საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექ­სტრე­მა­ლი" ემიგ­რან­ტე­ბი
"ექ­სტრე­მა­ლი" ემიგ­რან­ტე­ბი

ევ­რო­პის სტა­ტის­ტი­კუ­რი ბი­უ­როს ბო­ლო მო­ნა­ცე­მით, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლო იმ ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში­ა, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ყვე­ლა­ზე ხში­რად ითხ­ო­ვენ თავ­შე­სა­ფარს ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში; სი­ის სა­თა­ვე­ში რუ­სე­თი, სი­რია და ავ­ღა­ნე­თი­ა. ემიგ­რა­ცი­ის მი­ზე­ზებ­სა და ამ სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თსუ მიგ­რა­ცი­ის კვლე­ვის ცენ­ტრის მეც­ნი­ერ­-ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვი­ლი და ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის მსხვერ­პლთა დაც­ვის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნე მეს­ხი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვი­ლი: - ყვე­ლა­ზე მე­ტი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი რუ­სეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლ შტა­ტებ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში­ა. შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი კი უმუ­შევ­რო­ბა­ა. ბო­ლო ხანს ემიგ­რა­ცი­ულ ნა­კად­ში იტა­ლი­ის, ეს­პა­ნე­თის, თურ­ქე­თის, საფ­რან­გე­თი­სა და ბრი­ტა­ნე­თის წი­ლი გა­ი­ზარ­და. დღეს შრო­მით ემიგ­რა­ცი­ა­ში 350 000-დან ნა­ხე­ვარ მილი­ო­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა წა­სუ­ლი. ჩვე­ნი მიგ­რან­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ქვეყ­ნებ­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი­ა: ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან შე­და­რე­ბით ანა­ზღ­ა­უ­რე­ბა მცი­რე­ა, შრო­მის პი­რო­ბე­ბი - უა­რე­სი. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, არა­ლე­გა­ლე­ბი ან ნა­ხევ­რად­ ლე­გა­ლე­ბი არი­ან; არა აქვთ კა­ნო­ნით გან­საზღ­ვრუ­ლი სა­მუ­შაო დრო, ბევ­რს 10 სა­ათ­ზე მეტ­საც ამუ­შა­ვე­ბენ. არა­ლე­გა­ლუ­რად საზღ­ვრის გა­დამ­კვეთ­თა წი­ლი შე­და­რე­ბით მცი­რე­ა, რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტამ­დე­ა, რად­გან ამ გზით გა­დას­ვლა სულ უფ­რო საფ­რთხი­ლო ხდე­ბა, ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ვარ­დე­ბი­ან; ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნის როლს ხში­რად თურ­ქე­თი ას­რუ­ლებს. უ­მე­ტეს­წი­ლად, ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რი გზით შე­დი­ან, ზო­გი ტუ­რის­ტად, ზო­გი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ბა­ბით, ზო­გი ახ­ლო­ბელ­თან სტუმ­რად მიწ­ვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე და ა. შ. შემ­დეგ კი იმიგ­რან­ტე­ბი არა­ლე­გა­ლუ­რად საქ­მდე­ბი­ან. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში და­საქ­მე­ბა ძალ­ზე უჭირთ, ემიგ­რან­ტთა საკ­მაო მა­სა ებ­მე­ბა ქურ­დო­ბა­ში, გა­მო­ძალ­ვა­ში, ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში. ძალ­ზე მცი­რეა იმ ემიგ­რან­ტე­ბის რიცხ­ვი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე შრო­მი­თი კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მი­დი­ან უცხ­ო­ეთ­ში. აქე­დან­ვე ბევ­რი ცრუ დამ­საქ­მე­ბე­ლი შუ­ა­მა­ვა­ლი ჩნდე­ბა, რო­მელ­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი გაჰ­ყავთ თურ­ქეთ­ში ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში და მცი­რე ანა­ზღ­ა­უ­რე­ბით ან ზოგ­ჯერ ანა­ზღ­ა­უ­რე­ბის გა­რე­შეც კი ამუ­შა­ვე­ბენ.

მა­რი­ნე მეს­ხი: - ტრე­ფი­კინ­გის შემ­თხვე­ვე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რი თურ­ქეთ­ში­ა, ამ ქვეყ­ნის სი­ახ­ლო­ვი­სა და უვი­ზო რე­ჟი­მის გამო იქ წაყ­ვა­ნაც უფ­რო ია­ფი­ა. ემიგ­რან­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ორი სა­ხის ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან: შრო­მი­თი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის. მა­მა­კა­ცე­ბი უფ­რო ხში­რად ხდე­ბი­ან შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მსხვერ­პლი.

არა­ლე­გა­ლუ­რი მარ­შრუ­ტე­ბი

"კლი­ენ­ტე­ბის სა­ბერ­ძნეთ­ში გა­და­საყ­ვა­ნად ძი­რი­თა­დად, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ას ვი­ყე­ნებთ, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გუ­ლებ­ში სა­მა­ლა­ვე­ბი გვაქვს მოწყ­ო­ბი­ლი, ზო­გი­ერთს ურ­ჩევ­ნი­ა, თურ­ქე­თი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში ზღვით გა­და­ვი­დეს, ისი­ნი ნა­ვე­ბით ან კატე­რე­ბით გა­დაგ­ვყავს რო­მე­ლი­მე კუნ­ძულ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი 2000-3000 ევ­რო ჯდე­ბა, ნაკ­ლე­ბად რის­კი­ა­ნი მარ­შრუ­ტე­ბი უფრო ძვი­რი­ა, რად­გან ბერ­ძე­ნი გამ­ცი­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­რი­ტო­რი­ას კარ­გად იც­ნო­ბენ, მეტს ითხ­ო­ვენ... ეგ­ვიპ­ტეს­თან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, სა­ნამ სი­ტუ­ა­ცია ასე და­ი­ძა­ბე­ბო­და, ქარ­თვე­ლე­ბი აქე­დან მე­ზო­ბელ ის­რა­ელ­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობ­დნენ, ქარ­თვე­ლი არა­ლე­გა­ლე­ბი პო­ლო­ნეთ­ში გა­და­სას­ვლე­ლად ხში­რად იყე­ნე­ბენ ბე­ლო­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ას, ახ­ლა­ხან საზღ­ვარ­თან მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბიც გათხ­ა­რეს", გვითხ­რა ერ­თ-ერ­თი დამ­საქ­მე­ბე­ლი ფირ­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ექ­სტრე­მა­ლი" ემიგ­რან­ტე­ბი

"ექ­სტრე­მა­ლი" ემიგ­რან­ტე­ბი

ევ­რო­პის სტა­ტის­ტი­კუ­რი ბი­უ­როს ბო­ლო მო­ნა­ცე­მით, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლო იმ ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში­ა, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ყვე­ლა­ზე ხში­რად ითხ­ო­ვენ თავ­შე­სა­ფარს ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში; სი­ის სა­თა­ვე­ში რუ­სე­თი, სი­რია და ავ­ღა­ნე­თი­ა. ემიგ­რა­ცი­ის მი­ზე­ზებ­სა და ამ სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თსუ მიგ­რა­ცი­ის კვლე­ვის ცენ­ტრის მეც­ნი­ერ­-ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვი­ლი და ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის მსხვერ­პლთა დაც­ვის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნე მეს­ხი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვი­ლი: - ყვე­ლა­ზე მე­ტი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი რუ­სეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლ შტა­ტებ­სა და გერმა­ნი­ა­ში­ა. შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი კი უმუ­შევ­რო­ბა­ა. ბო­ლო ხანს ემიგ­რა­ცი­ულ ნა­კად­ში იტა­ლი­ის, ესპანეთის, თურ­ქე­თის, საფ­რან­გე­თი­სა და ბრი­ტა­ნე­თის წი­ლი გა­ი­ზარ­და. დღეს შრო­მით ემიგ­რა­ცი­ა­ში 350 000-დან ნა­ხე­ვარ მილი­ო­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა წა­სუ­ლი. ჩვე­ნი მიგ­რან­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ქვეყ­ნებ­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი­ა: ადგილობ­რი­ვებ­თან შე­და­რე­ბით ანაზღ­ა­უ­რე­ბა მცი­რე­ა, შრო­მის პი­რო­ბე­ბი - უა­რე­სი. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, არალე­გა­ლე­ბი ან ნა­ხევ­რად­ ლე­გა­ლე­ბი არი­ან; არა აქვთ კა­ნო­ნით გან­საზღ­ვრუ­ლი სა­მუ­შაო დრო, ბევრს 10 სა­ათ­ზე მეტ­საც ამუშა­ვე­ბენ. არა­ლე­გა­ლუ­რად საზღ­ვრის გა­დამ­კვეთ­თა წი­ლი შე­და­რე­ბით მცი­რე­ა, რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტამ­დე­ა, რად­გან ამ გზით გა­დას­ვლა სულ უფ­რო საფ­რთხი­ლო ხდე­ბა, ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ვარ­დე­ბი­ან; ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნის როლს ხში­რად თურ­ქე­თი ას­რუ­ლებს. უ­მე­ტეს­წი­ლად, ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რი გზით შე­დი­ან, ზო­გი ტურისტად, ზო­გი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ბა­ბით, ზო­გი ახ­ლო­ბელ­თან სტუმ­რად მიწ­ვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე და ა. შ. შემ­დეგ კი იმიგრან­ტე­ბი არა­ლე­გა­ლუ­რად საქ­მდე­ბი­ან. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში და­საქ­მე­ბა ძალ­ზე უჭირთ, ემიგ­რან­ტთა საკ­მაო მა­სა ებ­მე­ბა ქურდო­ბა­ში, გა­მო­ძალ­ვა­ში, ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში. ძალ­ზე მცი­რეა იმ ემიგ­რან­ტე­ბის რიცხ­ვი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე შრო­მი­თი კონტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მი­დი­ან უცხ­ო­ეთ­ში. აქე­დან­ვე ბევ­რი ცრუ დამ­საქ­მე­ბე­ლი შუამავა­ლი ჩნდე­ბა, რო­მელ­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი გაჰ­ყავთ თურ­ქეთ­ში ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში და მცი­რე ანაზღ­ა­უ­რე­ბით ან ზოგ­ჯერ ანაზღ­ა­უ­რე­ბის გა­რე­შეც კი ამუ­შა­ვე­ბენ.

მა­რი­ნე მეს­ხი: - ტრე­ფი­კინ­გის შემ­თხვე­ვე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რი თურ­ქეთ­ში­ა, ამ ქვეყ­ნის სი­ახ­ლო­ვი­სა და უვი­ზო რე­ჟი­მის გამო იქ წაყ­ვა­ნაც უფ­რო ია­ფი­ა. ემიგ­რან­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ორი სა­ხის ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან: შრო­მი­თი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის. მა­მა­კა­ცე­ბი უფ­რო ხში­რად ხდე­ბი­ან შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მსხვერ­პლი.

არა­ლე­გა­ლუ­რი მარ­შრუ­ტე­ბი

"კლი­ენ­ტე­ბის სა­ბერ­ძნეთ­ში გა­და­საყ­ვა­ნად ძი­რი­თა­დად, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ას ვი­ყე­ნებთ, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გუ­ლებ­ში სა­მა­ლა­ვე­ბი გვაქვს მოწყ­ო­ბი­ლი, ზო­გი­ერთს ურ­ჩევ­ნი­ა, თურ­ქე­თი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში ზღვით გა­და­ვი­დეს, ისი­ნი ნა­ვე­ბით ან კატე­რე­ბით გა­დაგ­ვყავს რო­მე­ლი­მე კუნ­ძულ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი 2000-3000 ევ­რო ჯდე­ბა, ნაკ­ლე­ბად რის­კი­ა­ნი მარ­შრუ­ტე­ბი უფრო ძვი­რი­ა, რად­გან ბერ­ძე­ნი გამ­ცი­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­რი­ტო­რი­ას კარ­გად იც­ნო­ბენ, მეტს ითხ­ო­ვენ... ეგ­ვიპ­ტეს­თან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, სა­ნამ სი­ტუ­ა­ცია ასე და­ი­ძა­ბე­ბო­და, ქარ­თვე­ლე­ბი აქე­დან მე­ზო­ბელ ის­რა­ელ­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობ­დნენ, ქარ­თვე­ლი არა­ლე­გა­ლე­ბი პო­ლო­ნეთ­ში გა­და­სას­ვლე­ლად ხში­რად იყე­ნე­ბენ ბე­ლო­რუ­სის ტერიტორი­ას, ახ­ლა­ხან საზღ­ვარ­თან მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბიც გათხ­ა­რეს", გვითხ­რა ერ­თ-ერ­თი დამ­საქ­მე­ბე­ლი ფირ­მის წარმომად­გე­ნელ­მა.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია