მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამანდა სეიფრიდი ''ბოლოს და ბოლოს, შევიყვარებ საკუთარ თავს!''
ამანდა სეიფრიდი ''ბოლოს და ბოლოს, შევიყვარებ საკუთარ თავს!''

ამან­და სე­იფ­რი­დი ბოლო დროს წელს არ ტო­ვებს, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ფილ­მით მა­ინც რომ არ წარ­დგეს მა­ყუ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე. "გან­კი­ცხულ­ნი­სა" და "წი­თელ­ქუ­დას" შემ­დეგ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კი­დევ ერთი ახა­ლი სუ­რა­თი გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე - "ლავ­ლე­ი­სი" . ამ ფილმში მან 1970-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პორ­ნომ­სა­ხი­ო­ბი ლინ­და ლავ­ლე­ი­სი გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

- სა­ნამ ფილმში მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვი­ცო­დი, რომ ლინ­და პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვი იყო და "ღრმა ხა­ხა­ში" ჰქონ­და ნა­თა­მა­შე­ბი. მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ძა­ლი­ან მრა­ვალ­მხრი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო და ბევ­რმა ისიც არ იცის, რომ ამ ფილმში გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის­თვის იბ­რძო­და. მინ­დო­და, ხალ­ხს სხვა­ნა­ი­რი ლავ­ლე­ი­სი და­ე­ნა­ხა და გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს პორ­ნოგ­რა­ფია სუ­ლაც არ აღიქ­მე­ბო­და ისე, რო­გორც დღეს.

- არ გე­ში­ნო­დათ ასე­თი სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნის თა­მა­ში?

- რე­ჟი­სო­რე­ბის ნდო­ბა რომ არ მქო­ნო­და და სცე­ნა­რი ცუდი ყო­ფი­ლი­ყო, ვერ გავ­ბე­დავ­დი. არ ვიცი, ვინ წავა ამ ფილ­მის სა­ნა­ხა­ვად და რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ, მაგ­რამ მე უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა მინ­დო­და და არც მოვ­ტყუვ­დი.

- არა­ერ­თხელ მო­გი­წი­ათ ინ­ტი­მურ სცე­ნებ­ში თა­მა­ში, მათ შო­რის ქა­ლებ­თა­ნაც. რო­გო­რია ეს?

- "ჯე­ნი­ფე­რის სხე­ულ­ში" მე­გან ფოქ­სის­თვის უნდა მე­კოც­ნა და საკ­მა­ოდ შე­ბო­ჭი­ლი ვი­ყა­ვი. "ქლო­ე­ში" კი ჩემი გმი­რი ჯუ­ლი­ა­ნა მურს აც­დუ­ნებ­და - ეს რა­ტომ­ღაც უფრო იოლი გა­მოდ­გა, თუმ­ცა მა­ინც უჩ­ვე­უ­ლო იყო.

- თავს გრძნობთ სექ­სუ­ა­ლუ­რად?

- მარ­თა­ლი გი­თხრათ, თავს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ტან­საც­მლის გა­რე­შე ვგრძნობ (იცი­ნის). დი­დად არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი მო­დით, მაგ­რამ ისეთ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობ, სა­დაც ყვე­ლა გა­ფა­სებს. უნდა ატა­რო "მარ­თე­ბუ­ლი" სა­მო­სი და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ის­წავ­ლო ერო­ტი­კუ­ლი ფლუ­ი­დე­ბი - გარ­შე­მო ხომ უზარ­მა­ზა­რი კონ­კუ­რენ­ცი­აა და სა­ჭი­როა, რომ სწო­რედ შენ აგარ­ჩი­ონ. ასე რომ, სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა ჩემ­თვის თვი­სე­ბაა, რო­მე­ლიც შე­მიძ­ლია სა­ჭი­რო მო­მენ­ტში "ჩავ­რთო" ან "გა­მოვ­რთო".

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამანდა სეიფრიდი ''ბოლოს და ბოლოს, შევიყვარებ საკუთარ თავს!''

ამანდა სეიფრიდი ''ბოლოს და ბოლოს, შევიყვარებ საკუთარ თავს!''

ამანდა სეიფრიდი ბოლო დროს წელს არ ტოვებს, რამდენიმე ახალი ფილმით მაინც რომ არ წარდგეს მაყურებლების წინაშე. ''განკიცხულნისა'' და ''წითელქუდას'' შემდეგ მისი მონაწილეობით კიდევ ერთი ახალი სურათი გამოვიდა ეკრანებზე - ''ლავლეისი'' . ამ ფილმში მან 1970-იანი წლების ყველაზე პოპულარული პორნომსახიობი ლინდა ლავლეისი განასახიერა.

- სანამ ფილმში მივიღებდი მონაწილეობას, ვიცოდი, რომ ლინდა პორნოვარსკვლავი იყო და ''ღრმა ხახაში'' ჰქონდა ნათამაშები. მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან მრავალმხრივი ადამიანი იყო და ბევრმა ისიც არ იცის, რომ ამ ფილმში გადაღების შემდეგ მთელი ცხოვრება ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. მინდოდა, ხალხს სხვანაირი ლავლეისი დაენახა და გაეცნობიერებინა, რომ სექსუალური რევოლუციის დროს პორნოგრაფია სულაც არ აღიქმებოდა ისე, როგორც დღეს.

- არ გეშინოდათ ასეთი საეჭვო რეპუტაციის ადამიანის თამაში?

- რეჟისორების ნდობა რომ არ მქონოდა და სცენარი ცუდი ყოფილიყო, ვერ გავბედავდი. არ ვიცი, ვინ წავა ამ ფილმის სანახავად და რა რეაქცია ექნებათ, მაგრამ მე უნიკალური გამოცდილების მიღება მინდოდა და არც მოვტყუვდი.

- არაერთხელ მოგიწიათ ინტიმურ სცენებში თამაში, მათ შორის ქალებთანაც. როგორია ეს?

- ''ჯენიფერის სხეულში'' მეგან ფოქსისთვის უნდა მეკოცნა და საკმაოდ შებოჭილი ვიყავი. ''ქლოეში'' კი ჩემი გმირი ჯულიანა მურს აცდუნებდა - ეს რატომღაც უფრო იოლი გამოდგა, თუმცა მაინც უჩვეულო იყო.

- თავს გრძნობთ სექსუალურად?

- მართალი გითხრათ, თავს ყველაზე კომფორტულად ტანსაცმლის გარეშე ვგრძნობ (იცინის). დიდად არ ვინტერესდები მოდით, მაგრამ ისეთ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც ყველა გაფასებს. უნდა ატარო ''მართებული'' სამოსი და აუცილებლად შეისწავლო ეროტიკული ფლუიდები - გარშემო ხომ უზარმაზარი კონკურენციაა და საჭიროა, რომ სწორედ შენ აგარჩიონ. ასე რომ, სექსუალურობა ჩემთვის თვისებაა, რომელიც შემიძლია საჭირო მომენტში ''ჩავრთო'' ან ''გამოვრთო''.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება