პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოულოდნელი შეხვედრა ტობავარჩხილზე - რა კითხვები დაუსვა სააკაშვილმა ირაკლი გედენიძეს
მოულოდნელი შეხვედრა ტობავარჩხილზე - რა კითხვები დაუსვა სააკაშვილმა ირაკლი გედენიძეს

მათ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და ფო­ტო­ზე და­ფიქ­სი­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამის­თვის ენერ­გი­ას არ ზო­გა­ვენ და ხში­რად, მი­უ­ვალ და ურ­თუ­ლეს მო­ნაკ­ვე­თებს მო­ლაშ­ქრე­თა ფე­დე­რა­ცი­ის ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად გა­დი­ან. ცოტა ხნის წინ ტო­ბა­ვარჩხილს ეს­ტუმრნენ და ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე, სა­ო­ცა­რი "სი­ურპრი­ზიც" დახ­ვდათ. ლა­პა­რა­კია ფო­ტოგ­რა­ფებ­ზე, ცოლ-ქმარ - ნა­თია და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც 2 წლის წინ ე.წ. "ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე" ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს...

ირაკ­ლი:

- ვიდ­რე ტო­ბა­ვარჩხილ­ზე გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დით, ვი­ცო­დით, რომ რთუ­ლად სა­ვა­ლი გზა იყო. ტური შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვა­დით (5 დღე) და­ი­გეგ­მა, არა­და, ტო­ბა­ზე ასას­ვლე­ლად 8 დღეა სა­ჭი­რო. მოკ­ლედ, რად­გან დრო შე­ამ­ცი­რეს, ფე­ხით სა­ვა­ლი მან­ძი­ლიც შემ­ცირ­და: მუ­ხუ­რი­დან პირ­ველ ქო­ხამ­დე (გზა­ზე, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მწყემ­სე­ბის რამ­დე­ნი­მე ქო­ხია, სა­დაც შე­ჩე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა) სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა "ზი­ლით" აგ­ვიყ­ვა­ნეს და ფე­ხით სა­ვალ ნა­წილს 10 კი­ლო­მეტ­რი მო­აკ­ლდა. ტო­ბას ნახ­ვა ყვე­ლას უნდა. მე ისიც მინ­დო­და, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბიც გა­და­მე­ღო, ამის­თვის კი კარ­გი ხილ­ვა­დო­ბა გახ­ლავთ სა­ჭი­რო. ჰოდა, თუ მოწ­მენ­დი­ლი, ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი ცა დამ­ხვდე­ბო­და, ეს სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის. გაგ­ვი­მარ­თლა კი­დეც.

ნა­თია:

- არც ერთი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მით არ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ფოტო, სა­დაც ტო­ბა­ში არეკ­ლი­ლი ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი ცა იქ­ნე­ბო­და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ირაკ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი იყო, რომ გა­და­ე­ღო ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფოტო და ეს შეძ­ლო კი­დეც. გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­მა დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჯგუფ­ზეც, ვის­თან ერ­თა­დაც ვი­ყა­ვით, - ღა­მით არც მათ ეძი­ნათ... იმ სი­ლა­მა­ზეს სი­ტყვე­ბით ვერც გად­მოს­ცემ, ეს უნდა ნახო... მოკ­ლედ, უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი გა­და­ვი­ღეთ. ზღვის დო­ნი­დან 2 ათას მეტრზე უც­ნა­უ­რი რამ გა­დაგ­ვხდა...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

ირაკ­ლი:

- ბოლო ქოხ­თან რომ მი­ვე­დით, ნის­ლი ჩა­მოწ­ვა, წვი­მა წა­მო­ვი­და. მზის ჩას­ვლამ­დე ორ­სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი იყო დარ­ჩე­ნი­ლი და გა­მოც­დილ­მა გამ­ყო­ლებ­მა მო­ლაშ­ქრე­თა ფე­დე­რა­ცი­ი­დან გვი­თხრეს, რომ ვი­საც სურ­და, შე­ეძ­ლო, გზა ტო­ბამ­დე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ სი­ა­რუ­ლი ნისლში მოგ­ვი­წევ­და და შე­საძ­ლოა, დაგვღა­მე­ბო­და კი­დეც. მარ­შრუტს არ­თუ­ლებ­და ისიც, რომ კი­ლო­მეტრზე მეტი ყი­ნულ­ზე უნდა გვევ­ლო (თან, ყი­ნუ­ლი დაღ­მარ­თშია). იქ რომ ფეხი და­გის­რი­ალ­დეს, ჩა­ცურ­დე­ბი და შე­იძ­ლე­ბა, კლდის რო­მე­ლი­მე მო­წყვე­ტილ ლოდს მი­ეკ­რა. მოკ­ლედ, ვერ გავ­რის­კეთ და ღა­მის გა­თე­ნე­ბა ქოხ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ. ამის შემ­დეგ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა შეგ­ვკრი­ბეს და გვი­თხრეს, რომ სი­ურპრი­ზი გვე­ლო­და, - თურ­მე მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბო­და... ამის გა­გო­ნე­ბი­სას, მე და ნა­თი­ამ სრუ­ლი შოკი მი­ვი­ღეთ. ყვე­ლა­ფერს წარ­მო­ვიდ­გენ­დი და ამას - არა...

- მოკ­ლედ, ზღვის დო­ნი­დან 2 ათა­სი მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე უნდა შეხ­ვედ­რო­დით ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც 2 წლის წინ ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­გა­კა­ვათ, არა? თქვენს ჯგუფ­ში, რო­გორც მი­თხა­რით, 23 კაცი იყო. ყვე­ლამ იცო­და თქვე­ნი ამ "თავ­გა­და­სავ­ლის" შე­სა­ხებ?

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნი­სას, უნებ­ლი­ეთ, სი­ცი­ლი ამი­ტყდა და ვთქვი: - თუ ჩემი ნახ­ვა უნ­დო­და, თბი­ლის­ში არ ვი­ყა­ვი-მეთ­ქი? გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლებ­მა გად­მომ­ხე­დეს. მივ­ხვდი, ჩვე­ნი ამ­ბა­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა არ იცოდ­ნენ და "გა­ვან­დე", - ჩვენ ის "ჯა­შუ­ში" ფო­ტოგ­რა­ფე­ბი ვართ, რომ­ლე­ბიც ცოტა ხნის წინ და­ი­ჭი­რეს. ჰოდა, თუ პრე­ზი­დენტს აქ შევ­ხვდე­ბო­დით, ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი-მეთ­ქი.

ნა­თია:

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას დი­ლამ­დე მა­ინც არ ვი­ჯე­რებ­დით; ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან მო­ლაშ­ქრე­თა წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბად მი­ვიჩ­ნი­ეთ...

ირაკ­ლი:

- იმ ქოხ­თან, სა­დაც შევ­ჩერ­დით, ტო­ბა­ვარჩხილ­ზე ყოფ­ნის ერთ ღა­მეს ვკარ­გავ­დი და ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ თურ­მე, პრე­ზი­დენ­ტიც უნდა გვე­ნა­ხა, - ამი­ტომ ვწუხ­დი. თან, ამ ყვე­ლაფ­რის გამო, შე­იძ­ლე­ბო­და ვე­ღარ გა­და­მე­ღო ის, რის­თვი­საც ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი და ეს ჩემ­თვის დიდი ტრავ­მა იქ­ნე­ბო­და... ღამე იქ გა­ვა­ტა­რეთ. სა­ში­ნე­ლი წვი­მა წა­მო­ვი­და. სამ მეტრში ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დით. თავს კარ­ვებს ვა­ფა­რებ­დით... გა­თენ­და. წა­ვი­ხემ­სეთ და პრე­ზი­დენ­ტის ამოს­ვლას ვე­ლო­დით... ის დღის 3 სა­ა­თის­თვის, დაც­ვით გა­მოჩ­ნდა. მოკ­ლედ, დი­ლაც დავ­კარ­გეთ, მაგ­რამ კარ­გი ის იყო, რომ ამა­სო­ბა­ში ღრუ­ბე­ლი ცო­ტა­თი გა­და­ვი­და და მზემ გა­მო­ა­ნა­თა. ტო­ბამ­დე 10 კი­ლო­მეტ­რი გვა­შო­რებ­და... თა­ვი­დან იქ პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის წევ­რე­ბი ამო­ვიდ­ნენ. რომ და­მი­ნა­ხეს, გა­უკ­ვირ­დათ... - აქ რა გინ­და? ვინ გა­ძა­ლებს და რა გრჯი­სო? - მი­თხრეს. - რას ამ­ბობთ, აქ ამოს­ვლა­ში ფული გა­და­ვი­ხა­დე-მეთ­ქი, - მი­ვუ­გე. ფეხ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი ტრავ­მა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი: ერთხელ პრე­ზი­დენტს კა­ბი­ნეტ­ში ჩა­მუხ­ლუ­ლი ვი­ღებ­დი და ვე­ღარ ავ­დე­ქი - მუხ­ლი სახ­სარ­ში გა­მე­ჭე­და. ექიმ­მა მი­თხრა, - სას­წრა­ფოდ, სა­ო­პე­რა­ციო ხარ, შე­იძ­ლე­ბა სირ­ბი­ლი­სას მუხლს ქვე­მოთ ფეხი "მოგძვრე­სო". მა­შინ ოპე­რა­ცი­ის­თვის დრო არ მქონ­და და უარი ვუ­თხა­რი. მოკ­ლედ, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემი მუხ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გამ­წვა­ვე­ბუ­ლი­ყო...

- პრე­ზი­დენტს თქვენს და­ნახ­ვა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- შო­რი­დან რო­გორც კი და­ვი­ნა­ხე, და­ვი­წყე მისი გა­და­ღე­ბა. მერე ჩვენს ჯგუფს რომ მო­უ­ახ­ლოვ­და, კი­დევ გა­და­ვი­ღე. ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­ლა­მი არ გვით­ქვამს. რომ მო­ვი­და, მხო­ლოდ სა­ერ­თო სა­ლა­მი ით­ქვა... სა­დი­ლო­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, მა­კა­რო­ნი იხარ­შე­ბო­და და ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო. ვი­სა­დი­ლეთ. შემ­დეგ, ჯერ ჩვენ გა­ვე­დით, მერე - პრე­ზი­დენ­ტი. "არ­წი­ვის გად­მო­სა­ხედ­თან" დაგ­ვი­ღამ­და და იქ დავ­ბა­ნაკ­დით. კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი გა­ი­შა­ლა. ჯგუ­ფის რამ­დე­ნი­მე წევ­რმა პრე­ზი­დენ­ტის­გან დის­ტან­ცია და­ვი­ცა­ვით და 20 მეტ­რით ზე­მოთ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ, თან - მუ­შა­ო­ბას ვა­პი­რებ­დი და უკე­თე­სი გა­და­სა­ღე­ბი წერ­ტი­ლი ავარ­ჩიე... მა­გა­რი კად­რე­ბი გა­მო­ვი­და, რად­გა­ნაც ღრუ­ბელს ზე­მოთ ვი­ყა­ვით. ჰო­რი­ზონტზე ღრუ­ბე­ლი ჩან­და, ღრუბ­ლებ­ში უზარ­მა­ზა­რი მთე­ბი და კლდე­ე­ბი იყო ამოს­ვე­ტი­ლი და ამ ყვე­ლა­ფერს ზე­მო­დან ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ცა დაჰ­ყუ­რებ­და. მაგ­რად ცი­ო­და. ღა­მის სამი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რომ და­ვი­ძი­ნე. დილა მზი­ა­ნი გა­თენ­და. დი­ლის 7 სა­ათ­ზე, ვხე­დავ: პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ვი­და თა­ვი­სი კარ­ვი­დან, სა­ათს და­ხე­და და შეს­ძა­ხა: - სად ხართ? 7 სა­ათ­ზე უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვით, ჩქა­რა, წა­ვე­დი­თო და ყვე­ლა­ნი წა­მოც­ვივ­დნენ. გოგა ხა­ჩი­ძე­მაც აიღო თა­ვი­სი საკ­რა­ვი და ყვე­ლა­ნი ერ­თად წა­ვიდ­ნენ. მათ არ გავ­ყე­ვით, კარ­ვე­ბი ასა­კე­ცი იყო... დღის 2 სა­ა­თის­თვის ისი­ნი ტო­ბა­დან დაბ­რუნ­დნენ, ჩვენ კი პი­რი­ქით, მა­შინ ვა­პი­რებ­დით გას­ვლას. როცა ჩა­მო­ვი­და, გერ­მა­ნელ ტუ­რისტს და­ე­ლა­პა­რა­კა, რო­მე­ლიც ჩვენს ჯგუფ­ში იყო; შემ­დეგ სხვებ­საც ესა­უბ­რა და ერ­თობ­ლი­ვი სუ­რა­თის გა­და­ღე­ბაც მო­ი­თხო­ვა. ფო­ტოს როცა იღებ­დნენ, შო­რი­ახ­ლოს ვტრი­ა­ლებ­დი. უეც­რად, ჩემ­კენ გა­მო­ი­ხე­და და მი­თხრა: ირაკ­ლი, მოდი, რო­გორ ხარ? რა­ტომ არ დგე­ბი ჩვენს ჯგუფ­თან ერ­თად სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბა­დო? მი­ვე­დი, ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვით და მი­ვე­სალ­მეთ. მო­მი­კი­თხა: რო­გორ ხარ? მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოხ­ვე­დიო? - მდგო­მა­რე­ო­ბი­და­ნაც გა­მო­ვე­დი და ჯან­მრთე­ლო­ბაც აღ­ვიდ­გი­ნე-მეთ­ქი, - მი­ვუ­გე. ამის თქმა იყო და სახე შე­ეც­ვა­ლა. ავი­ღე ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა და მათ­თან ერ­თად სა­მახ­სოვ­რო ფოტო გა­და­ვი­ღე. მერე დაგ­ვემ­შვი­დო­ბა და თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად წა­ვი­და...

- ირაკ­ლი, გა­მა­ო­ცეთ თქვე­ნი დიდსუ­ლოვ­ნე­ბით. ალ­ბათ თქვენს ად­გილ­ზე სხვა ასე არ მო­იქ­ცე­ო­და.

ნა­თია:

- იმ ფო­ტო­ზე მე არ ვარ. ჩემ­მა ში­ნა­გან­მა სამ­ყა­რომ მი­კარ­ნა­ხა, რომ კადრში არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. კადრს მიღ­მა ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო აღ­მოვ­ჩნდი - ის ფოტო მე გა­და­ვი­ღე... რა ვქნა, რა­ღა­ცე­ბი ვერ დავძლიე...

- ვიცი, რომ ტო­ბამ­დე ომა­ლოც მო­ი­ა­რეთ...

ნა­თია:

- სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობთ, ისე­თი მარ­შრუ­ტე­ბი არ დავ­გეგ­მოთ, სა­დაც ნამ­ყო­ფე­ბი ვართ, მაგ­რამ ახლა, ასეთ ად­გი­ლებ­ში შვი­ლე­ბის წაყ­ვა­ნის სურ­ვი­ლი გვიჩ­ნდე­ბა. მოკ­ლედ, ომა­ლო­ში ჩვე­ნი ქალ-ვა­ჟიც წა­ვიყ­ვა­ნეთ. ბიჭი 14 წლის არის, გო­გო­ნა - 12-ის. ბავ­შვებ­მა სა­კუ­თა­რი თვა­ლით უნდა ნა­ხონ ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზე, ამას ვერც ერთი პო­ე­ტის ლექ­სით ვერ შე­იგ­რძნო­ბენ და აღიქ­ვა­მენ. თუ­შე­თის ტურ­ზე გვინ­დო­და, ად­გი­ლობ­რივ დღე­სას­წა­ულ­ზე და­სას­წრე­ბად წავ­სუ­ლი­ყა­ვით, რომ მათი ტრა­დი­ცი­უ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი ენა­ხათ ბავ­შვებს. ეს დღე­სას­წა­უ­ლი ადრე უკეთ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ვიდ­რე წელს, რა­ზეც გული დაგ­ვწყდა.

ირაკ­ლი:

- კე­სე­ლოს ცი­ხე­საც ერთი კოშ­კი აკ­ლდა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, და­უშ­ლი­ათ, რათა აღედ­გი­ნათ, მაგ­რამ მერე რეს­ტავ­რა­ცია შე­უ­ჩე­რე­ბი­ათ. იგი­ვე ელის მუ­ცო­საც - იქა­უ­რო­ბა ინ­გრე­ვა, გა­მაგ­რე­ბა კი ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

- მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას თუ გქო­ნი­ათ რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა?

ნა­თია:

- ცოტა ხნის წინ, ჯა­ვა­ხეთ­ში მთე­ლი ოჯა­ხი წა­ვე­დით. ბავ­შვებ­მა წას­ვლამ­დე სა­ლაშ­ქროდ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯო­ხე­ბი გა­მო­თა­ლეს. ყვე­ლას კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა გვქონ­და. პირ­ვე­ლი მარ­შრუ­ტი იყო - აბუ­ლის ციხე. რო­გორც აგ­ვიხ­სნეს, 8 კი­ლო­მეტ­რის სა­ვა­ლი გახ­ლდათ, არ იყო რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი. და­მა­ტე­ბი­თი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და ნივ­თე­ბის გა­რე­შე გა­ვე­მარ­თეთ. რო­გორც კი მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, წვი­მა და­ი­წყო. არა­და, აბუ­ლის ცი­ხეს კედ­ლე­ბი არ აქვს. იქ მხო­ლოდ ერთი პა­ტა­რა შე­სას­ვლე­ლია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ლო­დით არის გა­და­ხუ­რუ­ლი. წვი­მას სა­ში­ნე­ლი სე­ტყვა მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც 1 სა­ათს გაგ­რძელ­და. ჯგუფ­ში ბევ­რნი ვი­ყა­ვით და მალე პა­ნი­კა ატყდა. ჯგუ­ფის ნა­წი­ლი, ვინც ქვე­მოთ გვი­რაბ­ში გაძ­ვრა, ღია ცის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა, ჩვენ კი, უფ­ლის წყა­ლო­ბით, ორი ქვით გა­და­ხუ­რულ მო­ნაკ­ვეთ­ში ვი­დე­ქით. სე­ტყვამ თეთ­რად და­ფა­რა ყვე­ლა­ფე­რი, რაც მა­ნამ­დე მწვა­ნე იყო. შეგვცივ­და, დავ­სველ­დით, კი­დუ­რებ­ში სი­ცი­ვის­გან გრძნო­ბას ვკარ­გავ­დით. რო­გორც კი სე­ტყვამ გა­და­ი­ღო, წვი­მის მი­უ­ხე­და­ვად, ძალა მო­ვიკ­რი­ბეთ და უკან და­ვეშ­ვით. ბავ­შვე­ბის წი­ნა­შე თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ­დი, რომ ისი­ნი იქ წა­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც მა­ნამ­დე ნამ­ყო­ფი არ ვი­ყა­ვი და ვერ გავ­თვა­ლე, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, სე­რი­ო­ზუ­ლი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით. თუმ­ცა, ბავ­შვებს საყ­ვე­დუ­რი არ დას­ცდე­ნი­ათ...

- ირაკ­ლი, რო­დის აპი­რებთ ტო­ბა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ფე­ნას?

- თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რა ფო­ტო­ებ­საც ვი­ღებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში ჯერ არა­ვინ მუ­შა­ობს. მას "თაიმ ლაბს" ანუ "გა­ჩე­რე­ბუ­ლი დრო" ჰქვია... ფო­ტო­ზე ვარ­სკვლა­ვე­ბის მოძ­რა­ო­ბას ვა­ფიქ­სი­რებ, ოღონდ - დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბა ერთ წამ­შია ჩა­ტე­უ­ლი. ერთ ფო­ტო­ზე ვარ­სკვლა­ვე­ბის ტრა­ექ­ტო­რია, ტრე­კი ჩანს. ეს ჩემი შე­და­რე­ბით ახა­ლი გა­ტა­ცე­ბაა. თითო ფო­ტო­ზე და­ახ­ლო­ე­ბით საათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა და­მიგ­როვ­და, მაგ­რამ გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა სპონ­სორ­სა და და­ფი­ნან­სე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- რთულ მო­ნაკ­ვეთ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ალ­ბათ, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად უნდა იყო, არა?

ნა­თია:

- ამის­თვის ფი­ზი­კუ­რი ამ­ტა­ნო­ბა­ცაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი ყვე­ლაფ­რის გა­და­ლახ­ვას შეძ­ლებს, თუ მი­ზა­ნი აქვს და­სა­ხუ­ლი... ჰო, კი­დევ ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: მძღოლ­მა, რო­მელ­მაც ტო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, თა­ვი­სი "ურა­ლით" ჩვენც ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. მან პა­ტი­ვი დამ­დო და კა­ბი­ნა­ში მი­მი­ჩი­ნა ად­გი­ლი, შემ­დეგ კი ამა­ყად მი­თხრა: შენ იმ ად­გი­ლას ზი­ხარ, სა­დაც ცოტა ხნის წინ პრე­ზი­დენ­ტი იჯ­დაო.

- და­ბო­ლოს, რა არის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც კადრს მიღ­მა დგას და წამს აფიქ­სი­რებს?

- სა­ჭი­რო დროს, სა­ჭი­რო ად­გილ­ზე უნდა აღ­მოჩ­ნდე და გა­და­ღე­ბა არ და­გე­ზა­როს... ისე, ჩვე­ნი ტო­ბა­ზე ყოფ­ნა კი­დევ ერთ ას­ტრო­ნო­მი­ულ მოვ­ლე­ნას და­ემ­თხვა - მე­ტე­ო­რე­ბის წვი­მას. ვარ­სკვლავთცვე­ნის შე­სა­ხებ კი ვი­ცო­დი, მაგ­რამ ამას პირ­ვე­ლად შე­ვეს­წა­რი. თვალ­წინ ხან ერთი ვარ­სკვლა­ვი ჩა­მიშ­ხუ­ი­ლებ­და, ხან - მე­ო­რე. ერთხელ "ლო­მი­სო­ბა­ზე" უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა და­ვა­ფიქ­სი­რე, - მზის დის­კო­ზე პლა­ნე­ტა ვე­ნე­რამ "გა­ი­ა­რა". მა­ში­ნაც გა­მი­მარ­თლა: აღ­მოვ­ჩნდი იქ, სა­დაც სა­ჭი­რო იყო...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მოულოდნელი შეხვედრა ტობავარჩხილზე - რა კითხვები დაუსვა სააკაშვილმა ირაკლი გედენიძეს

მოულოდნელი შეხვედრა ტობავარჩხილზე - რა კითხვები დაუსვა სააკაშვილმა ირაკლი გედენიძეს

მათ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის მონახულება და ფოტოზე დაფიქსირება გადაწყვიტეს. ამისთვის ენერგიას არ ზოგავენ და ხშირად, მიუვალ და ურთულეს მონაკვეთებს მოლაშქრეთა ფედერაციის ჯგუფის წევრებთან ერთად გადიან. ცოტა ხნის წინ ტობავარჩხილს ესტუმრნენ და ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე, საოცარი "სიურპრიზიც" დახვდათ. ლაპარაკია ფოტოგრაფებზე, ცოლ-ქმარ - ნათია და ირაკლი გედენიძეებზე, რომლებიც 2 წლის წინ ე.წ. "ფოტოგრაფების საქმეზე" ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს...

ირაკლი:

-  ვიდრე ტობავარჩხილზე გავემგზავრებოდით, ვიცოდით, რომ რთულად სავალი გზა იყო. ტური შემოკლებული ვადით (5 დღე) დაიგეგმა, არადა, ტობაზე ასასვლელად 8 დღეა საჭირო. მოკლედ, რადგან დრო შეამცირეს, ფეხით სავალი მანძილიც შემცირდა: მუხურიდან პირველ ქოხამდე (გზაზე, სხვადასხვა ადგილას მწყემსების რამდენიმე ქოხია, სადაც შეჩერება შეიძლება) სატვირთო მანქანა "ზილით" აგვიყვანეს და ფეხით სავალ ნაწილს 10 კილომეტრი მოაკლდა. ტობას ნახვა ყველას უნდა. მე ისიც მინდოდა, რომ პროფესიონალური ფოტოებიც გადამეღო, ამისთვის კი კარგი ხილვადობა გახლავთ საჭირო. ჰოდა, თუ მოწმენდილი, ვარსკვლავიანი ცა დამხვდებოდა, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ჩემთვის. გაგვიმართლა კიდეც.

ნათია:

-  არც ერთი საძიებო სისტემით არ მოიძებნებოდა ფოტო, სადაც ტობაში არეკლილი ვარსკვლავიანი ცა იქნებოდა დაფიქსირებული. ირაკლის კონკრეტული მიზანი იყო, რომ გადაეღო ასეთი განსხვავებული ფოტო და ეს შეძლო კიდეც. გადაღების პროცესმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯგუფზეც, ვისთან ერთადაც ვიყავით, - ღამით არც მათ ეძინათ... იმ სილამაზეს სიტყვებით ვერც გადმოსცემ, ეს უნდა ნახო... მოკლედ, უნიკალური კადრები გადავიღეთ. ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზე უცნაური რამ გადაგვხდა...

-  რას გულისხმობთ?

ირაკლი:

-  ბოლო ქოხთან რომ მივედით, ნისლი ჩამოწვა, წვიმა წამოვიდა. მზის ჩასვლამდე ორსაათ-ნახევარი იყო დარჩენილი და გამოცდილმა გამყოლებმა მოლაშქრეთა ფედერაციიდან გვითხრეს, რომ ვისაც სურდა, შეეძლო, გზა ტობამდე გაეგრძელებინა, მაგრამ სიარული ნისლში მოგვიწევდა და შესაძლოა, დაგვღამებოდა კიდეც. მარშრუტს ართულებდა ისიც, რომ კილომეტრზე მეტი ყინულზე უნდა გვევლო (თან, ყინული დაღმართშია). იქ რომ ფეხი დაგისრიალდეს, ჩაცურდები და შეიძლება, კლდის რომელიმე მოწყვეტილ ლოდს მიეკრა. მოკლედ, ვერ გავრისკეთ და ღამის გათენება ქოხში გადავწყვიტეთ. ამის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელებმა შეგვკრიბეს და გვითხრეს, რომ სიურპრიზი გველოდა, - თურმე მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტი შემოგვიერთდებოდა... ამის გაგონებისას, მე და ნათიამ სრული შოკი მივიღეთ. ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას - არა...

-  მოკლედ, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე უნდა შეხვედროდით ადამიანს, რომელმაც 2 წლის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დაგაკავათ, არა? თქვენს ჯგუფში, როგორც მითხარით, 23 კაცი იყო. ყველამ იცოდა თქვენი ამ "თავგადასავლის" შესახებ?

-  ამ ინფორმაციის მოსმენისას, უნებლიეთ, სიცილი ამიტყდა და ვთქვი: - თუ ჩემი ნახვა უნდოდა, თბილისში არ ვიყავი-მეთქი? გაკვირვებულებმა გადმომხედეს. მივხვდი, ჩვენი ამბავი ჯგუფის წევრებმა არ იცოდნენ და "გავანდე", - ჩვენ ის "ჯაშუში" ფოტოგრაფები ვართ, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაიჭირეს. ჰოდა, თუ პრეზიდენტს აქ შევხვდებოდით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი-მეთქი.

ნათია:

-  ამ ინფორმაციას დილამდე მაინც არ ვიჯერებდით; ეს ყველაფერი ხელმძღვანელებისგან მოლაშქრეთა წამახალისებელ ღონისძიებად მივიჩნიეთ...

ირაკლი:

-  იმ ქოხთან, სადაც შევჩერდით, ტობავარჩხილზე ყოფნის ერთ ღამეს ვკარგავდი და ამას დაემატა ისიც, რომ თურმე, პრეზიდენტიც უნდა გვენახა, - ამიტომ ვწუხდი. თან, ამ ყველაფრის გამო, შეიძლებოდა ვეღარ გადამეღო ის, რისთვისაც ვიყავი წასული და ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იქნებოდა... ღამე იქ გავატარეთ. საშინელი წვიმა წამოვიდა. სამ მეტრში ვერაფერს ვხედავდით. თავს კარვებს ვაფარებდით... გათენდა. წავიხემსეთ და პრეზიდენტის ამოსვლას ველოდით... ის დღის 3 საათისთვის, დაცვით გამოჩნდა. მოკლედ, დილაც დავკარგეთ, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ამასობაში ღრუბელი ცოტათი გადავიდა და მზემ გამოანათა. ტობამდე 10 კილომეტრი გვაშორებდა... თავიდან იქ პრეზიდენტის დაცვის წევრები ამოვიდნენ. რომ დამინახეს, გაუკვირდათ... - აქ რა გინდა? ვინ გაძალებს და რა გრჯისო? - მითხრეს. - რას ამბობთ, აქ ამოსვლაში ფული გადავიხადე-მეთქი, - მივუგე. ფეხზე პროფესიული ტრავმა მაქვს მიღებული: ერთხელ პრეზიდენტს კაბინეტში ჩამუხლული ვიღებდი და ვეღარ ავდექი - მუხლი სახსარში გამეჭედა. ექიმმა მითხრა, - სასწრაფოდ, საოპერაციო ხარ, შეიძლება სირბილისას მუხლს ქვემოთ ფეხი "მოგძვრესო". მაშინ ოპერაციისთვის დრო არ მქონდა და უარი ვუთხარი. მოკლედ, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ჩემი მუხლის მდგომარეობა გამწვავებულიყო...

-  პრეზიდენტს თქვენს დანახვაზე როგორი რეაქცია ჰქონდა?

-  შორიდან როგორც კი დავინახე, დავიწყე მისი გადაღება. მერე ჩვენს ჯგუფს რომ მოუახლოვდა, კიდევ გადავიღე. ერთმანეთისთვის სალამი არ გვითქვამს. რომ მოვიდა, მხოლოდ საერთო სალამი ითქვა... სადილობისთვის ვემზადებოდით, მაკარონი იხარშებოდა და ამაში მონაწილეობა მიიღო. ვისადილეთ. შემდეგ, ჯერ ჩვენ გავედით, მერე - პრეზიდენტი. "არწივის გადმოსახედთან" დაგვიღამდა და იქ დავბანაკდით. კარვების ქალაქი გაიშალა. ჯგუფის რამდენიმე წევრმა პრეზიდენტისგან დისტანცია დავიცავით და 20 მეტრით ზემოთ გადავინაცვლეთ, თან - მუშაობას ვაპირებდი და უკეთესი გადასაღები წერტილი ავარჩიე... მაგარი კადრები გამოვიდა, რადგანაც ღრუბელს ზემოთ ვიყავით. ჰორიზონტზე ღრუბელი ჩანდა, ღრუბლებში უზარმაზარი მთები და კლდეები იყო ამოსვეტილი და ამ ყველაფერს ზემოდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰყურებდა. მაგრად ციოდა. ღამის სამი საათი იქნებოდა, რომ დავიძინე. დილა მზიანი გათენდა. დილის 7 საათზე, ვხედავ: პრეზიდენტი გამოვიდა თავისი კარვიდან, საათს დახედა და შესძახა: - სად ხართ? 7 საათზე უნდა გავსულიყავით, ჩქარა, წავედითო და ყველანი წამოცვივდნენ. გოგა ხაჩიძემაც აიღო თავისი საკრავი და ყველანი ერთად წავიდნენ. მათ არ გავყევით, კარვები ასაკეცი იყო... დღის 2 საათისთვის ისინი ტობადან დაბრუნდნენ, ჩვენ კი პირიქით, მაშინ ვაპირებდით გასვლას. როცა ჩამოვიდა, გერმანელ ტურისტს დაელაპარაკა, რომელიც ჩვენს ჯგუფში იყო; შემდეგ სხვებსაც ესაუბრა და ერთობლივი სურათის გადაღებაც მოითხოვა. ფოტოს როცა იღებდნენ, შორიახლოს ვტრიალებდი. უეცრად, ჩემკენ გამოიხედა და მითხრა: ირაკლი, მოდი, როგორ ხარ? რატომ არ დგები ჩვენს ჯგუფთან ერთად სურათის გადასაღებადო? მივედი, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და მივესალმეთ. მომიკითხა: როგორ ხარ? მდგომარეობიდან გამოხვედიო? - მდგომარეობიდანაც გამოვედი და ჯანმრთელობაც აღვიდგინე-მეთქი, - მივუგე. ამის თქმა იყო და სახე შეეცვალა. ავიღე ჩვენი სახელმწიფო დროშა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადავიღე. მერე დაგვემშვიდობა და თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა...

-  ირაკლი, გამაოცეთ თქვენი დიდსულოვნებით. ალბათ თქვენს ადგილზე სხვა ასე არ მოიქცეოდა.

ნათია:

-  იმ ფოტოზე მე არ ვარ. ჩემმა შინაგანმა სამყარომ მიკარნახა, რომ კადრში არ უნდა ვყოფილიყავი. კადრს მიღმა ერთი მარტივი მიზეზის გამო აღმოვჩნდი - ის ფოტო მე გადავიღე... რა ვქნა, რაღაცები ვერ დავძლიე...

-  ვიცი, რომ ტობამდე ომალოც მოიარეთ...

ნათია:

-  საერთოდ, ვცდილობთ, ისეთი მარშრუტები არ დავგეგმოთ, სადაც ნამყოფები ვართ, მაგრამ ახლა, ასეთ ადგილებში შვილების წაყვანის სურვილი გვიჩნდება. მოკლედ, ომალოში ჩვენი ქალ-ვაჟიც წავიყვანეთ. ბიჭი 14 წლის არის, გოგონა - 12-ის. ბავშვებმა საკუთარი თვალით უნდა ნახონ ბუნების სილამაზე, ამას ვერც ერთი პოეტის ლექსით ვერ შეიგრძნობენ და აღიქვამენ. თუშეთის ტურზე გვინდოდა, ადგილობრივ დღესასწაულზე დასასწრებად წავსულიყავით, რომ მათი ტრადიციული წეს-ჩვეულებები ენახათ ბავშვებს. ეს დღესასწაული ადრე უკეთ იყო წარმოდგენილი, ვიდრე წელს, რაზეც გული დაგვწყდა.

ირაკლი:

-  კესელოს ციხესაც ერთი კოშკი აკლდა. როგორც შევიტყვეთ, დაუშლიათ, რათა აღედგინათ, მაგრამ მერე რესტავრაცია შეუჩერებიათ. იგივე ელის მუცოსაც - იქაურობა ინგრევა, გამაგრება კი ჭიანურდება.

-  მოგზაურობისას თუ გქონიათ რაიმე სერიოზული პრობლემა?

ნათია:

-  ცოტა ხნის წინ, ჯავახეთში მთელი ოჯახი წავედით. ბავშვებმა წასვლამდე სალაშქროდ სპეციალური ჯოხები გამოთალეს. ყველას კარგი განწყობილება გვქონდა. პირველი მარშრუტი იყო - აბულის ციხე. როგორც აგვიხსნეს, 8 კილომეტრის სავალი გახლდათ, არ იყო რთული მონაკვეთი. დამატებითი აღჭურვილობისა და ნივთების გარეშე გავემართეთ. როგორც კი მივუახლოვდით, წვიმა დაიწყო. არადა, აბულის ციხეს კედლები არ აქვს. იქ მხოლოდ ერთი პატარა შესასვლელია, რომელიც რამდენიმე ლოდით არის გადახურული. წვიმას საშინელი სეტყვა მოჰყვა, რომელიც 1 საათს გაგრძელდა. ჯგუფში ბევრნი ვიყავით და მალე პანიკა ატყდა. ჯგუფის ნაწილი, ვინც ქვემოთ გვირაბში გაძვრა, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა, ჩვენ კი, უფლის წყალობით, ორი ქვით გადახურულ მონაკვეთში ვიდექით. სეტყვამ თეთრად დაფარა ყველაფერი, რაც მანამდე მწვანე იყო. შეგვცივდა, დავსველდით, კიდურებში სიცივისგან გრძნობას ვკარგავდით. როგორც კი სეტყვამ გადაიღო, წვიმის მიუხედავად, ძალა მოვიკრიბეთ და უკან დავეშვით. ბავშვების წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ ისინი იქ წავიყვანე, სადაც მანამდე ნამყოფი არ ვიყავი და ვერ გავთვალე, რომ შეიძლებოდა, სერიოზული განსაცდელის წინაშე აღმოვჩენილიყავით. თუმცა, ბავშვებს საყვედური არ დასცდენიათ...

-  ირაკლი, როდის აპირებთ ტობაზე გადაღებული ფოტოების გამოფენას?

-  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რა ფოტოებსაც ვიღებ, საქართველოში ამ მიმდინარეობაში ჯერ არავინ მუშაობს. მას "თაიმ ლაბს" ანუ "გაჩერებული დრო" ჰქვია... ფოტოზე ვარსკვლავების მოძრაობას ვაფიქსირებ, ოღონდ - დროის ხანგრძლივობა ერთ წამშია ჩატეული. ერთ ფოტოზე ვარსკვლავების ტრაექტორია, ტრეკი ჩანს. ეს ჩემი შედარებით ახალი გატაცებაა. თითო ფოტოზე დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ვმუშაობ. ბევრი საინტერესო მასალა დამიგროვდა, მაგრამ გამოფენის მოწყობა სპონსორსა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

-  რთულ მონაკვეთზე მოგზაურობისას ალბათ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, არა?

ნათია:

-  ამისთვის ფიზიკური ამტანობაცაა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანი ყველაფრის გადალახვას შეძლებს, თუ მიზანი აქვს დასახული... ჰო, კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: მძღოლმა, რომელმაც ტობაზე პრეზიდენტის გადაადგილებაში მიიღო მონაწილეობა, უკან დაბრუნებისას, თავისი "ურალით" ჩვენც ჩამოგვიყვანა. მან პატივი დამდო და კაბინაში მიმიჩინა ადგილი, შემდეგ კი ამაყად მითხრა: შენ იმ ადგილას ზიხარ, სადაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი იჯდაო.

-  დაბოლოს, რა არის მთავარი ადამიანისთვის, რომელიც კადრს მიღმა დგას და წამს აფიქსირებს?

-  საჭირო დროს, საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდე და გადაღება არ დაგეზაროს... ისე, ჩვენი ტობაზე ყოფნა კიდევ ერთ ასტრონომიულ მოვლენას დაემთხვა - მეტეორების წვიმას. ვარსკვლავთცვენის შესახებ კი ვიცოდი, მაგრამ ამას პირველად შევესწარი. თვალწინ ხან ერთი ვარსკვლავი ჩამიშხუილებდა, ხან - მეორე. ერთხელ "ლომისობაზე" უნიკალური მოვლენა დავაფიქსირე, - მზის დისკოზე პლანეტა ვენერამ "გაიარა". მაშინაც გამიმართლა: აღმოვჩნდი იქ, სადაც საჭირო იყო...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია