მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
"ნაციონალების" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ყუ­ნე­თის მკვიდ­რი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტი 38 წლის ირმა გე­ლაშ­ვი­ლი სო­ფელ­ში და­ვით ბაქ­რა­ძის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად წარ­სად­გე­ნად ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვებ­და. ერთ-ერთ ოჯახ­ში სტუმ­რო­ბი­სას მას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, ინ­ცი­დენ­ტის დროს ყუ­რი­დან სის­ხლი წა­მო­უ­ვი­და, ახლა კი სი­თხე სდის. საქ­მეს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 125-ე მუხ­ლით იძი­ებს.

"ბესო ქუქჩიშ­ვი­ლი შე­მო­ვარ­და ეზო­ში და მიყ­ვი­რა, მაჩ­ვე­ნე რა ფურ­ცლებს და­ა­ტა­რე­ბო. ვუ­თხა­რი, შენ ვინ გეკ­თხე­ბა, შენ ხომ არა­ფერს გა­ძა­ლებ და ნუ კად­რუ­ლობ უკად­რე­ბელს მეთ­ქი. შემ­დეგ და­ი­წყო, იქ მოხ­ვე­დი და მა­გი­და აგ­ვი­შა­ლეო და ისე­თი შე­მო­მარ­ტყა სა­ხე­ში, თვა­ლებ­ში და­მიბ­ნელ­და. ეს ამ­ბა­ვი "ფე­ის­ბუქ­ზე" დავ­წე­რე, მივ­წე­რე და­ვით ბაქ­რა­ძე­საც. ამი­ტომ მოჰ­ყვა რე­ა­გი­რე­ბა და მომ­ხდა­რით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ნენ", - ამ­ბობს ირმა გე­ლაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

ნიკა
0

მერე რა ძაღლებივით დაწანწალებთ? პატრ[ნი არაგყავს>თუმცა ფული ყველაფერს წყვეტს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ნაციონალების" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

"ნაციონალების" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საყუნეთის მკვიდრი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი 38 წლის ირმა გელაშვილი სოფელში დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო კანდიდატად წარსადგენად ხელმოწერებს აგროვებდა. ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც დაზარალებული ამბობს, ინციდენტის დროს ყურიდან სისხლი წამოუვიდა, ახლა კი სითხე სდის. საქმეს ახალციხის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით იძიებს.

"ბესო ქუქჩიშვილი შემოვარდა ეზოში და მიყვირა, მაჩვენე რა ფურცლებს დაატარებო. ვუთხარი, შენ ვინ გეკთხება, შენ ხომ არაფერს გაძალებ და ნუ კადრულობ უკადრებელს მეთქი. შემდეგ დაიწყო, იქ მოხვედი და მაგიდა აგვიშალეო და ისეთი შემომარტყა სახეში, თვალებში დამიბნელდა. ეს ამბავი "ფეისბუქზე" დავწერე, მივწერე დავით ბაქრაძესაც. ამიტომ მოჰყვა რეაგირება და მომხდარით სამართალდამცავები დაინტერესდენენ", - ამბობს ირმა გელაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”