რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა ფრანგ მსახიობსა და რეჟისორ პიერ რიშარს ერთწლიან ვიზაზე უარი უთხრეს.
ამჟამად რიშარი ვლადივოსტოკში იმყოფება, სადაც Меридианы Тихого-ს XI საერთაშორისო კინოფესტივალში იღებს მონაწილეობას, შემდეგ კი რუსეთში დარჩენას აპირებდა.
ფრანგმა მსახიობმა სინანული გამოთქვა, რომ ვიზა ვერ მიიღო.
"ერჯერადი და რამდენიმედღიანი ვიზა მომცეს. ამიტომ ცოტა მეწყინა კიდეც",- დაიჩივლა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მსახიობმა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.