საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი სკოლებში ანალიტიკური აზროვნების შესახებ საგნის სწავლების ინიციატივით გამოდის
პატრიარქი სკოლებში ანალიტიკური აზროვნების შესახებ საგნის სწავლების ინიციატივით გამოდის

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ საგ­ნის სწავ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. რო­გორც ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, ახალ­გაზ­რდო­ბას ანა­ლი­ზის უნა­რი აკ­ლია. პატ­რი­არ­ქის თქმით, მრა­ვა­ლი ახალ­გაზ­რდა ჩა­ი­რი­ცხა სა­შუ­ა­ლო თუ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, თუმ­ცა ისი­ნი ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ, რის­თვის უნდა ის­წავ­ლონ.

"მათ უნდა გა­ი­თა­ვი­სონ ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც დგას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. წარ­სულს, დღე­ვან­დელ დღეს და მო­მა­ვალს ანა­ლი­ზი უნდა გა­ვუ­კე­თოთ. ვფიქ­რობ, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის სა­გა­ნი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ყვე­ლა კლას­ში უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს - I-დან XII-ს ჩათ­ვლით. ადა­მი­ანს ანა­ლი­ზი უნდა ეხერ­ხე­ბო­დეს", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ანა­ლიზს მას შემ­დეგ აკე­თე­ბენ, რაც ესა თუ ის მოვ­ლე­ნა უკვე მომ­ხდა­რია. უწ­მინ­დე­სი მი­იჩ­ნევს, რომ ადა­მი­ან­მა წი­ნას­წარ უნდა გან­სა­ზღვროს, რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ მოვ­ლე­ნას და თუ ის სა­ში­შია, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ ეს არ და­უშ­ვას.

"იმე­დია, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა ის­წავ­ლის არა იმის­თვის, რომ დიპ­ლო­მი მი­ი­ღოს და დიპ­ლო­მი­ა­ნი იყოს, არა­მედ, გა­ა­ა­ნა­ლი­ზებს თა­ვის როლს, ცხოვ­რე­ბას და ის­წავ­ლის იმის­თვის, რომ სწავ­ლა და ცოდ­ნა სამ­შობ­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს",- აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პატრიარქი სკოლებში ანალიტიკური აზროვნების შესახებ საგნის სწავლების ინიციატივით გამოდის

პატრიარქი სკოლებში ანალიტიკური აზროვნების შესახებ საგნის სწავლების ინიციატივით გამოდის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საჯარო სკოლებში ანალიტიკური აზროვნების შესახებ საგნის სწავლების ინიციატივით გამოდის. როგორც ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ახალგაზრდობას ანალიზის უნარი აკლია. პატრიარქის თქმით, მრავალი ახალგაზრდა ჩაირიცხა საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა ისინი ნაკლებად ფიქრობენ, რისთვის უნდა ისწავლონ.

"მათ უნდა გაითავისონ ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. წარსულს, დღევანდელ დღეს და მომავალს ანალიზი უნდა გავუკეთოთ. ვფიქრობ, ანალიტიკური აზროვნების საგანი საშუალო სკოლის ყველა კლასში უნდა ისწავლებოდეს - I-დან XII-ს ჩათვლით. ადამიანს ანალიზი უნდა ეხერხებოდეს", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ხშირად ადამიანები ანალიზს მას შემდეგ აკეთებენ, რაც ესა თუ ის მოვლენა უკვე მომხდარია. უწმინდესი მიიჩნევს, რომ ადამიანმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა შედეგი ექნება ნებისმიერ მოვლენას და თუ ის საშიშია, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას.

"იმედია, ჩვენი ახალგაზრდობა ისწავლის არა იმისთვის, რომ დიპლომი მიიღოს და დიპლომიანი იყოს, არამედ, გააანალიზებს თავის როლს, ცხოვრებას და ისწავლის იმისთვის, რომ სწავლა და ცოდნა სამშობლოს სასარგებლოდ გამოიყენოს",- აღნიშნა უწმინდესმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია