მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეროვნული გალერეა პროექტს - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" უმასპინძლებს
საქართველოს ეროვნული გალერეა პროექტს - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" უმასპინძლებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა ფეს­ტი­ვალ "იბე­რია 2013"-ის პრო­ექტს - "ლე­ი­დე­ნი, ის­ტო­რი­ის ფურ­ცლე­ბი" უმას­პინ­ძლებს.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ჰო­ლან­დი­ის ქა­ლაქ ლე­ი­დე­ნი­დან ფეს­ტი­ვალ "იბე­რი­ას" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა დალი დე-გრა­აფ უბი­ლა­ვამ აც­ნო­ბა, ჰო­ლან­დი­ე­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნის, ერ­ვინ ოლა­ფის ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

დალი დე-გრა­აფ უბი­ლა­ვა - თბი­ლის­ში ფო­ტო­ხე­ლო­ვან ერ­ვინ ოლა­ფის ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა წლის ბო­ლო­საა და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც ჰო­ლან­დი­ის ის­ტო­რი­ით და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი.

- ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ფეს­ტი­ვა­ლი "იბე­რი­აა"...

- ფეს­ტი­ვა­ლი "იბე­რია" თვით კულ­ტუ­რაა, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რობს, სხვადსხვა ად­გი­ლებ­სა და ხალ­ხებს სტუმ­რობს და მათ­თან ნა­თე­ლი ემო­ცი­ე­ბი მი­აქვს. 2010 და 2012 წლებ­ში ფეს­ტი­ვალ­მა იბე­რი­ამ ჰო­ლან­დი­ის ქა­ლა­ქე­ბი ქარ­თუ­ლი ხმე­ბით, ფე­რე­ბი­თა და გე­მოვ­ნე­ბით აავ­სო. ამ­ჯე­რად კი, ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მო­ი­ტა­ნა შთამ­ბეჭ­და­ვი სუ­რა­თე­ბით და ის­ტო­რი­ე­ბით სავ­სე, გულ­ში ჩამ­წვდო­მი ჰო­ლან­დი­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ფონ­დი "არ­ტე­ქო" ლე­ი­დე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ელ­ჩოს­თან, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ას­თან თანმშრომ­ლო­ბით წარ­მო­გიდ­გენთ ფეს­ტი­ვალ "იბე­რი­ას" მე­ო­თხე გა­მოშ­ვე­ბას - "ლე­ი­დე­ნი, ის­ტო­რი­ის ფურ­ცლე­ბი", რო­მე­ლიც ერ­ვინ ოლა­ფის ნა­მუ­შე­ვარ­თა გა­მო­ფე­ნას მი­ე­ძღვნე­ბა.

- სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­ნი­სა­ჟი ელის ქარ­თველ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს?

- ერ­ვინ ოლაფ­მა ლე­ი­დე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და მუ­ზე­უმ ლა­კე­ნ­ჰა­ლის დაკ­ვე­თით თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერპრე­ტა­ცია მის­ცა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრე­ბის მიერ და­ნა­ხულ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნას ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს ის­ტო­რი­ი­დან, რო­გო­რი­ცაა 1573 წლის ქა­ლაქ ლე­ი­დე­ნის ალყა და 1574 წლის ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეს­პა­ნე­ლი დამ­პყრობ­ლე­ბის­გან. ლე­ი­დე­ნე­ლე­ბის გმი­რო­ბის და­სა­ფა­სებ­ლად მეფე ვი­ლემ ორა­ნი­ემ გა­და­წყვი­ტა მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ჩუქ­რე­ბა და მათ შეს­თა­ვა­ზა აერ­ჩი­ათ: ან ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბა. მრა­ვალ­ტან­ჯულ­მა, მაგ­რამ ამაყ­მა და გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ლე­ი­დე­ნე­ლებ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ­ჩი­ეს. ასე და­არ­სდა 1575 წელს რემ­ბრან­დტის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ლე­ი­დენ­ში ევ­რო­პის მე­ო­რე უძ­ვე­ლე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც დღეს ევ­რო­პის და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­მეც­ნი­ე­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრია.

- ერ­ვინ ოლაფ­მა ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი უკვე თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­ა­ცო­ცხლა...

- ის­ტო­რი­უ­ლი სცე­ნე­ბის და პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა და მოვ­ლე­ნე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რიფ­რა­ზი, წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს შეხ­ვედ­რა, ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­წყმა ხაზს უს­ვამს სა­გა­მო­ფე­ნო ფო­ტო­კო­ლექ­ცი­ის უნი­კა­ლუ­რო­ბას და ეს მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტრას­ტე­ბი და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ქვეშ აქ­ცევს მნახ­ველს.

ერ­ვინ ოლაფს, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ფო­ტო­ხე­ლო­ვანს, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი მთა­ვა­რი პრი­ზი ისე­თი ფირ­მე­ბის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის­თვის, რო­გო­რი­ცაა Heineken, BMW, Microsoft, Chanel, Vogue, Diesel Dirty Denim, Lavazza და სხვა.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ერ­ვინ ოლა­ფის ნა­მუ­შევ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში თბი­ლი­სი მე­ო­რე ქა­ლა­ქია მოს­კო­ვის მერე, რო­მე­ლიც ერ­ვინ ოლა­ფის ხე­ლოვ­ნე­ბას უმას­პინ­ძლებს.

ფო­ტო­გა­მო­ფე­ნის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ფონ­დი "არ­ტე­ქოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მზად არი­ან, მნახ­ველს პა­ტარ-პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი ამ უნი­კა­ლუ­რი ქარ­თულ-ჰო­ლან­დი­უ­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ გა­უ­ზი­ა­რონ.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

საქართველოს ეროვნული გალერეა პროექტს - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული გალერეა პროექტს - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული გალერეა ფესტივალ "იბერია 2013"-ის პროექტს - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" უმასპინძლებს.

როგორც "ამბები.გე"-ს ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენიდან ფესტივალ "იბერიას" დამფუძნებელმა დალი დე-გრააფ უბილავამ აცნობა, ჰოლანდიელი ფოტოხელოვანის, ერვინ ოლაფის ფოტონამუშევრების გამოფენა დეკემბერ-იანვარში საქართველოს ეროვნული გალერეაში გაიმართება.

დალი დე-გრააფ უბილავა - თბილისში ფოტოხელოვან ერვინ ოლაფის ფოტონამუშევრების გამოფენა წლის ბოლოსაა დაგეგმილი, რომელიც ჰოლანდიის ისტორიით და შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრებით არის შთაგონებული.

- ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების ორგანიზატორი ფესტივალი "იბერიაა"...

- ფესტივალი "იბერია" თვით კულტურაა, რომელიც მოგზაურობს, სხვადსხვა ადგილებსა და ხალხებს სტუმრობს და მათთან ნათელი ემოციები მიაქვს. 2010 და 2012 წლებში ფესტივალმა იბერიამ ჰოლანდიის ქალაქები ქართული ხმებით, ფერებითა და გემოვნებით აავსო. ამჯერად კი, ქართველი პუბლიკის წინაშე გამოიტანა შთამბეჭდავი სურათებით და ისტორიებით სავსე, გულში ჩამწვდომი ჰოლანდიური თავგადასავალი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ფონდი "არტექო" ლეიდენის უნივერსიტეტთან, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსთან, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ გალერეასთან თანმშრომლობით წარმოგიდგენთ ფესტივალ "იბერიას" მეოთხე გამოშვებას - "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები", რომელიც ერვინ ოლაფის ნამუშევართა გამოფენას მიეძღვნება.

- საინტერესო ვერნისაჟი ელის ქართველ დამთვალიერებელს?

- ერვინ ოლაფმა ლეიდენის უნივერსიტეტის და მუზეუმ ლაკენჰალის დაკვეთით თანამედროვე ინტერპრეტაცია მისცა შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების მიერ დანახულ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ნიდერლანდების სამეფოს ისტორიიდან, როგორიცაა 1573 წლის ქალაქ ლეიდენის ალყა და 1574 წლის ქალაქის გათავისუფლება ესპანელი დამპყრობლებისგან. ლეიდენელების გმირობის დასაფასებლად მეფე ვილემ ორანიემ გადაწყვიტა მოსახლეობის დასაჩუქრება და მათ შესთავაზა აერჩიათ: ან ქალაქის გათავისუფლება გადასახადებისგან ან უნივერსიტეტის დაარსება. მრავალტანჯულმა, მაგრამ ამაყმა და გამარჯვებულმა ლეიდენელებმა უნივერსიტეტი არჩიეს. ასე დაარსდა 1575 წელს რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში ევროპის მეორე უძველესი უნივერსიტეტი, რომელიც დღეს ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრია.

- ერვინ ოლაფმა ისტორიული მოვლენები უკვე თავის შემოქმედებაში გააცოცხლა...

- ისტორიული სცენების და პერსონაჟების გაცოცხლება და მოვლენების თანამედროვე პერიფრაზი, წარსულისა და აწმყოს შეხვედრა, ისტორიული ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეწყმა ხაზს უსვამს საგამოფენო ფოტოკოლექციის უნიკალურობას და ეს მეტად საინტერესო კონტრასტები დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქვეშ აქცევს მნახველს.

ერვინ ოლაფს, თანამედროვეობის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფოტოხელოვანს, სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებზე მოპოვებული აქვს არაერთი მთავარი პრიზი ისეთი ფირმების სარეკლამო კამპანიისთვის, როგორიცაა Heineken, BMW, Microsoft, Chanel, Vogue, Diesel Dirty Denim, Lavazza და სხვა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ერვინ ოლაფის ნამუშევრები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებშია წარმოდგენილი. პოსტსაბჭოთა სივრცეში თბილისი მეორე ქალაქია მოსკოვის მერე, რომელიც ერვინ ოლაფის ხელოვნებას უმასპინძლებს.

ფოტოგამოფენის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ამჟამად თბილისში იმყოფებიან ფონდი "არტექოს" წარმომადგენლები და მზად არიან, მნახველს პატარ-პატარა საიდუმლოებები ამ უნიკალური ქართულ-ჰოლანდიური პროექტის შესახებ გაუზიარონ.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება