიზეზი გაიგო თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა და...

სვეტლანა ყორღანაშვილი, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის უფროსი ექიმი: - შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან სამ წუთში მივედით. დაზარალებულს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ჩვენს მისვლამდე ვიღაცას სისხლდენა შეეჩერებინა. ჰალსტუხი ჰქონდა გადაჭერილი ფეხზე. მამაკაცმა პაციენტი ჩაგვაბარა და ჩვენც ჩვენს საქმეს შევუდექით, რომ უცებ პატრული გვეუბნება, იცით, ახლა ვის ელაპარაკეთ, ამ კაცს ვინ უპატრონაო? მხრები ავიჩეჩეთ. უკან რომ მივიხედეთ, ის უკვე ავტომობილში ჯდებოდა. გაოცებისგან დავიბენით - პაციენტი მინისტრმა ჩაგვაბარა, ჩვენ კი არც დავკვირვებივართ, ვინ გველაპარაკებოდა. შემთხვევის ადგილზე მხოლოდ დაზარალებულს ხედავ, სხვა რამეს ყურადღებას აღარ აქცევ. როდესაც მინისტრმა აგვიხსნა, რაც გააკეთა, ვიფიქრეთ, რომ ჩვენი კოლეგა იყო, რომელიც შემთხვევას შეესწრო. რას წარმოვიდგენდით, რომ მაშველი ჯანდაცვის მინისტრი აღმოჩნდებოდა.

გვანცა ღვინიაშვილი, უმცროსი ექიმი: - პაციენტს მარცხენა წვივზე ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობა. მუშაობის პროცესში ვიღაც კაცი გვიხსნიდა, ესა და ეს გავუკეთე და სისხლდენა ჰალსტუხით შევუჩერეო. რას ვიფიქრებდით, რომ მინისტრს ასეთ სიტუაციაში გადავეყრებოდით.

"დოლბანდი-ჰალსტუხის" ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მზია ჯოხიძისთვისაც: - 9 სექტემბერს, როდესაც მოსკოვის გამზირიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პაციენტი შემოიყვანეს, რეფერალურ საავადმყოფოში ვიყავი მონიტორინგის სამსახურთან ერთად. უმცროსი ექიმი გვეუბნება, პაციენტს ფეხზე მინისტრის ჰალსტუხი უკეთიაო. ვერ მივხვდი, ჰალსტუხი რა შუაში იყო, ან საიდან უნდა მოხვედრილიყო დაზარალებულის ფეხზე დავით სერგეენკოს ჰალსტუხი. დენის ახმედოვს, როგორც თვითონ მოახერხა თქმა, არ აქვს საცხოვრებელი და ამის გამო - არც პირადობის მოწმობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა