სტოკჰოლმის მეტრო საგამოფენო სივრცეს დაემსგავსა. შვედმა მხატვარმა ულრიკ სამუელსონმა, რომელიც თავის ნამუშევებს ნიუ-იორკისა და პარიზის გალერეებში ფენს, გადაწყვიტა, საკუთარი ნამუშევრები ”აუთვისებელ” აუდიტორიამდეც მიეტანა და სტოკჰოლმის მეტრო მოხატა. ამის შესახებ The Local წერს.
”მეტრომ ადამიანების ცხოვრებაში მტკიცე ადგილი დაიმკვიდრა”,- განაცხადა მხატვარმა ულრიკ სამუელსონმა. მხატვარმა ისტორიული ილუსტრაციები გამოიყენა და Kungsträdgården-ის ცენტრალური სადგური მიწისქვეშა ორანჟერეად აქცია.
მხატვარმა ზღაპრული მიწისქვეშა სამყარო შექმნა სხვადასხვა ფერის ფიგურებით, ბიუსტებით და შენობის ფრაგმენტებით. ეს ყველაფერი XVII საუკუნის სამეფო სასახლის სიმბოლოა, რომელიც ამ ადგილას იდგა, ვიდრე 1825 წელს ხანძარი არ გაანადგურებდა.
მიუხედავად ასეთი ძალისხმევისა, სტოკჰოლმის მცხოვრებნი განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ მეტროს ინტერიერს. თუმცა, ტურისტებში ეს ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მომღერალმა მადონამ თავის კლიპში Ray of Light, სტოკჰოლმის მეტროს რამდენიმე სადგურიც გამოიყენა.
მომზადებულია The Local-ის მიხედვით.