მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის უმალავდა ცხვირზე გაკეთებულ პირსინგს გვანცა ჯაფარიძე
ვის უმალავდა ცხვირზე გაკეთებულ პირსინგს გვანცა ჯაფარიძე

"სვი­რინ­გე­ბი იმ­დე­ნად მიყ­ვარს, შე­მიძ­ლია, უსას­რუ­ლოდ გა­ვი­კე­თო", - მი­თხრა გვან­ცა ჯა­ფა­რი­ძემ, რო­მელ­მაც ორი თვის წინ, კი­სერ­ზე მიკრო­ფო­ნი და­ი­ხა­ტა. გვან­ცა სა­კუ­თარ იმიჯ­სა და კა­რი­ე­რულ სი­ახ­ლე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რა.

- ბავ­შვო­ბის ასაკ­თან შე­და­რე­ბით, ძალ­ზე შეც­ვლი­ლი ვარ. ვფიქ­რობ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვიხ­ვე­წე და გე­მოვ­ნე­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩაც­მის სტილს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. არ მიყ­ვარს ბრჭყვი­ა­ლა სა­მო­სი და ზედ­მე­ტად გაპ­რან­ჭუ­ლად სი­ა­რუ­ლი. სადა ჩაც­მუ­ლო­ბა მომ­წონს. ვფიქ­რობ, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­დაც მი­დი­ხარ, შენი სა­მო­სით პა­ტი­ვი უნდა სცე. კონ­ცერ­ტზე და­ხე­უ­ლი ჯინ­სით არას­დროს მი­ვალ.

- თმის ვარ­ცხნი­ლო­ბას ხში­რად იც­ვლი?

- ბავ­შვო­ბი­დან გრძე­ლი თმა მქონ­და და ვე­რას­დროს წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ ოდეს­მე შე­ვიჭ­რი­დი, თა­ნაც - ასე მოკ­ლედ, მაგ­რამ ბოლო დროს იმ­დე­ნად ამო­მი­ვი­და ყელ­ში, რომ თა­ვის გა­და­პარსვა­ზეც ვფიქ­რობ­დი. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­გობ­რებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, შეჭ­რის დროს მე­გო­ნა, ხელს მაჭ­რიდ­ნენ. ახლა თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ - არ ვე­ლო­დი, მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბას ასე კარ­გად თუ მო­ვირ­გებ­დი.

- თმას ხში­რად იღე­ბავ?

- არა. თმას ყო­ველ­თვის ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი. მხო­ლოდ მე­ლი­რე­ბას თუ გა­ვი­კე­თებ­დი, ისიც - და­ქა­ლის დე­დის ნარ­ჩე­ნი სა­ღე­ბა­ვით (იცი­ნის). პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა თმის ფერი პირ­ვე­ლად შე­ვიც­ვა­ლე, სპი­ლენ­ძის­ფრად შე­ვი­ღე­ბე და სხვა­თა შო­რის, ყვე­ლას მაგ­რად მო­ე­წო­ნა.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებ?

- სახ­ლი­დან გას­ვლი­სას მა­კი­აჟს აუ­ცი­ლებ­ლად ვი­კე­თებ, სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია. სა­დად ვი­ღე­ბე­ბი: ტუშს და ტუ­ჩის კონ­ტურს ვის­ვამ. ჩემი სა­ხის კანს ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ნა­ი­რი კრე­მი არ სჭირ­დე­ბა. თუ ღია ფე­რის სა­მო­სი მაც­ვია, მკვეთრ მა­კი­აჟს არ გა­ვი­კე­თებ.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გიყ­ვარს?

- კი, ძა­ლი­ან. არ არ­სე­ბობს, სახ­ლი­დან ისე გა­ვი­დე, ყელ­სა­ბა­მი ან ბე­ჭე­დი არ გა­ვი­კე­თო. ბავ­შვო­ბა­ში გრძე­ლი სა­ყუ­რე­ე­ბი მიყ­ვარ­და და სკო­ლა­შიც მე­კე­თა ხოლ­მე. ჰოდა, ამის გამო კლა­სე­ლე­ბი დამ­ცი­ნოდ­ნენ. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, სა­ყუ­რე­ე­ბის სიგ­რძემ და­მოკ­ლე­ბა და­ი­წყო (იღი­მის). გა­მორ­ჩე­უ­ლად ყელ­სა­ბა­მე­ბი მიყ­ვარს.

- პირ­სინ­გი ან სვი­რინ­გი გაქვს?

- პირ­სინ­გე­ბი მიყ­ვარს. ერთხელ მე და ჩემს ბი­ძაშ­ვილს მოგ­ვინ­და, ცხვი­რი გაგ­ვეხვრი­ტა და სა­ლონ­ში წა­ვე­დით. შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვცდი­ლობ­დით, პირ­სინ­გი "ჩოლ­კით" დაგ­ვე­მა­ლა. და­მე­თან­ხმე­ბით, ცხვი­რის და­მალ­ვა ძნე­ლია და ეს ამ­ბა­ვი მა­ლე­ვე შე­ი­ტყვეს მშობ­ლებ­მა. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და იქ მომ­თხო­ვეს, პირ­სინ­გი მო­მეხ­სნა. ცხვი­რი მალე შე­მი­ხორ­ცდა და ახლა ამის გამო გული მწყდე­ბა. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ისევ გა­ვი­კე­თებ, რად­გან მიხ­დე­ბო­და... ორი თვეა, რაც სვი­რინ­გი გა­ვი­კე­თე. სვი­რინ­გე­ბი იმ­დე­ნად მიყ­ვარს, შე­მიძ­ლია, უსას­რუ­ლოდ გა­ვი­კე­თო. ჩემს ცხოვ­რე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი - ნო­ტე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი მიკრო­ფო­ნი და­ვი­ხა­ტე კი­სერ­ზე. მო­მა­ვალ­ში კი­დევ გა­ვი­კე­თებ სვი­რინგს.

- რო­მე­ლია შენი საყ­ვა­რე­ლი ფერი?

- ღია ფე­რე­ბი მი­ზი­დავს. ადრე რა­ტომ­ღაც, სულ შავი სა­მო­სით დავ­დი­ო­დი, ახლა კი ფე­რადს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. ყვი­თე­ლი, ლურ­ჯი, მწვა­ნე - ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბია. ვერ ვი­ტან ვარ­დის­ფერს.

- მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს ხში­რად იც­ვამ?

- ადრე, რო­დე­საც ვმო­დე­ლობ­დი, "მაღ­ლე­ბი" ხში­რად მეც­ვა. უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით დავ­დი­ო­დი, ახლა კი "დაბ­ლებს" ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას.

- იმის­თვის, რომ კარ­გად იმ­ღე­რო, ალ­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სას­ცე­ნო სა­მოს­ში თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო, არა?

- რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, - ამას ვერ ჩა­ვიც­ვამ-მეთ­ქი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კარ­გი დი­ზა­ი­ნე­რი გვყავ­და და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, თავი კარ­გად გვეგ­რძნო. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფეხ­საც­მე­ლი მი­ჭერს, კარ­გად ნამ­დვი­ლად ვერ ვიმ­ღე­რებ.

- შენი დის ტან­საც­მელს ხში­რად იც­ვამ?

- კი, საკ­მა­ოდ ხში­რად. ჩვენ თით­ქმის ერ­თნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა გვაქვს. ჩემს დას - ანას ჰქონ­და ასე­თი ჩვე­ვა: რა­ი­მე ახალს რომ ვი­ყიდ­დი, უნ­დო­და, პირ­ვე­ლად მას ჩა­ეც­ვა. ჰოდა, ამის გამო სულ ვჩხუ­ბობ­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ბუ­ტე­ბო­დით, სა­ბო­ლო­ოდ კი დე­დის წყა­ლო­ბით ვრიგ­დე­ბო­დით.

- თუ ვარ­ჯი­შობ?

- ახლა მინ­და, სირ­ბი­ლი და­ვი­წყო. რო­გორც იცით, მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ და იქ ვა­ხერ­ხებ­დი ხოლ­მე ვარ­ჯიშს. ვე­ლო­სი­პე­დი­თაც ხში­რად დავ­დი­ვარ.

- კა­რი­ე­რა­ში რა­ი­მე სი­ახ­ლე თუ გაქვს?

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ერთ-ერთ კლუბ­ში ვო­კა­ლურ-ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი შოუ და­ი­წყე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მეც მი­ვი­ღებ. მი­ხა­რია, ისევ ბენდთან ერ­თად რომ მო­მი­წევს მუ­შა­ო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ კონ­კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სახ­ლში სხდე­ბი­ან.

- შეყ­ვა­რე­ბულს ხომ არ შე­უ­რიგ­დი?

- არა, ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა! პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი არა­ფე­რია. ეს თემა ჯერ­ჯე­რო­ბით, და­ხუ­რუ­ლი გახ­ლავთ.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვის უმალავდა ცხვირზე გაკეთებულ პირსინგს გვანცა ჯაფარიძე

ვის უმალავდა ცხვირზე გაკეთებულ პირსინგს გვანცა ჯაფარიძე

"სვირინგები იმდენად მიყვარს, შემიძლია, უსასრულოდ გავიკეთო", - მითხრა გვანცა ჯაფარიძემ, რომელმაც ორი თვის წინ, კისერზე მიკროფონი დაიხატა. გვანცა საკუთარ იმიჯსა და კარიერულ სიახლეებზე გვესაუბრა.

-  ბავშვობის ასაკთან შედარებით, ძალზე შეცვლილი ვარ. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში დავიხვეწე და გემოვნება ჩამომიყალიბდა. თავისუფალი ჩაცმის სტილს ვანიჭებ უპირატესობას. არ მიყვარს ბრჭყვიალა სამოსი და ზედმეტად გაპრანჭულად სიარული. სადა ჩაცმულობა მომწონს. ვფიქრობ, იმ საზოგადოებას, სადაც მიდიხარ, შენი სამოსით პატივი უნდა სცე. კონცერტზე დახეული ჯინსით არასდროს მივალ.

-  თმის ვარცხნილობას ხშირად იცვლი?

-  ბავშვობიდან გრძელი თმა მქონდა და ვერასდროს წარმომედგინა, თუ ოდესმე შევიჭრიდი, თანაც - ასე მოკლედ, მაგრამ ბოლო დროს იმდენად ამომივიდა ყელში, რომ თავის გადაპარსვაზეც ვფიქრობდი. ჩემი გადაწყვეტილება მეგობრებმა გააპროტესტეს. სიმართლე გითხრათ, შეჭრის დროს მეგონა, ხელს მაჭრიდნენ. ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ - არ ველოდი, მოკლე ვარცხნილობას ასე კარგად თუ მოვირგებდი.

-  თმას ხშირად იღებავ?

-  არა. თმას ყოველთვის ვუფრთხილდებოდი. მხოლოდ მელირებას თუ გავიკეთებდი, ისიც - დაქალის დედის ნარჩენი საღებავით (იცინის). პირველ კურსზე ვიყავი, როცა თმის ფერი პირველად შევიცვალე, სპილენძისფრად შევიღებე და სხვათა შორის, ყველას მაგრად მოეწონა.

-  მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

-  სახლიდან გასვლისას მაკიაჟს აუცილებლად ვიკეთებ, სხვანაირად არ შემიძლია. სადად ვიღებები: ტუშს და ტუჩის კონტურს ვისვამ. ჩემი სახის კანს ჯერჯერობით, არანაირი კრემი არ სჭირდება. თუ ღია ფერის სამოსი მაცვია, მკვეთრ მაკიაჟს არ გავიკეთებ.

-  აქსესუარები გიყვარს?

-  კი, ძალიან. არ არსებობს, სახლიდან ისე გავიდე, ყელსაბამი ან ბეჭედი არ გავიკეთო. ბავშვობაში გრძელი საყურეები მიყვარდა და სკოლაშიც მეკეთა ხოლმე. ჰოდა, ამის გამო კლასელები დამცინოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, საყურეების სიგრძემ დამოკლება დაიწყო (იღიმის). გამორჩეულად ყელსაბამები მიყვარს.

-  პირსინგი ან სვირინგი გაქვს?

-  პირსინგები მიყვარს. ერთხელ მე და ჩემს ბიძაშვილს მოგვინდა, ცხვირი გაგვეხვრიტა და სალონში წავედით. შინ დაბრუნებულები ვცდილობდით, პირსინგი "ჩოლკით" დაგვემალა. დამეთანხმებით, ცხვირის დამალვა ძნელია და ეს ამბავი მალევე შეიტყვეს მშობლებმა. რაღაც პერიოდის შემდეგ სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული და იქ მომთხოვეს, პირსინგი მომეხსნა. ცხვირი მალე შემიხორცდა და ახლა ამის გამო გული მწყდება. იმედია, მომავალში ისევ გავიკეთებ, რადგან მიხდებოდა... ორი თვეა, რაც სვირინგი გავიკეთე. სვირინგები იმდენად მიყვარს, შემიძლია, უსასრულოდ გავიკეთო. ჩემს ცხოვრებასთან ასოცირებული - ნოტებით გარშემორტყმული მიკროფონი დავიხატე კისერზე. მომავალში კიდევ გავიკეთებ სვირინგს.

-  რომელია შენი საყვარელი ფერი?

-  ღია ფერები მიზიდავს. ადრე რატომღაც, სულ შავი სამოსით დავდიოდი, ახლა კი ფერადს ვანიჭებ უპირატესობას. ყვითელი, ლურჯი, მწვანე - ჩემი საყვარელი ფერებია. ვერ ვიტან ვარდისფერს.

-  მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხშირად იცვამ?

-  ადრე, როდესაც ვმოდელობდი, "მაღლები" ხშირად მეცვა. უნივერსიტეტშიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი, ახლა კი "დაბლებს" ვანიჭებ უპირატესობას.

-  იმისთვის, რომ კარგად იმღერო, ალბათ მნიშვნელოვანია სასცენო სამოსში თავი კომფორტულად იგრძნო, არა?

-  რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "საქართველოს ვარსკვლავში" რამდენჯერმე გავაპროტესტე, - ამას ვერ ჩავიცვამ-მეთქი. საბედნიეროდ, კარგი დიზაინერი გვყავდა და ყველანაირად ცდილობდა, თავი კარგად გვეგრძნო. იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი მიჭერს, კარგად ნამდვილად ვერ ვიმღერებ.

-  შენი დის ტანსაცმელს ხშირად იცვამ?

-  კი, საკმაოდ ხშირად. ჩვენ თითქმის ერთნაირი აღნაგობა გვაქვს. ჩემს დას - ანას ჰქონდა ასეთი ჩვევა: რაიმე ახალს რომ ვიყიდდი, უნდოდა, პირველად მას ჩაეცვა. ჰოდა, ამის გამო სულ ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვებუტებოდით, საბოლოოდ კი დედის წყალობით ვრიგდებოდით.

-  თუ ვარჯიშობ?

-  ახლა მინდა, სირბილი დავიწყო. როგორც იცით, მძლეოსნობის ფედერაციაში ვმუშაობ და იქ ვახერხებდი ხოლმე ვარჯიშს. ველოსიპედითაც ხშირად დავდივარ.

-  კარიერაში რაიმე სიახლე თუ გაქვს?

-  უახლოეს მომავალში, ერთ-ერთ კლუბში ვოკალურ-ქორეოგრაფიული შოუ დაიწყება და მასში მონაწილეობას მეც მივიღებ. მიხარია, ისევ ბენდთან ერთად რომ მომიწევს მუშაობა. ადამიანების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ამა თუ იმ კონკურსის დამთავრების შემდეგ სახლში სხდებიან.

-  შეყვარებულს ხომ არ შეურიგდი?

-  არა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა! პირად ცხოვრებაში ახალი არაფერია. ეს თემა ჯერჯერობით, დახურული გახლავთ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება