მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრისტიან დიორი - მოდის მეფე
კრისტიან დიორი - მოდის მეფე

კრის­ტი­ან დი­ო­რი უდი­დე­სი კუ­ტი­უ­რიე იყო, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს ქა­ლის ელე­გან­ტუ­რო­ბი­სა და მომ­ხიბ­ლა­ო­ბის ახა­ლი ხედ­ვა აჩუ­ქა. მისი სა­ხე­ლი პა­რი­ზუ­ლი მო­დის სი­ნო­ნი­მი გახ­და, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ის ქმნი­და, დიდი გე­მოვ­ნე­ბი­თა და მო­მავ­ლის ხედ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ყვე­ლა, ვინც ასე თუ ისე მსოფ­ლიო მა­ღალ მო­დას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და, რას იტყო­და დი­ო­რი.

მო­დის სამ­ყა­რო­ში ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი მოვ­ლე­ნა მონ­ტენ ავე­ნი­უს ქუ­ჩა­ზე "დი­ო­რის" მო­დის სახ­ლის გახ­სნა­ზე, პა­ტა­რა ბი­ნა­ში მოხ­და. წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი, პა­ტა­რა მრგვა­ლი მხრე­ბი, მა­ღა­ლი, ფუმ­ფუ­ლა მკერ­დი და კო­ჭე­ბამ­დე ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი კრის­ტი­ა­ნის პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ის ძი­რი­თა­დი შტრი­ხე­ბი იყო, რო­მე­ლიც ომამ­დე­ლი მო­დის მემ­კვიდ­რე­ო­ბას უს­ვამ­და ხაზს. დი­ზა­ი­ნერ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა­სა და სი­მარ­ტი­ვეს მი­ა­ნი­ჭა. კო­ლექ­ცი­ის "ახალ ხედ­ვას" , რო­მე­ლიც დი­ორ­მა წარ­მო­ად­გი­ნა, თით­ქოს ის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი უნდა და­ეფრ­თხო, რომ­ლე­ბიც ომის წლებ­ში "კვად­რა­ტულ" პი­ჯა­კებ­სა და მოკ­ლე ქვე­და­კა­ბებს მი­ეჩ­ვივ­ნენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და - სი­ღა­რი­ბი­თა და მუდ­მი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბით დაღ­ლილ­მა პა­რი­ზე­ლებ­მა სი­ახ­ლე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით მი­ი­ღეს...

ახალ­გაზ­რდა დი­ო­რი

კრის­ტი­ა­ნი საფ­რან­გე­თის მხა­რე ნორ­მან­დი­ა­ში, მე­თევ­ზე­თა პორტ გრან­ვილ­ში 1905 წელს და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი, რო­მე­ლიც ქი­მი­უ­რი სა­სუ­ქე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხნის მე­პატ­რო­ნე იყო, იმ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და, რომ ოჯახს არა­ფე­რი მოჰ­კლე­ბო­და. ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს არ მოს­წონ­დათ ოჯა­ხის უფ­რო­სის "სა­ეჭ­ვო ბიზ­ნე­სი" , უფრო სწო­რად, ქარ­ხნის მი­ლე­ბი­დან ამო­სუ­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, რო­მე­ლიც გა­რე­მოს აბინ­ძუ­რებ­და. კორ­სი­კის ქუ­ჩებ­ში ხში­რად გა­ი­გო­ნებ­დით უკ­მა­ყო­ფი­ლო ბუ­ზღუნს: "დი­ო­რი ხრჩო­ლავს".

კრის­ტი­ანს ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და დე­დას­თან, მისი ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად დე­დის გა­ტა­ცე­ბას, მე­ბა­ღე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. იმ პე­რი­ოდ­ში შე­უყ­ვარ­და ყვა­ვი­ლე­ბი, უფრო სწო­რად - შრო­შა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის ეკე­თა პი­ჯა­კის ღილ­კი­ლო­ში. მო­მა­ვა­ლი დი­ზა­ი­ნე­რი პა­ტა­რა­ო­ბი­დან ხა­ტავ­და და ოც­ნე­ბობ­და, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მხატ­ვა­რი გამ­ხდა­რი­ყო. მშობ­ლე­ბი არ იზი­ა­რებ­დნენ მის გა­ტა­ცე­ბებს, ვაჟს დიპ­ლო­მა­ტო­ბას ურ­ჩევ­დნენ. დიდი ხვეწ­ნა-მუ­და­რის შემ­დეგ კრის­ტი­ა­ნი დაჰ­ყვა მშობ­ლე­ბის ნე­ბას და პა­რი­ზის "თა­ვი­სუ­ფალ პო­ლი­ტი­კურ სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა" . ამით დი­ო­რის კა­რი­ე­რა დას­რულ­და, ლექ­ცი­ებს აც­დენ­და და მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს ექ­სკურ­სი­ებ­სა და მუ­ზე­უ­მებ­ში სი­ა­რულს ან­დო­მებ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­სი­კა­სა და ფერ­წე­რას ეუფ­ლე­ბო­და.

შე­დე­გად, 1928 წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რეა გახ­სნა, სა­დაც გა­მო­ფე­ნი­ლი იყო მა­ტი­სის, პი­კა­სო­სა და დი­უ­რე­რის ნა­ხა­ტე­ბი.

წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა

სამ­წუ­ხა­როდ, მის­მა ბედ­ნი­ე­რე­ბამ დიდ­ხანს არ გას­ტა­ნა. დი­ო­რი-უფ­რო­სი, რო­მე­ლიც ვა­ჟის გა­ტა­ცე­ბას აფი­ნან­სებ­და, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო გა­კოტ­რდა და გა­ლე­რე­ის და­კეტ­ვა მო­უხ­დათ. კრის­ტი­ა­ნი შვი­დი წლის შემ­დეგ საყ­ვა­რელ საქ­მეს მი­უბ­რუნ­და. მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით, თა­ვი­სი ეს­კი­ზე­ბი და ნა­ხა­ტე­ბი საფ­რან­გე­თის მო­დურ ჟურ­ნა­ლებს გა­უგ­ზავ­ნა. შემ­კვე­თებს მოს­წონ­დათ ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი და მას ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­დნენ, რა­მაც კრის­ტი­ანს სა­ხე­ლი გა­უთ­ქვა. ზო­გი­ერ­თი მისი ნა­მუ­შე­ვა­რი "ვოგ­ში" და­ი­ბეჭ­და, სხვე­ბი რი­ჩარდ შე­რი­და­ნოვ­მა და ნინა რი­ჩიმ მო­ი­წო­ნეს და შე­ი­ძი­ნეს. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ დი­ორ­მა რო­ბერტ პიკე გა­იც­ნო, რო­მელ­თა­ნაც თით­ქმის ერთი წელი მო­დე­ლი­ე­რად იმუ­შა­ვა, მაგ­რამ ბედ­მა კვლავ მო­უ­წყო გა­მოც­და - სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვი­ეს. მო­მა­ვალ კუ­ტი­უ­რი­ეს ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა მო­უხ­და: კვლავ ჟურ­ნა­ლე­ბი, მო­დე­ლი­ე­რად მუ­შა­ო­ბა... მხო­ლოდ 42 წლის ასაკ­ში მო­ა­ხერ­ხა დი­ორ­მა თა­ვი­სი ჭეშ­მა­რი­ტი არ­სის გა­მო­ხატ­ვა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

კრისტიან დიორი - მოდის მეფე

კრისტიან დიორი - მოდის მეფე

კრისტიან დიორი უდიდესი კუტიურიე იყო, რომელმაც მსოფლიოს ქალის ელეგანტურობისა და მომხიბლაობის ახალი ხედვა აჩუქა. მისი სახელი პარიზული მოდის სინონიმი გახდა, ყველაფერი, რასაც ის ქმნიდა, დიდი გემოვნებითა და მომავლის ხედვით გამოირჩეოდა. ყველა, ვინც ასე თუ ისე მსოფლიო მაღალ მოდასთან იყო დაკავშირებული, ყურადღებას აქცევდა, რას იტყოდა დიორი.

მოდის სამყაროში ღირსშესანიშნავი მოვლენა მონტენ ავენიუს ქუჩაზე ''დიორის'' მოდის სახლის გახსნაზე, პატარა ბინაში მოხდა. წელში გამოყვანილი, პატარა მრგვალი მხრები, მაღალი, ფუმფულა მკერდი და კოჭებამდე ქვედაბოლოები კრისტიანის პირველი კოლექციის ძირითადი შტრიხები იყო, რომელიც ომამდელი მოდის მემკვიდრეობას უსვამდა ხაზს. დიზაინერმა უპირატესობა ფუნქციონალურობასა და სიმარტივეს მიანიჭა. კოლექციის ''ახალ ხედვას'' , რომელიც დიორმა წარმოადგინა, თითქოს ის ქალბატონები უნდა დაეფრთხო,  რომლებიც ომის წლებში ''კვადრატულ'' პიჯაკებსა და მოკლე ქვედაკაბებს მიეჩვივნენ, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა - სიღარიბითა და მუდმივი შეზღუდვებით დაღლილმა პარიზელებმა სიახლე აღფრთოვანებით მიიღეს...

ახალგაზრდა დიორი

კრისტიანი საფრანგეთის მხარე ნორმანდიაში, მეთევზეთა პორტ გრანვილში 1905 წელს დაიბადა. მამამისი, რომელიც ქიმიური სასუქების მწარმოებელი ქარხნის მეპატრონე იყო, იმდენს გამოიმუშავებდა, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. ქალაქის მცხოვრებლებს არ მოსწონდათ ოჯახის უფროსის ''საეჭვო ბიზნესი'' , უფრო სწორად, ქარხნის მილებიდან ამოსული გამონაბოლქვი, რომელიც გარემოს აბინძურებდა. კორსიკის ქუჩებში ხშირად გაიგონებდით უკმაყოფილო ბუზღუნს: ''დიორი ხრჩოლავს''.

კრისტიანს ადრეული ბავშვობიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, მისი ყურადღების მისაქცევად დედის გატაცებას, მებაღეობას მიჰყო ხელი. იმ პერიოდში შეუყვარდა ყვავილები, უფრო სწორად - შროშანები, რომლებიც ყოველთვის ეკეთა პიჯაკის ღილკილოში. მომავალი დიზაინერი პატარაობიდან ხატავდა და ოცნებობდა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვარი გამხდარიყო. მშობლები არ იზიარებდნენ მის გატაცებებს, ვაჟს დიპლომატობას ურჩევდნენ. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ კრისტიანი დაჰყვა მშობლების ნებას და პარიზის ''თავისუფალ პოლიტიკურ სკოლაში ჩააბარა'' . ამით დიორის კარიერა დასრულდა, ლექციებს აცდენდა და მთელ თავისუფალ დროს ექსკურსიებსა და მუზეუმებში სიარულს ანდომებდა, პარალელურად მუსიკასა და ფერწერას ეუფლებოდა.

შედეგად, 1928 წელს მეგობრებთან ერთად სამხატვრო გალერეა გახსნა, სადაც გამოფენილი იყო მატისის, პიკასოსა და დიურერის ნახატები.

წარუმატებლობა

სამწუხაროდ, მისმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. დიორი-უფროსი, რომელიც ვაჟის გატაცებას აფინანსებდა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო გაკოტრდა და გალერეის დაკეტვა მოუხდათ. კრისტიანი შვიდი წლის შემდეგ საყვარელ საქმეს მიუბრუნდა. მეგობრების რჩევით, თავისი ესკიზები და ნახატები საფრანგეთის მოდურ ჟურნალებს გაუგზავნა. შემკვეთებს მოსწონდათ ახალგაზრდა დიზაინერის ნამუშევრები და მას ხშირად აქვეყნებდნენ, რამაც კრისტიანს სახელი გაუთქვა. ზოგიერთი მისი ნამუშევარი ''ვოგში'' დაიბეჭდა, სხვები რიჩარდ შერიდანოვმა და ნინა რიჩიმ მოიწონეს და შეიძინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ დიორმა რობერტ პიკე გაიცნო, რომელთანაც თითქმის ერთი წელი მოდელიერად იმუშავა, მაგრამ ბედმა კვლავ მოუწყო გამოცდა - სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მომავალ კუტიურიეს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა: კვლავ ჟურნალები, მოდელიერად მუშაობა... მხოლოდ 42 წლის ასაკში მოახერხა დიორმა თავისი ჭეშმარიტი არსის გამოხატვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება