სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რთველი 2013"-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დიდ ქალაქებში უფასო სავაჭრო ადგილები შეიქმნება
"რთველი 2013"-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დიდ ქალაქებში უფასო სავაჭრო ადგილები შეიქმნება

"რთვე­ლი 2013"-ის ფარ­გლებ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის დიდ ქა­ლა­ქებ­ში უფა­სო სა­ვაჭ­რო ად­გი­ლე­ბი შე­იქ­მნე­ბა. სპე­ცი­ა­ლურ სა­ვაჭ­რო ად­გი­ლებ­ში მე­ვე­ნა­ხე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ ყუ­რძნის გა­ყიდ­ვა. ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხა­რის­ხი­ა­ნი ყუ­რძნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, 1 ლარ­სა და ლარ­ზე მეტს შე­ად­გენს. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ფერ­მე­რებს/გლე­ხებს ყუ­რძნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯებ­საც უნა­ზღა­უ­რე­ბენ. აქ­ტი­უ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რთვე­ლის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბი ქა­ლაქ გურ­ჯა­ან­ში. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი - 2 470101; რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრე­ბი (და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი) ყუ­რძნის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ჩა­ბა­რე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კი­თა და პროგ­რა­მუ­ლი სის­ტე­მით. ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში აღი­რი­ცხე­ბა ფერ­მე­რის/გლე­ხის მიერ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ყუ­რძნის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­ხე­ო­ბა და ხა­რის­ხი. ჩა­ბა­რე­ბულ ყუ­რძნის რა­ო­დე­ნო­ბის, ხა­რის­ხი­სა და სა­ხე­ო­ბის აღ­წე­რას მე­წარ­მეს­თან ერ­თად აკონ­ტრო­ლე­ბენ შტა­ბის წევ­რე­ბიც", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შე­წყო­ბით, თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩად­გე­ბი­ან დიდი და მცი­რე ფე­რე­მე­რე­ბი. არ მოხ­დე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა მცი­რე და დიდი ნაკ­ვე­თე­ბი­დან მი­ღე­ბულ ყუ­რძენ­ზე. სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­ას გას­ცემს მე­წარ­მე­ებ­ზე ყო­ველ­გვა­რი ვა­უ­ჩე­რის გა­რე­შე, პირ­და­პი­რი გა­დახ­დის გზით.

"სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დია ე.წ. კონ­დი­ცი­რე­ბულ, ხა­რის­ხი­ან 1 კგ რქა­წი­თელ­სა და კა­ხურ მწვა­ნე­ზე 40 თეთ­რს შე­ად­გენს, ხოლო 1 კგ სა­ფე­რავ­ზე სუბ­სი­დია 25 თეთ­რია. სუბ­სი­დი­ის პროგ­რა­მა­ში მე­წარ­მე­ე­ბის ჩარ­თვა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. დღეს სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტია კერ­ძო სექ­ტო­რის ინ­ტე­რე­სე­ბის მაქ­სი­მა­ლურ დაც­ვა­ზე იზ­რუ­ნოს. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბა სწო­რი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნის­კენ იქნა მი­მარ­თუ­ლი - გლე­ხი გახ­დე­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი კი - თა­ნა­მედ­რო­ვე. სა­ხელ­მწი­ფოს მი­ზა­ნია, ბა­ზარ­მა თა­ვად გან­სა­ზღვროს ყუ­რძნის ფასი, რაც და­ა­რე­გუ­ლი­რებს ურ­თი­ერ­თო­ბას მწარ­მო­ებ­ლებ­სა და გლე­ხებს/ფე­რე­მე­რებს შო­რის. სა­ხელ­მწი­ფო ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყობს ხელს", - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"რთველი 2013"-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დიდ ქალაქებში უფასო სავაჭრო ადგილები შეიქმნება

"რთველი 2013"-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დიდ ქალაქებში უფასო სავაჭრო ადგილები შეიქმნება

"რთველი 2013"-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დიდ ქალაქებში უფასო სავაჭრო ადგილები შეიქმნება. სპეციალურ სავაჭრო ადგილებში მევენახეებს შეეძლებათ ყურძნის გაყიდვა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხარისხიანი ყურძნის ღირებულება სავარაუდოდ, 1 ლარსა და ლარზე მეტს შეადგენს. რიგ შემთხვევებში, ღვინის მწარმოებელი კომპანიები მოლაპარაკების საფუძველზე ფერმერებს/გლეხებს ყურძნის ტრანსპორტირების ხარჯებსაც უნაზღაურებენ. აქტიურად ფუნქციონირებს რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ გურჯაანში. 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი - 2 470101; რეგიონული ცენტრები (დარეგისტრირებული საწარმოები) ყურძნის ორგანიზებულად ჩაბარებისთვის უზრუნველყოფილნი არიან კომპიუტერული ტექნიკითა და პროგრამული სისტემით. ონლაინ რეჟიმში აღირიცხება ფერმერის/გლეხის მიერ ჩაბარებული ყურძნის რაოდენობა, სახეობა და ხარისხი. ჩაბარებულ ყურძნის რაოდენობის, ხარისხისა და სახეობის აღწერას მეწარმესთან ერთად აკონტროლებენ შტაბის წევრებიც", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, თანაბარ პირობებში ჩადგებიან დიდი და მცირე ფერემერები. არ მოხდება დიფერენცირება მცირე და დიდი ნაკვეთებიდან მიღებულ ყურძენზე. სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს მეწარმეებზე ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე, პირდაპირი გადახდის გზით.

"სახელმწიფო სუბსიდია ე.წ. კონდიცირებულ, ხარისხიან 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 40 თეთრს შეადგენს, ხოლო 1 კგ საფერავზე სუბსიდია 25 თეთრია. სუბსიდიის პროგრამაში მეწარმეების ჩართვა ნებაყოფლობითია. დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტია კერძო სექტორის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე იზრუნოს. ახალი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ იქნა მიმართული - გლეხი გახდება კონკურენტუნარიანი, წარმოების პროცესი კი - თანამედროვე. სახელმწიფოს მიზანია, ბაზარმა თავად განსაზღვროს ყურძნის ფასი, რაც დაარეგულირებს ურთიერთობას მწარმოებლებსა და გლეხებს/ფერემერებს შორის. სახელმწიფო ქართული ღვინის პოპულარიზაციას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს", - განაცხადა დავითაშვილმა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ