პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში შეწყვეტილი სიცოცხლე და ვალდებულება, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს
ავღანეთში შეწყვეტილი სიცოცხლე და ვალდებულება, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს

ისეთ­მა მცი­რე­რი­ცხო­ვან­მა ერმა, რო­გო­რიც ჩვენ ვართ, ბოლო წლებ­ში უომ­რად ბევ­რი ახალ­გაზ­რდა დავ­კარ­გეთ. მერე იყო 2008 წლის აგ­ვის­ტო და მათ ბრძო­ლის ველ­ზე და­ცე­მუ­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი შე­ე­მატ­ნენ. ვლა­დი­მერ შა­ნა­ვაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ომში და ცო­ცხა­ლიც გა­დარ­ჩა, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ, სამ­შობ­ლო­დან შორს, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ტე­რო­რის­ტის თავ­დას­ხმას ემსხვერ­პლა.

"...სულ იღი­მო­და, ღი­მი­ლი მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი იყო. არას­დროს ვი­თა­რე­ბას არ არ­თუ­ლებ­და. რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, იუ­მო­რი იმ­წამ­სვე "მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი" ჰქონ­და. ძალ­ზე მხი­ა­რუ­ლი და ენა­მოს­წრე­ბუ­ლი იყო. ისე­თი ღი­მი­ლი ჰქონ­და, ცუდ გუ­ნე­ბა­ზეც რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვი, კარგ ხა­სი­ათ­ზე და­გა­ყე­ნებ­და..." - ასე იგო­ნებს ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პულ ვლა­დი­მერ (ბაკა) შა­ნა­ვას უფ­რო­სი ძმა, ბა­ჩა­ნა...

ახ­ლობ­ლე­ბი ბა­კას ეძახ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2007 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და. ავ­ღა­ნეთ­ში, ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, შირ­გა­ზის ბა­ზა­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის დროს და­ი­ღუ­პა. თვით­მკვლელ­მა კა­მი­კა­ძემ, ბა­კას­თან ერ­თად კი­დევ ორი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის - უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტის, ზვი­ად და­ვი­თა­ძი­სა და კაპ­რა­ლის, ალექ­სან­დრე კვი­წი­ნა­ძის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა...

ბაკა IV ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მსუ­ბუქ ქვე­ით ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და. მი­ღე­ბუ­ლი აქვს მე­და­ლი "სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის" და წარ­დგე­ნი­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დენ­ზე. წა­ლენ­ჯი­ხის საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სპორ­ტულ დარ­ბაზს კაპ­რალ ვლა­დი­მერ შა­ნა­ვას სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. ოჯა­ხი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, წა­ლენ­ჯი­ხა­ში, ბა­კა­სა და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის სა­ხელ­ზე ტა­ძა­რიც შენ­დე­ბა.

ბა­ჩა­ნა შა­ნა­ვა:

- ...დედა ვერ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბათ. რო­დე­საც ბა­კა­ზე სა­უბ­რობს, ტი­რი­ლი მო­ე­რე­ვა ხოლ­მე. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, ამ თე­მა­ზე არ ვე­ლა­პა­რა­კოთ. არ გვი­წყი­ნოთ... ბა­კას და­ღუპ­ვის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ერ­ყა. სულ ტი­რის. რა­ხან უფ­რო­სი შვი­ლი ვარ, ვცდი­ლობ, მხნედ ვიყო. ეს ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა ოჯა­ხის წი­ნა­შე. ბაკა ჩემ შემ­დეგ და­ი­ბა­და. მე­სა­მე, უმ­ცრო­სი ძმაც გვყავს - ბა­ჩუ­კი. ისიც თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, ჯერ 17 წლი­საა...

- რო­გორ შე­ი­ტყვეთ ძმის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი?

- ავ­ღა­ნეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ 9-სა­ა­თი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ. ბა­კას ავ­ღა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას, ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ვუ­ყუ­რებ­დით. 9-ს წუ­თე­ბი აკ­ლდა, რო­დე­საც ჩვენს ჭიშ­კარს რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო მო­ად­გა. მერე გა­ვი­გე, რომ ჩა­მო­სუ­ლებს შო­რის ყო­ფი­ლა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის სარ­და­ლიც. სამ­ხედ­რო­ე­ბის მან­ქა­ნას "სას­წრა­ფო" და რე­ა­ნი­მო­ბი­ლიც მოჰ­ყვე­ბო­და, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სახ­ლის­გან მო­შო­რე­ბით იდგა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე რომ აღ­მო­ე­ჩი­ნათ... ჯერ ჩვენს ნა­თე­სავს უთხრეს თურ­მე... დღე­ვან­დელ დღე­სა­ვით მახ­სოვს ის წუ­თე­ბი, რო­დე­საც იმ კაც­მა მა­მას და­უ­ძა­ხა. მა­მამ აივ­ნი­დან ქუ­ჩა­ში მდგა­რი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნას მოჰ­კრა თვა­ლი და და­იგ­მი­ნა, - მგო­ნი, და­ვი­ღუ­პე­თო... დე­და­ჩე­მიც წა­მოხ­ტა, - რა ხდე­ბაო?.. მივ­ხვდით, რომ ბაკა დაჭ­რი­ლი კი არა, და­ღუ­პუ­ლი იყო... კი­დევ ვერ ვაც­ნო­ბი­რებ ბო­ლომ­დე, რომ ცხოვ­რე­ბა მის გა­რე­შე უნდა გაგ­რძელ­დეს... ბაკა ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. სულ იღი­მო­და, ეს მის ფო­ტო­ებ­შიც ჩანს... ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი იყო. გა­მუდ­მე­ბით ხუმ­რობ­და. მის გა­რე­შე სახ­ლი და­დუ­მე­ბუ­ლია. დე­დას იმ ტახ­ტზე სძი­ნავს, რო­მელ­ზეც ჩემი ძმა ეს­ვე­ნა... რად­გან დედა ასე ცუ­დად არის, მამა ცდი­ლობს, დარ­დი არ შე­იმ­ჩნი­ოს. თუმ­ცა ვხვდე­ბი, მის გულ­ში რაც ტრი­ა­ლებს. და­ი­ფი­ცა - სა­ნამ ავ­ღა­ნეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბი, ჩემი ძმის სა­მე­გობ­რო, სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბით არ დაბ­რუნ­დე­ბა, წვერს არ გა­ი­პარ­სავს. იმ ნა­წი­ლის ბი­ჭე­ბი, რო­მელ­შიც ბაკა მსა­ხუ­რობ­და, 18-დან 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე უნდა დაბ­რუნ­დნენ. ამ დღეს მთე­ლი ოჯა­ხი ვე­ლო­დე­ბით. პი­რა­დად ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ეს ერ­თდრო­უ­ლად, მძი­მეც არის და სა­სი­ხა­რუ­ლოც: ისი­ნი ჩა­მოვ­ლენ (ღმერ­თმა მშვი­დო­ბით და­აბ­რუ­ნოს ყვე­ლა!) და იმ გუნდს, ბა­კას სა­მე­გობ­როს ის არ ჩა­მოჰ­ყვე­ბა... და მა­ინც მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით ყვე­ლა­ნი, რად­გან ბაკა იმ ბი­ჭებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფერს უზი­ა­რებ­დნენ.

- რამ­დე­ნი წელი იმ­სა­ხუ­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში?

- შვი­დი წელი. ეს მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე იყო, სა­დაც ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბო­და... ოჯა­ხი არ ჰყავ­და. ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლამ­დე გვი­თხრა, - როცა დავ­ბრუნ­დე­ბი, ოჯახს შევ­ქმნიო. სამ­წუ­ხა­როდ, არ ვიცი, ვის­ზე ფიქ­რობ­და, ვინ უყ­ვარ­და. მისი მე­გობ­რე­ბის­გა­ნაც არ გა­მი­გო­ნია, ვინ­მე­ზე ყო­ფი­ლი­ყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი... ორი თემა იყო, რა­ზეც არას­დროს ლა­პა­რა­კობ­და, - სამ­სა­ხუ­რი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. არ მახ­სოვს, სად­მე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ან ვი­დეო მო­ე­ტა­ნა სახ­ლში, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი. ზოგი სუ­რა­თი თა­ვად ვი­პო­ვე, ზო­გიც მე­გობ­რე­ბის­გან მო­ვი­პო­ვეთ. მე და ჩვენს უმ­ცროს ძმას სულ გვაფრ­თხი­ლებ­და, - ჩემი ფოტო ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სად და­დო­თო. რო­გორც სამ­ხედ­რო პირი, არც ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის წე­სე­ბის­თვის კი არას­დროს გა­და­უხ­ვე­ვია, მხო­ლოდ იმას გვიყ­ვე­ბო­და, რა­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­და.

- 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­შიც მო­უხ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არა?

- დიახ, მა­შინ პირ­ველ კონ­ტრაქ­ტზე იყო... 2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­და, ძმა­კაც­თან ერ­თად ქო­ბუ­ლეთ­ში იყო წა­სუ­ლი და რვა­ში ღა­მით და­უ­რე­კეს. იმ ღა­მეს ვერ წა­ვი­და, რად­გან გზე­ბი გა­და­კე­ტი­ლი იყო. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, რო­გორ­მე ნა­წილ­ში უნდა დავ­ბრუნ­დეო... მა­მამ სე­ნა­კის სამ­ხედ­რო ბა­ზამ­დე ჩა­იყ­ვა­ნა. იქ სამ­ხედ­რო პი­კა­პი გა­უ­ჩე­რე­ბია და ვი­ღაც ოფიც­რის­თვის უთხო­ვია, ნა­წილ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­მეხ­მა­რეო... იმა­ვე ღა­მეს დაგ­ვი­რე­კა და გვი­თხრა, - რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე ჩვე­ნი ბი­ძაშ­ვი­ლის კო­ლო­ნას (ის ქუ­თა­ი­სის მე­სა­მე ბრი­გა­და­ში მსა­ხუ­რობ­და) მი­ვუს­წა­რი და თბი­ლის­ში გავ­ყე­ვიო. ამით მიგ­ვა­ნიშ­ნა, ბრძო­ლა არ მი­წევს და არ ინერ­ვი­უ­ლო­თო... რო­დე­საც ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო ბაზა და­ბომ­ბეს, ჩე­მე­ბი გა­და­ი­რივ­ნენ, რად­გან ბაკა ნა­წილ­ში გვე­გუ­ლე­ბო­და. თურ­მე მოგ­ვა­ტყუა. მერე მის­მა თა­ნა­მებ­რძოლ­მა მი­ამ­ბო, კო­ლო­ნის ბოლო მან­ქა­ნას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მო­უს­წრო, გზა­ში იკ­რავ­და "ბა­თინ­კებს" და სამ­ხედ­რო ფორ­მა­საც გზა­დაგ­ზა იც­ვამ­დაო... მის­გან­ვე გა­ვი­გეთ, რომ ცხინ­ვალ­შიც მო­უ­წია ბრძო­ლამ და ნი­ქოზ­შიც... ბი­ჭებ­მა თქვეს, პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ჯგუ­ფის შექ­მნას აპი­რებ­დნენ, რო­მელ­საც ბაკა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და; კას­პში ერთ-ერთი რუ­სუ­ლი ნა­წი­ლი იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და მას­ზე თავ­დას­ხმას გეგ­მავ­დნე­ნო. შემ­დეგ კი სას­წრა­ფოდ უკან და­ხე­ვის ბრძა­ნე­ბა მოს­ვლი­ათ...

- ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტა?

- ავ­ღა­ნეთ­ში მე­ო­რედ იყო. პირ­ვე­ლად 2012 წელს წა­ვი­და. მა­შინ, ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას, მას­თან ერ­თად მყო­ფი ბი­ჭე­ბი ნაღ­მზე აფეთ­ქდნენ და და­ი­ღუპ­ნენ. იქი­დან რომ დაბ­რუნ­და, თქვა: - მორ­ჩა, ავ­ღა­ნეთ­ში მეტ­ჯერ აღარ წა­ვა­ლო... მა­ინც წა­ვი­და. სა­მე­გობ­რო­ში ექ­ვსი ბიჭი იყო, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ყვე­ლამ ერ­თდრო­უ­ლად გა­და­წყვი­ტა წას­ვლა. ბა­კა­მაც თქვა, - რად­გან ჩე­მე­ბი მი­დი­ან, მეც უნდა წა­ვი­დეო და წა­ვი­და. ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მა­შინ გა­ვი­გეთ, რო­დე­საც წვრთნებ­ზე გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვი­და... დე­დამ შე­ი­ცხა­და, - ხომ შეგ­ვპირ­დი, მეტ­ჯერ აღარ წა­ვა­ლო!.. ბაკა სი­ტუ­ა­ცი­ას არას­დროს არ­თუ­ლებ­და და მა­ში­ნაც ღი­მი­ლით უპა­სუ­ხა დე­დას, - კარ­გი, რა, დე, თუ რამე მი­წე­რია, არც აქ ამ­ცდე­ბაო...

- ალ­ბათ ბოლო სა­უ­ბა­რიც გახ­სოვთ...

- რო­გორ არა... პირ­ვე­ლი მი­სი­ის დროს ვერ გვი­კავ­შირ­დე­ბო­და, რად­გან კომ­პი­უ­ტე­რი არ გვქონ­და. ბაკა თვე­ში სამ­ჯერ-ოთხჯერ მო­ბი­ლუ­რით რე­კავ­და. მე­ო­რედ რომ წა­ვი­და, ყო­ველ მე­სა­მე-მე­ო­თხე დღეს გვი­კავ­შირ­დე­ბო­და "სკა­ი­პით" და ოჯა­ხის წევ­რებს სა­თი­თა­ოდ გვე­სა­უბ­რე­ბო­და... ბო­ლოს, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ. ბა­ბუა გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და და მის მდგო­მა­რე­ო­ბას სულ კი­თხუ­ლობ­და. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ მათ ერ­თმა­ნეთ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ბა­კას თვალ­ზე ცრემ­ლი არას­დროს მი­ნა­ხავს და ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლის წინ, რო­დე­საც ბა­ბუ­ას ემ­შვი­დო­ბე­ბო­და, თვა­ლე­ბი აუც­რემ­ლდა და გვთხო­ვა, - რო­გორ­მე ცო­ცხა­ლი და­მახ­ვედ­რეთ, მეტი არა­ფე­რი მინ­დაო... ბა­კას და­ღუპ­ვი­დან 20 დღე­ში, ბა­ბუა დარ­დის­გან გარ­და­იც­ვა­ლა... ბოლო სა­უბ­რი­სას, ოჯა­ხის წევ­რე­ბის შემ­დეგ, მე­ზობ­ლე­ბიც მო­ი­კი­თხა. გა­ვე­ხუმ­რე, - რა იყო, ბიჭო, ხომ არ კვდე­ბი, რა ყვე­ლას ამ­ბავს კი­თხუ­ლობ-მეთ­ქი? - ხუმ­რო­ბით­ვე მო­მი­გო, - რა იცი, რა ხდე­ბაო... არ ვიცი, წი­ნათ­გრძნო­ბა იყო თუ რა, მაგ­რამ "სკა­იპ­ში" თა­ვის გვერ­დზე ატ­ვირ­თუ­ლი ჰქონ­და ფოტო - საფ­ლავ­ზე და­ჩო­ქი­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც თავ­ზე ჯა­რის­კა­ცის ლან­დი ად­გას... არ მე­სი­ა­მოვ­ნა, მაგ­რამ არა­ფე­რი მით­ქვამს, ვერ ვა­კად­რე... 13 მა­ისს გამ­თე­ნი­ი­სას, ტე­ლე­ფო­ნი რომ ჩავ­რთე, მისი "სკა­ი­პი­დან" და­ნა­რე­კი ვნა­ხე და გული დამ­წყდა. რა­ტომ­ღაც არ მი­ფიქ­რია, კი­დევ და­რე­კავს-მეთ­ქი. მა­შინ მას­თან ერ­თად ორი ბიჭი და­იჭ­რა მძი­მედ, - ერთი კარ­გა ხანს აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ მად­ლო­ბა

ღმერ­თს, გა­დარ­ჩა, მე­ო­რეს ხერ­ხე­მა­ლი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და დღემ­დე პრობ­ლე­მა აქვს. მათ­გან ვიცი, რომ იმ დღეს აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი იყო. ერთ ად­გი­ლას ვერ ჩერ­დე­ბო­და და ბი­ჭებს მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და თურ­მე, ეუბ­ნე­ბო­და, - წა­ვი­დე­თო.

- სად ყო­ფი­ლან?

- ბა­ზა­ზე იყ­ვნენ, მაგ­რამ გა­ნა­პი­რას, ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმის­კენ ნდო­მე­ბია შეს­ვლა... ერთი ბიჭი სამ­ხედ­რო კა­რავ­თან მი­სუ­ლა და კარ­თან იყო, რო­დე­საც აფეთ­ქე­ბა მოხ­და. კარ­ვის კედ­ლი­დან 70 მეტრში მყოფ­მა კა­მი­კა­ძემ თავი აი­ფეთ­ქა... ის ბიჭი, რო­მე­ლიც კარ­თან იდგა, გა­დარ­ჩა, მე­ო­რე კი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ კე­დელ­თან იდგა, ნაფ­ლე­თე­ბად იქცა. ბაკა აფეთ­ქე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა წნე­ვამ იმ­სხვერ­პლა - ფილ­ტვე­ბი გა­უს­კდა. ექ­სპერ­ტებ­მა გვი­თხრეს, ფილ­ტვე­ბი რომ არ და­ხეთ­ქო­და, სა­სიკ­ვდი­ლო და­ჟე­ჟი­ლო­ბა არ ჰქონ­დაო. სა­ხე­ზეც ეტყო­ბო­და ლა­ქე­ბი... ასეთ ცხელ წერ­ტილ­ში იყო და არ მახ­სოვს, უგუ­ნე­ბო ან და­ძა­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. კარ­გად ვიც­ნობ­დი ჩემს ძმას და ეს არ გა­მო­მე­პა­რე­ბო­და. ერთხელ "სკა­ი­პით" სა­უბ­რი­სას ვკი­თხე, - რა ხდე­ბა მანდ, ბაკა, მშვი­დო­ბაა-მეთ­ქი? - უცებ და­უ­ძა­ხეს და ყურ­სას­მე­ნის მოხ­სნამ მო­უ­წია, მაგ­რამ მიკრო­ფო­ნი და­ა­ვი­წყდა და თა­ვის­თვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, - აქ მშვი­დო­ბას რა უნ­დაო?!.

- ვიცი, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა...

- დიახ, ამა­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ იზ­რუ­ნა... სა­ერ­თოდ, უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობთ, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლად ამ უწყე­ბის­გან, ისე ზო­გა­დად სა­ხელ­მწი­ფოს­გან. ეს ეხე­ბა რო­გორც სო­ცი­ა­ლურ, ისე მო­რა­ლურ მხა­რეს. კვი­რა არ გავა, ვინ­მემ არ დაგ­ვირ­ე­კოს და არ მოგ­ვი­კი­თხოს, რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­დან. რო­დე­საც დედ-მამა შვილს კარ­გავს, მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა ძა­ლი­ან ბევრ ნიშ­ნავს. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, თუ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და.

- ბა­ჩა­ნა, მი­ჭირს ამ კი­თხვის დას­მა, მაგ­რამ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს: სა­ხელ­მწი­ფომ და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მა­ტე­რი­ა­ლურ კომ­პენ­სა­ცია 15-დან 100 ათას ლა­რამ­დე გა­ზარ­და. მი­ი­ღო თქვენ­მა ოჯახ­მა ეს კომ­პენ­სა­ცია თუ და­პი­რე­ბა და­პი­რე­ბად დარ­ჩა?

- მეც მიმ­ძიმს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი... სა­ხელ­მწი­ფომ მის მიერ ნა­კის­რი ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა - კონ­კრე­ტუ­ლად ჩვენს ოჯახს და­პი­რე­ბულ­ზე მე­ტიც გა­უ­კე­თეს. საყ­ვე­დუ­რი ნამ­დვი­ლად არ გვეთ­ქმის. ყვე­ლა­ნა­ირ მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თე­ზე მეტს ნიშ­ნავს ის მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ოჯა­ხი გრძნობს... ჩვენ­თვის ბა­კას სი­ცო­ცხლის კომ­პენ­სა­ცია არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ის, რომ ვახ­სო­ვართ და ჩემს მშობ­ლებს ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლე­ბენ, ბევ­რს ნიშ­ნავს.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ავღანეთში შეწყვეტილი სიცოცხლე და ვალდებულება, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს

ავღანეთში შეწყვეტილი სიცოცხლე და ვალდებულება, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს

ისეთმა მცირერიცხოვანმა ერმა, როგორიც ჩვენ ვართ, ბოლო წლებში უომრად ბევრი ახალგაზრდა დავკარგეთ. მერე იყო 2008 წლის აგვისტო და მათ ბრძოლის ველზე დაცემული ვაჟკაცები შეემატნენ. ვლადიმერ შანავაც მონაწილეობდა ამ ომში და ცოცხალიც გადარჩა, მაგრამ წლების შემდეგ, სამშობლოდან შორს, სამშვიდობო მისიის შესრულებისას, ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა.

"...სულ იღიმოდა, ღიმილი მისი სავიზიტო ბარათი იყო. არასდროს ვითარებას არ ართულებდა. რაც უნდა მომხდარიყო, იუმორი იმწამსვე "მომარჯვებული" ჰქონდა. ძალზე მხიარული და ენამოსწრებული იყო. ისეთი ღიმილი ჰქონდა, ცუდ გუნებაზეც რომ ყოფილიყავი, კარგ ხასიათზე დაგაყენებდა..." - ასე იგონებს ავღანეთში დაღუპულ ვლადიმერ (ბაკა) შანავას უფროსი ძმა, ბაჩანა...

ახლობლები ბაკას ეძახდნენ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, შირგაზის ბაზაზე მომხდარი თავდასხმის დროს დაიღუპა. თვითმკვლელმა კამიკაძემ, ბაკასთან ერთად კიდევ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის - უმცროსი სერჟანტის, ზვიად დავითაძისა და კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის სიცოცხლე იმსხვერპლა...

ბაკა IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდა. მიღებული აქვს მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" და წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. წალენჯიხის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რაიონში მდებარე სპორტულ დარბაზს კაპრალ ვლადიმერ შანავას სახელი მიენიჭა. ოჯახისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, წალენჯიხაში, ბაკასა და მისი თანამებრძოლების სახელზე ტაძარიც შენდება.

ბაჩანა შანავა:

-  ...დედა ვერ დაგელაპარაკებათ. როდესაც ბაკაზე საუბრობს, ტირილი მოერევა ხოლმე. ამიტომ ვცდილობთ, ამ თემაზე არ ველაპარაკოთ. არ გვიწყინოთ... ბაკას დაღუპვის შემდეგ ჯანმრთელობა შეერყა. სულ ტირის. რახან უფროსი შვილი ვარ, ვცდილობ, მხნედ ვიყო. ეს ჩემი მოვალეობაა ოჯახის წინაშე. ბაკა ჩემ შემდეგ დაიბადა. მესამე, უმცროსი ძმაც გვყავს - ბაჩუკი. ისიც თავდაცვის აკადემიაში აპირებს სწავლის გაგრძელებას, ჯერ 17 წლისაა...

-  როგორ შეიტყვეთ ძმის დაღუპვის ამბავი?

-  ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში უნდა გამოეცხადებინათ. ბაკას ავღანეთში ყოფნისას, ყველა საინფორმაციოს ვუყურებდით. 9-ს წუთები აკლდა, როდესაც ჩვენს ჭიშკარს რამდენიმე სამხედრო მოადგა. მერე გავიგე, რომ ჩამოსულებს შორის ყოფილა დასავლეთის მიმართულების სარდალიც. სამხედროების მანქანას "სასწრაფო" და რეანიმობილიც მოჰყვებოდა, რომელიც ჩვენი სახლისგან მოშორებით იდგა, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარება ადგილზე რომ აღმოეჩინათ... ჯერ ჩვენს ნათესავს უთხრეს თურმე... დღევანდელ დღესავით მახსოვს ის წუთები, როდესაც იმ კაცმა მამას დაუძახა. მამამ აივნიდან ქუჩაში მდგარი სამხედრო მანქანების კოლონას მოჰკრა თვალი და დაიგმინა, - მგონი, დავიღუპეთო... დედაჩემიც წამოხტა, - რა ხდებაო?.. მივხვდით, რომ ბაკა დაჭრილი კი არა, დაღუპული იყო... კიდევ ვერ ვაცნობირებ ბოლომდე, რომ ცხოვრება მის გარეშე უნდა გაგრძელდეს... ბაკა ჩვენს ოჯახში ყველაზე მხიარული ადამიანი იყო. სულ იღიმოდა, ეს მის ფოტოებშიც ჩანს... ძალიან ცოცხალი და ხალისიანი იყო. გამუდმებით ხუმრობდა. მის გარეშე სახლი დადუმებულია. დედას იმ ტახტზე სძინავს, რომელზეც ჩემი ძმა ესვენა... რადგან დედა ასე ცუდად არის, მამა ცდილობს, დარდი არ შეიმჩნიოს. თუმცა ვხვდები, მის გულში რაც ტრიალებს. დაიფიცა - სანამ ავღანეთში დარჩენილი ბიჭები, ჩემი ძმის სამეგობრო, საქართველოში მშვიდობით არ დაბრუნდება, წვერს არ გაიპარსავს. იმ ნაწილის ბიჭები, რომელშიც ბაკა მსახურობდა, 18-დან 25 ოქტომბრამდე უნდა დაბრუნდნენ. ამ დღეს მთელი ოჯახი ველოდებით. პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ეს ერთდროულად, მძიმეც არის და სასიხარულოც: ისინი ჩამოვლენ (ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს ყველა!) და იმ გუნდს, ბაკას სამეგობროს ის არ ჩამოჰყვება... და მაინც მოუთმენლად ველოდებით ყველანი, რადგან ბაკა იმ ბიჭებთან ერთად ცხოვრობდა, ერთმანეთს ყველაფერს უზიარებდნენ.

-  რამდენი წელი იმსახურა შეიარაღებულ ძალებში?

-  შვიდი წელი. ეს მისი საყვარელი საქმე იყო, სადაც ბოლომდე იხარჯებოდა... ოჯახი არ ჰყავდა. ავღანეთში წასვლამდე გვითხრა, - როცა დავბრუნდები, ოჯახს შევქმნიო. სამწუხაროდ, არ ვიცი, ვისზე ფიქრობდა, ვინ უყვარდა. მისი მეგობრებისგანაც არ გამიგონია, ვინმეზე ყოფილიყო შეყვარებული... ორი თემა იყო, რაზეც არასდროს ლაპარაკობდა, - სამსახური და პირადი ცხოვრება. არ მახსოვს, სადმე სამხედრო მოქმედებების დროს გადაღებული ფოტოები ან ვიდეო მოეტანა სახლში, თუმცა ვიცოდი, რომ საკმაოდ კარგი ფოტო და ვიდეომასალები ჰქონდა შენახული. ზოგი სურათი თავად ვიპოვე, ზოგიც მეგობრებისგან მოვიპოვეთ. მე და ჩვენს უმცროს ძმას სულ გვაფრთხილებდა, - ჩემი ფოტო ინტერნეტში არსად დადოთო. როგორც სამხედრო პირი, არც ერთ სოციალურ ქსელში არ იყო დაფიქსირებული. ამის უფლება არ ჰქონდა. სამხედრო მოსამსახურის წესებისთვის კი არასდროს გადაუხვევია, მხოლოდ იმას გვიყვებოდა, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა.

-  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მოუხდა მონაწილეობა, არა?

-  დიახ, მაშინ პირველ კონტრაქტზე იყო... 2008 წლის 7 აგვისტოს შვებულებაში გავიდა, ძმაკაცთან ერთად ქობულეთში იყო წასული და რვაში ღამით დაურეკეს. იმ ღამეს ვერ წავიდა, რადგან გზები გადაკეტილი იყო. ძალიან ნერვიულობდა, როგორმე ნაწილში უნდა დავბრუნდეო... მამამ სენაკის სამხედრო ბაზამდე ჩაიყვანა. იქ სამხედრო პიკაპი გაუჩერებია და ვიღაც ოფიცრისთვის უთხოვია, ნაწილში დაბრუნებაში დამეხმარეო... იმავე ღამეს დაგვირეკა და გვითხრა, - რიკოთის უღელტეხილზე ჩვენი ბიძაშვილის კოლონას (ის ქუთაისის მესამე ბრიგადაში მსახურობდა) მივუსწარი და თბილისში გავყევიო. ამით მიგვანიშნა, ბრძოლა არ მიწევს და არ ინერვიულოთო... როდესაც ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბეს, ჩემები გადაირივნენ, რადგან ბაკა ნაწილში გვეგულებოდა. თურმე მოგვატყუა. მერე მისმა თანამებრძოლმა მიამბო, კოლონის ბოლო მანქანას სასწაულებრივად მოუსწრო, გზაში იკრავდა "ბათინკებს" და სამხედრო ფორმასაც გზადაგზა იცვამდაო... მისგანვე გავიგეთ, რომ ცხინვალშიც მოუწია ბრძოლამ და ნიქოზშიც... ბიჭებმა თქვეს, პარტიზანული ჯგუფის შექმნას აპირებდნენ, რომელსაც ბაკა ხელმძღვანელობდა; კასპში ერთ-ერთი რუსული ნაწილი იყო გაჩერებული და მასზე თავდასხმას გეგმავდნენო. შემდეგ კი სასწრაფოდ უკან დახევის ბრძანება მოსვლიათ...

-  ავღანეთში წასვლა რატომ გადაწყვიტა?

-  ავღანეთში მეორედ იყო. პირველად 2012 წელს წავიდა. მაშინ, ჰილმენდის პროვინციაში პატრულირებისას, მასთან ერთად მყოფი ბიჭები ნაღმზე აფეთქდნენ და დაიღუპნენ. იქიდან რომ დაბრუნდა, თქვა: - მორჩა, ავღანეთში მეტჯერ აღარ წავალო... მაინც წავიდა. სამეგობროში ექვსი ბიჭი იყო, რომლებსაც ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ყველამ ერთდროულად გადაწყვიტა წასვლა. ბაკამაც თქვა, - რადგან ჩემები მიდიან, მეც უნდა წავიდეო და წავიდა. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როდესაც წვრთნებზე გერმანიაში წავიდა... დედამ შეიცხადა, - ხომ შეგვპირდი, მეტჯერ აღარ წავალო!.. ბაკა სიტუაციას არასდროს ართულებდა და მაშინაც ღიმილით უპასუხა დედას, - კარგი, რა, დე, თუ რამე მიწერია, არც აქ ამცდებაო...

-  ალბათ ბოლო საუბარიც გახსოვთ...

-  როგორ არა... პირველი მისიის დროს ვერ გვიკავშირდებოდა, რადგან კომპიუტერი არ გვქონდა. ბაკა თვეში სამჯერ-ოთხჯერ მობილურით რეკავდა. მეორედ რომ წავიდა, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს გვიკავშირდებოდა "სკაიპით" და ოჯახის წევრებს სათითაოდ გვესაუბრებოდა... ბოლოს, ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. ბაბუა განსაკუთრებით უყვარდა და მის მდგომარეობას სულ კითხულობდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ბაკას თვალზე ცრემლი არასდროს მინახავს და ავღანეთში წასვლის წინ, როდესაც ბაბუას ემშვიდობებოდა, თვალები აუცრემლდა და გვთხოვა, - როგორმე ცოცხალი დამახვედრეთ, მეტი არაფერი მინდაო... ბაკას დაღუპვიდან 20 დღეში, ბაბუა დარდისგან გარდაიცვალა... ბოლო საუბრისას, ოჯახის წევრების შემდეგ, მეზობლებიც მოიკითხა. გავეხუმრე, - რა იყო, ბიჭო, ხომ არ კვდები, რა ყველას ამბავს კითხულობ-მეთქი? - ხუმრობითვე მომიგო, - რა იცი, რა ხდებაო... არ ვიცი, წინათგრძნობა იყო თუ რა, მაგრამ "სკაიპში" თავის გვერდზე ატვირთული ჰქონდა ფოტო - საფლავზე დაჩოქილი გოგონა, რომელსაც თავზე ჯარისკაცის ლანდი ადგას... არ მესიამოვნა, მაგრამ არაფერი მითქვამს, ვერ ვაკადრე... 13 მაისს გამთენიისას, ტელეფონი რომ ჩავრთე, მისი "სკაიპიდან" დანარეკი ვნახე და გული დამწყდა. რატომღაც არ მიფიქრია, კიდევ დარეკავს-მეთქი. მაშინ მასთან ერთად ორი ბიჭი დაიჭრა მძიმედ, - ერთი კარგა ხანს აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ მადლობა

ღმერთს, გადარჩა, მეორეს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და დღემდე პრობლემა აქვს. მათგან ვიცი, რომ იმ დღეს აფორიაქებული იყო. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და ბიჭებს მოსვენებას არ აძლევდა თურმე, ეუბნებოდა, - წავიდეთო.

-  სად ყოფილან?

-  ბაზაზე იყვნენ, მაგრამ განაპირას, ტერიტორიის სიღრმისკენ ნდომებია შესვლა... ერთი ბიჭი სამხედრო კარავთან მისულა და კართან იყო, როდესაც აფეთქება მოხდა. კარვის კედლიდან 70 მეტრში მყოფმა კამიკაძემ თავი აიფეთქა... ის ბიჭი, რომელიც კართან იდგა, გადარჩა, მეორე კი, რომელიც უშუალოდ კედელთან იდგა, ნაფლეთებად იქცა. ბაკა აფეთქებით გამოწვეულმა წნევამ იმსხვერპლა - ფილტვები გაუსკდა. ექსპერტებმა გვითხრეს, ფილტვები რომ არ დახეთქოდა, სასიკვდილო დაჟეჟილობა არ ჰქონდაო. სახეზეც ეტყობოდა ლაქები... ასეთ ცხელ წერტილში იყო და არ მახსოვს, უგუნებო ან დაძაბული ყოფილიყო. კარგად ვიცნობდი ჩემს ძმას და ეს არ გამომეპარებოდა. ერთხელ "სკაიპით" საუბრისას ვკითხე, - რა ხდება მანდ, ბაკა, მშვიდობაა-მეთქი? - უცებ დაუძახეს და ყურსასმენის მოხსნამ მოუწია, მაგრამ მიკროფონი დაავიწყდა და თავისთვის ჩაილაპარაკა, - აქ მშვიდობას რა უნდაო?!.

-  ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სექტორში დაიწყეთ მუშაობა...

-  დიახ, ამაზე თავდაცვის სამინისტრომ იზრუნა... საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, როგორც კონკრეტულად ამ უწყებისგან, ისე ზოგადად სახელმწიფოსგან. ეს ეხება როგორც სოციალურ, ისე მორალურ მხარეს. კვირა არ გავა, ვინმემ არ დაგვირეკოს და არ მოგვიკითხოს, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობიდან. როდესაც დედ-მამა შვილს კარგავს, მისთვის ყურადღება ძალიან ბევრ ნიშნავს. მართალი გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, თუ ასეთი დამოკიდებულება იქნებოდა.

-  ბაჩანა, მიჭირს ამ კითხვის დასმა, მაგრამ ეს საზოგადოებას აინტერესებს: სახელმწიფომ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის მატერიალურ კომპენსაცია 15-დან 100 ათას ლარამდე გაზარდა. მიიღო თქვენმა ოჯახმა ეს კომპენსაცია თუ დაპირება დაპირებად დარჩა?

-  მეც მიმძიმს ამ თემაზე საუბარი... სახელმწიფომ მის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა - კონკრეტულად ჩვენს ოჯახს დაპირებულზე მეტიც გაუკეთეს. საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის. ყველანაირ მატერიალურ სიკეთეზე მეტს ნიშნავს ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი ოჯახი გრძნობს... ჩვენთვის ბაკას სიცოცხლის კომპენსაცია არ არსებობს, მაგრამ ის, რომ ვახსოვართ და ჩემს მშობლებს ყურადღებას არ აკლებენ, ბევრს ნიშნავს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე