პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა
უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა

გო­გო­ნა, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­აგ­დეს, თავს უკეთ გრძნობს. უკვე სა­წო­ლი­და­ნაც წა­მოდ­გა და ნელ-ნელა ადაპ­ტა­ცი­ა­საც გა­დის, თუმ­ცა ის ტკი­ვი­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზა­რელ შემ­თხვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა, გვან­ცა ადა­მი­ას ჯერ კი­დევ ახ­სე­ნებს თავს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი კვლავ ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და იმ ტრა­გე­დი­ის და­ვი­წყე­ბას ცდი­ლობს, მის ცხოვ­რე­ბას ამ­ხე­ლა დაღი რომ და­ას­ვა. მო­ძა­ლა­დე ვანო ღონ­ღა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ გაქ­ცე­უ­ლა, ის პო­ლი­ცი­ას თა­ვად ჩაჰ­ბარ­და. ექ­სპერ­ტი­ზამ ვა­ნოს ქრო­ნი­კუ­ლი ში­ზოფ­რე­ნია და­უდ­გი­ნა და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამ ფაქ­ტით გვან­ცა ადა­მი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან. მათ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ას ითხო­ვენ. ჩვენ ვანო ღონ­ღა­ძის ად­ვო­კატს და გვან­ცა ადა­მი­ას და მისი ოჯა­ხის წევ­რებს და­ვუ­კავ­შირ­დით და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ.

ლალი ჩი­რი­კაშ­ვი­ლი (ვანო ღონ­ღა­ძის ად­ვო­კა­ტი):

- ვა­ნოს წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა შე­წყდა. რო­გორც ვვა­რა­უ­დობ­დი, ჩემს კლი­ენტს ქრო­ნი­კუ­ლი ში­ზოფ­რე­ნია და­უდ­გინ­და, ანუ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ვერ აკონ­ტრო­ლებ­და თა­ვის ქმე­დე­ბას. ახლა იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა მი­ე­სა­ჯა და ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს. მისი ცი­ხე­ში გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, კი­დევ ვინ­მე და­ე­შა­ვე­ბი­ნა, ან სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის აე­ტე­ხა რამე. ში­ზოფ­რე­ნია გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, მუდ­მი­ვად ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უნდა იყოს.

- გვან­ცა, რო­გორ ხარ?

- უკეთ ვარ, ნელ-ნელა ვი­წყებ სი­ა­რულს. ზოგ­ჯერ წელი მტკი­ვა, მალე ვიღ­ლე­ბი, დიდ­ხანს ფეხ­ზე დგო­მა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ჩემი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ტრავ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ვი­ღე, ჯერ კი­დევ არ მომ­შუ­შე­ბია. ნა­ი­ა­რე­ვი, რო­მე­ლიც სხე­ულ­ზე მაქვს, მუდ­მი­ვად მახ­სე­ნებს იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რო­მე­ლიც თავს გა­დამ­ხდა... 13 გა­მოც­და სახ­ლში ჩა­ვა­ბა­რე. კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი სახ­ლში და­დი­ოდ­ნენ. 16 სექ­ტემ­ბრი­დან მე­წყე­ბა სწავ­ლა და მალე უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც გა­ვალ. ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბი, ჯერ სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე ალ­ბათ შო­რია, მაგ­რამ იმედს არ ვკარ­გავ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- ვანო გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ სის­ხლის სა­მარ­თლის პასუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან. ამა­ზე რას ფი­ქრობ?

- ექ­სპერ­ტი­ზამ შე­უ­რა­ცხა­დად ცნო. ახლა ხონ­ში, ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მკურ­ნა­ლობს. ეჭვი გვაქვს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. ისე­თი დას­კვნა წა­ვი­კი­თხე, მშო­ბე­ლი რომ ვერ და­უ­წერს შვილს... არა­ნა­ი­რი დაკ­ვირ­ვე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, ჩემი აზ­რით, მო­ნა­თხრობს და­ეყ­რდნენ. ვუ­ჩი­ვი მის მშობ­ლებს, რომ მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი აა­ნა­ზღა­უ­რონ. არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა მათ­გან არ მიგ­ვი­ღია, მხო­ლოდ მი­ზე­რუ­ლი. დე­და­მი­სი ბო­ლოს შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვი­და, აქეთ დამ­დო ბრა­ლი შემ­თხვე­ვის ინ­სცე­ნი­რე­ბა­ში. შენი ბრა­ლია, ჩემი შვი­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ არის, იქ რომ არ მდგა­რი­ყა­ვი, ხომ არ გა­უჩ­ნდე­ბო­და შენი გა­დაგ­დე­ბის სურ­ვი­ლიო. ჩემს შვილს სი­სას­ტი­კე არ ახა­სი­ა­თებ­და, ნა­ზად გად­მო­აგ­დო გვან­ცაო, ასე ამ­ბობს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა

უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა

გოგონა, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს, თავს უკეთ გრძნობს. უკვე საწოლიდანაც წამოდგა და ნელ-ნელა ადაპტაციასაც გადის, თუმცა ის ტკივილები, რომელიც საზარელ შემთხვევას უკავშირდება, გვანცა ადამიას ჯერ კიდევ ახსენებს თავს. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იმ ტრაგედიის დავიწყებას ცდილობს, მის ცხოვრებას ამხელა დაღი რომ დაასვა. მოძალადე ვანო ღონღაძე შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, ის პოლიციას თავად ჩაჰბარდა. ექსპერტიზამ ვანოს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამ ფაქტით გვანცა ადამიას ოჯახის წევრები უკმაყოფილონი არიან. მათ სარჩელი შეიტანეს საქალაქო სასამართლოში, მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვენ. ჩვენ ვანო ღონღაძის ადვოკატს და გვანცა ადამიას და მისი ოჯახის წევრებს დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ლალი ჩირიკაშვილი (ვანო ღონღაძის ადვოკატი):

- ვანოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. როგორც ვვარაუდობდი, ჩემს კლიენტს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინდა, ანუ დანაშაულის ჩადენის მომენტში ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებას. ახლა იძულებითი მკურნალობა მიესაჯა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ციხეში გაჩერება არ შეიძლებოდა. შესაძლებელი იყო, კიდევ ვინმე დაეშავებინა, ან საკუთარი თავისთვის აეტეხა რამე. შიზოფრენია განუკურნებელი დაავადებაა, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

- გვანცა, როგორ ხარ?

- უკეთ ვარ, ნელ-ნელა ვიწყებ სიარულს. ზოგჯერ წელი მტკივა, მალე ვიღლები, დიდხანს ფეხზე დგომა არ შემიძლია, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ტრავმები, რომლებიც ამ შემთხვევის შედეგად მივიღე, ჯერ კიდევ არ მომშუშებია. ნაიარევი, რომელიც სხეულზე მაქვს, მუდმივად მახსენებს იმ საშინელებას, რომელიც თავს გადამხდა... 13 გამოცდა სახლში ჩავაბარე. კომისიის წევრები სახლში დადიოდნენ. 16 სექტემბრიდან მეწყება სწავლა და მალე უნივერსიტეტშიც გავალ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- ვანო გაუთავისუფლები­ათ სისხლის სამართლის პასუ­ხისმგებლობისგან. ამაზე რას ფი­ქრობ?

- ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო. ახლა ხონში, ფსიქიატრიულში მკურნალობს. ეჭვი გვაქვს, რომ ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. ისეთი დასკვნა წავიკითხე, მშობელი რომ ვერ დაუწერს შვილს... არანაირი დაკვირვება, სამედიცინო ჩარევა არ ჩაუტარებიათ, ჩემი აზრით, მონათხრობს დაეყრდნენ. ვუჩივი მის მშობლებს, რომ მორალური და მატერიალური ზიანი აანაზღაურონ. არანაირი დახმარება მათგან არ მიგვიღია, მხოლოდ მიზერული. დედამისი ბოლოს შეტევაზე გადმოვიდა, აქეთ დამდო ბრალი შემთხვევის ინსცენირებაში. შენი ბრალია, ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში რომ არის, იქ რომ არ მდგარიყავი, ხომ არ გაუჩნდებოდა შენი გადაგდების სურვილიო. ჩემს შვილს სისასტიკე არ ახასიათებდა, ნაზად გადმოაგდო გვანცაო, ასე ამბობს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია