Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ"
"შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ"

"კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შე­იქ­მნა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის, ერთი ძა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში ნელ-ნელა უნდა და­ი­წყოს კო­ა­ლი­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით", - გა­ნა­ცხა­და "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ, რი­თაც ფაქ­ტობ­რი­ვად და­ა­ა­ნონ­სა, რა პრო­ცე­სებს უნდა ვე­ლო­დოთ ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას უწყე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გამჭვირ­ვა­ლო­ბის გამო და­ა­ჯილ­დო­ეს (IDFI-მ) და სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან:

- თავ­დაც­ვის უწყე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ხუ­რუ­ლი უწყე­ბა იყო, ალ­ბათ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­გაკ­რი­ტი­კებთ გახ­სნი­ლო­ბის გამო.

- ჩვენ არ გავ­ცემთ ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც საფრ­თხეს შე­უქ­მნის ქვეყ­ნის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის დროს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ხურ­ვა კო­რუფ­ცი­ის რისკს ამაღ­ლებ­და, რად­გან სა­ი­დუმ­ლო გრი­ფით იყ­ვნენ და­ცუ­ლი. ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცით სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს, ჩვე­ნი ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რი მოქ­მე­დე­ბა გა­ა­კონ­ტრო­ლოს, შე­ა­მოწ­მოს. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტში გა­ვი­და კა­ნო­ნი, რაც თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შე­ა­მოწ­მოს ყვე­ლა ხარ­ჯი 2 მი­ლი­ონ ლარ­ზე ზე­მოთ. ბევ­რი რამ გა­კეთ­და სა­ი­მი­სოდ, რომ 2017 წელს პრო­ფე­სი­ულ არ­მი­ა­ზე გა­და­ვი­დეთ. ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლი სა­ჰა­ე­რო შოუ ჩა­ვა­ტა­რეთ, რა­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა ჩვე­ნი სამ­ხედ­რო პი­ლო­ტე­ბის ოს­ტა­ტო­ბა და უმაღ­ლე­სი კლა­სი. მო­მა­ვალ წელს სა­ჰა­ე­რო შოუ სა­ერ­თა­შო­რი­სო გახ­დე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, უკეთ წარ­მოჩ­ნდეს და ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­როს რე­გი­ონ­ში.

- პრე­ზი­დენტს არ სურს ორი ფრან­გუ­ლი შვე­ულმფრე­ნის გას­ხვი­სე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა საყ­ვე­დუ­რი გა­მოთ­ქვა, სა­მაშ­ვე­ლო და ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­მო­სა­დე­გი სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბი აღარ გვე­ყო­ლე­ბა და ბა­რემ რუ­სე­თის მი­თი­თე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყოს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მო.

- პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა არას­წო­რი და არა­კო­რექ­ტუ­ლია. ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თითი თით­ზე არ და­უდ­ვი­ათ, რომ სა­ჰა­ე­რო-სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, ერთი თეთ­რიც არ და­უ­ხარ­ჯავთ სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ფლო­ტის შე­სა­კე­თებ­ლად და პრე­ზი­დენ­ტმა თავს უფ­ლე­ბა მის­ცა, თა­ვის­თვის შვე­ულმფრე­ნი შე­ე­ძი­ნა. არა­ვი­თა­რი სა­მაშ­ვე­ლო ფუნ­ქცია იმ შვე­ულმფრენს არა აქვს. მარ­ტო სა­ლო­ნის ნახ­ვა და­გარ­წმუ­ნებთ, რო­გორ უყ­ვარ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ჯა­რი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხარ­ჯზე. მთავ­რო­ბი­სა და პრე­მი­ე­რის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შვე­ულმფრე­ნე­ბი გას­ხვის­დე­ბა და იქი­დან აღე­ბუ­ლი თან­ხა სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ას მოხ­მარ­დე­ბა, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი სამ­ხედ­რო შვე­ულმფრე­ნებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ჩვენ და­ვი­წყეთ შე­კე­თე­ბა და მალე მწყობ­რში ჩად­გე­ბა ის შვე­ულმფრე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­კე­თე­ბუ­ლა. შე­მიძ­ლია და­ვამ­შვი­დო ყვე­ლა და მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტიც, თუ ის მყინ­ვარწვერ­ზე ჩარ­ჩე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვიყ­ვანთ.

- სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა პრე­მი­ე­რი, იმ თვითმფრი­ნავ­ში კარ­გად ჩას­კუპ­და, რომ­ლის გა­მოც მსაყ­ვე­დუ­რობ­დაო.

- პრე­მი­ერ­მა სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით იქი­რა­ვა თვითმფრი­ნა­ვი კერ­ძო ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან. უნდა დას­რულ­დეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მთავ­რო­ბის მიერ ვერ­ტმფრე­ნე­ბი­თა და თვითმფრი­ნა­ვე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ზე. უახ­ლო­ეს წლებ­ში ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ­მია იქ­ნე­ბა. თუ მეტი არ დავ­ხარ­ჯეთ წვრთნა­ზე, ჩვე­ნი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა ვერ ამაღ­ლდე­ბა. ვმუ­შა­ობთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამაღ­ლდეს ეროვ­ნუ­ლი, პატ­რი­ო­ტუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზეა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ნება. ხალ­ხს არ აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ სამ­შობ­ლოს დაც­ვა მისი საქ­მეც არის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს პრობ­ლე­მა რომ არ­სე­ბობ­და, 2008 წელს გა­მოჩ­ნდა. სკო­ლე­ბი­დან და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან უნდა და­ვი­წყოთ ამა­ზე ლა­პა­რა­კი.

ნა­ტოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ ის მოგ­ვცა, რომ 11 ათას­ზე მეტ­მა ჯა­რის­კაც­მა გა­ი­ა­რა სრულ­ყო­ფი­ლი წვრთნა უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო სტან­დარ­ტე­ბით. ეს არის ძალა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მტერს პრო­ფე­სი­უ­ლად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ეს არის ქარ­თუ­ლი ჯა­რის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა რე­გი­ო­ნის ყვე­ლა სხვა ჯა­რის­გან. ჩვენ აქ­ცენ­ტი გვაქვს არა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, არა­მედ ხა­რისხზე. ამი­ტო­მაც გვე­ყო­ლე­ბა მო­ბი­ლუ­რი, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, რაც რი­ცხოვ­ნო­ბის გაზ­რდას კი არა, პი­რი­ქით, ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. სამი კვი­რის წინ ნა­ტომ მი­ი­ღო ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: სა­ქარ­თვე­ლო 2015 წლი­დან გახ­დე­ბა ნა­ტოს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის ნა­წი­ლი. ეს ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უდი­დე­სი აღი­ა­რე­ბაა.

- ნა­ტოს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის ეგი­დით რა ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში მო­უ­წევთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს?

- ეს არის მუდ­მი­ვი მზად­ყოფ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში. ეს უდი­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას შეს­ძენს ქარ­თულ არ­მი­ას. ჩვე­ნი ჯარი პრაქ­ტი­კუ­ლად ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჯა­რია, მე­ტიც, ჩვე­ნი ჯარი უკვე ნა­ტო­შია და ახლა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უნდა და­ვე­წი­ოთ ჯარს და მის სტან­დარ­ტებ­ზე ავი­დეთ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ"

"შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ"

"კოალიცია "ქართული ოცნება" შეიქმნა ავტორიტარული რეჟიმის, ერთი ძალის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკაში ნელ-ნელა უნდა დაიწყოს კოალიციების ჩამოყალიბება ღირებულებების მიხედვით", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რითაც ფაქტობრივად დააანონსა, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ოქტომბრის შემდეგ. ირაკლი ალასანიას უწყება რამდენიმე დღის წინ გამჭვირვალობის გამო დააჯილდოეს (IDFI-მ) და სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი თავდაცვის მინისტრთან:

- თავდაცვის უწყება წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება იყო, ალბათ, წინა ხელისუფლება გაგაკრიტიკებთ გახსნილობის გამო.

- ჩვენ არ გავცემთ ისეთ ინფორმაციას, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. წინა ხელისუფლებების დროს ინფორმაციის დახურვა კორუფციის რისკს ამაღლებდა, რადგან საიდუმლო გრიფით იყვნენ დაცული. ჩვენ საშუალება მივეცით საზოგადოებას და ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ჩვენი ყველა ფინანსური მოქმედება გააკონტროლოს, შეამოწმოს. ჩვენი ინიციატივით პარლამენტში გავიდა კანონი, რაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს ყველა ხარჯი 2 მილიონ ლარზე ზემოთ. ბევრი რამ გაკეთდა საიმისოდ, რომ 2017 წელს პროფესიულ არმიაზე გადავიდეთ. ცოტა ხნის წინ პირველი საჰაერო შოუ ჩავატარეთ, რამაც გამოავლინა ჩვენი სამხედრო პილოტების ოსტატობა და უმაღლესი კლასი. მომავალ წელს საჰაერო შოუ საერთაშორისო გახდება, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, უკეთ წარმოჩნდეს და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს რეგიონში.

- პრეზიდენტს არ სურს ორი ფრანგული შვეულმფრენის გასხვისება. სააკაშვილმა საყვედური გამოთქვა, სამაშველო და ექსტრემალურ სიტუაციებში გამოსადეგი საჰაერო ხომალდები აღარ გვეყოლება და ბარემ რუსეთის მითითებების შესრულება დაიწყოს ახალმა ხელისუფლებამო.

- პრეზიდენტის განცხადება არასწორი და არაკორექტულია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუდვიათ, რომ საჰაერო-სამხედრო ავიაცია განვითარებულიყო, ერთი თეთრიც არ დაუხარჯავთ სამხედრო-საჰაერო ფლოტის შესაკეთებლად და პრეზიდენტმა თავს უფლება მისცა, თავისთვის შვეულმფრენი შეეძინა. არავითარი სამაშველო ფუნქცია იმ შვეულმფრენს არა აქვს. მარტო სალონის ნახვა დაგარწმუნებთ, როგორ უყვარდა წინა ხელისუფლებას ფუფუნებაში ცხოვრება ჯარისა და მოქალაქეების ხარჯზე. მთავრობისა და პრემიერის ერთობლივი გადაწყვეტილებით შვეულმფრენები გასხვისდება და იქიდან აღებული თანხა სამხედრო და სამოქალაქო ავიაციას მოხმარდება, საგანგებო სიტუაციაში კი სამხედრო შვეულმფრენებს გამოვიყენებთ. ჩვენ დავიწყეთ შეკეთება და მალე მწყობრში ჩადგება ის შვეულმფრენები, რომლებიც წლების განმავლობაში არ შეკეთებულა. შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ.

- სააკაშვილმა გააკრიტიკა პრემიერი, იმ თვითმფრინავში კარგად ჩასკუპდა, რომლის გამოც მსაყვედურობდაო.

- პრემიერმა საკუთარი ხარჯით იქირავა თვითმფრინავი კერძო ქართული კომპანიისგან. უნდა დასრულდეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება მთავრობის მიერ ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით სარგებლობაზე. უახლოეს წლებში ჩვენი პრიორიტეტი განათლებული და განახლებული არმია იქნება. თუ მეტი არ დავხარჯეთ წვრთნაზე, ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა ვერ ამაღლდება. ვმუშაობთ, რომ საზოგადოებაში ამაღლდეს ეროვნული, პატრიოტული თვითშეგნება. საზოგადოებაში არასათანადო დონეზეა წინააღმდეგობის გაწევის ნება. ხალხს არ აქვს გააზრებული, რომ სამშობლოს დაცვა მისი საქმეც არის. საზოგადოებაში ეს პრობლემა რომ არსებობდა, 2008 წელს გამოჩნდა. სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი.

ნატოსთან ურთიერთობამ ის მოგვცა, რომ 11 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა გაიარა სრულყოფილი წვრთნა უმაღლესი სამხედრო სტანდარტებით. ეს არის ძალა, რომელიც ნებისმიერ მტერს პროფესიულად დაუპირისპირდება. ეს არის ქართული ჯარის გამორჩეულობა რეგიონის ყველა სხვა ჯარისგან. ჩვენ აქცენტი გვაქვს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ამიტომაც გვეყოლება მობილური, სწრაფი რეაგირების შეიარაღებული ძალები, რაც რიცხოვნობის გაზრდას კი არა, პირიქით, ოპტიმიზაციას გულისხმობს. სამი კვირის წინ ნატომ მიიღო ჩვენთვის ძალიან სასიხარულო გადაწყვეტილება: საქართველო 2015 წლიდან გახდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი. ეს ჩვენი სამხედრო ძალების უდიდესი აღიარებაა.

- ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ეგიდით რა ამოცანების შესრულებაში მოუწევთ მონაწილეობა ჩვენს ჯარისკაცებს?

- ეს არის მუდმივი მზადყოფნის შეიარაღებული ნაწილები, რომლებსაც კრიზისულ სიტუაციაში საერთო გადაწყვეტილებით სწრაფი რეაგირებისთვის გამოიყენებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს უდიდეს გამოცდილებას შესძენს ქართულ არმიას. ჩვენი ჯარი პრაქტიკულად ნატოს სტანდარტებით მომზადებული ჯარია, მეტიც, ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია და ახლა პოლიტიკოსები უნდა დავეწიოთ ჯარს და მის სტანდარტებზე ავიდეთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა