სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში წუხანდელ ინციდენტში ჩეჩენი მოქალაქე მონაწილეობდა
ბათუმში წუხანდელ ინციდენტში ჩეჩენი მოქალაქე მონაწილეობდა

ბა­თუმ­ში, ლერ­მონ­ტო­ვის და პუშ­კი­ნის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე წუ­ხელ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის რამ­დე­ნი­მე ახა­ლი დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი. - რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, მო­ჭი­და­ვე ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძე და მისი მწვრთნე­ლი თე­მურ ბა­ხუნ­და­რი­ძე ჩე­ჩენ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნა მოს­თხო­ვეს, რა დრო­საც ჩე­ჩენ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა.

გას­რო­ლის შე­დე­გად ბრმა ტყვი­ით მუც­ლის არე­ში დაჭ­რი­ლია მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს ჭრი­ლო­ბა ხე­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ჩე­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქის მიერ ცე­ცხლის გახ­სნის შემ­დეგ სა­პა­სუ­ხო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რა დრო­საც და­იჭ­რა ჩე­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე.

სა­მი­ვე დაჭ­რი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტა­რეს. ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძე და თე­მურ ბა­ხუნ­და­რი­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან.

ამას­თან, მო­ჭი­და­ვე ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია, თუმ­ცა წელს, რო­გორც თა­ვად აცხა­დებ­და ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს.

ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძე რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­და და ბრალ­დე­ბებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უყე­ნებ­და: "ვემ­ზა­დე­ბო­დით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სათ­ვის. 10 აგ­ვის­ტოს, ბულ­გა­რეთ­ში უნდა გავფრე­ნი­ლი­ყა­ვით. მი­ვე­დით აე­რო­პორ­ტში, ბარ­გი ჩა­ვა­ბა­რეთ, ჩას­ხდო­მის დროს მი­ვა­წო­დე პას­პორ­ტი, ერთი სა­ა­თი მა­ლო­დი­ნეს. მო­ვი­და პო­ლი­ცი­ე­ლი და მი­თხრა, რომ სა­ზღვარ­ზე ვერ გა­ვი­დო­დი, მი­ზე­ზი ასე­თი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­შიშ პი­როვ­ნე­ბებ­თან გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბაო", - გა­ნა­ცხა­და ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძემ თბი­ლის­ში 21 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, წუ­ხელ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ სა­მი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პა­ტიმ­რე­ბას აპი­რებ­დნენ.

ამას­თან, შს სა­მი­ნის­ტროს გუ­შინ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებს ჰქონ­დათ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ პი­როვ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ლე­გა­ლუ­რად იყო შე­მო­სუ­ლი. გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შე­ა­ჩე­რეს და სა­ბუ­თე­ბი მოს­თხო­ვეს, რომ­ლის დრო­საც აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა ხელ­ჩან­თი­დან ამო­ი­ღო ია­რა­ღი და პო­ლი­ცი­ე­ლის მი­სა­მარ­თით მო­ახ­დი­ნა რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა. გას­რო­ლის შე­დე­გად და­იჭ­რა პო­ლი­ცი­ე­ლი და გამ­ვლე­ლი მო­ქა­ლა­ქე. პო­ლი­ცი­ამ გახ­სნა სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი თავ­დამ­სხმე­ლის მი­სა­მარ­თით. თავ­დამ­სხმე­ლი დაჭ­რი­ლია, იგი და­კა­ვე­ბუ­ლია თა­ვის ორ თან­მხლებ პირ­თან ერ­თად. დაჭ­რი­ლე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლი არი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. სხვა დე­ტა­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვაც­ნო­ბებთ", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბათუმში წუხანდელ ინციდენტში ჩეჩენი მოქალაქე მონაწილეობდა

ბათუმში წუხანდელ ინციდენტში ჩეჩენი მოქალაქე მონაწილეობდა

ბათუმში, ლერმონტოვის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე  წუხელ მომხდარი ინციდენტის რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი. - როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნდარიძე ჩეჩენ მეგობართან ერთად ბათუმის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რა დროსაც ჩეჩენმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

გასროლის შედეგად ბრმა ტყვიით მუცლის არეში დაჭრილია მოქალაქე, რომელიც პუშკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, ხოლო პოლიციის თანამშრომელს ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული. ჩეჩენი მოქალაქის მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ საპასუხო გასროლა განახორციელეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც დაიჭრა ჩეჩენი მოქალაქე.

სამივე დაჭრილი შემთხვევის ადგილიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს. ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე დაკავებული არიან.

ამასთან, მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია, თუმცა წელს, როგორც თავად აცხადებდა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ფირუზ წულუკიძე რელიგიური ნიშნით დისკრედიტაციაზე საუბრობდა და ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უყენებდა: "ვემზადებოდით მსოფლიო ჩემპიონატისათვის. 10 აგვისტოს, ბულგარეთში უნდა გავფრენილიყავით. მივედით აეროპორტში, ბარგი ჩავაბარეთ, ჩასხდომის დროს მივაწოდე პასპორტი, ერთი საათი მალოდინეს. მოვიდა პოლიციელი და მითხრა, რომ საზღვარზე ვერ გავიდოდი, მიზეზი ასეთი იყო, რომ საქართველოსთვის საშიშ პიროვნებებთან გაქვთ ურთიერთობაო", - განაცხადა ფირუზ წულუკიძემ თბილისში 21 აგვისტოს გამართული პრესკონფერენციის დროს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, წუხელ პოლიციის თანამშრომლები შემოწმების შემდეგ სამივე ზემოაღნიშნული დაპატიმრებას აპირებდნენ.

ამასთან, შს სამინისტროს გუშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ პიროვნება საქართველოში არალეგალურად იყო შემოსული. გადამოწმების მიზნით ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და საბუთები მოსთხოვეს, რომლის დროსაც აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ამოიღო იარაღი და პოლიციელის მისამართით მოახდინა რამდენიმე გასროლა. გასროლის შედეგად დაიჭრა პოლიციელი და გამვლელი მოქალაქე. პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელის მისამართით. თავდამსხმელი დაჭრილია, იგი დაკავებულია თავის ორ თანმხლებ პირთან ერთად. დაჭრილები მოთავსებული არიან საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვა დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ