"შუა ქალაქის" ვარსკვლავი ნოდარ გურგენაშვილი, იგივე პაატა, საკუთარ შესაძლებლობებს მისთვის ახალ პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მოსინჯავს. როგორც შევიტყვეთ, ის უკვე ინტენსიურ რეპეტიციებს უკრაინელ ქორეოგრაფებთან გადის...
- ნოდარ, კი ვიცოდი, რომ კარგად ცეკვავ და პლასტიკური ხარ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ პროექტში გარისკავდი მონაწილეობას.…
- ვითომ კარგად ვცეკვავ? რა ვიცი, რა ვიცი, მაგრამ ამ პროექტში მონაწილეობას კი დავთანხმდი. ახლა რეპეტიციებზე დავდივარ და საათობით მიწევს წვალება და ცეკვების შესწავლა. არა, ისე საინტერესო, სახალისო და ამავე დროს რთული საქმეა... არ მეგონა, თუ გამიჭირდებოდა გარკვეული ილეთების შესწავლა...
- რატომ? თეატრალურ უნივერსიტეტში ცეკვას ხომ გასწავლიდნენ...
- კი, მაგრამ გაკვეთილებზე დასწრება მეზარებოდა და ვაცდენდი... რა ვიცოდი, თუ მომავალში ცეკვა ასე სერიოზულად დამჭირდებოდა?
- გინდა, რომ გაიმარჯვო?
- ჯერ ცეკვა ვისწავლო და მერე გეტყვი, მინდა თუ არა გამარჯვება... ისე, არ ვმონაწილეობ პროექტში იმისთვის, რომ მაინცდამაინც ვინმეს ვაჯობო. რა როგორ იქნება, ამას ვნახავთ. ჯერ ვიცი, რომ ბევრი შრომა მომიწევს...
- ეშხში რომ შეხვალ, გამარჯვება მერე მოგინდება...
- შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ ჯერ ასე არ ვფიქრობ... მოკლედ, მაგას იქ მივხვდები...…
- მეუღლემ მოგიწონა იდეა?
- კი, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე, მეუღლეს მერე ვუთხარი და გაუხარდა.
- ახალ სეზონზე "შუა ქალქში" აღარ იქნები?
- "ღამის შოუს სტუდიაში" ვარ, რაღაცებს უკვე ვაკეთებთ. მუშაობა სერიალზეც დაწყებულია, მაგრამ ჯერ იმ სერიებში მე მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ვნახოთ, ჯერ არაფერი ვიცი...
- იცი, რომ ჟიურიში ოთარ ტატიშვილი იქნება და მას შენი, როგორც კონკურსანტის შეფასება მოუწევს?
- არა, არ ვიცოდი, კარგია მერე, კომპეტენტურია... მას ამ საქმეში ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს, გასულ სეზონზე პროექტში ცეკვავდა...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის.