მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს
მიხეილ სააკაშვილი - მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს

მინ­და მივ­მარ­თო პრე­მი­ერს, აზ­რზე მო­ვი­დეს, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­თან, გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს იქ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შეკ­რი­ბა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ნა­ხოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე ფაქ­ტი დღე­ვან­დე­ლო­ბის. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ენ­გურ­ჰე­სის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა ასე­თი მას­შტა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­საც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია და მერი გიგი უგუ­ლა­ვა აწარ­მო­ებ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მას­შტა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იყო. მისი მშე­ნებ­ლო­ბის 80% დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ხოლო ამა­ში ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი.

"მე მინ­და თბი­ლი­სე­ლებ­მა გა­ი­გონ, რას არ­თმე­ვენ თბი­ლისს. ეს პრო­ექ­ტი რო­გორც კი დამ­თავ­რდე­ბო­და, თბი­ლის­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დამ­თავ­რდე­ბა სა­ცო­ბე­ბი. მე­ო­რე არის ის, რომ ეს არის ახა­ლი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც აშენ­დე­ბა შე­ნო­ბე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლად ქა­ლა­ქის ახა­ლი ცენ­ტრიც შენ­დე­ბა. არც ვო­რონ­ცო­ვის დროს, არც წინა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, არც საბ­ჭო­თა დრო­ის თბი­ლის­ში არ ყო­ფი­ლა ამ მას­შტა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. რო­მელ ავად­მყოფს მო­უ­ვი­და თავ­ში ამის შე­ჩე­რე­ბა. უნდა გე­ზი­ზღე­ბო­დეს შენი ქვე­ყა­ნა, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა გა­ა­ჩე­რო. რა­ტომ გა­ა­ჩე­რეს?! მო­მიყ­ვა­ნეთ ერთი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ­გუ­მენ­ტი, გარ­და იმი­სა, რომ ჩვენ ვა­შე­ნებ­დით. მე მინ­და თბი­ლი­სე­ლე­ბი აქ ექ­სკურ­სი­ა­ზე ვა­ტა­რო, რო­გორც სიმ­ბო­ლო, რა მოხ­და. მე არ მი­ნა­ხავს მსოფ­ლი­ო­ში არც ერთი ავად­მყო­ფი რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ამას გა­ა­კე­თებ­და. არც კო­მუ­ნის­ტუ­რი, არც ფა­შის­ტუ­რი, არც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და არც გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი. მე მინ­და მივ­მარ­თო პრე­მი­ერს, აზ­რზე მო­ვი­დეს, იმი­ტომ, რომ ეს არის მისი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მარ­თლა ჭორ­ვი­ლას სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კი ხომ არ ჰგო­ნია ეს. ეს არის თბი­ლი­სის მო­მა­ვა­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტი", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ადრე თუ გვი­ან "ეს ბინ­დი გა­და­ივ­ლის" და ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რა გა­ა­კე­თა ამ თვე­ებ­ში ამ ხალ­ხმა, ვინც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ლო­ზუნ­გით მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო დღეს მძი­მე საფრ­თხის წი­ნა­შეა. "რამ­დე­ნიც არ უნდა აყალ­ბონ ეკო­ნი­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ციფ­რე­ბი, რო­გორც აყალ­ბე­ბენ და­ნა­შა­უ­ლის ციფ­რებს, აი, რა­ტომ არის გა­ჩე­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. ვი­ღა­ცა ზის კა­ბი­ნეტ­ში, არ უნა­ხია ალ­ბათ არას­დროს არა­ფე­რი. არ გა­მო­დის იქი­დან. გა­ა­ჩე­რეს ეს პრო­ექ­ტი, რად­გან მიშა და გიგი აშე­ნებ­დნენ. ეს იმის გა­კე­თე­ბუ­ლია, ვი­საც თბი­ლი­სი სძულს და ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი არ უნდა. მე იშ­ვი­ა­თად ვყო­ფილ­ვარ ასე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა სა­ზღვარს სცდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღეს­ვე პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებს წა­რუდ­გი­ნა მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მშე­ნებ­ლო­ბა, "ყვე­ლა­ნა­ი­რი ბო­რო­ტი ზრახ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად", მა­ინც გაგ­რძელ­დე­ბა და პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით და­გეგ­მი­ლი შე­ნო­ბე­ბი აშენ­დე­ბა.

"მინ­და ვუ­თხრა პრე­მი­ერს, ოღონდ დროს ნუ გვა­კარ­გვი­ნებს. მარ­თლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­სია უნდა ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და შე­ვის­წავ­ლოთ სი­ძულ­ვილ­მა და ბოღ­მამ და ავად­მყო­ფო­ბამ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა და­ა­ზა­რა­ლოს ასე მოკ­ლე ვა­და­ში?!", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლის­გან აინ­ტე­რე­სებს, რო­დე­საც ამ პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და, ერთხელ მა­ინც რა­ტომ არ მი­ვი­და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რა­ტომ არ ნახა, თუ რისი მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბას.

"ამას რომ კე­ტავ­და, ერთხელ მა­ინც არ უნდა ენა­ხა რას კე­ტავ­და?! თუ ვი­ღაც გუნ­ცა­ძე­ე­ბის დო­ნე­ზე უნდა იყოს ეს ყვე­ლა­ფე­რი?! ამ­ხე­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­კეთ­და. ერთხელ არ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო კა­ბი­ნე­ტი­დან?! არ უნდა მო­სუ­ლი­ყო და ცალი თვა­ლი მა­ინც არ უნდა შე­ევ­ლო?! მეს­მის, რომ არ უყ­ვარს გა­მოს­ვლა თა­ვის შუ­შის კოლ­ბი­დან, მაგ­რამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე მა­ინც არ უნდა მო­სუ­ლი­ყო და არ ენა­ხა თა­ვი­სი თვა­ლით?! კა­ბი­ნეტ­ში ზის და ხე­ლის ერთი გაკ­ვრით მოკ­ლა იმ­ხე­ლა რა­ღა­ცა ისე, რომ თვა­ლი­თაც არ უნა­ხავს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, იმე­დია, ახა­ლი მთავ­რო­ბა ტე­ლე­ვი­ზორ­ში მა­ინც ნა­ხავს, თუ რა შე­ა­ჩე­რა. "ხალხნო, აზ­რზე უნდა მო­ვი­დეთ. წყალ­საც წა­ვუ­ღი­ვართ მე და გიგი, მაგ­რამ ამას ნუ წა­ვა­ღე­ბი­ნებთ წყალს!", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ამ პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა არ გაგ­რძელ­და, ის აუ­ცი­ლებ­ლად და­იშ­ლე­ბა და ჩა­მო­ინ­გრე­ვა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის და­კონ­სერ­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიხეილ სააკაშვილი - მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს

მიხეილ სააკაშვილი - მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს

მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დღეს იქ ჟურნალისტები შეკრიბა იმისთვის, რომ საქართველოს დაანახოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი დღევანდელობის. პრეზიდენტის განცხადებით, ენგურჰესის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა ასეთი მასშტაბის მშენებლობა, რომელსაც დედაქალაქის მერია და მერი გიგი უგულავა აწარმოებდა. სააკაშვილის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ისტორიული მასშტაბის მშენებლობა იყო. მისი მშენებლობის 80% დასრულებულია, ხოლო ამაში ასობით მილიონი ლარია დახარჯული.

"მე მინდა თბილისელებმა გაიგონ, რას ართმევენ თბილისს. ეს პროექტი როგორც კი დამთავრდებოდა, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საცობები. მეორე არის ის, რომ ეს არის ახალი ტერიტორია, სადაც აშენდება შენობები და პრაქტიკულად ქალაქის ახალი ცენტრიც შენდება. არც ვორონცოვის დროს, არც წინა საუკუნეებში, არც საბჭოთა დროის თბილისში არ ყოფილა ამ მასშტაბის მშენებლობა. რომელ ავადმყოფს მოუვიდა თავში ამის შეჩერება. უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ეს ისტორიული მშენებლობა გააჩერო. რატომ გააჩერეს?! მომიყვანეთ ერთი რაციონალური არგუმენტი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაშენებდით. მე მინდა თბილისელები აქ ექსკურსიაზე ვატარო, როგორც სიმბოლო, რა მოხდა. მე არ მინახავს მსოფლიოში არც ერთი ავადმყოფი რეჟიმი, რომელიც ამას გააკეთებდა. არც კომუნისტური, არც ფაშისტური, არც განვითარებული და არც განუვითარებელი. მე მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს, იმიტომ, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკი ხომ არ ჰგონია ეს. ეს არის თბილისის მომავალი. საქართველოში ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ადრე თუ გვიან "ეს ბინდი გადაივლის" და ყველა მიხვდება, რა გააკეთა ამ თვეებში ამ ხალხმა, ვინც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა საქართველოში.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო დღეს მძიმე საფრთხის წინაშეა. "რამდენიც არ უნდა აყალბონ ეკონიმიკური განვითარების ციფრები, როგორც აყალბებენ დანაშაულის ციფრებს, აი, რატომ არის გაჩერებული განვითარება. ვიღაცა ზის კაბინეტში, არ უნახია ალბათ არასდროს არაფერი. არ გამოდის იქიდან. გააჩერეს ეს პროექტი, რადგან მიშა და გიგი აშენებდნენ. ეს იმის გაკეთებულია, ვისაც თბილისი სძულს და ქვეყნის მომავალი არ უნდა. მე იშვიათად ვყოფილვარ ასე გაბრაზებული. ეს ყველა საზღვარს სცდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს წარუდგინა მშენებლობის პროექტი და აღნიშნა, რომ ეს მშენებლობა, "ყველანაირი ბოროტი ზრახვების მიუხედავად", მაინც გაგრძელდება და პროექტის მიხედვით დაგეგმილი შენობები აშენდება.

"მინდა ვუთხრა პრემიერს, ოღონდ დროს ნუ გვაკარგვინებს. მართლა საერთაშორისო კომისია უნდა ჩამოვიყვანოთ და შევისწავლოთ სიძულვილმა და ბოღმამ და ავადმყოფობამ როგორ შეიძლება ქვეყანა დააზარალოს ასე მოკლე ვადაში?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილისგან აინტერესებს, როდესაც ამ პროექტის შეჩერების გადაწყვეტილებას იღებდა, ერთხელ მაინც რატომ არ მივიდა ამ ტერიტორიაზე და რატომ არ ნახა, თუ რისი მშენებლობის შეჩერებას.

"ამას რომ კეტავდა, ერთხელ მაინც არ უნდა ენახა რას კეტავდა?! თუ ვიღაც გუნცაძეების დონეზე უნდა იყოს ეს ყველაფერი?! ამხელა სამუშაოები გაკეთდა. ერთხელ არ უნდა გამოსულიყო კაბინეტიდან?! არ უნდა მოსულიყო და ცალი თვალი მაინც არ უნდა შეევლო?! მესმის, რომ არ უყვარს გამოსვლა თავის შუშის კოლბიდან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე მაინც არ უნდა მოსულიყო და არ ენახა თავისი თვალით?! კაბინეტში ზის და ხელის ერთი გაკვრით მოკლა იმხელა რაღაცა ისე, რომ თვალითაც არ უნახავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმედია, ახალი მთავრობა ტელევიზორში მაინც ნახავს, თუ რა შეაჩერა. "ხალხნო, აზრზე უნდა მოვიდეთ. წყალსაც წავუღივართ მე და გიგი, მაგრამ ამას ნუ წავაღებინებთ წყალს!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ ამ პროექტის მშენებლობა არ გაგრძელდა, ის აუცილებლად დაიშლება და ჩამოინგრევა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვების გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა