პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახდა აუცილებელი ყოფილი მინისტრის დაკითხვა კანონიერი ქურდის საქმეზე?
რატომ გახდა აუცილებელი ყოფილი მინისტრის დაკითხვა კანონიერი ქურდის საქმეზე?

წლე­ბია, ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ძმე­ბის - ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის, ლაშა და კახა შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა­სა და მათ გა­სა­მარ­თლე­ბას ითხო­ვენ, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. მათი ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ვერ შეძ­ლეს. მარ­თა­ლია, კახა ეს­პა­ნეთ­ში და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ იქა­ურ­მა სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, ის რა­ტომ­ღაც ჯერ ისევ ცი­ხე­ში რჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილს, სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე უარი თქვა, ამი­ტომ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე ვერ წარ­დგე­ბა და აქ და­უს­წრებ­ლად გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ.

ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილ­მა ცი­ხის კედ­ლებს მა­ინც ვერ და­აღ­წია თავი: ცოტა ხნის წინ სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლომ მას 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლო სხდო­მას ქარ­თვე­ლი ად­ვო­კა­ტიც ეს­წრე­ბო­და და ბერ­ძნუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში კი 2 წელ­ზე მე­ტია ჭი­ა­ნურ­დე­ბა შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა. ძმებს ერ­თსა და იმა­ვე საქ­მე­ზე აქვთ ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი; მარ­თა­ლია, საქ­მე­ე­ბი ცალ- ცალ­კე წარ­მო­ე­ბა­შია, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ერ­თი­ან­დე­ბა და ერ­თად გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ.

ნანა ფრი­დო­ნაშ­ვი­ლი, ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

- ლა­შას ორი მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი: გა­მო­ძალ­ვა და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა. თით­ქმის ორი წე­ლია, საქ­მის გან­ხილ­ვა ჭი­ა­ნურ­დე­ბა და სხდო­მე­ბის გა­და­დე­ბის მთა­ვარ მო­ტი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას ასა­ხე­ლე­ბენ, თუმ­ცა 2012 წლის 12 აპ­რილს სა­ბერ­ძნე­თი­დან, ათე­ნის სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და სა­ქარ­თვე­ლოს უარი ეთ­ქვა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბით, პრო­ცე­სე­ბი ჭი­ა­ნურ­დე­ბა, იც­ვლე­ბი­ან მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და ჩნდე­ბა ეჭვი, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბი მო­სა­მარ­თლეს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ მის­ცემს და ალ­ბათ ყვე­ლა ცდი­ლობს, თა­ვი­დან აი­ცი­ლოს საქ­მის გან­ხილ­ვა. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის" პი­რის გა­მარ­თლე­ბა არა­პო­პუ­ლა­რუ­ლად ით­ვლე­ბა შექ­მნი­ლი კო­ნი­უნ­ქტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ისიც ადას­ტუ­რებს, რომ 2006 წლი­დან დღემ­დე, ვინც კი ამ მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს, თით­ქმის ყვე­ლა­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს. ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ად იქცა ისიც - თუU პირს ბრა­ლად შე­ე­რა­ცხე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა, მას და­მა­ტე­ბით, სხვა მუხ­ლი­თაც უყე­ნე­ბენ ბრალს.

- რა­ტომ?

- ვფიქ­რობთ, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია 223 პრი­მა მუხ­ლის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბით: ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბა უჭირთ და ამი­ტომ ახალ საქ­მეს თი­თხნი­ან. ვი­ნა­ი­დან ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის მი­მართ ამ მუხ­ლით გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და, ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტეს და ძა­ლო­ვა­ნებ­მა "საქ­მე­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს" ცრუ მოწ­მე ჯე­მალ მამ­ნი­აშ­ვი­ლი. მისი ალო­გი­კუ­რი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილს და­მა­ტე­ბით წა­რუდ­გი­ნეს გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბა.

- რას ედა­ვე­ბო­და მას ჯე­მალ მამ­ნი­აშ­ვი­ლი?

ოლღა გი­ორ­გა­ძე, ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

- ლა­შას აბ­რა­ლებ­და იმ რეს­ტორ­ნის გა­მო­ძალ­ვას, რო­მე­ლიც მას სა­კუთ­რე­ბა­სა თუ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არა­სო­დეს ჰქო­ნია. არა­და, თა­ვად ჯე­მალ მამ­ნი­აშ­ვილ­მა სხვა­დას­ხვა დროს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან თაღ­ლი­თუ­რად მი­ი­სა­კუთ­რა თან­ხე­ბი და ქო­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მის მი­მართ სა­ბერ­ძნეთ­ში გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნიც გა­მო­ი­ტა­ნეს. თუმ­ცა მა­ნამ­დე, სოდ- ის მა­შინ­დელ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯე­მალ მამ­ნი­აშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს და მათ­თვის ჩვე­უ­ლი ფორ­მით, მას "თა­ნამ­შრომ­ლო­ბა" შეს­თა­ვა­ზეს: თუ შუ­შა­ნაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბას სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბას მის­ცემ­და, მის მი­მართ დევ­ნა არ და­ი­წყე­ბო­და და ასეც მოხ­და.

- თქვენ ეს­წრე­ბო­დით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს სა­ბერ­ძნეთ­ში, იქ რა ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს?

- სა­ბერ­ძნეთ­ში გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყეს. არა­და, ამ საქ­მე­ში მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი არის არა­თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი, ალო­გი­კუ­რი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი. არც ერთი მოწ­მე არ ამ­ხელს. მოწ­მე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ერ­თოდ არ იც­ნობს ლა­შას, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია მას­თან. სა­ბერ­ძნე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს არც ერთი ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, არ ით­ვა­ლის­წი­ნებს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" დას­ჯას, ამი­ტომ თე­სა­ლო­ნი­კის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ბრალ­დე­ბი­დან მხო­ლოდ გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბა გა­ნი­ხი­ლა და ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. თე­სა­ლო­ნი­კის სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა სა­ბერ­ძნე­თის გა­მო­ძი­ე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა.

- იქ რის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს?

- ბრა­ლი ასე­თი იყო: მას, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გან­ზრახ­ვით, სამ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში სდებ­დნენ ბრალს. ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - ეს­პა­ნე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნის ან­გა­რი­ში იყო. მარ­თა­ლია, სა­სა­მარ­თლომ ეს ჩა­ნა­წე­რი და­უშ­ვე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ცნო, მაგ­რამ მა­ინც გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნა. პრო­ცეს­ზე მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა ეს­პა­ნე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი - ხუან რუ­ე­და, რო­მელ­საც თე­სა­ლო­ნი­კის სა­სა­მარ­თლოს­თვის უნდა წარ­მო­ედ­გი­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი დის­კი, მაგ­რამ ვერ მო­ი­ტა­ნა. ჩემ­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო იქა­უ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი. თე­სა­ლო­ნიკ­ში შუ­შა­ნაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მთე­ლი რიგი დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ტარ­და.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- სხდო­მის დარ­ბაზ­ში, მო­სა­მარ­თლე­თათ­ვის გა­მო­ყო­ფილ ამაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გვერ­დით იჯდა პრო­კუ­რო­რი და იგი სა­სა­მარ­თლოს წევ­რებ­თან ერ­თად, თავ­ზე დაჰ­ყუ­რებ­და დაც­ვის მხა­რეს, რო­გორც პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ასე­ვე - პრო­ცე­სის წარ­მარ­თვის თვალ­საზ­რი­სი­თაც. მხა­რე­თა თა­ნას­წო­რო­ბი­სა და შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი თე­სა­ლო­ნი­კის სა­სა­მარ­თლოს­თვის, რო­გორც ჩანს, უცხოა. პრო­ცეს­ზე, ბრალ­მდე­ბე­ლი უფრო მე­ტად ცდი­ლობ­და ობი­ექ­ტუ­რო­ბის დაც­ვას, ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო. სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბრალ­დე­ბის მოწ­მის დაც­ვის ფუნ­ქცი­ა­საც ითავ­სებ­და. რო­დე­საც ბრალ­დე­ბის მოწ­მე, ხუან რუ­ე­და დაც­ვის მხა­რის შე­კი­თხვებ­ზე პა­სუხს ვერ სცემ­და, მო­სა­მარ­თლე ცდი­ლობ­და, მის­თვის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ის პა­სუ­ხობ­და მოწ­მის მა­გივ­რად. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა მოწ­მეს ჰკი­თხა, - რა­ტომ იყო ეს­პა­ნე­თი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი ყო­ველ­გვა­რი ხელ­მო­წე­რი­სა და ბეჭ­დის გა­რე­შე? მოწ­მეს გა­უ­ჭირ­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა და მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ცხა­და: "იქ­ნებ ეს­პა­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ითხოვს ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რას და ბეჭ­დით და­მოწ­მე­ბას?" თე­სა­ლო­ნი­კის სა­სა­მარ­თლოს მოქ­მე­დე­ბე­ბი ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. პრო­კუ­რორ­მა მოწ­მეს რო­დე­საც ჰკი­თხა, შე­ეძ­ლო თუ არა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მყო­ფი შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ამოც­ნო­ბა, მოწ­მის შე­ყოვ­ნე­ბის შემ­დეგ, მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რო­რის შე­კი­თხვა გა­ი­მე­ო­რა და ხელი შუ­შა­ნაშ­ვი­ლის­კენ გა­იშ­ვი­რა. მოწ­მემ, რო­გორც ჩანს, კარ­გად ვერ გა­ა­ყო­ლა თვა­ლი მო­სა­მარ­თლის ხელს, შუ­შა­ნაშ­ვი­ლის გვერ­დით მჯდომ თარ­ჯი­მან­ზე მი­უ­თი­თა და თქვა, რომ ის იყო ლაშა. ამას­თა­ნა­ვე, მო­სა­მარ­თლემ არა­ერ­თხელ მოხ­სნა დაც­ვის მიერ დას­მუ­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი შე­კი­თხვა. აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის უხე­შად შე­ლახ­ვის ფაქ­ტე­ბიც. შუ­შა­ნაშ­ვილს მოწ­მე ხუან რუ­ე­დას­თვის შე­კი­თხვის დას­მა არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ფეხ­ზე წა­მოდ­გნენ და პრო­კუ­რორ­თან ერ­თად, დარ­ბა­ზი­დან გა­ვიდ­ნენ. მათ ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა უგუ­ლე­ბელ­ყვეს. ბო­ლოს მის­გან სა­ბო­ლოო სი­ტყვაც კი არ მო­ის­მი­ნეს. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­შიც ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილს ბრა­ლი დას­დეს, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, შემ­დგა­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სამი ან მეტი პი­რი­სა­გან. ამი­ტო­მაც, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა­ში, ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად, ბრა­ლი დას­დეს გელა ლა­ლი­აშ­ვილ­სა და და­ვით მა­ზა­ნაშ­ვილს. სა­სა­მარ­თლომ გელა ლა­ლი­აშ­ვი­ლი გა­ა­მარ­თლა. ამის შემ­დეგ ბრალ­დე­ბის სუ­ბი­ექტთა რა­ო­დე­ნო­ბა აღარ იძ­ლე­ო­და იმ ქმე­დე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას, რო­მელ­შიც ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნის ან­გა­რი­ში და­უშ­ვებ­ლად ცნო სა­სა­მარ­თლომ, ამას­თა­ნა­ვე, და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის­თვის ქმე­დე­ბის სუ­ბი­ექტთა რა­ო­დე­ნო­ბაც საკ­მა­რი­სი არ იყო, სა­სა­მარ­თლომ ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილს მა­ინც 14- წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. დაც­ვის მხა­რე აღ­შფო­თე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ სა­ბერ­ძნე­თის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში მსგავს პრე­ცე­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ისი­ნი არა­ერ­თი არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მომსწრე­ნი ყო­ფი­ლან, თუმ­ცა ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი აქამ­დე სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ას არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია. იმე­დია, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო მა­ინც იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რი.

- გა­მო­ძალ­ვის საქ­მე სა­ბერ­ძნეთ­მა რა­ტომ გა­ნი­ხი­ლა?

- ის რეს­ტო­რა­ნი, უფრო ზუს­ტად - სა­სა­დი­ლო, რომ­ლის მით­ვი­სე­ბა­საც მამ­ნი­აშ­ვი­ლი ედა­ვე­ბო­და, სა­ბერ­ძნეთ­ში მდე­ბა­რე­ობს. ამი­ტომ ჩათ­ვა­ლეს სა­ჭი­როდ, ამ მუხ­ლით იქ გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ. გა­ა­სა­მარ­თლეს და გა­ა­მარ­თლეს. ახლა იმა­ვე მუხ­ლით აქ გა­სა­მარ­თლდე­ბა. ჩვენ წარ­ვუდ­გენთ იქა­ურ გა­მა­მარ­თლე­ბელ ვერ­დიქტს სა­სა­მარ­თლოს და ვნა­ხოთ, ისი­ნი გა­ი­ზი­ა­რე­ბენ თუ არა თა­ვი­ან­თი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის ვერ­დიქტს.

- რო­დის გა­მო­ცხად­და ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ძებ­ნა?

ნანი ფრი­დო­ნაშ­ვი­ლი:

- ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილ­მა ოჯახ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო 2003 წელს და­ტო­ვა. იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო, რად­გან მასა და მის მე­უღ­ლე­ზე, სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბებ­ში, არა­ერ­თხელ გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა. ეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იცოდ­ნენ, მაგ­რამ ფაქ­ტი დღემ­დე არ გა­მო­უ­ძი­ე­ბი­ათ. იმე­დია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, თუ ჯერ კი­დევ არ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა საქ­მის მა­სა­ლე­ბი და საქ­მე მხო­ლოდ თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბა გა­ნახ­ლდე­ბა. ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­დეს, რაც გა­მო­გო­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­უს­წრებ­ლად წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი და ასე­ვე და­უს­წრებ­ლად - 2011 წლის 6 მარტს შე­უ­ფარ­დეს პა­ტიმ­რო­ბა.

- რამ­დენ­ჯერ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი შუ­შა­ნაშ­ვი­ლი?

- ლაშა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ყვე­ლა ნა­სა­მარ­თლო­ბა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი აქვს. იგი ევ­რო­პის არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი და არც კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­შია შემ­ჩნე­უ­ლი. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით" მო­სულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აი­ძუ­ლა, სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ღო. ის აღარ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. 2003 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთხე­ლაც არ ჩა­მო­სუ­ლა - დე­დის დაკ­რძალ­ვა­ზეც კი. ვერც მის­მა მე­უღ­ლემ და­ი­ტი­რა მამა. ამ წმინ­და მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ შეძ­ლეს, რომ ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოდ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე დევ­ნიდ­ნენ. მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­ყე­ნა მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ბერ­კე­ტი - მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და მათ მიერ "კომ­პრო­მა­ტე­ბით" ე.წ. "და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი" ადა­მი­ა­ნე­ბი და ლა­მის მთელ მსოფ­ლი­ო­ში "მის­წვდა" ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილს.

- რო­გორ ფიქ­რობთ - კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი არ უნდა და­ი­სა­ჯოს?

- პირი, რო­მე­ლიც და­ნა­შა­ულს სჩა­დის, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ - კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და არა გა­მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბით. ვი­ღა­ცის ახი­რე­ბას ეწი­რე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი შვი­ლე­ბი უსამ­შობ­ლოდ იზ­რდე­ბი­ან.

- ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შუ­შა­ნაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი და სხვა ყო­ფი­ლი ჩი­ნოს­ნე­ბიც დაჰ­კი­თხეს. მა­შინ ექსმი­ნისტრს ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­შირ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი ტა­რი­ელ ონი­ანს აცი­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რა კავ­ში­რი ჰქონ­და მას კონ­კრე­ტუ­ლად შუ­შა­ნაშ­ვილ­თან?

- არ ვიცი, ნარ­ჩე­მაშ­ვილს ონი­ან­თან რა კავ­ში­რი ჰქონ­და. დიახ, შუ­შა­ნაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბევ­რი ყო­ფი­ლი ჩი­ნო­სა­ნია და­კი­თხუ­ლი, მათ შო­რის: ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი, მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი - ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე, კახა ბა­კუ­რა­ძე, ასე­ვე - რუ­ბენ ასა­ნი­ძე, რე­ვაზ ფო­ჩხუა, შოთა ასა­თი­ა­ნი, რო­მე­ლიც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი წევ­რია. ყვე­ლა მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ პი­რა­დად არ იც­ნობს შუ­შა­ნაშ­ვილს. ეკი­თხე­ბი­ან ყო­ფილ მი­ნისტრს, არის თუ არა ის კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დიო? ის პა­სუ­ხობს, - გა­მი­გო­ნია, რომ არის ქურ­დი, მაგ­რამ პი­რა­დად არ ვიც­ნო­ბო. ყვე­ლა ჩვე­ნე­ბა ზო­გა­დია, ვერ გე­ტყვით, რა ახი­რე­ბა იყო ამ ჩი­ნოს­ნე­ბის და­კი­თხვა და რა­ტომ დაჰ­კი­თხეს. ვნა­ხოთ, რას იტყვი­ან პრო­ცეს­ზე. უფრო მეტ დე­ტალ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან სა­სა­მარ­თლო წინ არის. ერ­თა­დერ­თი მოწ­მე - შალ­ვა ბი­ზი­კაშ­ვი­ლი უჩ­ვე­ნებ­და, თით­ქოს ძმებ­მა შუ­შა­ნაშ­ვი­ლებ­მა გა­მოს­ძა­ლეს მამ­ნი­აშ­ვილს სა­სა­დი­ლო. თა­ვად ბი­ზი­კაშ­ვი­ლი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. ეს ადა­მი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა უწყე­ბა­ში და­დის სა­ჩივ­რით და აცხა­დებს, რომ გლ­და­ნის ცი­ხე­ში მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა და ასე გა­მოს­ძა­ლეს ჩვე­ნე­ბა. სოდ- ის მი­ზა­ნი იყო, შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა წა­ე­ღოთ. იმ­დე­ნი ქნეს, წყნეთ­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­კუ­თა­რი სახ­ლი, რო­მე­ლიც სხვა ადა­მი­ა­ნის სა­კუთ­რე­ბა იყო, მის სა­ხელს და­უ­კავ­ში­რეს და ეს სახ­ლი ნამ­დვილ პატ­რონს წა­არ­თვეს. უამ­რა­ვი უკა­ნო­ნო­ბა ხდე­ბო­და. ალ­ბათ, ძმებ შუ­შა­ნაშ­ვი­ლებს და­უს­წრებ­ლად გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით მათი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ვამ­ტკი­ცოთ. ვნა­ხოთ, რა შე­დე­გით დამ­თავ­რდე­ბა სა­სა­მარ­თლო.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom

რატომ გახდა აუცილებელი ყოფილი მინისტრის დაკითხვა კანონიერი ქურდის საქმეზე?

რატომ გახდა აუცილებელი ყოფილი მინისტრის დაკითხვა კანონიერი ქურდის საქმეზე?

წლებია, ქართველი სამართალდამცველები ძმების - ე.წ. კანონიერი ქურდების, ლაშა და კახა შუშანაშვილების საქართველოში ჩამოყვანასა და მათ გასამართლებას ითხოვენ, მაგრამ - უშედეგოდ. მათი ხელში ჩაგდება ვერ შეძლეს. მართალია, კახა ესპანეთში დააკავეს, მაგრამ იქაურმა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ის რატომღაც ჯერ ისევ ციხეში რჩება. რაც შეეხება ლაშა შუშანაშვილს, საბერძნეთის სასამართლომ საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი თქვა, ამიტომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე ვერ წარდგება და აქ დაუსწრებლად გაასამართლებენ.

ლაშა შუშანაშვილმა ციხის კედლებს მაინც ვერ დააღწია თავი: ცოტა ხნის წინ საბერძნეთის სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო სხდომას ქართველი ადვოკატიც ესწრებოდა და ბერძნული მართლმსაჯულებით უკმაყოფილოა. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი 2 წელზე მეტია ჭიანურდება შუშანაშვილების საქმის არსებითი განხილვა. ძმებს ერთსა და იმავე საქმეზე აქვთ ბრალი წარდგენილი; მართალია, საქმეები ცალ- ცალკე წარმოებაშია, მაგრამ სავარაუდოდ, გაერთიანდება და ერთად გაასამართლებენ.

ნანა ფრიდონაშვილი, ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი:

- ლაშას ორი მუხლით წაუყენეს ბრალი: გამოძალვა და კანონიერი ქურდობა. თითქმის ორი წელია, საქმის განხილვა ჭიანურდება და სხდომების გადადების მთავარ მოტივად საქართველოში მისი ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტას ასახელებენ, თუმცა 2012 წლის 12 აპრილს საბერძნეთიდან, ათენის სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღეს და საქართველოს უარი ეთქვა შუშანაშვილის ექსტრადიციაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, პროცესები ჭიანურდება, იცვლებიან მოსამართლეები და ჩნდება ეჭვი, რომ საქმის მასალები მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას არ მისცემს და ალბათ ყველა ცდილობს, თავიდან აიცილოს საქმის განხილვა. "კანონიერი ქურდობისთვის" პირის გამართლება არაპოპულარულად ითვლება შექმნილი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რასაც ისიც ადასტურებს, რომ 2006 წლიდან დღემდე, ვინც კი ამ მუხლით გაასამართლეს, თითქმის ყველაზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ერთგვარ ტრადიციად იქცა ისიც - თუU პირს ბრალად შეერაცხება კანონიერი ქურდობა, მას დამატებით, სხვა მუხლითაც უყენებენ ბრალს.

- რატომ?

- ვფიქრობთ, ეს გამოწვეულია 223 პრიმა მუხლის სპეციფიკურობით: ბრალის დამტკიცება უჭირთ და ამიტომ ახალ საქმეს თითხნიან. ვინაიდან ლაშა შუშანაშვილის მიმართ ამ მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ვერ მოხერხდებოდა, ტრადიციას არ უღალატეს და ძალოვანებმა "საქმეში შემოიყვანეს" ცრუ მოწმე ჯემალ მამნიაშვილი. მისი ალოგიკური ჩვენების საფუძველზე, ლაშა შუშანაშვილს დამატებით წარუდგინეს გამოძალვის ბრალდება.

- რას ედავებოდა მას ჯემალ მამნიაშვილი?

ოლღა გიორგაძე, ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი:

- ლაშას აბრალებდა იმ რესტორნის გამოძალვას, რომელიც მას საკუთრებასა თუ მფლობელობაში არასოდეს ჰქონია. არადა, თავად ჯემალ მამნიაშვილმა სხვადასხვა დროს, საქართველოსა და საბერძნეთში, ჩვენი მოქალაქეებისგან თაღლითურად მიისაკუთრა თანხები და ქონება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მის მიმართ საბერძნეთში გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანეს. თუმცა მანამდე, სოდ- ის მაშინდელმა თანამშრომლებმა ჯემალ მამნიაშვილის მდგომარეობა გამოიყენეს და მათთვის ჩვეული ფორმით, მას "თანამშრომლობა" შესთავაზეს: თუ შუშანაშვილის წინააღმდეგ გამოძიებას სასურველ ჩვენებას მისცემდა, მის მიმართ დევნა არ დაიწყებოდა და ასეც მოხდა.

- თქვენ ესწრებოდით სასამართლო პროცესებს საბერძნეთში, იქ რა ბრალდებით გაასამართლეს?

- საბერძნეთში გამოძიება საქართველოში არსებული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე დაიწყეს. არადა, ამ საქმეში მოწმეების ჩვენებები არის არათანამიმდევრული, ალოგიკური და არაადეკვატური. არც ერთი მოწმე არ ამხელს. მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს ლაშას, არანაირი შეხება არ ჰქონია მასთან. საბერძნეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ისევე როგორც მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არ ითვალისწინებს "კანონიერი ქურდების" დასჯას, ამიტომ თესალონიკის სასამართლომ საქართველოს ბრალდებიდან მხოლოდ გამოძალვის ბრალდება განიხილა და ლაშა შუშანაშვილი უდანაშაულოდ ცნო. თესალონიკის სასამართლომ ასევე განიხილა საბერძნეთის გამოძიების მიერ წარდგენილი ბრალდება.

- იქ რისთვის გაასამართლეს?

- ბრალი ასეთი იყო: მას, მძიმე დანაშაულის ჩადენის განზრახვით, სამზე მეტი ადამიანისგან შემდგარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში სდებდნენ ბრალს. ერთადერთი მტკიცებულება - ესპანეთიდან გამოგზავნილი სატელეფონო საუბრების მოსმენის ანგარიში იყო. მართალია, სასამართლომ ეს ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო, მაგრამ მაინც გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა. პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ესპანელი პოლიციელი - ხუან რუედა, რომელსაც თესალონიკის სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინა სატელეფონო საუბრების ამსახველი დისკი, მაგრამ ვერ მოიტანა. ჩემთვის გამაოგნებელი იყო იქაური მართლმსაჯულების ქმედებები. თესალონიკში შუშანაშვილის სასამართლო პროცესი მთელი რიგი დარღვევებით ჩატარდა.

- რას გულისხმობთ?

- სხდომის დარბაზში, მოსამართლეთათვის გამოყოფილ ამაღლებულ ადგილზე, მოსამართლეების გვერდით იჯდა პროკურორი და იგი სასამართლოს წევრებთან ერთად, თავზე დაჰყურებდა დაცვის მხარეს, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე - პროცესის წარმართვის თვალსაზრისითაც. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი თესალონიკის სასამართლოსთვის, როგორც ჩანს, უცხოა. პროცესზე, ბრალმდებელი უფრო მეტად ცდილობდა ობიექტურობის დაცვას, ვიდრე სასამართლო. სხდომის თავმჯდომარე, ფაქტობრივად, ბრალდების მოწმის დაცვის ფუნქციასაც ითავსებდა. როდესაც ბრალდების მოწმე, ხუან რუედა დაცვის მხარის შეკითხვებზე პასუხს ვერ სცემდა, მოსამართლე ცდილობდა, მისთვის დახმარება გაეწია, ხშირ შემთხვევაში ის პასუხობდა მოწმის მაგივრად. ბრალდებულის ადვოკატმა მოწმეს ჰკითხა, - რატომ იყო ესპანეთიდან მოწოდებული მასალები ყოველგვარი ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე? მოწმეს გაუჭირდა პასუხის გაცემა და მოსამართლემ განაცხადა: "იქნებ ესპანეთის კანონმდებლობა არ ითხოვს ამ დოკუმენტების ხელმოწერას და ბეჭდით დამოწმებას?" თესალონიკის სასამართლოს მოქმედებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. პროკურორმა მოწმეს როდესაც ჰკითხა, შეეძლო თუ არა სასამართლო დარბაზში მყოფი შუშანაშვილის ამოცნობა, მოწმის შეყოვნების შემდეგ, მოსამართლემ პროკურორის შეკითხვა გაიმეორა და ხელი შუშანაშვილისკენ გაიშვირა. მოწმემ, როგორც ჩანს, კარგად ვერ გააყოლა თვალი მოსამართლის ხელს, შუშანაშვილის გვერდით მჯდომ თარჯიმანზე მიუთითა და თქვა, რომ ის იყო ლაშა. ამასთანავე, მოსამართლემ არაერთხელ მოხსნა დაცვის მიერ დასმული არასასურველი შეკითხვა. აღშფოთებას იწვევს ბრალდებულის უფლებების უხეშად შელახვის ფაქტებიც. შუშანაშვილს მოწმე ხუან რუედასთვის შეკითხვის დასმა არ ჰქონდა დამთავრებული, მოსამართლეები ფეხზე წამოდგნენ და პროკურორთან ერთად, დარბაზიდან გავიდნენ. მათ ბრალდებულის უფლება უგულებელყვეს. ბოლოს მისგან საბოლოო სიტყვაც კი არ მოისმინეს. დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობაშიც ლაშა შუშანაშვილს ბრალი დასდეს, კანონის თანახმად, შემდგარი უნდა ყოფილიყო სამი ან მეტი პირისაგან. ამიტომაც, ორგანიზაციის წევრობაში, ლაშა შუშანაშვილთან ერთად, ბრალი დასდეს გელა ლალიაშვილსა და დავით მაზანაშვილს. სასამართლომ გელა ლალიაშვილი გაამართლა. ამის შემდეგ ბრალდების სუბიექტთა რაოდენობა აღარ იძლეოდა იმ ქმედების შემადგენლობას, რომელშიც ადანაშაულებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულება, სატელეფონო საუბრების მოსმენის ანგარიში დაუშვებლად ცნო სასამართლომ, ამასთანავე, დანაშაულის კვალიფიკაციისთვის ქმედების სუბიექტთა რაოდენობაც საკმარისი არ იყო, სასამართლომ ლაშა შუშანაშვილს მაინც 14- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე აღშფოთებული აღნიშნავდა, რომ საბერძნეთის მართლმსაჯულების ისტორიაში მსგავს პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. ისინი არაერთი არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მომსწრენი ყოფილან, თუმცა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამამტყუნებელი განაჩენი აქამდე საბერძნეთის სასამართლოს ისტორიას არ დაუფიქსირებია. იმედია, სააპელაციო სასამართლო მაინც იქნება ობიექტური.

- გამოძალვის საქმე საბერძნეთმა რატომ განიხილა?

- ის რესტორანი, უფრო ზუსტად - სასადილო, რომლის მითვისებასაც მამნიაშვილი ედავებოდა, საბერძნეთში მდებარეობს. ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ, ამ მუხლით იქ გაესამართლებინათ. გაასამართლეს და გაამართლეს. ახლა იმავე მუხლით აქ გასამართლდება. ჩვენ წარვუდგენთ იქაურ გამამართლებელ ვერდიქტს სასამართლოს და ვნახოთ, ისინი გაიზიარებენ თუ არა თავიანთი უცხოელი კოლეგების ვერდიქტს.

- როდის გამოცხადდა ლაშა შუშანაშვილის ძებნა?

ნანი ფრიდონაშვილი:

- ლაშა შუშანაშვილმა ოჯახთან ერთად, საქართველო 2003 წელს დატოვა. იძულებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან მასა და მის მეუღლეზე, საეჭვო ვითარებებში, არაერთხელ განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. ეს სამართალდამცავებმა იცოდნენ, მაგრამ ფაქტი დღემდე არ გამოუძიებიათ. იმედია, ახალი ხელისუფლების პირობებში, თუ ჯერ კიდევ არ განადგურებულა საქმის მასალები და საქმე მხოლოდ თაროზეა შემოდებული, გამოძიება განახლდება. ლაშა შუშანაშვილზე საერთაშორისო ძებნა ქართველმა სამართალდამცავებმა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გამოგონილი მტკიცებულებებით დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და ასევე დაუსწრებლად - 2011 წლის 6 მარტს შეუფარდეს პატიმრობა.

- რამდენჯერ არის ნასამართლევი შუშანაშვილი?

- ლაშა საბჭოთა პერიოდში რამდენჯერმე იყო გასამართლებული, მაგრამ ამჟამად ყველა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. იგი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის ნასამართლევი და არც კანონდარღვევაშია შემჩნეული. "ვარდების რევოლუციით" მოსულმა ხელისუფლებამ აიძულა, საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო. ის აღარ არის საქართველოს მოქალაქე. 2003 წლიდან საქართველოში ერთხელაც არ ჩამოსულა - დედის დაკრძალვაზეც კი. ვერც მისმა მეუღლემ დაიტირა მამა. ამ წმინდა მოვალეობის შესრულება მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ქართველი სამართალდამცველები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე დევნიდნენ. მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი - მის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პირადი კონტაქტები, ადგილობრივი სამართალდამცველები და მათ მიერ "კომპრომატებით" ე.წ. "დავერბოვკებული" ადამიანები და ლამის მთელ მსოფლიოში "მისწვდა" ლაშა შუშანაშვილს.

- როგორ ფიქრობთ - კანონიერი ქურდი არ უნდა დაისაჯოს?

- პირი, რომელიც დანაშაულს სჩადის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ - კონკრეტული დანაშაულისთვის და არა გამოგონილი ბრალდებით. ვიღაცის ახირებას ეწირებიან ეს ადამიანები და მათი შვილები უსამშობლოდ იზრდებიან.

- ჩვენი ინფორმაციით, შუშანაშვილის საქმეზე ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და სხვა ყოფილი ჩინოსნებიც დაჰკითხეს. მაშინ ექსმინისტრს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ადანაშაულებდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ ნარჩემაშვილი ტარიელ ონიანს აცილებდა საქართველოს ტერიტორიაზე. რა კავშირი ჰქონდა მას კონკრეტულად შუშანაშვილთან?

- არ ვიცი, ნარჩემაშვილს ონიანთან რა კავშირი ჰქონდა. დიახ, შუშანაშვილის საქმეზე ბევრი ყოფილი ჩინოსანია დაკითხული, მათ შორის: ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, მისი მოადგილეები - ზურაბ ჩხაიძე, კახა ბაკურაძე, ასევე - რუბენ ასანიძე, რევაზ ფოჩხუა, შოთა ასათიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრია. ყველა მათგანი ამბობს, რომ პირადად არ იცნობს შუშანაშვილს. ეკითხებიან ყოფილ მინისტრს, არის თუ არა ის კანონიერი ქურდიო? ის პასუხობს, - გამიგონია, რომ არის ქურდი, მაგრამ პირადად არ ვიცნობო. ყველა ჩვენება ზოგადია, ვერ გეტყვით, რა ახირება იყო ამ ჩინოსნების დაკითხვა და რატომ დაჰკითხეს. ვნახოთ, რას იტყვიან პროცესზე. უფრო მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სასამართლო წინ არის. ერთადერთი მოწმე - შალვა ბიზიკაშვილი უჩვენებდა, თითქოს ძმებმა შუშანაშვილებმა გამოსძალეს მამნიაშვილს სასადილო. თავად ბიზიკაშვილი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს. ეს ადამიანი არჩევნების შემდეგ ყველა უწყებაში დადის საჩივრით და აცხადებს, რომ გლდანის ციხეში მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა და ასე გამოსძალეს ჩვენება. სოდ- ის მიზანი იყო, შუშანაშვილის ქონება წაეღოთ. იმდენი ქნეს, წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლი, რომელიც სხვა ადამიანის საკუთრება იყო, მის სახელს დაუკავშირეს და ეს სახლი ნამდვილ პატრონს წაართვეს. უამრავი უკანონობა ხდებოდა. ალბათ, ძმებ შუშანაშვილებს დაუსწრებლად გაასამართლებენ. ჩვენ შევეცდებით მათი უდანაშაულობა დავამტკიცოთ. ვნახოთ, რა შედეგით დამთავრდება სასამართლო.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ